Google-მა ახალი მობილურები Pixel 4 და Pixel 4 XL წარადგინა. გარჩევა
Pixel 4 XL
ფოტო: Twitter
Google-ის ახალი პიქსელების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში ხშირად ვრცელდებოდა, თუმცა ახლა ისინი საბოლოოდ ოფიციალურად წარადგინეს. ახალი "პიქსელების" ეკრანი დამზადებულია OLED ტექნოლოგიით.
Pixel 4-ის დიაგონალი 14.5 სანტიმეტრამდეა, Pixel 4 XL-ის დიაგონალი კი 16 სანტიმეტრია. მობილური აღჭურვილია Snapdragon 855 პროცესორით, 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და ასევე შესაძლებელია 64 ან 128 გიგაბაიტინია მეხსიერების ბარათის დამატება.
Googleʼs Most Helpful Phone | Pixel 4
თითის ანაბეჭდის სენსორის ნაცვლად, ამ მოდელის მობილურებში სახის ამოცნობის სისტემა გამოჩნდა. Google-ი ირწმუნება, რომ Pixel 4 ბაზარზე სახის ყველაზე სწრაფად ამომცნობი მობილურია. როგორც The Verge-ი აღნიშნავს, ტელეფონს ბლოკირებული ეკრანი ფაქტობრივად არ აქვს: როგორც კი მობილურს მომხმარებელი ხელში აიღებს, ის სახის ამოცნობას იწყებს და უშვებს იმ აპლიკაციას, რომელიც ეკრანის დაბლოკვამდე იყო ჩართული.
Pixel 4-ს და Pixel 4 XL-ს ორი უკანა კამერა აქვს: 16 მეგაპიქსელზე დაფუძნებული კამერა და 12 მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივის კამერა. ტელეფონებში გაუმჯობესებულია პორტრეტისა და ღამის გადაღების რეჟიმი: თუ კამერას შტატივზე 4 წუთის განმავლობაში გააჩერებთ, ვარსკვლავებიანი ცის მკვეთრი სურათის გადაღებას შეძლებთ.
ახალ Pixel-ებში ნამდვილი პატარა რადარებია. ტექნოლოგია, რომელსაც Google-მა Motion Sense-ი უწოდა, ცნობს და შიფრავს ჟესტებს, რომლითაც მაგალითად შეგიძლიათ გამორთოთ მაღვიძარა ან დაუწიოთ მუსიკის ხმას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ჩიპის დახმარებით ტელეფონი "ხედავს" როდესაც მისი მფლობელი ახლოს არის. თუ ახლოს არავინ არის, ეკრანი გამორთულია, მიახლობას კი მობილური "ამჩნევს" და სწრაფადვე ააქტიურებს სახით განბლოკვის ფუნქციას.
Motion Sense-ის შესახებ შექმნილი ვიდეორგოლი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ტელეფონის მიერ ავტომატურ რეჟიმში ბგერების ტექსტებად გადაქცევა და ამას რეალურ დროში აკეთებს. საკვანძო სიტყვების საშუალებით შესაძლებელია ჩანაწერში საჭირო ფრაგმენტების მოძებნა, რომლებიც შემდეგ სპექტოგრამაზე გამოჩნდება.
Pixel 4 და Pixel XL სამ ფერშია ხელმისაწვდომი: შავი, თეთრი და ნარინჯისფერი. ისინი 24 ოქტომბრიდან გაიყიდება, სასტარტო ფასი კი პატარა მოდელების - 799 დოლარი, დიდი მოდელების - 899 დოლარი იქნება.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 18:26
მსოფლიო
მერცი: „ასოცირებული წევრობა“ უკრაინაში შესაძლოა არაპოპულარული იყოს - ნაცვლად ამისა, ინტეგრაციის ისეთი შუალედური ფორმა უნდა შეიქმნას, რომელიც უკრაინას, გაწევრიანების პროცესის პარალელურად, ევროკავშირის ინსტიტუტებში მჭიდრო მონაწილეობის საშუალებას მისცემდა, თუმცა, ხმის უფლების გარეშე
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა ღია უნდა დარჩეს რუსეთთან ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად. მან გააფრთხილა, რომ გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმა უკრაინელი ხალხის ღალატის ტოლფასი იქნება.
16 ივლისი 2026, 18:24
რეგიონი
გონიოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში და ადგილობრივ ოჯახებს თანამედროვე, ხარისხიან და კომფორტულ სააღმზრდელო გარემოს შესთავაზებს.
16 ივლისი 2026, 18:10
ეკონომიკა
მაია ომიაძე: როდესაც ადამიანი ახალი დანიშნულების ადგილს არჩევს სამოგზაუროდ, რა თქმა უნდა, არჩევანს გააკეთებს იმ ადგილზე, სადაც პირდაპირი რეისია, სადაც სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს. საქართველო ჩინელებისთვის სწორედ ასეთი ახალი დანიშნულების ადგილია
გუშინ ნამდვილად ისტორიული დღე იყო. ეს არის პირველი შორ მანძილზე ფრენა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესრულდა. შანხაი-თბილისის მიმართულებით გუშინ საღამოს დაეშვა რეისი, რომელიც 98%-იანი დატვირთულობით იყო და უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგი რეისების სრულად სავსეა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
16 ივლისი 2026, 18:06
საზოგადოება
ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება
ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომ თითქოს სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანა ხდება.
16 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ეუთოს რეზოლუციები რომ წავიკითხოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ. შემდეგ უბრალოდ ფანჯარაში გავიხედავთ და ვხედავთ, რომ ისევ ის საქართველოა და არა რაღაც სიურრეალისტური სამყარო
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ძალები, რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ევროპარლამენტზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე კიდევ უფრო ძირძველია მათი გავლენები, არსად წასულან და არც მათი სურვილი საქართველოს დამორჩილებისა, არსად დაკარგულა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ ევრო ბიუროკრატიაზე საუბრისას.
16 ივლისი 2026, 17:58
მსოფლიო
პრემიერი: განვაგრძობთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი“ გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი, საქართველო და თურქმენეთი იზიარებენ საერთო ინტერესს რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერებაში
„საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი“ გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Landlord-ის მოდელით აშენდება. აღნიშნული მოდელი, რომლითაც სახელმწიფო პორტის მიწისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ რჩება, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს, რაც საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად“, - აღნიშნა პრემიერმა.
16 ივლისი 2026, 17:57
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს მირატბერდი გაიპოვს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს შეხვდა.
16 ივლისი 2026, 17:57
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო, ჩვენი ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადი განვითარების დინამიკას, საქართველო არის და დარჩება საიმედო პარტნიორად ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ეძებს სტაბილურ, ღია და კონკურენტულ გარემოს გრძელვადიანი საქმიანობისთვის
საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო. ჩვენი ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადი განვითარების დინამიკას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 17:56
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია, ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდია
დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს საქართველოს გავლით „შუა დერეფანში“ კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 33 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მიმართულებით ტვირთბრუნვამ თითქმის ექვსჯერ მოიმატა
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს საქართველოს გავლით „შუა დერეფანში“ კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 33 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მიმართულებით ტვირთბრუნვამ თითქმის ექვსჯერ მოიმატა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 17:51
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც მარკო რუბიოს ინიციატივით იმართება მინისტერიალი და მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი. მნიშვნელოვანია ამავდროულად საკითხი და ზოგადად, თემა თუ რასთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსიები
მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც მარკო რუბიოს ინიციატივით იმართება მინისტერიალი და მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
16 ივლისი 2026, 17:46
პოლიტიკა
ვაშინგტონში დაიწყო მინისტერიალი, რომელშიც მარკო რუბიოს მიწვევით, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს
ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალი დაიწყო.
16 ივლისი 2026, 17:43
მსოფლიო
კანადაში 800-ზე მეტი ტყის ხანძარი მძვინვარებს
კანადის ტყის ხანძრების უწყებათაშორისი ცენტრის მონაცემებით, ამჟამად კანადაში 857 აქტიური ხანძარია, მათ შორის ხუთშაბათს 23 ახალი კერა გაჩნდა. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში წვიმას პროგნოზირებენ, თუმცა სპეციალისტები შიშობენ, რომ ნალექი ცეცხლის ჩასაქრობად საკმარისი არ იქნება.
16 ივლისი 2026, 17:36
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის თვითლუსტრაცია იმისა, თუ რატომ ითრევდნენ საქართველოს ომში, რომ ისინი აქედან ეძებდნენ ფინანსურ სარგებელს
ეს არის თვითლუსტრაცია იმისა, თუ რატომ ითრევდნენ საქართველოს ომში, რომ ისინი აქედან ეძებდნენ ფინანსურ სარგებელს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომ „უკრაინა მალე ომს რომ მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.
16 ივლისი 2026, 17:34
მსოფლიო
მიხაილ ფედოროვმა სირსკისთან კონფლიქტზე საჯაროდ ისაუბრა და მთავარსარდალი უკრაინის გახლეჩაში დაადანაშაულა
„როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ სირსკის გადაყენებას არ გეგმავდა, მე ვუპასუხე, რომ ვეთანხმებოდი. ეს მისი, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებაა და მე ვისწავლიდი მასთან მუშაობას, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენი დამკვეთი უკრაინელი ხალხია და სხვა არავინ“, - განაცხადა მან.
16 ივლისი 2026, 17:25
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებს - „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „კარწახი -ახალქალაქის სარკინიგზოს“ და „ვალეს“ ესტუმრა ესტუმრა, სადაც საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მსვლელობისას, მან ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდების მნიშვნელობას და გაზრდილ სატვირთო ავტომობილების ნაკადის ეფექტურად მართვის პროცესში განხორციელებული ღონისძიებები განიხლა.
16 ივლისი 2026, 17:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს, სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან, გარედან იღებენ დავალებებს და იმ დავალებით მოქმედებენ
„არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს. არიან ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან, რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, დარჩება თუ არა ალიანსში „ნაციონალური მოძრაობა“.
16 ივლისი 2026, 17:22
მსოფლიო
ჩარლი ვეიმერსი: ევროკავშირი შვედეთის სასამართლოს არ უნდა აკონტროლებდეს
შვედი ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების სასამართლოებს არ უნდა აკონტროლებდეს. ჩარლი ვეიმერსის განცხადებით, შვედეთს საკუთარ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული პრობლემების მართვა, თავად უნდა შეეძლოს. ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ევროკავშირი საკუთარ ძალაუფლებას მართლმსაჯულების სასამართლოს გზით ზრდის.
16 ივლისი 2026, 17:20
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ შამირადოვიჩ გურბანგელდიევთან შეხვედრა გამართა.
16 ივლისი 2026, 17:17
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა ილურიძის საქმე განიხილა, რომელმაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ პოსტზე სიძულვილის ენის შემცველი კომენტარი დაწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა ილურიძის საქმე განიხილა, რომელმაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ პოსტზე სიძულვილის ენის შემცველი კომენტარი დაწერა.


