imedi /  21 თებერვალი 2019, 11:28 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი და „თიბისი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ეროვნული ბანკი და „თიბისი ბანკი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. თიბისი ბანკი წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.

ამასთან, თიბისი ბანკი, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. თიბისი ბანკის კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ“, - აცხადებენ „თიბისი ბანკში“. 


„საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე.

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტითა და სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.

ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მისი საზედამხედველო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ასევე, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს.

ამით ორივე მხრიდან ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ თემებზე სპეკულაციებისგან“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

დღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 

„თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში იმას წერს, რაზეც ქართულენოვანში საუბარი არაა. კერძოდ ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.

თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შესაბამის განცხადებას ბანკმა საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2026, 17:59

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელმაც საქართველო - ჩინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე აიყვანა.

22 სექტემბერი 2026, 17:56

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა.

22 სექტემბერი 2026, 17:53

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა.

გიორგი სოსიაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:51

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრემიერ-მინისტრის მონაწილოებაზე: მნიშვნელოვანი სამიტია და კიდევ ერთხელ დასტურდება ჩვენი ქვეყნის დიდი როლი და მნიშვნელობა მსოფლიო უსაფრთხოებაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. სოსიაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამიტზე მონაწილეობა ადასტურებს, თუ რა დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში.

ლი ჯე მიონი

22 სექტემბერი 2026, 17:50

მსოფლიო

NYT: სეული ვაშინგტონს ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული პროგრამის გაყინვის სანაცვლოდ, სანქციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს

„მიმაჩნია, რომ არსებობს სერიოზული სარგებელი კომპრომისში სანქციებსა და დამატებითი ბირთვული იარაღისა თუ ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტების განვითარების შეჩერებას შორის“, - განაცხადა ლიმ ინტერვიუში.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ჩაეშალათ ხელისუფლების დამხობა. გაწირეს ადამიანები ციხისთვის, ხანგრძლივი სასჯელებისთვის. ახლა ამ ადამიანებისგან იღებენ უკმაყოფილებას - აიყვანეს ბარიკადებზე, ჩაადენინეს დანაშაული საკუთარი ქვეყნის და სამშობლოს წინააღმდეგ და შემდეგ მიატოვეს ციხეში

ეს მათი ერთიანი კამპანია იყო - „დილით არჩევნებზე და საღამოს რუსთაველზე“, ორივე ფრონტზე ჰქონდათ საცეცები გაშლილი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მან ასე უპასუხა 4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციაში და ამჯერად „ფედერალისტებსა“ და „ლელოს“ შორის, არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობის გამო გამძაფრებული დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტის კითხვას.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ

ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული. მისი თქმით, რიგი ოპოზიციონერების მხრიდან ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანი, არის რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს

მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს და შევხვდით მის პრეზიდენტებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში შეხვედრაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში

უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „კორძის“ კონცერტზე: როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის, ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს - ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას

როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას, - განაცხადა ბელგიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მომღერალ კორძის კონცერტზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ასე აფასებენ უცხო ძალები ქართველებს, რომ გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის მსგავსი ადამიანების მიმდევარი შეიძლება იყოს ქართველი ხალხი

ასე აფასებენ უცხო ძალები ქართველებს, რომ გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის მსგავსი ადამიანების მიმდევარი შეიძლება იყოს ქართველი ხალხი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 17:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე: არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები - აქ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან მორიგ წერილზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ისაუბრა. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ და ღრმა კომენტარს ვერ გააკეთებს.

22 სექტემბერი 2026, 17:27

მსოფლიო

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანულ ავიაკომპანიებზე დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

„ჩინეთი თანმიმდევრულად ეწინააღმდეგება უკანონო ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც არ გააჩნია საერთაშორისო სამართლის საფუძველი ან გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით არ არის გამყარებული“, - აღნიშნეს სამინისტროში.

22 სექტემბერი 2026, 17:18

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

22 სექტემბერი 2026, 17:17

მსოფლიო

ლატვიამ უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნა დაბლოკა

„ვითარება ცალსახა არ არის. სანქციების მოქმედების ვადაზე შეთანხმებას, ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. თუ დადგენილი ვადის ამოწურვამდე შეთანხმება ვერ მიიღწევა, საფრთხის ქვეშ დადგება სანქციების გაგრძელება მთლიან სიასთან მიმართებით და არა მხოლოდ ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანის ნაწილში“, - განაცხადა მან.

ნიკა გვარამია

22 სექტემბერი 2026, 17:12

პოლიტიკა

ნიკა გვარამია აფხაზებზე: ურთიერთსიყვარული ერებს შორის არ არსებობს, იმათაც ვძულვართ, ჩვენც გვძულს, მტრობაა ჩვენს შორის

„მე მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ გვაკარგვინეს ევროპერსპექტივას, ეს მყისიერად იმას ნიშნავს, რომ გვაკარგვინებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პერსპექტივას. სადღეგრძელოებით სახელმწიფო საქმეები არ კეთდება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ურთიერთსიყვარული ერებს შორის არ არსებობს, იმათაც ვძულვართ, ჩვენც გვძულს, მტრობაა ჩვენს შორის", - განაცხადა გვარამიამ.

22 სექტემბერი 2026, 17:07

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი და შედეგები შეაჯამა

„მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს მედიაწიგნიერების მიმართულებით. აუცილებლად უნდა გამოვყო მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი. მედიაწიგნიერება დღეს ქვეყნის მასშტაბით 300 სკოლაში ისწავლება და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს და ფორმალურ განათლებაში, განათლების ყველა საფეხურზე მოხდეს მედიაწიგნიერების კიდევ უფრო ეფექტიანი ინტეგრირება. 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიზნით ComCom-ის პროექტების ფარგლებში გადამზადდა 16,300 მოსწავლე, 5,500 მასწავლებელი და 1,900 სტუდენტი“.

22 სექტემბერი 2026, 17:04

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს შეხვდა

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, თომას კაირისმა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიკავა.

რობერტ ფიცო

22 სექტემბერი 2026, 17:04

მსოფლიო

საწვავზე ფასების ზრდის გამო, რობერტ ფიცომ ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის დაუყოვნებლივ მოწვევა მოითხოვა

„ის ფაქტი, რომ ჩვენგან, როგორც წევრი სახელმწიფოებისგან, ითხოვენ საწვავზე ასტრონომიული ფასების კომპენსირებას პენსიებისა თუ ჯანდაცვის ხარჯზე, არა მხოლოდ ევროკავშირის უუნარობის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი ცინიზმის გამოვლინებაა,“ - განაცხადა მან.

გოგა გულორდავა

22 სექტემბერი 2026, 16:53

პოლიტიკა

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში მედიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ, საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, მედიაგარემოში არსებულ გამოწვევებზე, მედიის შინაარსობრივ სტანდარტებსა და სარეკლამო კომუნიკაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.