ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს ყიდის
ქიბარ ხალვაში
ფოტო: არქივი
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ყიდის. მის ამ განცხადებას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ხალვაში წერს, „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ყველა ხერხი გამოიყენა იმისათვის, რომ კომპანია დაეზარალებინა. მისი თქმით, ნიკა გვარამია დღეს ღიად იმუქრება, რომ „მის მიერ 7 წლის განმავლობაში „ნალოლიავებ“ კომპანიას გაანადგურებს.“
გთავაზობთ ქიბარ ხალვაშის განცხადებას სრულად:
„თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“.
რა თქმა უნდა, თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც „რუსთავი2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას. მოულოდნელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ, როგორც უკვე ნაწილობრივ გაირკვა, ის, პრაქტიკულად, ძარცვავდა მას.
არაერთხელ მითქვამს, რომ სასამართლო დავის დაწყების მომენტიდან, „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ყველა ხერხი გამოიყენა იმისათვის, რომ კომპანია დაეზარალებინა. ალბათ ყველას ახსოვს, რომ სწორედ ზარალის თავიდან აცილების მიზნით, 2015 წლის ნოემბერში ვითხოვდით კომპანიის დროებით მართვაში გადაცემას, თუმცა განვითარებული მოვლენებიც ალბათ ასევე ყველას გახსოვთ. სამწუხაროდ, დადგა ის შედეგი, რასაც ვვარაუდობდი.
დღეს არხის ყოფილი გენერალური დირექტორი უკვე ღიად იმუქრება, რომ მის მიერ 7 წლის განმავლობაში „ნალოლიავებ“ კომპანიას გაანადგურებს. არადა, ჩემთვის ცხადია, რომ დავის დაწყების პირველივე დღიდან, იგი სწორედ კომპანიის განადგურებით იყო დაკავებული და მუქარა, პრაქტიკულად, შესრულებული აქვს. ჩემი სიტყვების გადამოწმება, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის, ძალიან მარტივია.
დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“, ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფისწინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს. „რუსთავი 2“-ს, პრაქტიკულად, ყველას ვალი აქვს - წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ აბსურდულია საუბრები, თითქოს ჩვენ მიერ მოთხოვნილ ყადაღას შეეძლო კომპანია დაეზარალებინა. დღემდე ვერ ვნახე რომელიმე ექსპერტული დასაბუთება ან დასკვნა, რაც ამ ზარალს დაადასტურებდა.
ჩემთვის ცხადია და ნათელია ის სქემებიც, როგორ მუშაობდა კომპანია და სად და როგორ მიემართებოდა კომპანიის კუთვნილი თანხები, თუმცა ეს სხვა დავის საგანია და დარწმუნებული ვარ ამ დავაშიც გავიმარჯვებ.
მანამდე კი, კომპანიაა გადასარჩენი, რომელიც გაკოტრების პირას არის მიყვანილი. დღეს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. „რუსთავი2“-ის აქტივები, რომლითაც თურმე უსაფუძვლოდ გავმდიდრდი, იმ დავალიანების მესამედსაც კი არ შეადგენს, რაც გვარამიამ დაუტოვა კომპანიას.
სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის „რუსთავი 2“-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად, მე დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომაყენა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობამ.
ერთადერთი, ვისათანაც არ ვაპირებ საუბარს, იქნება „რუსთავი2“-ის ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი.
გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში.
იმავდროულად, პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1.000.000 აშშ დოლარის თანხის განთავსება.
კონკურსში გამარჯვებულს, საგარანტიო თანხა ჩაეთვლება გადასახდელ ფასში, დამარცხებულს - ფული უკან დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის კომპანიის საფასურს, საგარანტიო თანხას დაკარგავს.
ყველა პირი, ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაუროს ჩემს წინადადებას, ვალდებული იქნება საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რის შემდეგაც მზად ვიქნები განვიხილო შემოთავაზებები და სრულად გავაცნო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.
იმედი მაქვს, რომ „რუსთავი2“ კვლავ წარმატებული კომპანია გახდება! მანამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დავძლიოთ მიმდინარე პრობლმები და გადავწყვიტოთ პირველი რიგის ამოცანები“, - წერია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 15:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას, მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას და ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები
„ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები, მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას და ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობენ, ისინი, რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:07
მსოფლიო
ზელენსკი რადას სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის აგვისტოდან გაგრძელებას სთავაზობს
საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადა კიდევ 90 დღით გაგრძელდეს.
13 ივლისი 2026, 15:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია - ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი
ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.
13 ივლისი 2026, 15:05
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს
საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
13 ივლისი 2026, 15:02
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას
„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
13 ივლისი 2026, 14:54
მსოფლიო
მედია: აშშ-ის ეროვნული დაზვერვიდან თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყეს
გამომძიებელი ჟურნალისტი დევიდ როუდი განმარტავს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ბილ პულტე, ასრულებს ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას, რომ უწყებას ჩამოაშორონ ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც „დიფ სთეითთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი. თავად ბილ პულტე განმარტავს, რომ შემცირების მესამე რაუნდის ფარგლებში გაათავისუფლებენ ყველა იმ ზედმეტ თანამშრომელს, ვისაც დაზვერვის სამსახურში კრიტიკული როლი არ აქვს.
