Imedi /  28 აგვისტო 2019, 14:53 / სანდო წყარო

კობა გვენეტაძე: მცურავი კურსის პირობებში ლარის პროგნოზირება შეუძლებელია

კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება. სებ-ის პრეზიდენტმა ამ საკითხზე კომენტარი დღეს სასტუმრო „სტამბაში“ საკოლექციო მონეტის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა. 

მისი თქმით, ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. საბოლოო დასკვნას ბანკი 4 სექტემბერს დადებს, როცა მონეტარული კომიტეტის სხდომა გაიმართება. 

„მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება. ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ბოლო მოვლენებზე გვქონდა მოლოდინები, თუმცა ამ სიტუაციაშიც კი მიმდინარე ანგარიში იქნება იმაზე უკეთესი ვიდრე ვპროგნოზირებდით. ჩვენ 4 სექტემბერს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ვიმსჯელებთ და გამოუშვებთ პრესრელიზს“, - განაცხადა გვენეტაძემ. 

გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ინფლაციის დონის კონტროლი: 

„იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით რომ ზომებია მისაღები, მივიღებთ ყველა ზომას რომ ინფლაციამ იმოძრაოს მიზნობრივ მაჩვენებელში. ინფლაცია შეიძლება იყოს თარგეთის ფარგლებში ზევით ან ქვევით“, - აცხადებს გვენეტაძე.

კობა გვენეტაძემ ანალოგიური განცხადება 2018 წელსაც გააკეთა. 2019 წლის ივლისში ლარი ისტორიულ მაჩვენებლამდე გაუფასურდა, როდესაც ერთი დოლარის ფასი 3 ლარი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფლაცია 4.6%-ია, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს) 1,5-ჯერ აჭარბებს, თუმცა საქსტატს ინფლაციის შესახებ ბოლო მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ეროვნულმა ბანკმა 6 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იმოქმედებს და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

სებ-ის ამ განცხადებას წინ უძღოდა ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა კომენტარები, სადაც მათ ეროვნულ ბანკს მოქმედებისკენ მოუწოდეს. კერძოდ, დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რომლებმაც სებ-ს პრინციპული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. ასევე, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ჩარევისკენ მოუწოდა.

ახლახან სოციალურ ქსელში დაიწყო აქტიური კამპანია კობა გვენეტაძის გადადგომის მოთხოვნით. ოპონენტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლას მისი „არასწორი სავალუტო პოლიტიკის“ და „დამანგრეველი საბანკო რეგულაციების“ გამო მოითხოვენ. 

ყველა სიახლე

ებოლა

22 სექტემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

ჯანმო: ტანზანია ებოლას ვირუსის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს

ტანზანია ებოლას ვირუსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელებაზე უარს ამბობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, რეგინი ებოლას ეპიდემიას ებრძვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არაოფიციალურად არის ცნობილი, რომ ტანზანიაში ებოლას ორი ახალი შემთხვევაა დაფიქისრებული.

ბავშთა პორნოგრაფია

22 სექტემბერი 2019, 21:56

ძალოვნები

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

არასრულწლოვნებს, პორნოგრაფიულ ფოტოებს სავარაუდოდ ოჯახის წევრების თანხმობით უღებდნენ და შემდეგ საზღვარგარეთ ყიდდნენ. მსხვერპლთა და ბრალდებულთა ნათესავები ამტკიცებენ, რომ ფოტოების პორნო შინაარსზე არაფერი იცოდნენ.

სინაგოგა

22 სექტემბერი 2019, 21:32

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი სინაგოგა 2022 წელს გაიხსნება

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი სინაგოგა 2022 წლისთვის აშენდება. ის აბუ-დაბიში მულტიფუნქციური კომპლექსის ნაწილი იქნება, რომლის მიზანიც ისეთი სივრცის შექმნაა, რომელიც რელიგიათაშორის დიალოგსა და მშვიდობიანი თანაცხოვრებას უზრუნველყოფს.

