imedi /  27 სექტემბერი 2019, 09:17 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი დღეს სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. სებ-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

26 სექტემბერს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9808 ლარი შეადგინა. სხვაობა მოქმედ კურსთან (2,9737) 0,71 თეთრია.

ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს 102 700 მომხმარებელს გაუძვირებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება. კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი  0.5 პროცენტული პუნქტით 2019 წლის 4 სექტემბერსაც გაზარდა. მაშინ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 98 000-ზე მეტ მომხმარებელს გაეზარდა.

ყველა სიახლე

აფეთქება გაზი

19 ოქტომბერი 2019, 08:52

ძალოვნები

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

„გურამიშვილის 34 ნომერში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ შემოსულა. შენობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ჩილე პროტესტი

19 ოქტომბერი 2019, 08:44

მსოფლიო

ჩილეში მეტროს გაძვირებით გამოწვეული არეულობების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩილეში მეტროთი მგზავრობის გაძვირებით გამოწვეული არეულობების გამო ქვეყნის პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ დედაქალაქ სანტიაგოსა და ჩაკაბუკოს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტის ვიდეომიმართვა Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ბარსელონა პროტესტი

19 ოქტომბერი 2019, 08:31

მსოფლიო

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციაზე 77 ადამიანი დაშავდა

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციაზე 77 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს. მხოლოდ ბარსელონაში საპროტესტო აქციაში 525 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, 17 მომიტინგე არეულობისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს.

19 ოქტომბერი 2019, 08:18

მსოფლიო

გერმანიაში დაიწყო სამხედრო წვრთნები, რომლებშიც ატომური ომის სცენარი განიხილება

გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, წვრთნები „ურყები შუადღე“ (Steadfast Noon) მიმდინარე კვირაში დაიწყო. წვრთნების ფარგლებში გერმანელი და იტალიელი სამხედროები თვითმფრინავებით ბირთვული იარაღის უსაფრთხო გადატანას „ახორციელებენ“.

გიორგი გაბუნია

19 ოქტომბერი 2019, 08:06

ძალოვნები

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

Netflix

19 ოქტომბერი 2019, 00:46

კულტურა

Netflix-ზე „პანამის დოკუმენტების“ შესახებ გადაღებული ფილმი გავიდა

მასში მთავარ როლებს მერილ სტრიპი, გარი ოლდმენი და ანტონიო ბანდერასი მონაწილეობენ. ფილმი საყოველთაოდ ცნობილ „პანამის დოკუმენტებს“ ეძღვნება. სტივენ სოდერბერგმა „სამრეცხაო“ ამერიკელი ჟურნალისტის ჯეკ ბერნშტაინის წიგნის მიხედვით გადაიღო.

„წვეთი“

19 ოქტომბერი 2019, 00:27

ტექნოლოგიები

პარიზის ზოოპარკი სტუმრებს 720 სქესის მქონე ორგანიზმს წარუდგენს

ლიქენების მსგავსი ყვითელი ორგანიზმი ბიოლოგებისთვისაც ამოცანად რჩება. „წვეთს“ ტვინი არ აქვს, მაგრამ მას პრობლემების მოგვარება და ცოდნის გაცვლა შეუძლია. მას არ აქვს პირი, კუჭი, თვალები, მაგრამ საკვების პოვნას და მიღებას ახერხებს. თუ არსებას შუაზე გაჭრით, ის 2 წუთში შეხორცდება.

18 ოქტომბერი 2019, 23:59

მსოფლიო

ლიბანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა

დემონსტრანტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლები მათ გადადგომამდე არ შეწყდება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სახლთან მომხდარი შეტაკების შედეგად არანაკლებ 200 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 60 პოლიციელია.

დანაშაულს სქესი არ აქვს

18 ოქტომბერი 2019, 23:58

მსოფლიო

ევროპოლმა ახალი კამპანიის ფარგლებში ძებნილი ქალების სია გამოაქვეყნა

სიაში სერიოზული ორგანიზებული დანაშაულისთვის გასამართლებული ან ეჭვმიტანილი ქალები მოხვდნენ. „ევროპოლში“ აცხადებენ, რომ იმისთვის უნდოდათ ხაზის გასმა, რომ ქალებს კაცების მსგავსად სერიოზული დანაშაულების ჩადენა შეუძლიათ.

