imedi /  17 თებერვალი 2019, 21:21 / სანდო წყარო

რას იძიებს პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით

თიბისი ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროის ათვლა დაიწყო და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გასაწვევად, აქციონერთა კრებას ორი თვე მისცა. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 13 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ხელმოწერის უფლებაც შეუჩერა. 

ეროვნული ბანკის წერილობით განცხადებას, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა წერილობითვე უპასუხა და მასთან არსებული შეკითხვები ანაკლიის პორტის პროექტს დაუკავშირა, კვირის ბოლოს კი ამ კონტექსტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.  

გავლენიანი ბანკირების წინააღმდეგ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარეობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტრანზაქციები 2007-2008 წლებში განხორციელდა. საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებს 17 მილიონ დოლარს ეხება.

რატომ და ვის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება - ამასთან დაკავშირებით, მთავარ საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა ორმა კომპანიამ „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, ,,თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით 17 მილიონ დოლარამდე სესხი მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, სესხად აღებული თანხის კომპანიების ანგარიშებზე განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, 17 მილიონი დოლარი ისესხეს.

იზარალა თუ არა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის ამ გადაწყვეტილებით "თიბისი ბანკმა" - ეროვნული ბანკის განცხადებაში წერია, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნები დაარღვიეს. პროკურატურა  კი ამბობს, რომ  ეს თანხა ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოჰკითხეს. 

რატომ დაიწყო  გამოძიება 11-წლიანი დაგვიანებით? ამ კითხვაზე პროკურატურაში "იმედის კვირას" ეუბნებიან, რომ სავარაუდო დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კანონდარღვევის კატეგორიას განეკუთვნება და ხანდაზმულობის ვადა მასზე არ მოქმედებს. 

2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციაზე დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკური განცხადებები მალევე მოჰყვა და შეფასებებიც პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად დალაგდა - ნაციონალურმა მოძრაობამ  პროცესი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირად ინტერესებს დაუკავშირა. 

თუმცა სამი თვის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძეს საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ძარცვასა და მევახშეობაში ადანაშაულებდა. ექსპრეზიდენტი  მას ლონდონის ბირჟის წარმომადგენლობაში  ფინანსური სანქციების გატარების მოთხოვნითაც დაემუქრა.  

კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ძალისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი სამართლებრივ პროცესზე საუბრობს და "თიბისი ბანკის" როგორც ძლიერი საფინანსო ინსტიტუტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი. ფრანსუა პეშო აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის პატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოში შვედეთის ელჩიც.  

"მაშინ, როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს, საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ღონისძიების არგატარება, მაშინ როდესაც არსებობს ამის იურიდიული საფუძველი, დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველის, მიმართ სანდოობას და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკას. დაბოლოს, აღვნიშნავ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ძლიერი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. რამდენადაც ვიცით, ამჟამად ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებთან და სტაბილურობასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვა არ არსებობს", - განაცხადა ფრანსუა პეშომ.

"ვიცი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ასრულებს თავის ამოცანას როგორც საბანკო სისტემის საზედამხედველო ორგანო. ასე რომ, ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს, თუმცა არ გვაქვს პოზიცია ამ საკითხზე, რადგან მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციას", - განაცხადა შვედეთის ელჩმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, 14 თებერვალს  "თიბისი ბანკის" ჯგუფმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 24 საათში 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა. თუმცა როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტია და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სტაბილურ მუშაობას ხელს ვერ შეუშლის. 

პროცესი რომ „თიბისი ბანკის“ მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ამის შესახებ ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი და ბიზნესომბუდსმენიც საუბრობენ.
 
„თიბისი ბანკმა“ საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა და ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას ითხოვს. 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ „თიბისი ბანკს“ რამდენიმე მსხვილი აქციონერი ჰყავს. მათგან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯამურად დაახლოებით 20%-იანი წილი აქვთ (მამუკა ხაზარაძე - 13.52%; ბადრი ჯაფარიძე - 6.76%; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 8.17%; JPMorgan Asset Management - 8.39%; Schroder Investment Management - 7.07%; Dunross & Co. - 5.50%.

"თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სისტემური ბანკია 27-წლიანი გამოცდილებით. „თიბისი ბანკი“ ქართულ ბაზარზე 1992 წლიდან ოპერირებს და 2017 წლის ბოლოსთვის მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 მილიარდი ლარი შეადგინა, აქტივების მთლიანი ოდენობა კი 12 მილიარდ ლარს აღემატება. დღეისათვის, „თიბისი ბანკს“ ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი და 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2026, 09:21

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

27 სექტემბერი 2026, 08:57

მსოფლიო

პარიზში რომის პაპის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. შეკრებილებს რომის პაპმა, მათ შორის, ფრანგულ ენაზე, მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და რწმენისთვის.

27 სექტემბერი 2026, 08:30

მსოფლიო

აშშ-ში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების 14-მა სენატორმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი მიწვევა

აშშ-ში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების 14-მა სენატორმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი მიწვევა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

27 სექტემბერი 2026, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უარყო ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ-იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს, ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადასცა.

27 სექტემბერი 2026, 00:47

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

27 სექტემბერი 2026, 00:41

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

27 სექტემბერი 2026, 00:37

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:21

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.