22 სექტემბერი 2019, 21:14

საქართველო

პატრიარქმა კიდევ 800-მდე ბავშვი მონათლა

სამების ტაძარში მესამოცე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა. დღევანდელ ნათლობამდე კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს 38 175 ნათლული ჰყავდა.

ისრაელი

22 სექტემბერი 2019, 21:02

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში პრეზიდენტს ნაკლები პოლიტიკური ფუნქციები აქვს, ამ შემთხვევაში მას მთავარი როლი ეკისრება, ვინაიდან საკითხავია ვინ გახდება პრემიერმინისტრი - ისევ ბენიამინ ნეთანიაჰუ თუ გენშტაბის ყოფილი უფროსი ბენი განცი.

22 სექტემბერი 2019, 20:40

თემა

2020 წელს მსოფლიო მორიგ ფინანსურ კრიზისს ელოდება. საქართველო ამისთვის მზად არის?

საერთაშორისო ეკონომისტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს მსოფლიოს გლობალური ფინანსური კრიზისი დაატყდება თავს და ის მასშტაბით 2008 წლის კრიზისს გაუტოლდება. სპეციალისტები კრიზისის მოახლოების ყველაზე ცხად ინდიკატორადამერიკული ობლიგაციების შემოსავალს ასახელებენ.რითი შეიძლება დაიწყოს კრიზისი, რამდენად ხანგრძლივი და ღრმა იქნება ის და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს?

აქციები ეგვიპტეში

22 სექტემბერი 2019, 20:40

მსოფლიო

ეგვიპტეში აქციების მეორე დღეს ათობით ადამიანი დააკავეს

ეგვიპტეში მეორე დღეა პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციების მეორე დღის ღამე შეტაკებასა და დაკავებებში გადაიზარდა. პოლიციამ ასევე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი. აქციები ასევე გაიმართა კაიროში.

ტომ იორკი

22 სექტემბერი 2019, 20:20

კულტურა

ტომ იორკი მეგობარი ქალის სიკვდილით გამოწვეულ „მძიმე პერიოდზე“ ალაპარაკდა

რეიჩელ ოუენი 2016 წელს, 48 წლისა სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. ის და ტომ იორკი ერთად 23 წელი ცხოვრობდნენ და ორი შვილი, ნოა და აგნესი შეეძინათ. როგორც ტომ იორკმა გადაცემაში თქვა, მისი მთავარი მიზანია ახლა დარწმუნდეს, რომ "ოჯახი ამ ყველაფერს გაუმკლავდა".

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

22 სექტემბერი 2019, 20:06

ტაბლოიდი

მეგან მარკლი მეგობრის ქორწილში £8900-იანი კაბით გამოჩნდა

სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე რომში, მეგან მარკლის საუკეთესო მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ. დიზაინერმა მიშა ნანოუმ ქორწილის სტუმრებს მე-17 საუკუნის ვილაზე უმასპინძლა. სტუმართა შორის იყვნენ ორლანდო ბლუმი და კეტი პერი. მედია წერს, რომ დიზაინერი მეგანს ჰარის გაცნობაში დაეხმარა.

სასტუმროები

22 სექტემბერი 2019, 19:51

ეკონომიკა

აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები შემცირდა

კვლევის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 1 ღამის ღირებულება საშუალოდ 151 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიანში - 230 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანში - 488 ლარი ღირდა. გესთჰაუსების ტიპის სასტუმროებში ერთი ღამის ღირებულება კი საშუალოდ 75 ლარი იყო.

სირცხვილია

22 სექტემბერი 2019, 19:27

საქართველო

გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე „სირცხვილიას“ წევრები არ შეუშვეს

გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა, რომელიც სპეციალურმა კომისიამ წარუდგინა საზოგადოებას. საჯარო განხილვაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

22 სექტემბერი 2019, 19:18

ძალოვნები

ფონიჭალაში მე-7 სართულიდან 14 წლის გოგო გადავარდა

მოზარდი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადააყვანეს. რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება. Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გურამ თუშიშვილი

22 სექტემბერი 2019, 19:10

სპორტი

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო

გურამ თუშიშვილი (+100კგ) ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებული გახდა. ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო მძიმე წონაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი. თავდაპირველად მან ყაზახ იერასილ ხაჟიბაევს მოუგო, შემდეგ ეტაპზე კი უზბეკ ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. ფინალში გურამ თუშიშვილმა მასპინძელ ბეკმუროდ ოლტიბოევს სძლია.

