Google-ი ახალ Pixel 4-ს ინდოეთში არ გაყიდის
ფოტო: Facebook
Google-ი ახალ Pixel 4-ს ინდოეთში არ გაყიდის, ამ ქვეყნის ბაზარი კი სმარტფონების გაყიდვის მხრივ სიდიდით მეორეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ახალი სმარტფონები Google-მა ნიუ-იორკში 16 ოქტომბერს წარადგინა, ოფიციალურად კი 24 ოქტომბრიდან გაიყიდება.
ინდოეთში ახალი მობილურის შეტანაზე უარის თქმის მიზეზი, სავარაუდოდ, Pixel 4-ს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. საუბარია სახის ამომცნობ და ადამიანის ჟესტების კონტროლ სისტემაზე. ეს ფუნქცია მოქმედებს 60 გიგაჰერც სიხშირეზე, რომლის გამოყენების უფლებასაც ინდოეთი კომპანიებს არ აძლევს.
ინდოეთის ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ახალი მობილურის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ Pixel 4-ს თითის ანაბეჭდის სენსორის ნაცვლად, ამ მოდელის მობილურებში სახის ამოცნობის სისტემა ექნება. ტელეფონს ბლოკირებული ეკრანი ფაქტობრივად არ აქვს: როგორც კი მობილურს მომხმარებელი ხელში აიღებს, ის სახის ამოცნობას იწყებს და უშვებს იმ აპლიკაციას, რომელიც ეკრანის დაბლოკვამდე იყო ჩართული.
ასევე ახალ Pixel-ებში ნამდვილი პატარა რადარებია. ტექნოლოგია, რომელსაც Google-მა Motion Sense-ი უწოდა, ცნობს და შიფრავს ჟესტებს, რომლითაც მაგალითად შეგიძლიათ გამორთოთ მაღვიძარა ან დაუწიოთ მუსიკის ხმას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ჩიპის დახმარებით ტელეფონი "ხედავს" როდესაც მისი მფლობელი ახლოს არის. თუ ახლოს არავინ არის, ეკრანი გამორთულია, მიახლობას კი მობილური "ამჩნევს" და სწრაფადვე ააქტიურებს სახით განბლოკვის ფუნქციას.
ყველა სიახლე
16 ივნისი 2026, 11:42
სპორტი
კაბო ვერდეს მეკარემ ესპანეთთან მატჩში კარი მშრალად შეინახა და მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა⚽
ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. სენსაციური შედეგი დაფიქსირდა H ჯგუფში, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტი - ესპანეთი დებიუტანტ კაბო ვერდეს დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, თამაშის გმირი კი კაბო ვერდეს 40 წლის მეკარე ვოზინია გახდა.
16 ივნისი 2026, 11:37
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: ომის ფასი ორივე მხარისთვის უკიდურესად მაღალი აღმოჩნდა იმ მასშტაბთან შედარებით, რაც ფრონტის ხაზის ფაქტობრივმა ცვლილებებმა მოიტანა
„ფაქტია, რომ თუ შევადარებთ რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს 2022 წლის დასაწყისში და დღევანდელ დღეს, წმინდა ტერიტორიული მატება მართლაც არ იზომება ათეულობით ან ასეულობით ათასი კვადრატული კილომეტრით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას ეხმიანება.
16 ივნისი 2026, 11:32
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირმა მიგრანტთა მოთავსების ცენტრები, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დააფინანსოს
ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ გეგმას, რომლის მიხედვითაც, არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ცენტრები ბლოკის საზღვრებს გარეთ განათავსონ და დააფინანსონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 11:30
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი: ჭიათურა, აბაშიძის ქ.10) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და შემდგომი რეალიზციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა ცხოველებს( გოჭები).“.
16 ივნისი 2026, 11:26
რეგიონი
რუსთავში კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ ფარგლებში, ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი გაიხსნა
რუსთავში, ქორეოგრაფიული ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი გაიხსნა.
