imedi /  04 ოქტომბერი 2019, 08:10 / სანდო წყარო

დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება

ბიუჯეტი

საპარლამენტო კომიტეტებში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.  

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ახალი ბიუჯეტის პროექტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას  და  ეკონომიკურ წინსვლას ემსახურება.

პარლამენტში პროექტზე მსჯელობა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ყველა სიახლე

ტერეზა მეი

07 აპრილი 2020, 01:05

COVID19

ტერეზა მეიმ ბორის ჯონსონს მხარდაჭერა გამოუცხადა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბორის ჯონსონს მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩემი ლოცვებით ბორის ჯონსონთან და მისი ოჯახის წევრებთან ვარ. ეს საშინელი ვირუსი არავის ასხვავებს. ნებისმიერს შეუძლია დაინფიცირდეს. ნებისმიერს შეუძლია გაავრცელოს ის. გთხოვთ, დარჩით სახლში“, - დაწერა ტერეზა მეიმ Twitter-ზე.

ლონდონი

07 აპრილი 2020, 00:50

COVID19

როგორ მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულებს - BBC-მ ინტენსიური თერაპიის განყოფილება გადაიღო

როგორ მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ლონდონის ერთ-ერთ ჰოსპიტალში. BBC-მ ინტენსიური თერაპიის განყოფილება გადაიღო, სადაც ექიმებს ყოველდღიურად უწევთ ადამიანების სიცოცხლისთვის ბრძოლა. „ეს არის ფრონტის წინა ხაზი ომში, აქ ყოველდღე ვიღაც იბრძვის, ვიღაც კვდება, აქ ყველა პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, - ასე წარადგინა სიუჟეტი ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტმა.

PIKOTARO

07 აპრილი 2020, 00:30

ტაბლოიდი

Pen Pineapple Apple Pen-ის ავტორმა სიმღერის რიმეიქი კორონავირუსს მიუძღვნა

იაპონელმა შემსრულებელმა PIKOTARO-მ, რომელსაც პოპულარობა ტრეკმა Pen Pineapple Apple Pen-მა მოუტანა, მისი რიმექი ჩაწერა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე სიმღერის თემა ჰიგიენის წესების დაცვაა. კერძოდ, ანანასი, ვაშლი და საწერ-კალამი ხელებმა და საპონმა ჩაანაცვლა.

ადა ზანუსო

07 აპრილი 2020, 00:17

COVID19

ცნობილია უხუცესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

იტალიის ქალაქ ბიელში 104 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. ადა ზანუსოს, რომელიც მოხუცებულთა სახლში ცხოვრობდა, კორონავირუსის სიმპტომები 17 მარტს გამოუვლინდა. მას ჰქონდა ცხელება, გულის რევა და სუნთქვა უჭირდა. თუმცა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ქალი გამოჯანმრთელდა.

ნინო ლომჯარია

07 აპრილი 2020, 00:16

COVID19

ომბუდსმენი: იმედია ეკლესია ქვეყანას იმ მდგომარეობაში არ ჩააყენებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დავკარგოთ

„პრეზიდენტის დეკრეტი და მთავრობის დადგენილება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. იქ რელიგიური ორგანიზაციების თუ შეკრებების გამონაკლისი ჩაწერილი არ არის. კანონმდებლობა ძალიან ცალსახად განსაზღვრავს, რომ ეკლესიებში და სხვა დაწესებულებებში შეკრება შეზღუდულია“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.

07 აპრილი 2020, 00:05

COVID19

კახეთში, კორონავირუსზე 14 პაციენტისთვის ჩატარებული ტესტირების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

კახეთში, კორონავირუსზე 14 მოქალაქის ტესტირების პასუხი სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. აქედან, საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით 9 ადამიანი რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. იმის გამო, რომ მათ საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ პაციენტებს შესაბამისი ნიმუშები უკვე აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს.

07 აპრილი 2020, 00:04

COVID19

პასექის დღესასწაულის წინ ისრაელში სრული კარანტინის რეჟიმი დაწესდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინი გამოაცხადა. კარანტინის რეჟიმი პასექის დღესასწაულის წინ წესდება და 7 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში ჩაიკეტება ქალაქებში შესვლა და გამოსვლა, მოპსახლეობას აეკრძალება სახლებიდან გამოსვლა.

სუპერმარკეტი

07 აპრილი 2020, 00:02

ტაბლოიდი

საფრანგეთში უსახლკარო კაცმა თვითიზოლაცია სუპერმარკეტში მოიწყო, სადაც ალკოჰოლს სვამდა და პორნოფილმებს უყურებდა

საფრანგეთის ქალაქ პოში უსახლკარო კაცმა თვითიზოლაცია სუპერმარკეტში მოიწყო, სადაც ალკოჰოლს სვამდა და პორნოფილმებს უყურებდა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი წერს.

მიტროპოლიტი ანდრია

06 აპრილი 2020, 23:58

COVID19

მიტროპოლიტი ანდრია: გვჭირდება ღვთის შეწევნა, დღეს ხდება ამის უგულვებელყოფა, ბევრ ექიმს ეს არ ესმის, ბევრს კარგად ესმის, რაც ზოგიერთისთვის დასაცინია

„დღეს ჩვენ გვჭირდება ღვთის შეწევნა, მთელს მსოფლიოს სჭირდება ეს - დღეს ხდება ამის უგულვებელყოფა“, განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქადაგებისას. „არ ვიცი, წაიკითეთ თუ არა ერთ-ერთი იტალიელი მწერლის წერილი, სადაც ამბობს, რომ ადამიანური ძალები გამოიფიტა. მას მოჰყავს ერთ-ერთი მამას მაგალითი, რომელიც გარდაიცვალა. ამ ადამიანმა ღვთისგან მიცემული ძალით იმედი ჩაჰბერა.

