Imedi /  13 აგვისტო 2019, 17:13 / სანდო წყარო

ლარი ისევ გამყარდა

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9090 ლარი შეადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.9173 ლარი იყო. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 13 აგვისტოს გამართული სავალუტო ვაჭრობის შემდეგ 1 ევროს ღირებულებამ 3.2622 ლარი შეადგინა. დღეს ევროს ღირებულება 3.2665 ლარი იყო. 

როვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი 14 აგვისტოდან შევა ძალაში. 

ეროვნულმა ბანკმა 6 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იმოქმედებს და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. ამასთან, ეროვნული ბანკი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან დამოუკიდებელია.

სებ-ის ამ განცხადებას წინ უძღოდა ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა კომენტარები, სადაც მათ ეროვნულ ბანკს მოქმედებისკენ მოუწოდეს. კერძოდ, დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რომლებმაც სებ-ს პრინციპული ნაბიჯების გადადგმა შესთავაზეს. ასევე, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ჩარევისკენ მოუწოდა.

რა არ უნდა გააკეთოთ ვალუტის კურსის ძლიერი რყევებისას შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.  

ყველა სიახლე

13 ივნისი 2021, 10:52

სამართალი

პოლიციამ მაღაზია „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული გ.რ., ქურდობის ბრალდებით, შიდა ქართლში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:42

რეგიონი

კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, სოფელ კისისხევის ტყეში და სოფელ ოზაანის მიმდებარედ, მოქალაქეები, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული წიფლის, რცხილასა და თელას სახეობის, I და II ხარისხის - ჯამში - 3 მ3-მდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.

ნათია თურნავა

13 ივნისი 2021, 10:38

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა

ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს „იმერს“, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა. პროგრამაში მონაწილეობით მოხდა საწარმოს გადაიარაღება. დღეს „იმერი“ წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გზავნის, უშუალოდ საწარმოში კი 400 ადამიანია დასაქმებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ქუთაისში სამკერვალო საწარმო „იმერის“ საწარმოო პროცესს გაეცნო.

13 ივნისი 2021, 10:23

საზოგადოება

საქართველოს კულტურის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვა გრძელდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არქიტექტორ-რესტავრატორებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია 50-მდე პრაქტიკოს ოსტატს გაესაუბრა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

13 ივნისი 2021, 10:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატოს სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

„ნატოს სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ძალიან აქტიური დიპლომატიური საქმიანობაა გაწეული ყველა დედაქალაქში, ყველა პარტნიორთან, იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით, შესაბამისად აისახოს ნატოს დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზაკლალიანი.

13 ივნისი 2021, 10:17

რეგიონი

შიდა ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა მზადაა პროდუქციის მისაღებად, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:10

COVID19

ერთ დღეში, თურქეთში კოვიდვაქცინით 450 ათასამდე ადამიანი აიცრა

12 ივნისს თურქეთში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 449 684 ადამიანი აიცრა. ეს იმ ადამიანთა 99.485%-ია, რომელთაც ამ დღეს ვაქცინაცია ჰქონდათ ჩანიშნული, - ამის შესახებ Anadolu ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს. „ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ნორმალურ ცხოვრებას“, - აცხადებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.

13 ივნისი 2021, 10:09

თავდაცვა

საპარაშუტო მომზადების სკოლაში სასწავლო პროგრამა პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის დასრულება პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით აღინიშნა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომა შეასრულეს და ჰაერში საქართველოს სახელმწიფო და ბოლნისის ჯვრის დროშები გაშალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:04

პოლიტიკა

საგარეო უწყება: ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი ადეკვატურად აისახება

2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ნატო-ს სამიტი, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

13 ივნისი 2021, 09:38

მსოფლიო

ფრანგული მედია, აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის მოქალაქეების გადაცემის პროცესში, ირაკლი ღარიბაშვილის როლზე წერს

როგორც „ფიგარო“ წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

13 ივნისი 2021, 09:13

COVID19

საფრანგეთში კოვიდვაქცინის პირველი დოზით უკვე 30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე 30.14 მილიონმა ადამიანმა გაიკეთეა, - ამის შესახებ France 24 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

13 ივნისი 2021, 09:01

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 11 905 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 174 მილიონს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 3 782 490 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 174 918 667 ადამიანი დაინფიცირდა.

13 ივნისი 2021, 08:37

მსოფლიო

შვეიცარიაში, პესტიციდების აკრძალვის შესახებ, რეფერენდუმი ტარდება

შვეიცარიელები მონაწილეობენ რეფერენდუმში, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, გახდება თუ არა ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორე, სადაც სინთეზური პესტიციდები აიკრძალება. ერთი ინიციატივა ითვალისწინებს სუბსიდირების შეწყვეტას ამ პესტიციდების მომხმარებელი ფერმერებისთვის, მეორე კი - 10 წლის განმავლობაში, მათი გამოყენების აკრძალვას ყველასთვის.

13 ივნისი 2021, 08:19

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 ივნისს ქუთაისში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი და +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

13 ივნისი 2021, 08:01

საზოგადოება

13 ივნისის სტიქიიდან 6 წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 6 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

13 ივნისი 2021, 00:53

ტექნოლოგიები

ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გამგზავრების მსურველი $28 მილიონს გადაიხდის

Amazon-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გამგზავრების მსურველი $28 მილიონს გადაიხდის. კოსმოსურ ხომალდზე ბეზოსის გვერდით ადგილი აუქციონზე ამ ფასად გაიყიდა. ინფორმაციას ორგანიზაცია Blue Origin ავრცელებს, რომელმაც აუქციონი გამართა.

13 ივნისი 2021, 00:31

ტაბლოიდი

ამერიკელ კაცს სამი კვირა საფულეში მილიონი დოლარი ჰქონდა და არ იცოდა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ქალაქ კოტსში მცხოვრებმა კაცმა მილიონი დოლარის მოგების შესახებ სამი კვირის შემდეგ შეიტყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო UPI წერს.

13 ივნისი 2021, 00:08

ტაბლოიდი

რიო დე ჟანეიროში ალიგატორმა პოლიციელებს კაცის ცხედარი მოპარა

​ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ალიგატორმა კაცის ცხედარი მოიპარა და გამოძიებას ხელი შეუშალა. ამის შესახებ Daily Mirror წერს. მომხდარის შემდეგ, პოლიცია კაცის ცხედარს 24 საათი ეძებდა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ალიგატორს გვამი არ დაუზიანებია და ექსპერტიზაზე გადაიტანეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 ივნისი 2021, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად

ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

გია აბაშიძე

12 ივნისი 2021, 23:36

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ცხადია, ამგვარი განცხადებები აქაურ დესტრუქციულ, სექტანტურ ოპონენტებს რეალობის ლოგიკურ აღქმაში, ვერ დაეხმარება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება და მას ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანსა და წარმატებული ნაბიჯს უწოდებს.