imedi /  04 ივლისი 2019, 10:44 / სანდო წყარო

კენტუკის შტატში Jim Beam-ის საწყობში ხანძრისას 45 ათასი კასრი ბურბონი განადგურდა

ხანძარი

ხანძარი Jim Beam-ის საწყობში

ამერიკის შტატ კენტუკიში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ Jim Beam-ის საწყობში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 45 ათასი კასრი ბურბონი განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ხანძარი 3 ივლისის ღამეს გაჩნდა და თითქმის 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შორის მეხის დაცემა სახელდება. 

კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ძირითადად დაუძველებელი ვისკი განადგურდა და რომ ინციდენტი არანაირ გავლენას არ მოახდენს სასმელის მიწოდებაზე. კომპანიას ფინანსური ზარალის ოდენობა არ დაუსახელებია, თუმცა Bloomberg-ი მას 90-დან 300 მილიონ დოლარამდე აფასებს. 

Jim Beam-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბურბონის ბრენდია. კომპანია 1795 წელს დაარსდა. 


 

ყველა სიახლე

ბლოკირება პარლამენტი

18 ნოემბერი 2019, 13:39

ძალოვნები

შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ

შსს-ს განცხადებით, "ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მათი თქმით, 17 ნოემბერს საღამოს აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა.

საია

18 ნოემბერი 2019, 13:20

საქართველო

საია: პარლამენტის ბლოკირება კანონდარღვევაა მაგრამ გამოხატვის ეს ფორმა არ უნდა შეიზღუდოს

საიას თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის პარალელურად, მმართველი ძალა არც ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს, ამით კი ხელს უწყობს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. შესაბამისად, საიას თქმით, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ერაყი საპროტესტო აქცია

18 ნოემბერი 2019, 13:07

მსოფლიო

ერაყის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო დემონსტრაციები განახლდა

ერაყის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო დემონსტრაციები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. მისი ცნობით, საპროტესტო აქციები ბაღდადში, კუტში, ნეჯეფში, დივანიაში, ნასირიაში და ბასრაში განახლდა. აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს.

დროშა

18 ნოემბერი 2019, 13:06

საქართველო

პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ოპოზიციამ ბოქლომი ისევ დაადო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კერძოდ კი გიორგი ვაშაძემ, პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ისევ დაადო, ოღონდ ამჯერად, ბოქლომს საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვს შემოახვეული. ოპოზიციის თქმით, ამ შემთხვევაში პოლიცია ბოქლომს ვეღარ მოხსნის, რადგან დროშის დაზიანება მოუწევს.

ბათუმი, თამბაქოს მწარმოებლების აქცია

18 ნოემბერი 2019, 12:48

საქართველო

ბათუმში თამბაქოს მწარმოებლები აქციას მართავენ

ბათუმში თამბაქოს მწარმოებლები აქციას მართავენ. ისინი თბილისის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლისკენ მიდიან. აცხადებენ, რომ არიან მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლები და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო თამბაქოს მოყვანაა.

18 ნოემბერი 2019, 12:45

ტაბლოიდი

იტალიაში გაათავისუფლეს მწვრთნელი, რომლის გუნდმაც 27:0 მოიგო

იტალიურ ფეხბურთში უცნაური და კურიოზული შემთხვევა მოხდა. თანამდებობიდან გაანთავისუფლეს მთავარი მწვრთნელი, რომლის გუნდმაც ანგარიშით 27:0 მოიგო. საფეხბურთო კლუბ „ინვიქტა საუროს“ პრეზიდენტმა, პაოლო ბროგელიმ განაცხადა, რომ დაფიქსირებული ანგარიში ბავშვთა ფეხბურთში არსებულ ფასეულობებს არ შეესაბამება.

ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 12:37

ძალოვნები

სოფელ სორმონსა და რიონში ხანძარი ლოკალიზებულია

ქრობის პროცესში ჩართულია 8 ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი, ხანძრის ქრობას ღამის განმავლობაში, ძლიერ ქართან ერთად, ცუდი ხილვადობა უშლიდა ხელს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ბიონსე

18 ნოემბერი 2019, 12:29

ტაბლოიდი

ბიონსე მეუღლის საქველმოქმედო ფონდის საღამოზე გამჭვირვალე კაბით მივიდა

ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. ღონისძიება, ფლორიდის ქალაქ ჰოლივუდში, სასტუმრო Seminole Hard Rock Hotel & Casino-ში გაიმართა. მოგვიანებით, ფოტოები Instagram-ზე 38 წლის მომღერალმაც გამაოქვეყნა. Roberto Cavalli-ს კაბასთან ერთად ბეიონსეს ვერცხლისფერი ფეხსაცმელი ეცვა.

ესტონეთი

18 ნოემბერი 2019, 12:29

საქართველო

ესტონეთი ცხინვალს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დეფაქტო მთავრობას ერთი კვირის წინ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება საგარეო უწყებამ Twitter-ზე გაავრცელა. ესტონეთი საქართველოს მთლიანობას მხარს უჭერს.

