imedi /  18 ივნისი 2019, 19:33 / სანდო წყარო

ბერლინში ბინის გაქირავების ფასის ზედა ზღვარს შემოიღებენ

უძრავი ქონება

ბერლინი

ბერლინის მემარცხენე მთავრობამ ქალაქის მასშტაბით ბინების გაქირავებასთან დაკავშირებით ზედა ზღვრის დაწესებაზე გეგმა დაამტკიცა, რომელიც შემდეგი 5 წლის განმავლობაში იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ბერლინში ბინის ქირის ფასი თითქმის გაორმაგდა, მთავრობის ახალი გეგმის მიზანი კი ის არის, რომ საცხოვრებელი ფართები ხელმისაწვდომი იყოს. ამასთან, ეს გეგმა არ შეეხება სოციალურ საცხოვრისებში ბინების ქირაობას. 

გეგმა ბერლინის მასშტაბით 1.4 მილიონ უძრავ ქონებას შეეხება და ის კანონის სახით იანვრიდან ამოქმედდება. დღეის მდგომარეობით ბერლინში საშუალოდ ბინის ქირის თვიური ღირებულება 1100 ევროა, თუმცა ამ მაჩვენებლით ბერლინი ევროპაში მაინც ყველაზე იაფ ქალაქად ითვლება.

ბერლინის მთავრობის ამ გეგმას უარყოფითად აფასებენ დეველოპერები და უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ასეთი ზედა ზღვრის დაწესება ბინების მფლობელებს გაქირავების სურვილს დაუკარგავს. 

გეგმის მიხედვით, ბინის ქირავნობის მაქსიმალური ზღვარი ფიქსირებული იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით და არენდატორებს უფლება ექნებათ მიმართონ სასამართლოს თუ მათთვის დაწესებული ქირის ოდენობა ამ ზღვარს გადაცდება. თუმცა რა ზედა ზღვარზეა საუბარი ეს ჯერ უცნობია. ამასთან, საცხოვრებლის მფლობელები რომლებიც კანონს არ გაითვალისწინებენ 500 ათასი ევროთი დაჯარიმდებიან. ქირავნობის ზედა ზღვრული ნორმა არ შეეხება ახლად აშენებულ ბინებს. 

ევროპაში ბინის ქირის მხრივ ყველაზე ძვირი ქალაქი ლონდონია, სადაც თვიური გადასახადი საშუალოდ 1,760 ევროა.

ყველა სიახლე

სამების საკათედრო ტაძარი

19 ივლისი 2019, 09:50

საქართველო

IRI: ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 89% აფასებს

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს. კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად.

19 ივლისი 2019, 09:45

საქართველო

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს

კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:39

ძალოვნები

არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

19 ივლისი 2019, 09:36

ეკონომიკა

IRI: გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა

გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ბოლო ერთ წელიწადში ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 30% მიიჩნევს, რომ ძალიან გაუარესდა. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:22

საქართველო

IRI: არჩევნების შემთხვევაში გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“ , 22% კი „ნაციონალურ მოძრაობას“მისცემდა ხმას

სხვა პარტიების შედეგი ასეთია: „ევროპული საქართველო“ 7 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5 %, „ლეიბორისტული პარტია“ 5 %, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2 %, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ – 2 %, „შენების მოძრაობა“ – 2%, „გირჩი“ 1%.

მოსკოვი

19 ივლისი 2019, 09:13

საქართველო

IRI: რუსეთთან დიალოგის გაგრძელება გამოკითხულთა 46%-ს სურს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 30%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 7%, სრულად ეწინააღმდეგება 12%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:07

საქართველო

IRI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 57% უჭერს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 18%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 4%, სრულად ეწინააღმდეგება 8%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:01

საქართველო

IRI: ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 49% უჭერს მხარს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 19%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 6%, სრულად ეწინააღმდეგება 13%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 08:55

სპორტი

ბაჩანა არაბული საბერძნეთში ითამაშებს

ამის შესახებ ინფორმაციას „პანიონიოსის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.25 წლის თავდამსხმელმა საბერძნეთის სუპერლიგის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.არაბული მანამდე უნგრული კლუბებში, „ბალმაზუივაროშსა“ და „პუშკაშის აკადემაში“ თამაშობდა.

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ივლისი 2019, 08:47

მსოფლიო

ტრამპი: თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი გადაწყვეტილი არაა

"რთული სიტუცია. ვაკვირდებით და ვმუშაობთ ამ საკითხზე. ვნახოთ რა იქნება",- უთხრა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამანადგურებელი F-35-ს თურქეთს აღარ მიჰყიდის. ანკარისთვის ამ შეზღუდვის დაწესების მიზეზი ის გახდა, რომ თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა შეიძინა.