27 სექტემბერი 2026, 00:18

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:14

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:09

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ჯვართამაღლების ხატი

27 სექტემბერი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ჯვართამაღლებაა

დღესასწაული მე-4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა კი ჯვარი ყველას თვალწინ აამაღლა.

27 სექტემბერი 2026, 00:01

რეგიონი

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:45

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი მევენახეებს: წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია

წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“. „მოსახლეობამდე კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დღესაც ჩაშვებულია პრაქტიკაში - კოოპერაცია, მცირე მეწარმეების გაერთიანება, რომ თავისი ღვინო შექმნან. ეს ყველა კომპონენტი არსებობს, ძლიერდება და მოვალეა სახელმწიფო, რომ ეს კიდევ უფრო მეტად მიიტანოს თითოეულ მევენახემდე, მით უმეტეს, მცირე და საშუალო მევენახემდე. ამ შემთხვევაში იმ ადამიანების აზრიც, ვინც აზრის ფორმირებაში აქტიურია, მათი ჩართულობა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი კარგი მეურნის აზრი უცებ გადაება სოფელს მითუმეტეს

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:26

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღევანდელი დღის 18:00 საათის მონაცემებით, 77 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია

„აქედან, უმაღლესი ხარისხის, რაშიც აპრილი იხდება ლარი და 30 თეთრი, ეს არის უკვე დაბინავებული მოსავლის 71%. დაახლოებით 29% არის საშუალო ხარისხის, რაშიც ლარი და 10 თეთრი იხდება. 0,5%, რომელიც არ ითვლება ხარისხიან ყურძნად, ეს მაჩვენებელი, მაქსიმალურად, წლიდან-წლამდე უნდა გავაქროთ. არ შეიძლება მევენახე ცუდი ყურძნის ანაბარა დარჩეს, რადგან საბოლოო ჯამში, კიდევ უარეს ორმოში აღმოჩნდება პერსონალურად მევენახეც და მთელი დარგი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ლევან მეხუზლა

26 სექტემბერი 2026, 22:12

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ითქვა, დასეტყვილ ყურძენს იბარებდით 80 თეთრადო, ამ ყველაფერმა გააჩინა ის მოტივაცია, რომ ჰექტრობით ვენახების მოვლა ხდებოდა ისე, რომ რაც შეიძლება, მეტი მოსავალი მიგვეღო. ამან საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ გვაქვს ბევრი დაბალხარისხიანი, ან საშუალო ხარისხიანი ყურძენი

როგორ შეიძლება, ერთ ქვაბში მოიხარშოს მევენახე, რომელსაც აქვს 1 ჰექტრამდე ვენახი, რომელსაც აქვს 5 ჰექტრამდე, რომელსაც 20 ჰექტრამდე და რომელსაც აქვს 20 ჰექტარი და ზევით. რა დავაშავეთ ჩვენ მცირე მევენახეებმა? - ამ კითხვით მევენახე ლია ბაზიერაშვილმა გადაცემა „ღაი ეთერის“ სტუმრებს მიმართა. მევენახე სახელმწიფოს სთავაზობს, მევენახეებს საკუთრებაში არსებული ვენახის ფართობის მიხედვით, დიფერენცირებულად დაეხმაროს.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:10

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: 2025 წელს, საქართველოს მეღვინეობის დარგმა, დაახლოებით 560 მილიონი დოლარის პროდუქცია აწარმოა და გაიტანა უცხოეთში - ჩვენი მეღვინეობა მსოფლიო კონკურენციას უნდა უძლებდეს

იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა წარმატებული იყოს, აუცილებელი პირობაა მსხვილი მიწის ფართობები. იმიტომ, რომ იქ ყველა პროცესი გაცილებით მომგებიანია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 21:47

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: იმ ყურძნის წილი, რომელიც სათანადო კონდიციამდე არ არის მიყვანილი, უნდა შევამცირებინოთ. უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება

იმ ყურძნის წილი, რომელიც სათანადო კონდიციამდე არ არის მიყვანილი, უნდა შევამცირებინოთ. უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

ლევან მუხუზლა

26 სექტემბერი 2026, 21:37

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, როგორც კონკურენტი, ღვინის ბიზნესში არ ჩაერიოს

სახელმწიფო ნებისმიერი ხარისხის ყურძნიდან ხდის სპირტს. ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ყველაფერი იყრება გადამამუშავებელ ერთ ხაზში და ერთად დუღს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე გოგი კაკაბაძემ. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო პრინციპულად არ ამზადებს ღვინოს.

26 სექტემბერი 2026, 21:30

ეკონომიკა

„40%-იანი დივერსიფიკაცია გვაქვს ღვინის ბაზრების, სახელმწიფო ათეულ მილიონობით ლარს ხარჯავს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს ევროპის, ამერიკის, ჩინეთის ბაზარზე“ - ირაკლი ქადაგიშვილი კითხვაზე, დგამს თუ არა სახელმწიფო ტრადიციული ბაზრის დივერსიფიცირებისთვის ნაბიჯებს

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღევანდელი გადაცემა აშკარად არ ემსახურება წარმატებული რთველის აქცია, ეს არის კრიტიკული აზრის გადაცემა და ამისთვის მადლობას ვუხდი ტელეკომპანია „იმედს“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე აკაკი კეკენაძემ. მისივე თქმით, მევენახეების პროტესტზე ხელისუფლების შემხვედრი, პოზიტიური ნაბიჯი დასაფასებელია, თუმცა ეს დარგში არსებულ დიდ პრობლემებს ვერ გადაფარავს.