imedi /  17 ივლისი 2019, 08:06 / სანდო წყარო

მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 ივლისს, 24:00 საათიდან, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლზე ნაწილობრივ შეზღუდულია.

დროებით შეიცვალა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტები. კერძოდ, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად დაიკეტება;

მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდიდან ჩამომსვლელი პანდუსიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება;

სადგურის მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის გავლით, ე.წ. ლაგუნა ვერეს მიმართულებით;

მარჯვენა სანაპიროდან ვაკისა და საბურთალოსკენ მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ე.წ. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის გავლით, გმირთა მოედანზე არსებული პანდუსებით.

სარემონტო სამუშაოების დროს, გზის ამ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2024, 16:26

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა -კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა -კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ზემო ფონიჭალში N28-ე კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა. დელეგატის თქმით, არსებულ ტერიტორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.

გიორგი კახიანი

17 სექტემბერი 2024, 16:23

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოვწურეთ. დიდი ალბათობით, დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის

მეათე მოწვევის პარლამენტმა, დიდი ალბათობით მუშაობა დაასრულა, - შესაბამისი განცხადება სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პარლამენტის პლენარული სხდომის დასასრულს გააკეთა.

17 სექტემბერი 2024, 16:23

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კატარის მრჩეველთა საბჭოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კატარის მრჩეველთა საბჭოში (პარლამენტი) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

17 სექტემბერი 2024, 16:20

მსოფლიო

CNN: აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას უმცირებს საკუთარი მარაგების ამოწურვის შიშით

აშშ უკრაინას სამხედრო პაკეტების მოცულობას უმცირებს, რადგან პენტაგონში შიშობენ, რომ შეიარაღების საკუთარი მარაგები ამოეწურებათ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, იარაღის ამერიკელი მწარმოებლები ცდილობენ დაეწიონ უზარმაზარ მოთხოვნას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაჩნდა. თუმცა ამერიკელები შიშობენ, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის გამო, შესაძლოა, თავად ამერიკის სამხედრო მზადყოფნის ხარისხი დაზარალდეს. ტელეარხი ამტკიცებს, რომ აპრილში პენტაგონმა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, თუმცა ვერცერთმა პაკეტმა 400 მილიონ დოლარს ვერ გადააჭარბა, ზოგი კი 125 და 250 მილიონ დოლარსაც არ სცდებოდა.

17 სექტემბერი 2024, 16:18

რეგიონი

გივი მიქანაძე კახეთის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კახეთში საჯარო სკოლებს ეწვია. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

17 სექტემბერი 2024, 16:18

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა

ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 16:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ამნისტიის შესახებ“ კანონზე: 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება

10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 16:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ეროვნულ წამოწყებას

მთელი რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ქართულ, ეროვნულ წამოწყებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტს ეხებოდა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 16:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, იმედი გვაქვს, მოქმედი ელჩის პერსონალური როლი ურთიერთობების გაჯანსაღებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს

მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, როგორი კონტრპროდუქტიული ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მეორე მხრიდან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

17 სექტემბერი 2024, 16:08

საზოგადოება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა

დასუფთავების კვირეულთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს.

17 სექტემბერი 2024, 15:55

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 449.14 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა - 141,85 გრამი) გამოავლინეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 15:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის

ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, აშშ-ის მხრიდან დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით, როგორ უნდა იმოქმედონ ბანკებმა საქართველოში.

17 სექტემბერი 2024, 15:54

პოლიტიკა

ამ წუთებში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა სასტუმრო „ოლდ თაუნში“ მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 15:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობთ, ეს მოხდება მომავალი წლიდან

ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობთ, რომ ეს მოხდება მომავალი წლიდან. შესაბამისად, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 15:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული და ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში, ეს არის ფაქტები

პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში, ეს არის ფაქტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გია აბაშიძე

17 სექტემბერი 2024, 15:47

პოლიტიკა

გია აბაშიძე „ფორმულას“ ტყუილზე: არაა გასაკვირი მორიგი დეზინფორმაცია და კარგია, „ქართული ოცნებისადმი“ არცთუ დადებითად განწყობილი ევროპელი ჟურნალისტი აღიარებს, რომ ნაცპროპაგანდა სიყალბეს ავრცელებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ“, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის განცხადებას ეხმიანება, რომ მას არაფერი სმენია ევროკავშირის გეგმების შესახებ, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.

ემანუელ მაკრონი

17 სექტემბერი 2024, 15:45

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურა დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის ბიურომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურა დაამტკიცა. „უფლებათა კავშირი რესპუბლიკისთვის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ერიკ ჩიოტიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დამტკიცდა 12 ხმით 10-ის წინააღმდეგ. მაკრონის თანამდებობიდან გადაყენების წინადადება მემარცხენე პარტიამ, „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ წამოაყენა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, შემდგომი ეტაპის ფარგლებში საკითხი განსახილველად იურიდიულ კომისიაში გაიგზავნება, სადაც 73 დეპუტატიდან მემარცხენეებს მხოლოდ 24 ადგილი აქვთ. კომისიაში დამტკიცების შემთხვევაში, 385 დეპუტატისგან შემდგარმა ეროვნული ასამბლეის ორმა მესამედმა მას ორი კვირის განმავლობაში უნდა დაუჭიროს მხარი.

დავით ზილფიმიანი

17 სექტემბერი 2024, 15:43

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნები. სახეზეა ის, რომ ამ არჩევნებზე ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პროგრამებს, გეგმებს, დაპირებებს

2024 წლის არჩევნების სპეციფიკა ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნები. სახეზეა ის რომ ამ არჩევნებზე ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პროგრამებს, გეგმებს, დაპირებებს და ა.შ, - ეს განცხადება პარლამენტის დღევანდელ სესიაზე დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა გააკეთა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 15:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიციელების სანქცირება, რომლებმაც რევოლუცია აარიდეს თავიდან ჩვენს ქვეყანას ორჯერ, დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ

არ მჯერა, რომ ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება სანქციების თაობაზე, მე მგონია, რომ არაფორმალურმა ძალებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელთაც აქვთ გარკვეული გავლენები მის ადმინისტრაციაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 15:36

პოლიტიკა

პრემიერი: არ არსებობს რეიტინგი, სადაც საქართველო არ უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას, თუმცა ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე - საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები, რა ინტერესები შეიძლება იყოს აქ

არ არსებობს რეიტინგი და ინდექსი, სადაც საქართველო ბევრად არ უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს. ამ პირობებში, მაინც, ფორმალურად, ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე. ამაზე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, რა ინტერესებთან შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.