imedi /  31 ივლისი 2019, 15:52 / სანდო წყარო

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება

ანაკლიის პორტი

ანაკლია

რთულად მიღწევადი ჩანს, რომ კონსორციუმი შეძლებს პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებას და 2020 წლის იანვარში მშენებლობის დაწყებას, - ამის შესახებ აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ დაფინანსების მოძიების ვადების დარღვევა მშენებლობის და პირველი გემის მიღების ვადებზე არ აისახება.

„ამის დასტურია კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი ბოლო გრაფიკი, რომლის მიხედვითაც პორტის მშენებლობის დასრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2020 წლის ნაცვლად 2022 წლის ივნისამდე გადაიწევს.

სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის მიუხედავად, ინვესტორმა ამ დრომდე ვერ შეძლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხმობის მიღება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ 400 მილიონი დოლარის სესხის გაცემაზე და ვერც 120 მილიონი დოლარის საკუთარი კაპიტალის შევსება.  

მთავრობის მხარდაჭერის დასტურია ისიც, რომ პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად ხელშეკრულებით დათქმული დრო რამდენჯერმე გადავადდა და ამჯერად, კონსორციუმმა ეს ვალდებულება 2019 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, რთულად მიღწევადი ჩანს, რომ კონსორციუმი შეძლებს პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებას და 2020 წლის იანვარში მშენებლობის დაწყებას“, - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასევე მოუწოდებს ინვესტორს, პროექტის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე პოპულისტური საუბრის ნაცვლად, თავდაპირველად დადგენილი ვადების რამდენჯერმე გადაწევის შემდეგ მაინც მოიძიოს აუცილებელი დაფინანსება და დროულად დაიწყოს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის მშენებლობა.

„ვარწმუნებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ყველა გულშემატკივარს, რომ პორტი აუცილებლად აშენდება კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციით", -  ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

სოლსბერი

17 იანვარი 2021, 17:28

COVID19

ინგლისში, სოლსბერის ტაძარში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო

სოლსბერის ტაძარი COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცეტრად გადაიქცა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, სამეფო-საჰაეროს ძალების ვეტერანი იყო. სულ ამ ლოკაციაზე 80 წელს გადაცილებული ათასი ადამიანის აცრა იგეგმება.

ვაქცინაცია ინდოეთი

17 იანვარი 2021, 17:09

COVID19

ინდოეთში ვაქცინაციის პირველ დღეს 190 ათასი ადამიანი აცრეს

მთავრობა პირველ დღეს 300 ათასი მოქალაქის ვაქცინაციას გეგმავდა, თუმცა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ აპლიკაციაში დაფიქსირებული ხარვეზის გამო, ბევრ მათგანს შესაბამისი შეტყობინება არ მიუღია. ამის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ დღემ წარმატებულად ჩაიარა.

17 იანვარი 2021, 16:48

პოლიტიკა

პრეზიდენტი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებთან: ნიკოლოზ სამხარაძესა და მაკა ბოჭორიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

17 იანვარი 2021, 16:42

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს

„ჩვენ რაც გვინდა იმისთვის, გასაგებია, რომ ტექნიკურად საჭიროა, რომ ყველა შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის, რომ პარლამენტი იყოს და იმისთვის, რომ იქ არც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს მორალური პრობლემა, რომ ვიღაცამ აჯობა და არც ოპოზიციას ჰქონდეს პრობლემა, რომ ვიღაცამ შეათრია ან მოისყიდა - საჭირო არის საზოგადოებისთვის გასაგები შეთანხმების მიღება და ისე რაღაც ახალი პროცესის დაწყება. თუ ეს შევძელით, ყველანი ვიქნებით ბედნიერები, თუ ეს ვერ შევძელით გამოჩნდება, რატომ ვერ შევძელით და ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებისთვის გასაგები გახდება პოლიტიკურ ველზე პარტიების მიზნები და ამოცანები”,- აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დიდი შვიდეული სამიტი

17 იანვარი 2021, 16:42

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები 2 წლის განმავლობაში ერთმანეთს პირადად პირველად დიდ ბრიტანეთში შეხვდებიან

ღონისძიება 11-13 ივნისს, ინგლისში, ქალაქ კარბის-ბეიში ჩატარდება. სტუმრების სტატუსით „შვიდეულის“ ლიდერებს ავსტრალიის, ინდოეთის და სამხრეთ კორეის ხელმძღვანელები შეუერთდებიან.