პიზოლის მყინვარი

22 სექტემბერი 2019, 19:05

მსოფლიო

შვეიცარიის ალპებში გამდნარი მყინვარის ხსოვნას სამგლოვიარო მარში მიუძღვნეს

შვეიცარიის ალპებში გლობალური დათბობის გამო "დაკარგული" მყინვარ პიზოლის სამგლოვიარო მარში გაიმართა. "მგლოვიარეები", რომლებშიც შედიოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ადგილობრივი მცხოვრებლები, მთამსვლელები შავი სამოსით გაემართნენ მყინვარისკენ, რომელიც 2700 მეტრზე მდებარეობს.

არონ ეიზენბერგი

22 სექტემბერი 2019, 18:45

კულტურა

მსახიობი არონ ეიზენბერგი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი არონ ეიზენბერგი 50 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ მსახიობის ცოლი მალისა ლონგო Facebook-ის პირად გვერდზე წერს. ის არონის გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მსახიობს პოპულარობა ფილმში „ვარსკვლავური გზა“ ნაგოს როლმა მოუტანა.

ტექნოლოგია

22 სექტემბერი 2019, 18:45

ტექნოლოგიები

დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები პლაცენტაში აღმოაჩინეს

შავი ნახშირბადის ნაწილაკები პლაცენტაში აღმოაჩინეს, მეცნიერები ორსულებში ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეულ პრობლემაზე მიუთითებენ. მკვლევრები აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ პირველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები ორსული ქალის ორგანოში შეიძლება მოხვდეს.

22 სექტემბერი 2019, 18:36

ტექნოლოგიები

გლობალური დათბობის პროცესი ბოლო 5 წელიწადში კიდევ უფრო დაჩქარდა

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2014-2019 წლამდე არსებული ხუთწლიანი პერიოდი რეკორდულად მაღალი სიცხით გამოირჩეოდა. ასევე, ამავე პერიოდში საგრძნობლად არის მომატებული ზღვებში წყლის დონე, CO2-ის ემისიამ კი ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ფეხბურთი

22 სექტემბერი 2019, 18:11

მსოფლიო

FIFA-ს პრეზიდენტი: ირანში ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრების უფლებას მისცემენ

ჯანი ინფანტინოს თქმით, ის ესაუბრა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც ირანში გამართულ ერთ-ერთ მატჩზე დასწრების მცდელობის გამო, ქალმა თავი დაიწვა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფანტინოს თქმით, ირანის ხელისუფლებამ დაარწმუნა, რომ ქალებს მატჩებზე დაუშვებენ.

ტურისტი

22 სექტემბერი 2019, 17:50

ტაბლოიდი

თურქეთის სასტუმროში ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს

თურქეთში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს. კერძოდ, მათ შეუძლიათ დრო „სტრესის მოსახსნელად“ სპეციალურ ოთახში გაატარონ. ამ ოთახში ნებადართულია ჭურჭლის, ტექნიკის და სხვა საგნების დამტვრევა. სტუმრებს ამისთვის სპეციალური დამცავი ტანსაცმელი გადაეცემათ.

Brexit

22 სექტემბერი 2019, 17:50

მსოფლიო

ესპანეთში მცხოვრებმა Brexit-ით უკმაყოფილო ბრიტანელებმა აქცია გამართეს

ესპანეთის ქალაქ მალაგაში მცხოვრებმა ბრიტანელებმა Brexit-თან დაკავშირებით საპროტესტო მარში გამართეს, რომლითაც გამოხატეს ის გაურკვევლობა, რომელშიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდნენ. ესპანეთში 300 000-მდე ბრიტანელი ცხოვრობს.