imedi /  21 თებერვალი 2019, 10:05 / სანდო წყარო

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის. ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე.

აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯგუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.

სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.

მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა.

დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.

სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას.
ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში", - წერს ხაზარაძე.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 

„თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში იმას წერს, რაზეც ქართულენოვანში საუბარი არაა. კერძოდ ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.

თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შესაბამის განცხადებას ბანკმა საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ყველა სიახლე

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 19:32

საქართველო

ნიკა მელიას გამო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ვიდეო

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობენ. ამ საკითხზე საუბრის დროს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საპროტესტო აქცია შეკვეთილში

25 ივნისი 2019, 19:21

საქართველო

შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან „ნაციონალების“ აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები შეკვეთილში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას მართავენ. მათ „ბლექ სი არენიდან“ მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები შეძახილებს „ბიძინა მოვდივარ“ და „გახარია წადი“ სკანდირებენ.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 19:15

საქართველო

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობს. პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა.

დონალდ ტრამპი

25 ივნისი 2019, 19:11

მსოფლიო

ტრამპი გაუპატიურების ბრალდებაზე: ის ქალი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება

„სრული პატივისცემით ვიტყვი: ჯერ ერთი, ის ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. და მეორე - ეს არასოდეს მომხდარა. ეს სრული სიცრუეა. მე მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი, ამ ქალს არ ვიცნობ. საშინელებაა, რომ ადამიანებს ასეთი განცხადებების გაკეთება შეუძლია“, - განაცხადა ტრამპმა გამოცემა The Hill-თან ინტერვიუში.

ევროსაბჭო

25 ივნისი 2019, 19:08

მსოფლიო

უკრაინამ ევროსაბჭოში თავისი წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

უკრაინამ ევროსაბჭოში თავისი მუდმივი წარმომადგენელი დმიტრი კულები კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პაველ კლიმკინმა დაწერა. "ევროპის საბჭომ დაკარგა ჩვენი ნდობა და მისი დაბრუნება განსაკუთრებით რთული იქნება", - დაწერა კლიმკინმა.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 18:52

ძალოვნები

ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. პროკურორის განცხადებით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

ხატია არდაზაშვილი 
სპიკერი მოსამართლე

25 ივნისი 2019, 18:40

ძალოვნები

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 55 ადამიანი გაათავისუფლა

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ 20 ივნისის მოვლენების დროს მომხდარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა. სპიკერი მოსამართლის ხატია არდაზაშვილის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული პალატის გადაწყვეტილებით 55 პირი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

ოქრო

25 ივნისი 2019, 18:38

ეკონომიკა

ოქროს ფასმა ბოლო 6 წლის მაქსიმუმს მიაღწია

ოქროს ღირებულებამ მსოფლიო ბაზარზე 6 წლის განმავლობაში მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ვაჭრობის შედეგად 1 უნციის ფასმა 1439,21 დოლარს მიაღწია, რაც 1,4%-იან ზრდას ნიშნავს. ამასთან, ვერცხლი 0,3%-ით, პლატინა - 0,2%-ით, პალადიუმი კი 0,8%-ით გაიაფდა.

ზვიად ციკოლია

25 ივნისი 2019, 18:22

ტექნოლოგიები

ქართული ელექტრომობილების დიზაინზე ზვიად ციკოლია იმუშავებს

ციკოლიას თქმით, ქართული ბრენდის ქვეშ ელექტრომობილის დიზაინს სწორედ ის შექმნის, თუმცა დიზაინერი კონკრეტულ თარიღებს ჯერ ვერ ასახელებს. მისი განმარტებით, დიზაინის შექმნამდე ჯერ ქარხნის აშენებაა დაგეგმილი. „ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დიზაინის შექმნამდე ჯერ უამრავი რამ არის გასაკეთებელი. ჯერ ამის თქმა შემიძლია. დეტალები „აი გრუპის“ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი“, - განმარტა ზვიად ციკოლიამ.

ნათია თურნავა მარიამ ქვრივიშვილი

25 ივნისი 2019, 18:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ტურიზმის გამოწვევების განეიტრალებაზე ვმუშაობთ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ გვერდში დაუდგეს გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს.