იაგო ხვიჩა

17 იანვარი 2021, 16:08

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ოპოზიციაში არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც შეთანხმების პროცესს ხელს უშლის

„მრჩება განცდა, რომ იმ ხალხს ვინც არის პარლამენტის წევრი, პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობის გაგრძელება უნდა, უბრალოდ უნდათ გააკეთონ ისე, რომ სახე ჰქონდეთ შენარჩუნებული. ძირითადი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომელიც მთელ ამ პროცესში იყო დესტრუქტორი, თორემ ოპოზიცია აქამდე 3-ჯერ იქნებოდა შესული პარლამენტში“.

სერგო ჩიხლაძე

17 იანვარი 2021, 15:55

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: თუ მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში არ შედგა, მაშინ ოპოზიცია სხვა სტრატეგიაზე გადავა

„მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, დიდი ალბათობით, მაშინ აზრი აღარ ექნება ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას, იმიტომ რომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე „ქართული ოცნება“ რამდენად ადეკვატური იქნება, მოვა თუ არა მოლაპარაკებებზე, ამაზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს ეს შესაძლებლობის ფანჯარაც იკეტება და ამიტომ ოპოზიცია გადავალთ სხვა სტრატეგიაზე და ამას საჯაროდ განვაცხადებთ“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

მარინა ენდელაძე

17 იანვარი 2021, 15:36

COVID19

მარინა ენდელაძე: მსოფლიოში არცერთი ეპიდემია ვაქცინის გარეშე არ დამარცხებულა - ეს ერთადერთი გამოსავალია

ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამინდი

17 იანვარი 2021, 15:31

საზოგადოება

18-20 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

ავღანეთი

17 იანვარი 2021, 15:26

მსოფლიო

ავღანეთში შეიარაღებულებმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა თალიბანის და სხვა სამხედრო ჯგუფების მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები დაგმო. „თალიბანის“ პრესსპიკერის თქმით, თავდასხმაში მათი წევრები არ მონაწილეობდნენ.

17 იანვარი 2021, 14:55

COVID19

დღე-ღამეში, შიდა ქართლში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კოვიდინფიცირების ახალ შემთხვევებს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კოვიდინფიცირების ახალ შემთხვევებს გადააჭარბა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 229 სინჯიდან 73-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, 85 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა რეგიონში 5 110 შეადგენს.

გერმანია

17 იანვარი 2021, 14:52

COVID19

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს

„COVID-19-ზე ვაქცინირებულებს რესტორნებსა და კინოთეატრებში წასვლის უფლება სხვებზე ადრე უნდა მიეცეთ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჰეიკო მაასის თქმით, მთავრობამ მასობრივად შეზღუდა ხალხის მთავარი უფლება, რათა შეეჩერებინა ინფექციის გავრცელება და თავიდან აეცილებინა საავადმყოფოების გადატვირთვა.

17 იანვარი 2021, 14:41

რეგიონი

მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო. ფოტოები

მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო, - ამის შესახებ ინფორმაცია კურორტ გუდაურის Facebook-გვერდზე გავრცელდა. „მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები: გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო ჩაირთო და იმუშავებს 17:00 საათამდე. მგზავრობა უფასოა. მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა – 40 წუთი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

17 იანვარი 2021, 14:32

სამართალი

პანკისში მეზობლების დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

პანკისში, მეზობლებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა სოფელ დუისში, ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც იბრაჰიმ ქავთარაშვილი მოკლეს. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული მოკლულის თანასოფლელი და მისივე მეზობელია.

17 იანვარი 2021, 14:05

საზოგადოება

ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე აჭარის რეგიონის სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდება

18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

საფრანგეთი

17 იანვარი 2021, 13:54

COVID19

საბერძნეთში COVID19-ზე ხანდაზმულების ვაქცინაცია დაიწყო

საბერძნეთმა COVID19-ზე ხანდაზმულების ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა ჯანდაცვის 75 ათასზე მეტ მუშაკს გაუკეთდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

17 იანვარი 2021, 13:29

რეგიონი

ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ალექსანდრე ზაგაშვილი

17 იანვარი 2021, 13:18

საზოგადოება

ყაზბეგის მერის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება

„გზის გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები ხელს არ გვიწყობს. ძალიან დიდი თოვლია მოსული და საჭიროა თანხმობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან, რომ ტექნიკა შევიდეს გზის გასაწმენდად. ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, როდის იქნება შესაძლებელი გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. საბაგირო უკვე ჩაირთო და მგზავრები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც გუდაურის, ისე - გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

17 იანვარი 2021, 12:56

მსოფლიო

FBI აშშ-ს მოსახლეობას 50-ვე შტატში მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ აფრთხილებს

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, აშშ-ს 50-ვე შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი. FBI-ს განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მხრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ვარაუდობენ.

17 იანვარი 2021, 12:54

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის 198,218 შემთხვევა გამოვლინდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 198,218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3,286 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 23,754,315 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 395,785 ადამიანი გარდაიცვალა.