imedi /  25 ივნისი 2019, 18:21 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ტურიზმის გამოწვევების განეიტრალებაზე ვმუშაობთ

ნათია თურნავა მარიამ ქვრივიშვილი

ნათია თურნავა
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ გვერდში დაუდგეს გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე თქმით, სეზონი დაწყებულია და სექტორი ნამდვილად არის გამოწვევის წინაშე .

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შესაძლო ზარალი შევარბილოთ და ზუსტად ვუპასუხოთ ბიზნესის მოთხოვნას, რომელიც ასევე ითხოვს, რომ ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად, რასაც ვაკეთებდით, ასევე შევინარჩუნოთ რუსეთის ტურისტული ბაზარიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა აჭარაში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრის წინ.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იყო და რჩება უსაფრთხო ქვეყანად ტურისტებისთვის.

„ჩვენ ვართ ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანა სხვადასხვა რეიტინგებით, ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე და გახსნილი. ველოდებით ყველა ქვეყნის ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებსაც, ეს გამოჩნდა ბიზნესთან შეხვედრაზეც. ამიტომ, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ერთად გადავლახოთ შექმნილი პრობლემა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ტურიზმში არსებული გამოწვევების განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე მუშაობა მიმდინარეობს:

„რაც შეეხება ტურიზმში არსებულ ვითარებას, ეს ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ვერ აისახებოდა ლარის კურსზე. ვფიქრობთ, ამას არ მივიყვანთ იქამდე, რომ ეს გამოწვევა სერიოზულ პრობლემას შექმნიდეს. აქტიურად ვმუშაობთ მისი განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრო, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესს ზარალი შეურბილდეს და სამოქმედო გეგმა ზუსტად პასუხობდეს მათ მოთხოვნებს. „ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად შევინარჩუნოთ რუსეთის ტურისტული ბაზარიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ და ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ იმის სათქმელად, რომ საქართველო არის და იქნება უსაფრთხო ტურიზმისთვის“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღეს ქობულეთში ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების შემდეგ, ასობით ჯავშანი გაუქმდა, ასევე რუსი ტურისტების ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

რუსი ტურისტები. როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე. 

ყველა სიახლე

ნინო წილოსანი

26 თებერვალი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: „იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის

„იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა თავისუფალ მედიაზე თავსხმაზე საუბრისას.

დიმიტრი ხუნდაძე

26 თებერვალი 2026, 14:16

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩზე: მას ამ შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს მასალის მოწოდების

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩს დღევანდელი შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარდგენილი.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 14:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს, თუ რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. ამ ფონზე, როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, ეს აჩენს კითხვებს

ვერავის დავეთანხმები იმაზე, რომ ასეთი მეთოდებით, საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

26 თებერვალი 2026, 14:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და ომერ ბოლატმა სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა.

26 თებერვალი 2026, 14:04

ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

26 თებერვალი 2026, 13:58

მსოფლიო

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს - „ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ერევანს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:56

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში

ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მთავარი მოტივი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ეროვნული ინტერესი პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას

„სამწუხაროდ ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში, ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში და ქართველ ხალხთან მიმართებაში, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე, ვინაიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესში მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოტივი და მთავარი მამოძრავებელი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ვსვამთ კითხვას - რა არის ის წინააღმდეგობა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ინტერესები მოდის მათ ინტერესებთან. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის გაცხადებული და პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

26 თებერვალი 2026, 13:52

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:51

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც „პოსტივის“ ან ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებას გაამართლებდა

დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რა ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩან შეხვედრაზე საუბრისას.

მარკო რუბიო

26 თებერვალი 2026, 13:34

მსოფლიო

მარკო რუბიო: ტრამპი ვერ ხვდება, რატომ ვერ ასრულებენ რუსეთი და უკრაინა ომს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვერ ხვდება, თუ რატომ ვერ აღწევენ შეთანხმებას რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შესახებ.

26 თებერვალი 2026, 12:48

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა.

აბას არაღჩი სტივ უიტკოფი

26 თებერვალი 2026, 12:36

მსოფლიო

ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

26 თებერვალი 2026, 12:26

მსოფლიო

აშშ-ის მთავრობა მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილს აჩერებს

აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილი შეაჩეროს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

26 თებერვალი 2026, 12:22

ეკონომიკა

სებ-ი: პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც.

მიქაელ ჯაბაროვი მარიამ ქვრივიშვილი

26 თებერვალი 2026, 12:22

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 12:11

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ღიმილის მომგვრელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარე თუ შიდა მოწინააღმდეგეთა „დოგმატური პოსტულატები", რომ სოხუმისა და ცხინვალის საკითხების გადახედვას ადგილი არ ექნება „არასდროს"

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, შექმნილი ვითარება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დიდი სახელმწიფოების შესაძლო მოლაპარაკებების ფონზე კუნძული შეიძლება იქცეს გავლენების გაძლიერების, ან შემსუბუქების ბერკეტად.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 12:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას!

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

გარეთ ოურდი

26 თებერვალი 2026, 11:50

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩი მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.