Imedi /  24 ივნისი 2019, 13:46 / სანდო წყარო

მამუკა ხაზარაძე აქციონერთა 97%-მა დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარედ ხელახლა აირჩია

მამუკა ხაზარაძე 
ბადრი ჯაფარიძე

მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ TBC BANK Group PLC-ის აქციონერებმა ხმა მისცეს დირექტორთა საბჭოში მის თავმჯდომარედ, ხოლო ბადრი ჯაფარიძის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას.

„ლონდონში ახლახან დამთავრდა TBC BANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. 

ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენს პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, TBC ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და კონტინენტური ევროპიდან.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო თებერვალში დატოვეს. თუმცა თანამდებობები შეინარჩუნეს „თიბისი ბანკის“ მფლობელ კომპანია TBC Bank Group PLC-ში.

21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდიდა. „თიბისი ბანკის“  მაშინდელმა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბანკიდან წასვლის შესახებ იმავე პერიოდში განაცხადა

ყველა სიახლე

სმარტფონები

19 აგვისტო 2019, 21:08

ტექნოლოგიები

წლის საუკეთესო სმარტფონები დასახელდა

ყველაზე თანამედროვე სმარტფონად OnePlus 7 Pro დასახელდა, რომელსაც აქვს მძლავრი პროცესორი, 12-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და ეკრანი, რომელსაც ფრონტალური პანელის 88% უკავია. ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი კი Xiaomi Redmi Note 7 გახდა.

იდრის დები

19 აგვისტო 2019, 20:54

მსოფლიო

ჩადში ეთნიკური კონფლიქტების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩადის პრეზიდენტმა იდრის დებიმ ქვეყნის ორ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მას შემდეგ რაც აგვისტოს დასაწყისიდან ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტებს 50 ადამიანი ემსვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ქიბარ ხალვაში

19 აგვისტო 2019, 19:58

საქართველო

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს აღარ ყიდის

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ არ გაიყიდა - ამის შესახებ განცხადებას არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს. ტელევიზიის აქციების 100%-იანი წილის მფლობელის განცხადებით, რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას ის საკუთარი ძალებით შეეცდება. „კომპანიის გაჯანსაღებისათვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!“, - ამბობს ხალვაში.

19 აგვისტო 2019, 19:34

მსოფლიო

კუნძულ სარდინიაზე ქვიშის მოპარვის გამო ფრანგ წყვილს პატიმრობა ემუქრება

წყვილი აცხადებს, რომ მათ ქვიშის წაღება სუვენირად სურდათ და არ იცოდნენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს. გამოცემის ცნობით, კუნძულ სარდინიის ცნობილი თეთრი ქვიშა საზოგადოების საკუთრებად მიიჩნევა და მისი კუნძულიდან გატანა მკაცრად იკრძალება. პოლიციამ თეთრი ქვიშა პოლიეთილენის 14 ბოთლში იპოვა. სასჯელი 1-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი

19 აგვისტო 2019, 19:34

ტაბლოიდი

სააკაშვილმა სავარაუდოდ „კურიერისთვის“ განკუთვნილი ტექსტი შეცდომით ფეისბუკზე გამოაქვეყნა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუკზე“ შემთხვევით გამოაქვეყნა ტექსტი, რომლის თანახმად, ის სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასაშვები მასალის ტექსტს ათანხმებს. პოსტში სააკაშვილი „ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯზე წერს, რასაც მოჰყვება ტექსტი.

ნილ კემპბელი

19 აგვისტო 2019, 19:24

სპორტი

ბრიტანელი ნილ კემპბელი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ველოსიპედისტი გახდა

რეკორდული მაჩვენებელი ინგლისში, ჩრდილოეთ იორქშირის ავიაბაზის ასაფრენ ბილიკზე სპეციალური კონსტრუქციის ველოსიპედით დაფიქსირდა. სიჩქარის შესამოწმებლად გამოიყენება ავტომობილი, რომელიც ველოსიპედის წინ მიდის და პირქარის ზეგავლენას გამორიცხავს.

19 აგვისტო 2019, 19:19

ვიდეო

ბახმაროში, ფესტივალზე „სანსეტ სეტი“ მიმავალი ავტომანქანა ციცაბო ფერდობიდან დაგორდა

„პუშკაშის პრემია“

19 აგვისტო 2019, 18:39

სპორტი

ფიფამ წლის 10 საუკეთესო გოლი დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 2019 წლის საუკეთესო გოლის პრემიის პრეტენდენტები დაასახელა. 2018 წელსსაუკეთესო გოლისთვის ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო „ლივერპულის“ ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა მიიღო. კენჭისყრა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

19 აგვისტო 2019, 18:36

ეკონომიკა

ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში საქართველოს პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

უწყების ინფორმაციით, კამპანია ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სეზონებს მოიცავს და საქართველოს კურორტებს პოპულარიზაციას გაუწევს. საიმიჯო ვიდეორგოლები ბალტიისპირეთის ქვეყნების სატელევიზიო არხებით გადაიცემა. გარდა ამისა, კამპანია სოციალურ მედიაში რეკლამასა და გარე ბანერების განთავსებას მოიცავს.

