imedi /  29 ოქტომბერი 2019, 17:41 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ივანიშვილის პროექტი წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, წყალტუბოს აღორძინების პროექტი წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს. ამის შესახებ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

"წყალტუბო გახდება მასშტაბური ტურისტული ცენტრი, რომელიც დიდ სტიმულს მისცემს იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით ათას ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა გამოისყიდოს უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში. პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის თქმით, საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 -20 000 ადამიანი. „ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი“, - თქვა ივანიშვილმა. 

ყველა სიახლე

გიორგი კანდელაკი

22 ნოემბერი 2019, 14:51

საქართველო

კანდელაკი თალაკვაძეს: წუხელ შემთხვევით ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ხომ არ ჩამოფრინდით?

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, მისი რეისის ბილეთი გამოაქვეყნოს და მედია „უკიდურეს მიკერძოებაში ამხილოთ”. გიორგი კანდელაკის ეს პოსტი არჩილ თალაკვაძის განცხადებას მოჰყვა, როდესაც პოლიტიკოსმა თქვა, რომ კომოს ტბაზე არ იმყოფებოდა, სამუშაო კაბინეტშია და მედია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

კობა გვენეტაძე

22 ნოემბერი 2019, 14:49

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას “ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა.

Vogue

22 ნოემბერი 2019, 14:42

ტაბლოიდი

Vogue-ის 2020 წლის პირველი გარეკანის ფოტო გამოქვეყნდა

ცნობილი მოდური გამოცემა Vogue-ის 2020 წლის პირველი გარეკანის ფოტო გავრცელდა. ამჯერადაც ყველას იაპონურმა გამომცემლობამ დაასწრო და სოციალურ ქსელში ახალის წლის ნომერი გამოაქვეყნა. იაპონური Vogue-ის ყდაზე ცნობილი მოდელები გრეის ელიზაბეტი და ანოკი არიან აღბეჭდილები, რომლებსაც სამოსი „დიორის“ 2019 წლის კოლექციიდან აცვიათ.

ირმა ინაშვილი

22 ნოემბერი 2019, 14:35

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და აქციას აანონსებს

„პატრიოტთა ალიანსი„ „ბოროტებთან შეთანხმებას არ აპირებს“. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირმა ინაშვილის თქმით, მიმდინარე აქციების პროცესში ისინი მარტო, დამოუკიდებლად მოქმედებენ. „ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. 30 ნოემბერს, 18:00 საათზე სპორტის სასახლეში შევიკრიბებით“.

ლელო

22 ნოემბერი 2019, 14:21

საქართველო

მამუკა ხაზარაძემ ,,ლელოს’’ ახალი წევრები გორში წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ ,,ლელოს’’ ახალ წევრები გორში წარადგინა. 12 ახალგაზრდა მოძრაობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეუერთდა. „ლელოს“ ლიდერმა ახალი წევრების წარსადგენად დროებითი მოთავსების იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიას პეციალურად შეარჩია . აქ მდებარე იზოლატორში სასჯელს „ლელოს“ აქტივისტი იხდის.

22 ნოემბერი 2019, 14:20

საქართველო

წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ხმაური იყო წყალტუბოშიც, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს“ საკრებულოს წევრებს მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტზე ბოქლომის დადება სურდათ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მცხეთა საპროტესტო აქცია

22 ნოემბერი 2019, 14:15

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან დაპირისპირების დროს 2 ადამიანი დააკავეს

კამპანია „დააბოქლომეს“ ფარგლებში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მცხეთაში დაკავებებით დასრულდა . „ევროპული საქართველოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მივიდნენ, თუმცა შენობის წინ პოლიციასთან ერთად მათ მცხეთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დახვდათ.

22 ნოემბერი 2019, 14:11

ტაბლოიდი

გარეულმა ტახებმა იტალიის პოლიციას ნარკოდილერები დააჭერინეს

იტალიელი ნარკოდილერების გეგმები, რომლებმაც ტყეში კოკაინის მარაგი გადამალეს, გარეულმა ტახებმა ჩაშალეს. გამოცემა Metro-ს ცნობით, ველური ტახები სამართალდამცველებს ნარკოდილერების დაკავებაში დაეხმარნენ. ცხოველებმა კოკაინის სამალავი იპოვეს და ნარკოტიკი ტყეში გაფანტეს, რამაც პოლიციელებს სამძებრო სამუშაოები გაუმარტივა.

ბათუმის მერია

22 ნოემბერი 2019, 14:05

ძალოვნები

ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

ბათუმის მერიასთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. შენობის შესასვლეთან ასევე იმყოფებიან ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე და მისი მხარდამჭერები. ვახტანგაძის განცხადებით, შენობაზე ბოქლომის დადების საშუალებას არავის მისცემენ. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს.

22 ნოემბერი 2019, 13:41

ტექნოლოგიები

კვლევა: მსოფლიოში 5-დან 4 მოზარდი ცოტას მოძრაობს

მსოფლიში ხუთიდან ოთხ, 11-17 წლის მოზარდს ცხოვრების მჯდომარე სტილი და დაბალი ფიზიკური აქტივობა აქვს. საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მსოფლიოს 146 ქვეყანაში 1,6 მილიონი მოზარდი გამოკითხა. კვლევის მიხედვით, გერმანიაში ცოტას მოძრაობს ბიჭების 79,7% და გოგოების 87,9%-ი. კვლევაში მოზარდების დაბალი ფიზიკური აქტივობის მიზეზი არ სახელდება.