13 ივლისი 2026, 14:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომ კასრებში აღმოჩენილი იარაღი წარმოადგენდა თავდაცვით ზღუდეს შეიარაღებული ფორმირებებისთვის: დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზეც შეიძლება ჰქონდეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები და ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზეც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ჩანაწერები და ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს, - განუცხადა თელავში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 14:52
რეგიონი
შალვა პაპუაშვილი: ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე
ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე, - განუცხადა კახეთში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 14:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის ტიპური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა ამაში მხოლოდ რუსეთის წვლილი არ არის, ასეთი ასამბლეების წვლილიც არის, რომელმაც ხაზი გადაუსვა საერთოდ საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს
ეუთოს რეზოლუცია არის ტიპური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა. ჯო უილსონი და სხვა ევროპელი ანტი ქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხზვაში, რომელიც არის პირდაპირ სიყალბე, დეზინფორმაციას, რომელსაც ავრცელებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე.
13 ივლისი 2026, 14:46
საზოგადოება
შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე
ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას.
13 ივლისი 2026, 14:36
მსოფლიო
NGO Monitor: ბრიტანეთში პროპალესტინური დემონსტრაციები საერთაშორისო დონორების მიერ იყო დაფინანსებული
კვლევითი ინსტიტუტი NGO Monitor-ი აქვეყნებს ანგარიშს, რომლის თანახმად, ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში გამართული პროპალესტინური დემონსტრაციები არა სპონტანური აქციები, არამედ საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული ქსელის მიერ ორგანიზებული იყო.
13 ივლისი 2026, 14:36
პოლიტიკა
პრემიერი: ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში
ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
13 ივლისი 2026, 14:33
მსოფლიო
ავსტრიელი ევროპარლამენტარი ევროკავშირს, ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით დუმილში ადანაშაულებს
„ევროპის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმა საფუძვლიანად უნდა გამოძიებულიყო. ამის ნაცვლად, სიჩუმეა, მაშინ როდესაც პარალელურად, სულ უფრო მეტი ახალი თანხები ირიცხება. ეს აჩენს კითხვებს, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, პასუხი უნდა გაეცეს“, - ამბობს ევროპარლამენტარი.
13 ივლისი 2026, 14:32
პოლიტიკა
თელავში, სტიქიის ზონაში პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა - ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ
თელავში, სტიქიის ზონაში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც. სტიქიის ზონაში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ.
13 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს შეგნებულად ხდება ევრობიუროკრატების მხრიდან ისეთი „მესიჯბოქსის“ გავრცელება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას უწყობს ხელს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებას ეხმაურება.
13 ივლისი 2026, 14:16
მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხვალ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების მხოლოდ მეორე და მეექვსე კლასტერებს გავხსნით. ჩვენი თვალსაზრისით, ეს მუდმივი დაყოვნება ძალიან კონტრპროდუქტიულია
„ივლისში უკვე აღარ არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები ყველა კლასტერის გასახსნელად. თუმცა ხვალ ჩვენ მხოლოდ მეორე და მეექვსე კლასტერებს გავხსნით, ყველა დანარჩენს კი შემოდგომამდე გადავდებთ. ეს მუდმივი დაყოვნება, ჩვენი თვალსაზრისით, ძალიან კონტრპროდუქტიულია, რადგან ის აფერხებს და ასევე ანელებს მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ბუდრისმა.
13 ივლისი 2026, 14:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სიტყვა ოპოზიცია ფორმალურად გამოიყენება ხოლმე, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ სიცრუით, ტყუილებითა და ცილისწამებით რაღაცნაირად მოახერხონ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნა, თუმცა ფასი დაკარგა ამ ყველაფერმა, საზოგადოება ძალიან მარტივად არჩევს სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასე მოქმედებს ე.წ. ოპოზიცია, ფორმალურად გამოიყენება ხოლმე ეს სიტყვა, თუმცა ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ სიცრუით, ტყუილებით, ცილისწამებით რაღაცნაირად მოახერხონ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მოქალაქესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილს შეეხებოდა.
13 ივლისი 2026, 14:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მადლობას ვუხდი ყველა უწყებას, სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან
ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიურად იყო ჩართული და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და, რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 14:05
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული გაერო-ს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული გაერო-ს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
13 ივლისი 2026, 14:04
მსოფლიო
პოლონური მედია: სამხედრო ვალდებულების მქონე უკრაინელები ევროკავშირში თავშესაფარს მალე ვეღარ მიიღებენ
დროებითი დაცვა ხელმისაწვდომი უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის იქნება, რომლებსაც ექნებათ სპეციალური ცნობა იმის შესახებ, რომ ისინი მობილიზაციას არ ექვემდებარებიან.