ბათუმი, თეთრი ხალათების აქცია

18 ნოემბერი 2019, 12:14

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების აქცია“ გაიმართა

მედიკოსები ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. თბილისში, ბათუმსა და რამდენიმე რეგიონში„თეთრი ხალათების აქცია“ გაიმართა. ექიმები რუს კოლეგებს მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ექიმს. ბათუმში აქცია სამედიცინო დაწესებულება “მედცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.

პროპორციული არჩევნები

18 ნოემბერი 2019, 12:13

საქართველო

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივის განხილვას აღარ აპირებს

მმართველი პარტიის განცხადებით, არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით. პარტიის განცხადება კახა კალაძემ წაიკითხა.

აშშ პოლიცია

18 ნოემბერი 2019, 12:07

მსოფლიო

კალიფორნიაში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ ფრესნოში კერძო წვეულებაზე სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს. ფრესნოს პოლიციის ინფორმაციით, სროლა, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, სადაც საფეხბურთო მატჩის საყურებლად, ერთ-ერთ სახლში, 35-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

კახა კალაძე

18 ნოემბერი 2019, 12:07

საქართველო

ქართულმა ოცნებამ აქციის ორგანიზატორებად ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები დაასახელა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. მმართველი პარტიის განცხადებით, გუშინდელი აქციები "ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების მიერ იყო ორგანიზებული.

facebook

18 ნოემბერი 2019, 12:04

ტექნოლოგიები

Facebook-ი ახალ ფუნქციას დაამატებს

სოციალური ქსელი Facebook-ი ახალ ფუნქციას ტესტავს. „პოპულარული ფოტო“ Instagram-ის ლენტის მსგავსი იქნება. ახალი ფუნქცია „რეკომენდირებული ვიდეოს“ პრინციპით იმუშავებს. „პოპულარული ფოტო“ აჩვენებს არა მხოლოდ მეგობრების, არამედ სხვა ადამიანების ფოტოებსაც, რომელსაც Facebook-ის ალგორითმი განსაზღვრავს.

ჯარი

18 ნოემბერი 2019, 11:58

მსოფლიო

BBC და The Sunday Times: ბრიტანელმა სამხედროებმა ერაყსა და ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს

ჟურნალისტების მტკიცებით, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და წამებაში ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ. ისინი ეყრდნობიან IHAT- ის გამომძიებელთა ჯგუფის მიერ შეკრებილ ინფორმაციას, ასევე ბრიტანეთის სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებას.

კადრი ფილმიდან „ცოდვების ქალაქი“

18 ნოემბერი 2019, 11:43

კულტურა

„ცოდვების ქალაქის“ კომიქსის მიხედვით სერიალს გადაიღებენ

კომპანია Legendary Television-ი ფრენკ მილერის კომიქსის მიხედვით, „ცოდვების ქალაქი“ (Sin City) სერიალს გადაიღებს. Deadline-ს ცნობით, ფრენკ მილერმა კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით, ასევე გადაიღებენ ანიმაციურ სერიალს „დიდები“, რომლის კომიქსის ავტორიც ეს რეჟისორია.

ლუიზა ვინტონი

18 ნოემბერი 2019, 11:42

საქართველო

ლუიზა ვინტონი: პროტესტი ქართული დემოკრატიის გამოხატულებაა

პროტესტი ქართული დემოკრატიის გამოხატულებაა. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა პოლიტიკური სისტემა ექნება მას და როგორი იქნება მისი დემოკრატიის სტრუქტურა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა განუცხადა.

რევაზ არველაძე

18 ნოემბერი 2019, 11:26

საქართველო

რევაზ არველაძე: თუ პარლამენტში არ შემიშვებენ წავალ და ლექციებს წავიკითხავ

პარლამენტის უხუცესი დეპუტატის, უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებით, თუ პარლამენტში არ შეუშვებენ, წავა და ლექციებს წაიკითხავს. ამის შესახებ არველაძემ პარლამენტის შენობასთან თქვა, სადაც ის აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს.

ფოთის საკრებულო

18 ნოემბერი 2019, 11:25

საქართველო

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუჩერდა

ფოთის საკრებულომ თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას უფლებამოსილება შეუჩერა. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ თხოვნით საკრებულოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა მიმართა.

თამარ ჩუგოშვილი

18 ნოემბერი 2019, 11:18

საქართველო

უმრავლესობიდან წასული დეპუტატები ბიუროს ოფიციალური განცხადებით დღეს მიმართავენ

პარლამენტის ორი ვიცესპიკერი, სამი კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის ოთხი მოადგილე, ორი მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქციის ერთი თავმჯდომარე დღეს, უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი განცხადებით, მიმართავენ.