„შინდისი“

22 ნოემბერი 2019, 13:39

კულტურა

კიევში ახალი ქართული კინოს ფესტივალი შინდისის გმირებსა და გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

22 ნოემბერს კიევში ახალი ქართული კინოს მე-15 ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება შინდისის გმირებისა და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება. ქართული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი კინოთეატრ „ჟოვტენში“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნება და დიტო ცინცაძის ფილმს „შინდისი“ აჩვენებენ.

რადიაცია

22 ნოემბერი 2019, 13:35

მსოფლიო

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რადიაციული ინციდენტი მოხდა

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რადიაციული ინციდენტის გამო, რადიაციული ფონის დონემ იმატა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს მონიტორინგის გლობალური სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური ორგანო („როსპოტრებნადზორი“) ავრცელებს. ამასთან ერთად, უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მოსახლეობაზე ნეგატიური ზემოქმედების საშიშროება ამ ეტაპზე არ დგას.

კოლუმბია არეულობები

22 ნოემბერი 2019, 13:15

მსოფლიო

კოლუმბიაში არეულობის შედეგად 115 ადამიანია დაკავებული

კოლუმბიაში, ქალაქ კალიში არეულობების შედეგად 115 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი უილიამ რუისი ავრცელებს. მისი განცხადებით, საერთო ჯამში, არეულობების შედეგად დაშავდა 97 ადამიანი, მათგან 46 - პოლიციელია. არეულობების პარალელურად ძარცვის 56 ფაქტი დაფიქსირდა. ვანდალებმა დააზიანეს 19 ავტობუსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 5 მოსაცდელი.

ჯიჰად ად-დინ ალ-ნასირ უბეიდე

22 ნოემბერი 2019, 12:51

მსოფლიო

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს

სირიაში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალჩინოსანი, რომელმაც 20-მდე ტერაქტი დაგეგმა და რამდნიმე ქვეყანაში თვითმკვლელი ტერორისტების ქსელი შექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით, გამოცემა Hürriyet-ი ავრცელებს.

22 ნოემბერი 2019, 12:49

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი თანახმაა „ისლამური სახელმწიფოს“ ბრიტანელი წევრების შვილები ქვეყანაში დააბრუნოს

დიდი ბრიტანეთი, გერმანიის მსგავსად, ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბრიტანელი წევრების დაობლებულ ბავშვებს ქვეყანაში დააბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა დიდი ბრიტანეთის მთავრობას ეკუთვნის

არჩილ თალაკვაძე

22 ნოემბერი 2019, 12:40

საქართველო

თალაკვაძე: ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაძლებლობას არავის მივცემთ

„ბლოკირება ვერ მოხდება, ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება რეაქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციების შეფასებისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა განაგრძობს განვითარებას, იქნება სიმშვიდე და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია იყოს.

ბუტა რობაქიძის საქმე

22 ნოემბერი 2019, 12:33

ძალოვნები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი 15:00 საათისთვის ჩაინიშნა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს 15:00 საათისთვის ჩაინიშნა. ამ დრომდე ოქრუაშვილს უნდა დაენიშნოს სახაზინო ადვოკატი, რომელსაც მოუწევს მრავალტომიან საქმეს, რამდენიმე საათში გაეცნოს. პროცესის გადადების მზეზი სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობა გახდა.

საპროტესტო აქცია მცხეთა

22 ნოემბერი 2019, 12:24

საქართველო

მცხეთაში დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან დაძაბულობაა

მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდებას აპროტესტებენ, დაძაბულობაა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბიუროს კარზე ბოქლომის დადება სურთ, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

22 ნოემბერი 2019, 12:13

ეკონომიკა

რა ვითარებაა ბაზარზე დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ

დაუფასოებელი სახით ბაზარზე ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია უკვე აიკრძალა. ვინც კანონს დაარღვევს, ორი ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში კი, ოთხი ათასით. ახალი რეგულაციები ელექტროსიგარეტის სითხეების რეალიზაციასაც ეხება. ახალ რეგულაციებს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებება ითვალისწინებს.

კომიქსი Marvel

22 ნოემბერი 2019, 12:04

ეკონომიკა

Marvel-ის კომიქსების პირველი ნომერი აუქციონზე $1,26 მილიონად გაიყიდა

1939 წელს გამოცემული Marvel-ის კომიქსების პირველი ნომერი აშშ-ის ქალაქ დალასში, Heritage Auctions-ის აუქციონზე 1,26 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ეს Marvel-ის კომიქსებში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა. მყიდველის ვინაობა უცნობია. ექსპერტებმა ჟურნალის მდგომარეობა 10-ბალიანი სისტემით 9,4 ბალით შეაფასეს. აუქციონის ორგანიზატორებმა ლოტს „ისტორიული კომიქსის ისტორიული ეგზემპლარი“ უწოდეს.