19 აგვისტო 2019, 18:11

საქართველო

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

„სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კერსტი კალიულაიდი

19 აგვისტო 2019, 18:07

საქართველო

ესტონეთის პრეზიდენტმა გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები დაგმო

„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციას. საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას“, - წერს კერსტი კალიულაიდი Twitter-ზე.

ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი

19 აგვისტო 2019, 17:55

კულტურა

სერიალ „დილის შოუს“ ტრეილერი გამოქვეყნდა. ვიდეო

სერიალში მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი და სტივ ქარელი ასრულებენ. „დილის შოუ“ დილის გადაცემის წამყვანებისა და ჟურნალისტების პროფესიული და პირადი შესახებ მოგვითხრობს. ცნობილია, რომ Apple-მა სერიალის 2 სეზონის გადაღება დააანონსა, თითოეულ სეზონში 10 სერია იქნება და ის ექსკლუზიურად Apple TV Plus-ზე გავა.

ბიუჯეტირება

19 აგვისტო 2019, 17:52

საქართველო

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში - ახალქალაქში, ხაშურში, ქედაში, ლანჩხუთსა და ფოთში თვითმმართველობის თანამშრომლებისა და შესაბამის რეგიონებში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი – „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში“ – გაიმართა.

ლუკ კილერი

19 აგვისტო 2019, 17:50

სპორტი

კრივში ევროპის ჩემპიონმა მაკგრეგორი პაბში ასაკოვანი კაცის ცემის გამო ბრძოლაში გამოიწვია

ირლანდიელმა მოკრივემ ლუკ კილერმა თავისი თანამემამულე, შერეული ორთაბრძოლების (MMA) მებრძოლი კონორ მაკგრეგორი პაბში ასაკოვანი კაცის ცემის გამო ბრძოლაში გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა Irish Boxing-ი წერს. როგორც ლუკ კილერი Twitter-ზე წერს, მაკგრეგორმა ორი წლის წინ მის მეგობარსაც სცემა.

დუეინ ჯონსონი დაქორწინდა

19 აგვისტო 2019, 17:27

ტაბლოიდი

„ფორსაჟის“ მსახიობი დაქორწინდა

ცნობილი მსახიობი, „ფორსაჟის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი დუეინ ჯონსონი თავის პარტნიორზე, ლორენ ჰაშიმანზე დაქორწინდა, რომელთანაც მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. წყვილმა ქორწილი 18 აგვისტოს, ჰავაიზე გადაიხადა. წვეულებიდან მისი და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები ჯონსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

19 აგვისტო 2019, 17:25

სპორტი

ლაშა გობაძის შესრულებული გდება ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს. ვიდეო

ლაშა გობაძის შესრულებული გდება ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს, - ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „გდება“ სპეციალური სპორტული ტერმინია ჭიდაობაში.

დავით ზალკალიანი

19 აგვისტო 2019, 17:18

საქართველო

ზალკალიანმა ეუთოს თავმჯდომარეს გუგუტიანთკარზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო სატელეფონო საუბარი გამართა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან და ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ემზარ კვიციანი

19 აგვისტო 2019, 17:14

საქართველო

ომბუდსმენი ემზარ კვიციანს რეკომენდაციას აძლევს

ასადოვის საჩივარში მითითებული იყო, რომ 2019 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დეპუტატმა სამუშაო შეხვედრისას მირტაგი ასადოვის მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამი გამოიყენა.

ოსკარი

19 აგვისტო 2019, 17:04

კულტურა

ბუკმეკერებმა 2020 წლის ოსკარის დაჯილდოების მთავარი ფავორიტები დაასახელეს

ბუკმეკერებმა 2020 წლის ოსკარის დაჯილდოებმათი ინფორმაციით, საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდოს დიდი ალბათობით ხოაკინ ფენიქსი, ფილმ Joker-ში შესრულებული როლისთვის მიიღებს. მის გამარჯვებაზე ფსონები 9/4-იანი კოეფიციენტით მიიღება. ფენიქსის კონკურენტები ტომ ჰენქსი, ტარონ ეგერტონი და ანტონიო ბანდერასი იქნებიან.

ომარ ალ-ბაშირი

19 აგვისტო 2019, 16:39

მსოფლიო

სუდანის პროკურატურა: ალ-ბაშირმა საუდის არაბეთისგან მილიონობით დოლარის მიღება აღიარა

სუდანში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ ალ-ბაშირმა საუდის არაბეთისგან მილიონობით დოლარის მიღება აღიარა. პროკურატურა მას კორუფციაში ადანაშაულებს.