სმარტფონები

25 ივნისი 2019, 18:19

ტექნოლოგიები

კვლევა: გლობალურ სატელეფონო ქსელზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ჰაკერებმა კიბერთავდასხმა ჩინეთის ტერიტორიიდან განახორციელეს. მათი თქმით, ისინი სავარაუდოდ მთავრობამ დააფინანსა მსგავსი ქმედების განსახორციელებლად. ამერიკულ-ებრაული კიბერუსაფრთხოების კომპანია ამბობს, რომ ყველაფერი ჩინური ჯგუფი APT10-ის კვალზე მიანიშნებს. სურეის უნივერსიტეტის უსაფრთხოების მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ თავდასხმის მასშტაბები შემაშფოთებელია.

არჩილ თალაკვაძე

25 ივნისი 2019, 18:03

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: 2024 წლიდან საარჩევნო ბარიერი კვლავ ძალაში იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომერე არჩილ თალაკვაძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი კვლავ ძალაში იქნება. მისი თქმით ხელისუფლებამ საზოგადოების დაკვეთა შეასრულა და გამოთქვა მზაობა, რომ 2020 წელს პროპორციულმა არჩევნებმა გადმოიწიოს. თალაკვაძის განმარტებით, 0%-იანი ბარიერი ერთჯერადი იქნება.

კახა კალაძე

25 ივნისი 2019, 17:59

საქართველო

კახა კალაძე: ჩვენთან ტურისტების, მათ შორის რუსი ტურისტების უსაფრთხოება სრულად დაცულია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ტურისტების უსაფრთხოება დაცულია, მათ შორის დაცულია რუსი ტურისტების უსაფრთხოებაც. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების საპასუხოდ უთხრა.

25 ივნისი 2019, 17:49

ეკონომიკა

მდიდარი ამერიკელები სიმდიდრის გადასახადის შემოღებას ითხოვენ

წერილის ავტორების აზრით, აშშ-ს აკისრია ზნეობრივი, ეთიკური და ეკონომიკური პასუხისმგებლობა, რათა მათ ქონებას კიდევ უფრო დიდი გადასახადი დაუწესოს. მათი მტკიცებით, ეს გადასახადი კლიმატური კრიზისის დაძლევის, ეკონომიკის გაძლიერების, ჯანდაცვის გაუმჯობესების, დემოკრატიის განმტკიცების და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის წინაპირობა გახდება.

არჩილ თალაკვაძე

25 ივნისი 2019, 17:43

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ყველა პოლიტიკოსი ვალდებულია პასუხისმგებლობის ტვირთით იცხოვროს

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. ის საზოგადოებას და კოლეგებს დაჰპირდა, რომ თავმჯდომარის პოზიციაზე "პირუთვნელად, მაქსიმალური ძალისხმევითა და გონივრული გადაწყვეტილებებით" იმუშავებს.

ლაშა გოგია  გია გულორდავა

25 ივნისი 2019, 17:25

ძალოვნები

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე, ვიცემერი გია გულორდავა დამნაშავედ ცნო. თითოეულს სასჯელის სახედ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ოთხი წლით პირობითი მსჯავრი მიესაჯა.

ვალუტის კურსი

25 ივნისი 2019, 17:15

ეკონომიკა

1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.83 ლარი გახდა

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ღირებულება 2.83 ლარია. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.22 ლარს აჭარბებს.

ბათუმი

25 ივნისი 2019, 17:01

საქართველო

ნაციონალები ბათუმიდან შეკვეთილში ივანიშვილის სახლამდე მსვლელობას გამართავენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეკვეთილში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას გეგმავენ. ისინი ბათუმში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მანქანებით აპირებენ ჩასვლას შეკვეთილში. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქტივისტები შეუერთდებიან ქობულეთიდან და გურიიდან.

დაპირისპირება ჰონდურასში

25 ივნისი 2019, 16:59

მსოფლიო

ჰონდურასში სამხედრო პოლიციამ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა

ჰონდურასის სამხედრო პოლიციამ დედაქალაქ ტეგუსიგალპაში შეკრებილ დემონსტრანტ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. შეკრებილები პრეზიდენტ ხუან ორლანდო ჰერნანდესის გადადგომას, ასევე ჯანდაცვისა და განათლების სისტემის რეფორმირებას ითხოვენ.

ირაკლი სესიაშვილი

25 ივნისი 2019, 16:59

საქართველო

ირაკლი სესიაშვილმა ბოდიში მოიხადა

ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, ის ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ ორ საათზე საუბრობდა.