imedi /  18 თებერვალი 2019, 00:08 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი „თიბისის საქმესა“ და ანაკლიის პროექტის ერთმანეთთან დაკავშირებას სპეკულაციად აფასებს

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 

გამოითქვა მოსაზრება, რომ „თიბისი ბანკის საქმეზე“ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ამბობენ, რომ როდესაც კითხვები ჩნდება საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენის წარსულზე, რეპუტაციაზე, საქმიანობაზე, რომელთანაც დაკავშირებულია საქართველოს მასშტაბისთვის ძალიან მსხვილი ბიზნესები, უდიდესი კერძო ბანკი და დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ანაკლიის სახით - სცდება წარსულში შესაძლოა რაიმე დარღვევის მასშტაბს და იღებს ისეთ ხასიათს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყანაში არსებული სამართლის სტანდარტის ხარისხს. 

ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "იმედი LIVE"-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ თავად მამუკა ხაზარაძე და ყველა პირი, რომელსაც ეს საქმე ეხება, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, იმისთვის, რომ მათთან პიროვნულად დაკავშირებულმა კითხვებმა ბანკი არ დააზიანოს. 

"იმიტომ, რომ ეს არის ძლიერი და სანდო ინსტიტუტი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. არ მგონია, არ მეჩვენება და არ მსმენია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხვა. კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმღები პირებიც ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან. და ალბათ ისინი არ იზამენ ისე, რომ თუ მათ შეექმნათ პრობლემა, გადაიყოლონ ინსტიტუტიც. ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს აბსოლუტურად არ არის. პირიქით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად აგრძელებდეს ფუნქციონირებას. ამიტომ ბურთიც და მოედანიც მისია, ვგულისხმობ ბატონ მამუკას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ისეა წარმოჩენილი, თითქოს ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის პროექტია:

"ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. შესაბამისად, ის თითქოს მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ეს ასე არ არის. როდესაც სახელმწიფო პროექტს ახორციელებს და ჰყავს დაქირავებული , ტენდერში გამარჯვებული ადამიანი, სახელმწიფოს საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს. ამიტომ მე ერთს მეორესთან არ დავაკავშირდები. სპეკულაციები რაც არის რომ ეს კითხვები, რაც მის მიმართ საბანკო საქმიანობის ნაწილში დაისვა, ანაკლიის პორტს დაუკავშირონ, ოპოზიცია საკუთარ თემად ქცევას ცდილობს. მე არ მგონია, რომ ეს ადამიანი (მამუკა ხაზარაძე) იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

გურამ - თქვენ, როგორც იუსტიციის მინისტრი და როგორც პოლიტიკოსი, ხედავთ თუ არა რისკს, რომ შესაძლოა წარმოიქმნას და გაღრმავდეს დავა მამუკა ხაზარაძესა და სახელმწიფოს შორის და ეროვნული ბანკის გარდა სხვა სახელმწიფო უწყებებიც აღმოჩნდნენ ჩართული შიგნით? და რაც მთავარია, ღირს თუ არა დავის საგანი იმად, რომ გამოიწვიოს მასშტაბური ძვრა ქვეყანაში სტაბილურობისა და სამართლიანი გარემოს აღქმაში?

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა ორმა კომპანიამ „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, ,,თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით 17 მილიონ დოლარამდე სესხი მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, სესხად აღებული თანხის კომპანიების ანგარიშებზე განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, 17 მილიონი დოლარი ისესხეს.

ყველა სიახლე

დავით კოდუა

27 სექტემბერი 2026, 10:06

რეგიონი

დავით კოდუა: მჯერა, რომ შევძლებთ 27 სექტემბერი ვაქციოთ თარიღად, როდესაც ენგურის ორსავე ნაპირზე შერიგებასა და საერთო გამარჯვებას ვიზეიმებთ

ზუგდიდის მერი დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში იმყოფებოდნენ.

დონალდ ტრამპი

27 სექტემბერი 2026, 09:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება

კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ. არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

27 სექტემბერი 2026, 09:21

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

27 სექტემბერი 2026, 08:57

მსოფლიო

პარიზში რომის პაპის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. შეკრებილებს რომის პაპმა, მათ შორის, ფრანგულ ენაზე, მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და რწმენისთვის.

27 სექტემბერი 2026, 08:30

მსოფლიო

აშშ-ში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების 14-მა სენატორმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი მიწვევა

აშშ-ში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების 14-მა სენატორმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი მიწვევა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

27 სექტემბერი 2026, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უარყო ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ-იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს, ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადასცა.

27 სექტემბერი 2026, 00:47

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

27 სექტემბერი 2026, 00:41

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

27 სექტემბერი 2026, 00:37

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:21

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.

27 სექტემბერი 2026, 00:18

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:14

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 სექტემბერი 2026, 00:09

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

27 სექტემბერი 2026, 00:01

რეგიონი

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

ჯვართამაღლების ხატი

27 სექტემბერი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ჯვართამაღლებაა

დღესასწაული მე-4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა კი ჯვარი ყველას თვალწინ აამაღლა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:45

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი მევენახეებს: წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია

წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“. „მოსახლეობამდე კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დღესაც ჩაშვებულია პრაქტიკაში - კოოპერაცია, მცირე მეწარმეების გაერთიანება, რომ თავისი ღვინო შექმნან. ეს ყველა კომპონენტი არსებობს, ძლიერდება და მოვალეა სახელმწიფო, რომ ეს კიდევ უფრო მეტად მიიტანოს თითოეულ მევენახემდე, მით უმეტეს, მცირე და საშუალო მევენახემდე. ამ შემთხვევაში იმ ადამიანების აზრიც, ვინც აზრის ფორმირებაში აქტიურია, მათი ჩართულობა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი კარგი მეურნის აზრი უცებ გადაება სოფელს მითუმეტეს

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:26

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღევანდელი დღის 18:00 საათის მონაცემებით, 77 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია

„აქედან, უმაღლესი ხარისხის, რაშიც აპრილი იხდება ლარი და 30 თეთრი, ეს არის უკვე დაბინავებული მოსავლის 71%. დაახლოებით 29% არის საშუალო ხარისხის, რაშიც ლარი და 10 თეთრი იხდება. 0,5%, რომელიც არ ითვლება ხარისხიან ყურძნად, ეს მაჩვენებელი, მაქსიმალურად, წლიდან-წლამდე უნდა გავაქროთ. არ შეიძლება მევენახე ცუდი ყურძნის ანაბარა დარჩეს, რადგან საბოლოო ჯამში, კიდევ უარეს ორმოში აღმოჩნდება პერსონალურად მევენახეც და მთელი დარგი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ლევან მეხუზლა

26 სექტემბერი 2026, 22:12

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ითქვა, დასეტყვილ ყურძენს იბარებდით 80 თეთრადო, ამ ყველაფერმა გააჩინა ის მოტივაცია, რომ ჰექტრობით ვენახების მოვლა ხდებოდა ისე, რომ რაც შეიძლება, მეტი მოსავალი მიგვეღო. ამან საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ გვაქვს ბევრი დაბალხარისხიანი, ან საშუალო ხარისხიანი ყურძენი

როგორ შეიძლება, ერთ ქვაბში მოიხარშოს მევენახე, რომელსაც აქვს 1 ჰექტრამდე ვენახი, რომელსაც აქვს 5 ჰექტრამდე, რომელსაც 20 ჰექტრამდე და რომელსაც აქვს 20 ჰექტარი და ზევით. რა დავაშავეთ ჩვენ მცირე მევენახეებმა? - ამ კითხვით მევენახე ლია ბაზიერაშვილმა გადაცემა „ღაი ეთერის“ სტუმრებს მიმართა. მევენახე სახელმწიფოს სთავაზობს, მევენახეებს საკუთრებაში არსებული ვენახის ფართობის მიხედვით, დიფერენცირებულად დაეხმაროს.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 22:10

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: 2025 წელს, საქართველოს მეღვინეობის დარგმა, დაახლოებით 560 მილიონი დოლარის პროდუქცია აწარმოა და გაიტანა უცხოეთში - ჩვენი მეღვინეობა მსოფლიო კონკურენციას უნდა უძლებდეს

იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა წარმატებული იყოს, აუცილებელი პირობაა მსხვილი მიწის ფართობები. იმიტომ, რომ იქ ყველა პროცესი გაცილებით მომგებიანია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 სექტემბერი 2026, 21:47

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: იმ ყურძნის წილი, რომელიც სათანადო კონდიციამდე არ არის მიყვანილი, უნდა შევამცირებინოთ. უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება

იმ ყურძნის წილი, რომელიც სათანადო კონდიციამდე არ არის მიყვანილი, უნდა შევამცირებინოთ. უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.