კორონავირუსი

06 აპრილი 2020, 23:53

COVID19

გორში საკონტროლო-გამ​შვებ პუნქტებზე თერმოსკრინინგი 4-ათასამდე მოქალაქეს ჩაუტარდა

გორის მასშტაბით ხუთივე საკონტროლო-გამ​შვებ პუნქტზე პირველადი თერმოსკრინინგი 4-ათასამდე მოქალაქეს ჩაუტარდა. მოქალაქეთა გადაადგილებას და რეკომენდაციების შესრულებას შსს შესაბამისი დანაყოფები და პირველი ქვეითი ბრიგადის სამ​ხედრო მოსამსახურეები აკონტროლებენ, ყველა მანქანა მუშავდება სადეზინფექციო ხსნარით.

დომინიკ რააბი

06 აპრილი 2020, 23:45

COVID19

ბორის ჯონსონის მოვალეობას დროებით დომინიკ რააბი შეასრულებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს შეცვლის მანამ, სანამ უკანასკნელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იქნება. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე

06 აპრილი 2020, 23:43

ეკონომიკა

კახა კალაძე: მიკროავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი შეჩერდება

თბილისის მერის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი დროებით შეჩერდება, მათ შორის გადაიდება მიკროავტობუსების შეძენა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სადეზინფექციო სამუშაოების პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ნუგზარ ზუმბაძე

06 აპრილი 2020, 23:40

COVID19

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ექიმი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის მზაობას 3 ქულით აფასებს, საქართველოს კი - 5 ქულით

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ნუგზარ ზუმბაძე პანდემიის დროს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სიტემის მზაობას ხუთბალიანი სისტემიდან 3 ქულით აფასებს, საქართველოს კი - 5 ქულით. ამ საკითხზე მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. ნუგზარ ზუმბაძემ ასევე მადლობა გადაუხადა მოსახლეობს, რომელიც პანდემიის გამო შემოღებულ წესებს იცავს. „საბედნიეროდ პატარა ქვეყნებს უფრო უადვილდებათ იზოლირების კონტროლი. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მოსახლეობას, რომელიც ამ წესებს ყურადღებას აქცევს და სახლში რჩება. ეს არის ყველაზე გამართული და 100-%-იანი „მედიკამენტი“, რომელიც ამ ვირუსს ნამდვილად უხდება“, - აღნიშნა ექიმმა ნუგზარ ზუმბაძემ.

მიტროპოლიტი ანდრია

06 აპრილი 2020, 23:35

COVID19

მიტროპოლიტი ანდრია: უნდა გავითვალისწინოთ რეალური საფრთხე და ვუზრუნოთ იმაზე, რომ არ გავხდეთ სხვისი ინფიცირების მიზეზი და წყარო

„წმინდა ზიარება ვერასდროს იქნება სიკდვილის შემოტანის მიზეზი, ეკლესიის მსახურება ყოველთვის მიმართულია ადამიანისთვის“, - ამის შესახებ გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქადაგებისას განაცხადა, როდესაც ვირუსის გავრცელების პერიოდში ღვთისმსახურების ჩატარების თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ექიმების მითითებების დაცვას უნდა შევეცადოთ.„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს რეალური საფრთხე და ვუზრუნოთ იმაზე, რომ არ გავხდეთ სხვისი ინფიცირების მიზეზი და წყარო.

თამარ გაბუნია

06 აპრილი 2020, 23:29

COVID19

თამარ გაბუნია: უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით რამდენიმე ათეულ ათას ტესტს ელოდება

უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით კიდევ რამდენიმე ათეულ ათას ტესტს ელოდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მედიას საჩხერის სამედიცინო ცენტრში ვიზიტისას განუცხადა.

ბორის ჯონსონი

06 აპრილი 2020, 23:21

COVID19

ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს

კორონავირუსით ინფიცირებული დიდი ბრიტნეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

თამარ გაბუნია

06 აპრილი 2020, 23:20

COVID19

თამარ გაბუნია: ციფრების ამგვარი მატება, რაც დღეს არის, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება

ციფრების ამგვარი მატება, რაც დღეს არის, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. ამ განცხადებით თამარ გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ასცდა თუ არა პროგნოზს დაინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც ახლა გვაქვს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაში, მზაობა მიდის 3 700 საწოლამდე, მაგრამ საქართველო ასეთ მძიმე სცენარს არ ელოდება.

მიტროპოლიტი ანდრია

06 აპრილი 2020, 23:03

COVID19

მიტროპოლიტი ანდრია: შეთავაზებაც იყო ინფიცირებულებისათვის, რომ სულიერი მსახურება გაგვეწია, თუმცა თავი შეიკავეს

„წმინდა ზიარება ვერასდროს იქნება სიკდვილის შემოტანის მიზეზი, ეკლესიის მსახურება ყოველთვის მიმართულია ადამიანისთვის“, - ამის შესახებ გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქადაგებისას განაცხადა.

06 აპრილი 2020, 22:48

COVID19

თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩას დეზინფექცია ჩაუტარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. დღეს სადეზინფექციო სამუშაოები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარდა.

06 აპრილი 2020, 22:43

სამართალი

კომენდანტის საათის დროს თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთ საათში თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.ერთმანეთს opel-ისა და golf -ის მარკის ავტომობილი შეეჯახა. სახის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.