imedi /  02 სექტემბერი 2019, 17:29 / სანდო წყარო

ლარი აშშ დოლართან თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი

დღეს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9614 ლარი შეადგინა. სხვაობა მოქმედ კურსთან 1,57 თეთრია. კომერციულ ბანკებში კი 1 დოლარის ფასი 3 ლარია.  

დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ლარის დაღმავალი ტრენდი დაფიქსირდა. სავაჭრო პლატფორმაზე კვირა ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლართან მიმართებით, გაუფასურებით დაიწყო. 

პლატფორმაზე ვაჭრობა $1/₾2.95-ით გაიხსნა, 14:00 საათისთვის შეთავაზების ფასმა 2.9613 შეადგინა. 

ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს, 30 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9457ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.78 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსი 3 სექტემბერს შევა ძალაში. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება. კობა გვენეტაძემ ანალოგიური განცხადება 2018 წელსაც გააკეთა. 2019 წლის ივლისში ლარი ისტორიულ მაჩვენებლამდე გაუფასურდა, როდესაც ერთი დოლარის ფასი 3 ლარი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფლაცია 4.6%-ია, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს) 1,5-ჯერ აჭარბებს, თუმცა საქსტატს ინფლაციის შესახებ ბოლო მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ყველა სიახლე

ფეხბურთი

23 სექტემბერი 2019, 23:33

სპორტი

ფეხბურთში შეიძლება ახალი წესი შემოიღონ

ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო. 10 წუთის განმავლობაში ექიმებმა ის უნდა გამოიკვლიონ, შემდეგ კი გადაწყვიტონ, გააგრძელოს თუ არა მან თამაში. ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელის გუნდს სტადიონზე მისი შემცვლელის გაყვანის უფლება მიეცემა.

მიგრანტები

23 სექტემბერი 2019, 22:59

მსოფლიო

ევროკავშირის 4 ქვეყანა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების განსახლებაზე შეთანხმდა

როგორც მალტის შინაგან საქმეთა და ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრმა მაიკლ ფარუჯამ განაცხადა, მან და მისმა კოლეგებმა „საერთო დოკუმეტი“ შეიმუშავეს, რომელსაც 8 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარადგენენ.

23 სექტემბერი 2019, 22:47

ეკონომიკა

შსს-ს და იუსტიციის სამინისტროების დაფინანსება იზრდება, თავდაცვას უმცირდება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება იზრდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროს უმცირდება. პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი 23 სექტემბერს წარედგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

23 სექტემბერი 2019, 22:08

ეკონომიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება ₾2.2 მილიონით იზრდება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება. რაც მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით არის გამოწვეული.

დაგროვებითი პენსია

23 სექტემბერი 2019, 21:53

ეკონომიკა

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის დამატებით ₾20 მილიონი გამოიყოფა

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება 20 მლნ ლარით იზრდება და 110 მლნ ლარს შეადგენს.

მოზარდის გადავარდნა

23 სექტემბერი 2019, 21:52

ძალოვნები

ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადავარდა

თბილისში 16 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადავარდა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დეკრეტული შვებულება

23 სექტემბერი 2019, 21:27

საქართველო

რა შეიძლება შეიცვალოს დეკრეტულ შვებულებაში

საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად შესაძლოა დეკრეტული შვებულებით სარგებლობისას პირობები გაუმჯობესდეს. საუბარია, როგორც დედების, ასევე მამების დეკრეტულ შვებულებაზე.

სირია

23 სექტემბერი 2019, 21:23

მსოფლიო

სირიის საკონსტიტუციო კომიტეტი შეიქმნა

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, სირიის მთავრობამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. როგორც ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ამ ორგანოს შექმნა პრობლემის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის დასაწყისი გახდება

პედოფილია

23 სექტემბერი 2019, 21:12

მსოფლიო

რუმინეთი 11 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებას ითხოვს

რუმინეთის პოლიცია ჰოლანდიის მოქალაქის დაკავებაზე საერთაშორისო ორდერის გაცემას ითხოვს. 46 წლის კაცი 11 წლის გოგს გაუპატიურებასა და მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. წინასწარი ინფორმაციით, პედოფილმა ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა.

მიწისძვრა

23 სექტემბერი 2019, 20:59

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ლაგოდეხის სოფელ ხიზაბავრაში 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 20:38 საათზე მოხდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 სექტემბერი 2019, 20:58

საქართველო

გორში საბავშვო ბაღის მშენებლობა 3 წლით შეფერხდა

გორის რკინიგზის საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელზეც მუშაობა სამი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე შეფერხებულია. მშენებელმა ვალდებულების შეუსრულებლობა კომიკური მიზეზით, უამინდობით ახსნა.

