imedi /  23 აგვისტო 2019, 17:00 / სანდო წყარო

ექსპერტები და პოლიტიკოსები ეროვნულ ბანკს 50-მილიონიანი ოფისის მშენებლობის გამო აკრიტიკებენ

კობა გვენეტაძე 
Global Finance Magazine-ის
დაჯილდოებაზე

კობა გვენეტაძე
Global Finance Magazine-ის
დაჯილდოებაზე

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც დღეს იუსტიციის სახლშია განთავსებული, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ოფისის აშენებას გეგმავს, რაზეც 50 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. ეკონომკური სირთულეებისა და ლარის კურსის ისტორიული გაუფასურების ფონზე სებ-ის გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისადმი ბოლოდროინდელი პრეტენზიების გრძელ სიას ახალი ოფისის მიზანშეუწონლობის თემაც დაემატა. საზოგადოების კრიტიკის ფონზე სებ-მა განცხადება გაავრცელა და ეს ნაბიჯი ეროვნულ ბანკში დასაქმებულთა რაოდენობის და ბანკის ფუნქციების ზრდის აუცილებლობით ახსნა.

კობა გვენეტაძის არგუმენტებს სპეციალისტების და პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იზიარებს.

„ეს ინსტიტუტი საქართველოს ზოგადად არ სჭირდება და შესაბამისად, არც მისი დანახარჯები მისი უფრო მაღალი ხარისხის კომფორტის მოსაწყობად. თანდათან ამ ორგანიზაციის კომერციალიზაცია შეიძლება მოხდეს, ხოლო ის ფუნქცია, რომელიც რეგულირებას და ფულის მასის კონტროლს ეხება, უბრალოდ უნდა გაუქმდეს. რეფორმა სულ სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს - არა ამ ორგანიზაციის კომფორტის მოწყობისკენ, არამედ მისი გაუქმებისკენ და იმ სავალალო შედეგების თავიდან აცილებისკენ, რომელიც მის ფუნქციონირებას ზოგადად თან ახლავს“, - აცხადებს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძემ.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ ახალი შენობის მშენებლობაზე გამოყოფილი 50 მილიონი ბიუჯეტს არ დააწვება, მაგრამ მოსახლეობის ჯიბეზე ნეგატიურად აისახება.

„საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს თავისი შემოსავალი მონატერული პოლიტიკის სახით. შესაბამისად, თუ სები ახალ შენობაზე 50 მილიონს დახარჯავს, ეს გადასახადების გადამხდელებს ტვირთად არ დააწვება. თუმცა, ამავდროულად, 50 მილიონით გაიზრდება ფულის მიმოქცევა, რაც ინფლაციურ მოლოდინებს გააჩენს. ეს კი გარკვეულწილად მოსახლეობის ჯიბეზე აისახება“, - აცხადებს ცომაია.

სებ-ის გადაწყვეტილებას უპირობოდ იწონებს PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა. მისი თქმით, „ეროვნული ბანკი იმდენად გონივრულ მონეტარულ პოლიტიკას ეწევა - ეს არ არის მოლდოვის ან სომხეთის ეროვნული ბანკი, რომლებმაც საკუთარი რეზერვები გაანიავეს - რომ სებ-ს შეუძლია, თავს ამის უფლება მისცეს. თუ ეროვნული ბანკი ამბობს, რომ არსებული შენობა არ არის საკმარისი, ესე იგი ეს ნამდვილად ასეა. სხვა შემთხვევაში ის ამაზე ფულს არ დახარჯავდა“.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის თქმით, კობა გვენეტაძე რეალობას არის მოწყვეტილი და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

„კობა გვენეტაძისგან ასეთი გადაწყვეტილების მიღება გასაკვირი არაა. როდესაც პარლამენტში იყო მოსული და შეკითხვებზე გვპასუხობდა, მან თქვა, რომ ცხოვრებაში არასდროს ჰქონია კრედიტი და ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანს შეიძლება 500- ან 1000-ლარიანი კრედიტი სჭირდებოდეს. ის არარეალურ საქართველოში ცხოვრობს და მთლიანად მოწყვეტილია რეალობას. შესაბამისად, როდესაც ადამიანი ასე ფიქრობს, არ არის გასაკვირი, რომ  შექმნილ სიტუაციაში საკუთარი ოფისის მოწყობისთვის და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის 50 მილიონი ლარი დახარჯოს“, - აცხადებს გოგორიშვილი.

უმრავლესობის ყოფილი წევრი და პარტია „სახალხო ტრიბუნის“ ხელმძღვანელი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ „საოფისე შენობებისთვის ასეთი დიდი თანხების დახარჯვა ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყნებისთვის არ არის მიზანშეწონილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბანკირებს ეხება. ყველა ხედავს, რა ხდება წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემაში. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი არის მთავარი რეგულატორი და უფრო იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ მკაცრი რეგულაციები შემოიღოს ბანკებთან მიმართებით, ვიდრე საკუთარი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობდეს. ასეთ მძიმე მდგომარეობაში, როდესაც ლარის კურსზე ქვეყანაში პასუხი არავის გააჩნია, ჩემი აზრით, ეს ადამიანები ახალ ოფისს კი არა, ძველი ოფისიდან არიან გამოსაყრელები“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, სებ-ის მიერ ახალი ოფისის მშენებლობა „არ არის გამართლებული, ვინაიდან საქართველო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს უსაქმური ჩინოვნიკების რაოდენობით. სამინისტროების რიცხვის შემცირებით ფულის დაზოგვა არ მომხდარა. იუსტიციის სახლის შენობაში განთავსებულია ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა. თუ ეროვნულ ბანკს უფრო დიდი ფართი სჭირდება, დაიკავოს ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილი ფართი. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლება“, - აცხადებს დეპუტატი.

Imedinews-ი მმართველი გუნდის დეპუტატებთან დაკავშირებასაც შეეცადა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე ბელარუსშია, პრემიერმინისტრის ვიზიტის ფარგლებში და მას ჯერჯერობით ვერ ვუკავშირდებით. მის შეფასებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 14:35

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტის, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში, სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ

„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.

12 ივლისი 2026, 14:19

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.

12 ივლისი 2026, 14:17

რეგიონი

რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა

თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.

შიო III

12 ივლისი 2026, 14:16

საზოგადოება

პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.

12 ივლისი 2026, 14:09

რეგიონი

„ოქსიგენფესტის“ ფარგლებში რუსთავში მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

„213 წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაში პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს, სცენაზე უდიდესი სიამაყის გრძნობით ვიდექი. სწორედ მადლიერების ნიშნად გადასცემს მათ ქალაქი, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მეხუთე წელია, აი ასეთ ლამაზ საღამოს ვუწყობთ. ჩვენი სურვილია, რომ მომავალში მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და აქტიურად გააგრძელონ წარმატებისკენ სვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დონალდ ტრამპი და ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 13:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლინდსი გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი და სენატორი, რომელსაც ვიცნობდი

„ის ყოველთვის მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვაკლდება. დაკრძალვის შესახებ დეტალები და ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

12 ივლისი 2026, 13:15

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება

„მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ. პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრინცი ჰარი

12 ივლისი 2026, 13:04

ტაბლოიდი

ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება

12 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

12 ივლისი 2026, 11:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

12 ივლისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

12 ივლისი 2026, 11:48

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

დონალდ ტუსკი

12 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს

„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.

12 ივლისი 2026, 11:37

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.

კაროლ ნავროცკი

12 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა

„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.

12 ივლისი 2026, 11:25

მსოფლიო

CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.

12 ივლისი 2026, 11:24

სპორტი

თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.