კახაბერ კუჭავა: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ცნობილი ქველმოქმედი და საქველმოქმედო მიზნების, მათ შორის კონსერვაციის, ხელგაშლილი მხარდამჭერი
კახა კუჭავა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
,,საქართველო ისწრაფვის ევროპული მომავლისკენ და ფაქტია, რომ ქვეყანა პასუხობს შესაბამის სტანდარტებს, თუმცა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მოთხოვნების და რეგულაციების დაწესება საკმარისი არ არის - არსებითი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორთან მუშაობას. ამისთვის კი აუცილებელია არასტანდარტული აზროვნება - კლიმატური კრიზისის დასაძლევად ყველამ უნდა მოუხმოს ინოვაციურ აზროვნებას, და მუშაობას კერძო სექტორთან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებით. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ცნობილი ქველმოქმედი და საქველმოქმედო მიზნების, მათ შორის კონსერვაციის, ხელგაშლილი მხარდამჭერი. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კერძო ქველმოქმედებას არსებითი როლი ენიჭება, რადგან ის საგრძნობლად ავსებს სახელისუფლებლო დაფინანსებას. ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს კონსერვაციის სამუშაოებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ (ფონდი ქართუ) მეშვეობით, რომელიც მისმა ოჯახმა 1995 წელს დააარსა ფილანთროპიული და საქველმოქმედო პროექტების მეშვეობით საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად. დაარსებიდან მოყოლებული ფონდმა ქართუ დააფინანსა და განახორციელა 3,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები განათლების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის და გარემოს დაცვის სფეროებში“, - გამოცემა ,THE EUROPEAN JOURNAL-ი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახაბერ კუჭავას წერილს სახელწოდებით ,,საქართველო და ევროკავშირი - ერთად გარემოსდაცვითი და კლიმატური სიმტკიცისკენ“ აქვეყნებს.
ვიცე - სპიკერი აცხადებს, რომ გარემოს დაცვა წარმოადგენს ფონდი ,,ქართუს“ პრიორიტეტულ მიმართულებას, ამ მხრივ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს, მათ შორის დენდრარიუმს და წყალტუბოს აღდგენას კი თვალსაჩინო მაგალითებად მოიხსენიებს.
მისი თქმით, თავისი მნიშვნელობით, დენდრარიუმი უტოლდება ისეთ პრესტიჟულ ბოტანიკურ ბაღებს, როგორიცაა სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, ადელაიდის ბოტანიკური ბაღი და კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები.
კახაბერ კუჭავა წყალტუბოს აღდგენის პროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ რადგან ამ ეტაპზე ქვეყანას არ აქვს წყალტუბოს რეაბილიტაციაში ასობით მილიონი ევროს ინვესტირების შესაძლებლობა, ფონდმა ,,ქართუმ“ ითავა წყალტუბოს აღდგენის პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს არსებული თუ განადგურებული ტურისტული და სამედიცინო ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას და მის განვითარებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
,,1995 წლის შემდეგ დაფინანსდა და განხორციელდა შემდეგი პროექტები:
• ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები;
• ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები;
• თუშეთის დაცული ტერიტორიები;
• ბათუმის ბოტანიკური ბაღი;
• თბილისის ბოტანიკური ბაღი.
2 თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ასევე წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის დენდრარიუმი და წყალტუბოს აღდგენა. დენდრარიუმის პროექტი ურეკში დაიწყო 2015 წელს, რომლის შედეგად საქართველოს აქვს უნიკალური დენდროლოგიური პარკი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში. მასში თავმოყრილია საქართველოს ხეების, ყვავილებისა და ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კოლექცია. ბოტანიკური ბაღი დიდი პოპულარობით სარგებლოს ქართველ ტურისტებს შორის და მას შემდეგ, რაც ნორმალური მიმოსვლა აღდგება 2021 წელს, აუცილებლად შევა ყველა მოგზაურის აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში. თავისი მნიშვნელობით, დენდრარიუმი უტოლდება ისეთ პრესტიჟულ ბოტანიკურ ბაღებს, როგორიცაა სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, ადელაიდის ბოტანიკური ბაღი და კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები. წლის დასაწყისში თბილისში გაცხადდა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება ტყიანი ლანდშაფტის კიდევ დაახლოებით 700 ჰექტარის აღდგენა მთაწმინდის ფერდობზე, საქართველოს დედაქალაქის გულში. ფონდი ქართუს პროექტის მიზანია დაზიანებული ტყეების აღდგენა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა. რაც შეეხება წყალტუბოს, ეს შედარებით ახალი პროექტია. დამოუკიდებლობის პირველ წლებში წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად დაიშალა. წარსულში ეს კურორტი, რომელიც მოიცავდა 22 სანატორიუმს და 9 ბალნეოლოგიურ აბანოს, წარმატებით უწევდა კონკურენციას არა მხოლოდ რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებსაც. რადგან ამ ეტაპზე ქვეყანას არ აქვს წყალტუბოს რეაბილიტაციაში ასობით მილიონი ევროს ინვესტირების შესაძლებლობა (მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა COVID-19 კრიზისის შემდეგ), ფონდმა ქართუმ ითავა წყალტუბოს აღდგენის პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს არსებული თუ განადგურებული ტურისტული და სამედიცინო ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას და მის განვითარებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“,- წერს კახაბერ კუჭავა.