16 ივნისი 2026, 11:05
ტექნოლოგიები
გობლინური ზვიგენები წყნარ ოკეანეში, ბუნებრივ გარემოში პირველად გადაიღეს🦈
გობლინური ზვიგენი (Mitsukurina owstoni) ზვიგენების ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სახეობად ითვლება. ის ამ უძველესი საგვარეულოს ერთადერთი შემორჩენილი წარმომადგენელია. სახეობა გამოირჩევა მოძრავი ყბებით, რომლებიც თავდასხმის დროს ელვისებურად ვარდება წინ - წამში სამ მეტრზე მეტი სიჩქარით.
16 ივნისი 2026, 11:01
სამართალი
მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. მასში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.
16 ივნისი 2026, 10:59
რეგიონი
სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა
ზემო სვანეთში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო განყოფილებასა და სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ ინფრასტრუქტურას და თანამშრომელთა სამუშაო პირობებს. ასევე, შეხვდა დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას მესტიის მუნიციპალიტეტში ასრულებენ.
16 ივნისი 2026, 10:56
სპორტი
ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩში უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატში G ჯგუფში მოასპარეზე ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩი 2:2 დასრულდა.
16 ივნისი 2026, 10:50
სამართალი
პოლიციამ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 10:50
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 94 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, ჩინეთის, უზბეკეთის, ალჟირის, ბანგლადეშის, იორდანიის, ლიბანის, ტაჯიკეთის, უგანდისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 94 მოქალაქე.
16 ივნისი 2026, 10:40
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 10:36
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში, ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ რეგულარული დონორები დააჯილდოვა, მათ შორის - ცენტრის 8 თანამშრომელი. ცენტრი აქტიურად უზრუნველყოფს უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ პაციენტებს, ვისთვისაც სისხლი და მისი კომპონენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
16 ივნისი 2026, 10:34
მსოფლიო
ზელენსკი საზღვარგარეთ უკვე მეორედ გაემგზავრა მოლდოვიდან და არა პოლონეთიდან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუდან გაფრინდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 10:32
საზოგადოება
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
16 ივნისი 2026, 10:25
მსოფლიო
რუმინეთის პარლამენტი „ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ორგანიზაციებს დაავალდებულებს ყოველწლიურად წარადგინონ დეკლარაცია წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ
რუმინეთის დეპუტატთა პალატაში „ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იწყება, რომელიც ასოციაციებს, ფონდებსა და ფედერაციებს დაავალდებულებს ყოველწლიურად წარმოადგინონ დეკლარაცია წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, მათი წარმომავლობის მიუხედავად.
16 ივნისი 2026, 10:21
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი CEENQA-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
CEENQA-ს გენერალური ასამბლეა მიეძღვნა მისი დაარსებიდან 25 წლის იუბილეს, რომელსაც ესწრებოდნენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) პრეზიდენტები, აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
16 ივნისი 2026, 10:20
კულტურა
ანია ტეილორ-ჯოი „გოლუმზე ნადირობას“ შეუერთდება🎬
მსახიობი ანია ტეილორ-ჯოი ფილმში „ბეჭდების მბრძანებელი: გოლუმზე ნადირობა“ ითამაშებს. სტუდია Warner Bros.-მა გამოაცხადა, რომ ტეილორ-ჯოი ელფ სერენს განასახიერებს. მას მეფე თრანდუილის ერთგულ და მომაკვდინებელ მზვერავად მოიხსენიებენ. ეს არის არაკანონიკური პერსონაჟი, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის შექმნეს.
16 ივნისი 2026, 10:12
ტაბლოიდი
„ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პირველ გამოცემას აუქციონზე გაიტანენ
ეგზემპლარი 400-600 ათას გირვანქა სტერლინგად შეფასდა. მასთან ერთად აუქციონზე გამოიტანენ ენ ბრონტეს რომანის, „აგნეს გრეის“ პირველ გამოცემასაც. ორივე წიგნი 1847 წელს კაცის ფსევდონიმებით გამოიცა, რომლებსაც დები ბრონტეები ნაწარმოებების გამოქვეყნებისას იყენებდნენ.
16 ივნისი 2026, 10:05
საზოგადოება
ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ჭიათურაში დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებთან.