19 ივლისი 2019, 08:34

ძალოვნები

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი ადამიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დაკავებულ სოსო ბაჯელიძეს და ცოტნე ცოტნიაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო დღეს 12:30 საათზე იმსჯელებს. ლევან ჯიქურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 11:00 საათზე მოხდება, სადაც ბრალდებული მკურნალობს.

19 ივლისი 2019, 08:25

კულტურა

კახა აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების, დსთ-ს და ასევე რუსეთის ხელმძღვანელის პოსტებს შეითავსებს. აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მარინა ჟიგალოვა-ოზკანს შეცვლის, რომელიც კომპანიას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა

სერგეი ლავროვი

19 ივლისი 2019, 08:05

საქართველო

ლავროვი: არ მოგვწონს მცდელობები, რომ მედია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის დასანგრევად გამოიყენონ

"ჩვენ ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები გვსურს. არ მოგვწონს მცდელობები, რომ „პროდასავლური დამოუკიდებელი“ მედია გამოყენებული იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის დასანგრევად“, - განაცხადა ლავროვმა. სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

სკანდინავიელი ტურისტების მკვლელები

19 ივლისი 2019, 00:42

მსოფლიო

მაროკოში სკანდინავიელი ტურისტების მკვლელებს სიკვდილი მიუსაჯეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებს, რომლებსაც ბრალი მაროკოში ორი სკანდინავიელი ტურისტის მკვლელობაში ედებოდათ, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 24 წლის დანიელის, ლუიზა ვესტერაგერ იესპერსენისა და 28 წლის ნორვეგიელის, მარენ უელანდის თავმოჭრილი გვამები მაროკოში გასული წლის დეკებმერში აღმოაჩინეს.

 Lotus Evija

19 ივლისი 2019, 00:30

ტექნოლოგიები

ბრიტანული Lotus-ი ახალ სუპერმანქანას შექმნის

ბრიტანული ავტომწარმოებელი Lotus -ი სუპერმანქანების დარგში ლიდერობის დაბრუნებისთვის იბრძვის. კომპანია ახალ ავტომობილ Evija-ს შექმნის, რომლიც კომპანიას ელიტური ავტომობილების ბაზარზე დააბრუნებს. ახალი ელექტრომობილი 2000 ცხენის ძალის სიჩქარეს განავითარებს. კომპანია წარმოებაში პირველ ეტაპზე 130 ავტომობილს ჩაუშვებს.

დონალდ ტრამპი

19 ივლისი 2019, 00:00

მსოფლიო

ამერიკულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონი ჩამოაგდო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა ჰორმუზის სრუტეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ტრამპის თქმით, ირანული დრონი ამერიკულ გემს 900 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და გემისა და მისი ეკიპაჟისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

18 ივლისი 2019, 23:54

ეკონომიკა

ესპანური Inditex-ი 2025 წლიდან ეკოლოგიურ ტანსაცმელს გაყიდის

ტანსაცმლის მწარმოებელი ესპანური Inditex-ი რომელიც ბრენდებს Zara-ს, Pull & Bear-ს, Bershka-ს, Massimo Dutt-ის აერთიანებს 2025 წლისთვის ეკოლოგიურ ტანსაცმელს გაყიდის. ყველა მოდელი ბამბისგან და პოლიესტერისგან იქნება დამზადებული.

ელექტროსადგური ირანში

18 ივლისი 2019, 23:44

მსოფლიო

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები ირანის 5 მოქალაქისა და 7 კომპანიის წინააღდეგ დაწესდა. უწყების ინფორმაციით, სასანქციო სიაში მოხვედრილი ადამიანები და კომპანიები დაკავშირებულები არიან ირანის ცენტრიფუგული ტექნოლოგიების კომპანიასთან, რომელიც ბირთვული საწვავის გამდიდრების სფეროში მუშაობს.

18 ივლისი 2019, 23:13

ტექნოლოგიები

Google-ი და Facebook-ი პორნოგრაფიული ვებგვერდების მომხმარებლებს უთვალთვალებენ

მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Google-ი და Facebook-ი პორნოგრაფიული ვებგვერდების მომხმარებლებს უთვალთვალებენ, მაშინ როდესაც ისინი „ინკოგნიტოს“ ფუნქციით სარგებლობენ. ამის შესახებ პენსილვანიის უნივერსიტეტის, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტისა და Microsoft-ის სპეციალისტების ერთობლივი კვლევის შედეგები მეტყველებს.

ქუთაისის „ტორპედო“
ყაზახეთის „ორდაბასი“

18 ივლისი 2019, 23:12

სპორტი

ქუთაისის „ტორპედო“ ევროპა ლიგას გამოეთიშა

ქუთაისის ტორპედომ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ყაზახურ ორდაბასს უმასპინძლა. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.