ვარჯიში

18 ოქტომბერი 2019, 23:28

ტექნოლოგიები

მეცნიერები: საუზმემდე ვარჯიში დიაბეტის რისკს ამცირებს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საუზმემდე ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. კერძოდ, დილის ვარჯიში ინსულინზე ორგანიზმის რეაქციას აუმჯობესებს და მეორე ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

BTS

18 ოქტომბერი 2019, 23:17

კულტურა

BTS-მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა

პოპულარულმა ჯგუფმა BTS სიმღერაზე „Make it Right“ ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. კომპოზიცია ჯგუფის ალბომში „Map Of The Soul: Persona“ შედის, რომელიც აპრილში გამოვიდა. სიმღერის ერთ-ერთი ავტორი ბრიტანელი მომღერალი ედ შირანია. ვიდეორგოლი კომპოზიციის განახლებულ ვერსიაზე გადაღებული, რომელზეც ჯგუფმა ამომავალ ამერიკელ ვარსკვლავ Lauv-თან ითანამშრომლა.

ჟან-კლოდ იუნკერი

18 ოქტომბერი 2019, 22:25

მსოფლიო

ჟან-კლოდ იუნკერი პრესკონფერენციაზე ატირდა

„ეს იყო ჩემი ბოლო ევროპული სამიტი. ამ წლების განმავლობაში 150-მდე სამიტში მივიღე მონაწილეობა. ცხოვრების ბოლომდე ამაყი ვიქნები იმით, რომ ევროპას ვემსახურებოდი,“-ამ სიტყვების წარმოთქმისას ჟან-კლოდ იუნკერს ცრემლები მოერია. ჟურნალისტებმა ის გაწეული სამუშაოსთვის მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

დემონსტრაცია ბარსელონაში

18 ოქტომბერი 2019, 22:25

მსოფლიო

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა

ამის შესახებ Reuters-ი ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, მსვლელობა ძირითადად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა რამდენიმე ადგილას ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საპროტესტო აქციები ესპანეთის რეგიონში 14 ოქტომბერს დაიწყო.

სტივენ კინგი

18 ოქტომბერი 2019, 21:57

ტაბლოიდი

სტივენ კინგი დამწყებ მწერლებს საკუთარ სახლში ეპატიჟება

ამის შესახებ BuzzFeed-ი წერს. კინგის მამული აშშ-ში, ქალაქ ბანგორში მდებარეობს. მწერალმა ის 40 წლის წინ შეიძინა. ნაკვეთზე 2 სახლია. დიდში კინგის მასალების არქივი განთავსდება, პატარაში კი სასტუმრო მოეწყობა, რომელშიც ერთდროულად 5 მწერალი ცხოვრებას და საკუთარ ლიტერატურულ იდეებზე მუშაობას შეძლებს.

ემანუელ მაკრონი

18 ოქტომბერი 2019, 21:32

მსოფლიო

საფრანგეთმა ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა

ამან ევროპელი ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა მომხდარს „უზარმაზარი ისტორიული შეცდომა“ უწოდა. „იმედია ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა“, - დასძინა მან.

ლაშა ბექაური

18 ოქტომბერი 2019, 21:19

სპორტი

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟებში დღეს ჩატარებულ ორივე წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს. მანამდე ვლადიმერ ახალკაცმა 81კგ წონითი კატეგორია მოიგო. მანამდე ვლადიმერ ახალკაცმა 81კგ წონითი კატეგორია მოიგო.

მარინ ლე პენი

18 ოქტომბერი 2019, 20:57

მსოფლიო

NYT: ევროპელმა ულტრამემარჯვენეებმა კლიმატის ცვლილების თემის გამოყენება დაიწყეს

გამოცემა ყურადღებას საფრანგეთზე ამახვილებს, სადაც მარინ ლე პენის „ეროვნული ფრონტი“ ამ თემისადმი სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლე პენმა უკვე ორჯერ აღნიშნა, რომ ევროპა მსოფლიოში მოწინავე ეკოლოგიური ცივილიზაცია უნდა გახდეს.

შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი 2019, 20:51

საქართველო

თადუმაძე ხაზარაძის წერილზე: პროკურატურა სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს

მამუკა ხაზარაძე მზადაა გამოძიებას ის სკანდალური წერილი გადასცეს, რომელსაც თვეებია სთხოვენ. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოფილი ბანკირი დოკუმენტის დაცვის მექანიზმს ომბუდსმენთან ათანხმებს. პროკურატურა კი გზავნილს ელოდება.

პროგრეს ბანკი

18 ოქტომბერი 2019, 20:41

საქართველო

თადუმაძე: „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით არანაირი კომპეტენტური ორგანოს დასკვნა არ არსებობს

ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით, იქნება შესაბამისი რეაგირება- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.

ბიუჯეტი

18 ოქტომბერი 2019, 20:27

ეკონომიკა

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა

დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ნოემბრის დასაწყისში უნდა დაბრუნდეს. სწორედ მას შემდეგ გაირკვევა, რა და რა დოზით გაითვალისწინა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კანონმდებელთა პრეტენზიებიდან. შემაჯამებელი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა.