imedi /  16 ოქტომბერი 2019, 08:52 / სანდო წყარო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავენ

ბიუჯეტი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს განიხილავენ. ცვლილებები ეხება ინფრასტრუქტურულ ხარჯებსა და პრეზიდენტის დაფინანსებას.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი თანხა ლოგიკურია იმ წარმომადგენლობითი დატვირთვისთვის, რაც საქართველოს პრეზიდენტს აქვს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და 13 313.1 მლნ ლარს მიაღწევს.

იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მლნ ლარით, შსს დაფინასება-25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი.

ყველა სიახლე

რობი უილიამსი

21 ნოემბერი 2019, 19:18

კულტურა

რობი უილიამსმა საშობაო სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო

ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა გერმანელ მუსიკოსთან ჰელენა ფიშერთან ერთად YouTube -ზე საშობაო სიმღერა Santa Baby-ს მიხედვით გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა. შემსრულებლები სტუდიაში არიან, ამიტომ მაყურებელს შეუძლია იხილოს, როგორ ხდება პროფესიონალურ დონეზე ხმის ჩაწერა. Santa Baby პირველად 1953 წელს ერტა კიტმა შეასრულა. სიმღერა რობი უილიამსის მე-12 ალბომში შევიდა.

თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 19:11

საქართველო

წულუკიანი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ივანიშვილის იდეას თათბირზე დაპირისპირება მოჰყვა

იუსტიციის მინისტრის, ვიცეპრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ წინადადება ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებული იდეა იყო და არა დაპირება, ეს კი პარტიაში ვიღაცებმა არ გაიზიარეს. წულუკიანმა თქვა, რომ დეპუტატი რომ ყოფილიყო, ამ იდეას მხარს არ დაუჭერდა.

21 ნოემბერი 2019, 18:45

საქართველო

საპენსიო ასაკის პედაგოგები ფულადი ჯილდოს მიღებას გამოცდის შედეგების შემდეგაც შეძლებენ

საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე გავიდნენ, გამოცდის შედეგები დეკემბრამდე არ ეცოდინებათ. სისტემიდან გასვლისთვის გათვალისწინებული ჯილდოს მეორე ეტაპზე რეგისტრაცია კი ნოემბრის 29-ში სრულდება.

თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 18:40

საქართველო

წულუკიანი: კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს

„2020 წლის და შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში. მინისტრის თქმით, ის არ იცნობს ქვეყანას, სადაც უბარიერო, პროპორციული მოდელი არსებობს, ოპოზიციას კი არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ირბინოს.

კახა კალაძე

21 ნოემბერი 2019, 18:31

საქართველო

კახა კალაძე იტალიაში თბილისის საახალწლო ნაძვისხის დამზადების ბოლო ეტაპს დაესწრება

თბილისის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია. კახა კალაძე ამ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.

ფლორიდა

21 ნოემბერი 2019, 18:28

მსოფლიო

ფლორიდაში სკოლის შენობის ქვეშ 145 ადამიანის საფლავი აღმოაჩინეს

აშშ-ში, კერძოდ ფლორიდის შტატში საშუალო სკოლის შენობის ქვეშ 145 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. BBC-ის ინფორმაციით, ადრე ამ ტერიტორიაზე მეოცე საუკუნის შუა პერიოდში აფროამერიკელების სასაფლაო იყო. სკოლაში საფლავებს სპეციალური რადარის საშუალებით მას შემდეგ მიაგნეს, რაც ცნობილი გახდა, სასაფლაოს არსებობის შესახებ.

Coldplay

21 ნოემბერი 2019, 18:25

კულტურა

Coldplay გარემოზე ზრუნვის მოტივით საკონცერტო ტურს აღარ გამართავს

ალბომი „Everyday Life“ 22 ნოემბერს გამოვა. ჯგუფი მას იორდანიაში წარადგენს, რამდენიმე კვირაში კი კიდევ ერთ კონცერტს გამართავს ლონდონის ბუნებისმცოდნეობის მუზეუმში საქველმოქმედო ორგანიზაციების წინაშე, რომლებიც გარემოს დაცვის სფეროში საქმიანობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლო

21 ნოემბერი 2019, 17:52

ძალოვნები

სასამართლო: 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა პროცესები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარიმართა“, ნათქვამია განცხადებაში.

აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან

21 ნოემბერი 2019, 17:18

ძალოვნები

სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ 3 წევრი დააკავეს

სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ 3 წევრი დააკავეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალება არ მისცა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ბიძინა ივანიშვილი

21 ნოემბერი 2019, 17:04

საქართველო

ბიძინა ივანიშვილმა და ევროკავშირის ელჩებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ელჩებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

განქორწინება

21 ნოემბერი 2019, 17:01

ტაბლოიდი

იტალიაში განქორწინებული კაცებისთვის თავშესაფრები გაიხსნება

იტალიაში ბოლო დროს განქორწინებების რაოდენობამ განსაკუთრებულად იმატა, რაც უმეტესად კაცების ფინანსურ მდგომარეობას აზარალებს. ამ მიზნით, მოხალისეებმა და ქრისტიანულმა ორგანიზაციებმა თავშესაფრების გახსნა გადაწყვიტეს. galpost-ის ინფორმაციით, განქორწინების შემთხვევაში, ქონების 60%-ი რჩება მშობელს, რომელთანაც ბავშვები იზრდება.

ზაურ სადაევი

21 ნოემბერი 2019, 16:59

სპორტი

თურქული კლუბის ჩეჩენი ფეხბურთელი გაუჩინარდა

„ახლა ის ჩვენს შორის არ არის. რადგანაც მას ვერ ვუკავშირდებით, ვგრძნობთ აუცილებლობას, რომ ეს სიტუაცია ჩვენს გულშემატკივრებს ავუხსნათ"- განაცხადა მწვრთნელმა. 30 წლის სადაევი თურქულ კლუბში მიმდინარე წლის თებერვლიდან თამაშობს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 16:39

საქართველო

სუსი: საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები"- აცხადებენ სუს-ში.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 16:20

საქართველო

ცხინვალის რეჟიმი ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ზეწოლას უპერსპექტივოდ მიიჩნევს

ცხინვალის რეჟიმი ასევე აცხადებს, რომ საქართველოსა და დასავლურ მედიაში გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით გაჩაღებული ისტერიით, კომიტეტი პირდაპირ აკავშირებს პროვოკაციას საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან.

ცხენის ხორცი

21 ნოემბერი 2019, 16:17

საქართველო

ბაგა-ბაღების ცხენის ხორცით მომარაგებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო

21 ნოემბერი 2019, 16:15

ძალოვნები

არასამთავრობოები: 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციები, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 16:05

საქართველო

ღარიბაშვილმა ექიმის დაკავების გამო საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა, გამოსვლის დასაწყისში, საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 15:48

საქართველო

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დასმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა

„ვაჟა გაფრინდაშვილი არის უკანონო პატიმარი და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ მისი თავისუფლებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ხოლო დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის ნომერ პირველი პრობლემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა უნდა იყოს.” - განაცხადა მსახიობმა რეზი ქაროსანიძემ.

21 ნოემბერი 2019, 15:23

საქართველო

ივანიშვილის სახლთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბიძინა ივანიშვილის სახლთან ახალგაზრდულ მოძრაობა „გაბედესა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები შეეცადდნენ, ბიძინა ივანიშვილს სახლთან მიეტანათ ნაგვის ურნა, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. მანამდე მათ ნაგვის ურნებს ბოქლომები დაადეს.

21 ნოემბერი 2019, 15:21

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ის უწყებაში დაწყებული რეფორმების კურსს გააგრძელებს. მინისტრის თქმით, ახალ ხელმძღვანელს სისტემაში მუშაობის გამოცდილება და საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები აქვს.