ბავშვთა პორნოგრაფია

23 სექტემბერი 2019, 20:54

ძალოვნები

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე შეიძლება ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ, რაც დაკავებულმა მშობლებმა შვილებს პორნოგრაფიული ფოტოების გადაღება აიძულეს, მათი შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა თავად დაკავებულთა ოჯახებში ამას კატეგორიულად უარყოფენ.

თამარ ალანია

23 სექტემბერი 2019, 20:42

საქართველო

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას მოუსმინეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. კანონმდებლების კითხვებს ათი საათზე მეტია მოსამართლე თამარ ალანია პასუხობს. კითხვები მწვავეა, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის დეპუტატების მხრიდან. ალანიას ძირითადად თავის წარსულ სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით უწევს პასუხის გაცემა.

23 სექტემბერი 2019, 20:37

მსოფლიო

ნიუ-იორკში კლიმატის სამიტზე 66 ქვეყანა ატმოსფეროში CO2-ის შემცირებაზე შეთანხმდა

ნიუ-იორკში კლიმატისადმი მიძღვნილ სამიტზე 66 ქვეყანა, 10 რეგიონი და 93 კომპანია შეთანხმდა, რომ 2050 წლისთვის ატმოსფეროში CO2-ის გამონაბოლქვს შეამცირებს და მის კომპენსირებას მოახდენს. სამიტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ CO2-ისგან ნეიტრალურები გახდებიან.

FIA Motorsport Games

23 სექტემბერი 2019, 19:56

სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე პირველად გამოვა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების (FIA Motorsport Games 2019) მასპინძელი ქვეყანა წელს იტალია იქნება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე პირველად გამოვა. ვალელუნგას ავტოდრომზე შეჯიბრებები 31 ოქტომბრიდან – 3 ნოემბრის ჩთვლით გაიმართება.

წიგნები

23 სექტემბერი 2019, 19:43

კულტურა

Guardian-მა XXI საუკუნის 100 საუკეთესო წიგნი დაასახელა

რეიტინგში ჰილარი მანტელის „მგლის დარბაზი“ ლიდერობს, რომელიც ჰენრიხ VIII-ის მეფობის პერიოდს ასახავს. მეორე პოზიციაზე მერილინ რობინსონის „გალაადია,“ მესამე ადგილს კი სვეტლანა ალექსიევიჩის „მეორადისდრო“ იკავებს. საუკეთესო ხუთეულში მოხვდა კაძუო ისიგუროს „არასდროს გამიშვა“ და სებალდის „აუსტერლიციც.“

ავიაკომპანია Flynas- ი

23 სექტემბერი 2019, 19:38

ეკონომიკა

ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები შესრულდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანია Flynas- ი ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს. პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება.

კარსონ კინგი გულშემატკივარი

23 სექტემბერი 2019, 19:20

ტაბლოიდი

აშშ-ში ფეხბურთის გულშემატკივარმა შემთხვევით მილიონი დოლარი შეაგროვა

14 სექტემბერს 24 წლის კარსონ კინგი სტუდენტური ლიგის თამაშზე პოსტერით მივიდა, რომელზეც ეწერა: „Busch Light-ის ლუდის მარაგს შევსება სჭირდება“. იქვე კინგმა საგადასახადო სისტემა Venmo-ში საკუთარი ანგარიშიც მიუთითა. ნახევარი საათის შემდეგ მის ანგარიშზე უკვე $400 დოლარზე მეტი იყო.

ოსაკა, ჩარლი ჩაპლინის პლაკატი.

23 სექტემბერი 2019, 19:10

კულტურა

ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი მსახიობზე ფილმს გადაიღებს

ცნობილი მსახიობის ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი, კარმენ ჩაპლინი ბაბუაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. ფილმის სახელწოდებაა Charlie Chaplin, a Man of the World. ფილმის გადაღებები 2020 წელს დაიწყება. სცენარზე კარმენ ჩაპლინი ამაია რამირესთან ერთად იმუშავებს.

მეგან მარკლი

23 სექტემბერი 2019, 18:59

მსოფლიო

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა აფრიკის ტური დაიწყეს

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი 4 თვის ახალშობილ ვაჟთან, არჩისთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფებიან, - წერს BBC. წყვილი იქ 10 დღეს გაატარებს, რა დროსაც ისინი ადგილობრივებს შეხვდებიან და მხარდაჭერასა გამოუცხადებენ. მარკლის განცხადებით, ქალების თანადგომა უნდა გაძლიერდეს.