დასასრულს, ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქცია საქართველო თანამედროვე, მდგრად სახელმწიფოდ, რომელიც იზიარებს ევროკავშირის ინოვაციურ და მტკიცე მიდგომას გარემოს დაცვისადმი.
მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული მთავრობის ყველა ნაბიჯი ცხადყოფს, რომ საქართველო ამ მხრივ მოწინავეთა რიგშია.
,,მისი ერთგულება მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკისადმი, რომელიც კიდევ ერთხელ ეს დადასტურდა გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე პარიზში, ასევე მის მიერ კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტით დასახული მიზნები, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „მწვანე ზრდის დეკლარაციაზე“ მიერთება, რასაც ერთვის ეროვნული დონის თუ კერძო ინიციატივები - ყოველივე ეს ადასტურებს საქართველოს მზადყოფნას გარემოს დაცვაში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ბიზნესის როლიც. გარემოს დაცვის საკითხებში სახელმწიფოს ვალდებულებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კორპორატიული და პირადი პასუხისმგებლობა. სამწუხაროა, რომ რამდენიმე წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტრო შეუერთდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მიუხედავად ამისა, 2012 წლიდან მოყოლებული მმართველი პარტიის მტკიცე პოლიტიკური ნება, გადადგმული ნაბიჯები და ამბიციური გეგმები მიზნები ადასტურებს, რომ გარემოსდაცვითი და კლიმატური სიმტკიცე წარმოადგენს პრიორიტეტს და აუცილებელია გაუმჯობესების შესაძლებლობების ბრძნულად გამოყენება. ევროკავშირის ოფიციალური პირები უმაღლეს შეფასებას აძლევენ მთავრობის მუშაობას და ევროკავშირი-საქართველოს ბევრმა ერთობლივმა პროექტმა ბოლო 18 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი წარმატება მოიტანა. ეს კი საფუძველს უყრის საქართველოს მომავალს ევროპაში, აქცევს რა ქვეყანას ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გაფართოებული თანამშრომლობის და შემდგომი ინტეგრაციის კუთხით“, - წერს გამოცემა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 22:03
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.
29 აგვისტო 2026, 21:31
სპორტი
ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.
29 აგვისტო 2026, 21:01
მსოფლიო
ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.
29 აგვისტო 2026, 20:49
სამართალი
კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიციის მორიგი წარმატებული ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად - თბილისი, დიდი დიღომი. ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილას დამალა.
29 აგვისტო 2026, 20:34
რეგიონი
წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ბაღდათი და ქვემო სვანეთი იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის აღდგენა კი უკვე დაიწყო.
29 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
დაძაბულობის შენარჩუნება, როგორც ოპოზიციის ინტერესი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონკრეტული სცენარით მოქმედებაში ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინც ცნო სახელმწიფო, სახელმწიფომაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - თუმცა, პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალება პოლიტიკურად მომგებიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.
29 აგვისტო 2026, 18:30
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.
29 აგვისტო 2026, 18:19
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”
„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
29 აგვისტო 2026, 17:16
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
29 აგვისტო 2026, 16:46
მსოფლიო
POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.
29 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.
29 აგვისტო 2026, 16:01
მსოფლიო
ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.
29 აგვისტო 2026, 15:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.
29 აგვისტო 2026, 15:33
საზოგადოება
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
29 აგვისტო 2026, 15:13
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად
სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.
29 აგვისტო 2026, 14:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი
უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.
29 აგვისტო 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის
ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:28
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები
ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.


