imedi /  05 თებერვალი 2021, 10:20 / სანდო წყარო

კახაბერ კუჭავა: 2012 წლიდან, მმართველი პარტიის მტკიცე პოლიტიკური ნება, გადადგმული ნაბიჯები და ამბიციური მიზნები ადასტურებს, რომ გარემოსდაცვითი და კლიმატური სიმტკიცე წარმოადგენს პრიორიტეტს

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

,,საქართველო არის ამაყი ევროპელი ერი 3 000-წლიანი ისტორიით. ბოლო წლებში განხორციელდა რიგი ძირეული რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარების მოდერნიზაციისა და წახალისების მიზნით - ინვესტირება ინფრასტრუქტურაში, საჯარო სექტორის რესტრუქტურიზაცია, დერეგულაცია ბიზნესისთვის, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ვაჭრობასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია სტაბილურობაზე გარემოსდაცვითი კუთხით. გარემოსდაცვითი სტრატეგიები, კლიმატური ცვლილებები და მდგრადობა წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხებს „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის და საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში, - THE EUROPEAN JOURNAL-ი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახაბერ კუჭავას სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაში აღნიშნულია, 2015 წელს, გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე პარიზში, საქართველოს მთავრობამ დადო გარემოსდაცვითი სტრატეგიების ერთგულების ურყევი პირობა და დაადასტურა თავისი როლი, როგორც სუფთა ენერგიის ექსპორტის სფეროს ლიდერმა რეგიონში.

ვიცე-სპიკერის თქმით, როგორც კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერი მხარე, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს კონვენციის და შესაბამისი მოლაპარაკებების პროცესის მიზნების მისაღწევად.

,,კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველომ დასახა მიზნები 2021-2030 წლების კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის მეშვეობით და შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „მწვანე ზრდის დეკლარაციას“, ასევე დაასრულა დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიის და ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება. როგორც კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერი მხარე, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს კონვენციის და შესაბამისი მოლაპარაკებების პროცესის მიზნების მისაღწევად. 2013 წელს საქართველომ, ევროკავშირისა და აშშ-ის მთავრობის ხელშეწყობით, დაიწყო დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. მიღწეული შედეგების საფუძველზე, საქართველომ მოამზადა და კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციას წარუდგინა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იყო 2020 წლის შემდეგ კლიმატური ცვლილებების შემცირების ზომები, რომელთა მიღება განსაზღვრული იყო 2015 წლის ახალი შეთანხმებით. მდგრადი განვითარების და ეროვნული თავისებურებები გათვალისწინებული იყო საქართველოს მიერ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შედგენაში. გარდა ამისა, საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებაა ეროვნულ დონეზე მისაღები გავლენის შემცირების ზომების და ტყის გაჩეხვისა და დეგრადაციის შედეგად მიღებული ემისიის შემცირების შესახებ დოკუმენტების შემუშავება და მიღება. საქართველო მხარს უჭერს მწვანე ეკონომიკის განვითარებას თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების ხელშეწყობის, სუფთა სატრანსპორტო მომსახურების შემუშავების და მდგრადი მოხმარებისა და წარმოების რეჟიმზე გადასვლის უზრუნველყოფის გზით. რაც შეეხება მდგრადობას, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის და მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზნის მისაღწევად, რისთვისაც ქვეყანა ერთგულებს ამ დღის წესრიგის ძირითად პოსტულატს: „არავინ დარჩეს უყურადღებოდ“. მთავრობის სტრატეგიები და პრიორიტეტები თანხმობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან, რის წყალობითაც ისინი წარმოადგენს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მყარ საფუძველს. ეროვნულ დონეზე მორგებული მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის დონე საქართველოს განვითარების დაგეგმვაში ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მისწრაფებების შესაბამისად ძალიან მაღალია: 36 სექტორული სტრატეგია და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება ჯამში მოიცავს ქვეყნის ეროვნულ დონეზე მორგებული მდგრადი განვითარების მიზნების 96%-ს. გარდა ამისა, ღია მმართველობის მუდმივი საპარლამენტო საბჭო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების სამოქმედო გეგმის შესრულებას, ხოლო ცალკეული კომიტეტები ადრეულ სამოქმედო გეგმებში უკავშირებენ თავიანთ საქმიანობას მდგრადი განვითარების მიზნებს“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

როგორც ვიცე-სპიკერი აცხადებს, საქართველო გამოირჩევა უდიდესი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მტკნარი წყლის რეზერვით.

მისი თქმით, კლიმატის თვალსაზრისით, საქართველოს ახასიათებს განსაკუთრებული მრავალფეროვნება.

,,ქვეყანაში წარმოდგენილია თითქმის ყველა კლიმატური ზონა, თუ არ ჩავთვლით უდაბნოს, სავანას და ტროპიკულ ტყეებს. ამჟამად საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40% დაფარულია ტყეებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლებმა მიიღეს ახალი ტყის კოდექსი, რომელშიც აღწერილია ტყის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციები და ჩამოყალიბებულია ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, რომელთა მიზანიცაა საქართველოს ტყეების ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის უპირობოდ შეამციროს სათბურის აირების ემისია 15%-ით „ჩვეული ბიზნესის“ სცენართან შედარებით. საქართველო უკვე იყენებს განახლებად ენერგიას ელექტროენერგიის 80%-ის მისაწოდებლად. ქვეყანა გამოირჩევა უდიდესი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მტკნარი წყლის რეზერვით. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. ქართველი ფერმერები შეასრულებენ გადამწყვეტ როლს საზოგადოების ერთ-ერთი უპირველესი საჭიროების უზრუნველყოფაში: ეს არის საკვები პროდუქტების უსაფრთხო, უვნებელი და ხელმისაწვდომი მარაგი, რაც ხაზს უსვამს კავშირს სოფლის მეურნეობაზე კლიმატური ცვლილებების გავლენასა და სურსათის უვნებლობას შორის. ბოლო ათწლეულებში კლიმატური ცვლილებების უარყოფითმა შედეგებმა მკვეთრად შეამცირა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. უკვე განხორციელებულია რიგი ზომები იმისთვის, რომ მოხდეს სოფლის მეურნეობის სექტორი ადაპტირება მოსალოდნელ კლიმატურ ცვლილებებთან, მათ შორის - სოფლის მეურნეობაში საგანგებო სიტუაციებზე (გვალვა, წყალდიდობა და ა.შ.) რეაგირების გეგმების კვლევა და შემუშავება; ირიგაციის მართვის და წყლის გამოყენების ინოვაციური მეთოდების შემოღება; ადგილობრივ პირობებზე მორგებული ეროზიის საწინააღმდეგო ზომების მიღება;; ფერმერებისთვის საინფორმაციო ცენტრების დაარსება მათთვის სოფლის მეურნეობის ადაპტირებული მართვის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად და სხვა“,- ნათქვამია სტატიაში.

ვიცე -სპიკერი აცხადებს, რომ ეროვნული დონის ინიციატივების გარდა, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის დახმარებით, გადადგა ზომები გარემოსდაცვითი პოლიტიკის და კონსერვაციის მიმართულებით.

,,2019 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის პროგრამის დაწყება (ბიუჯეტი: 70 მილიონი აშშ დოლარი), რომლის მიზანიცაა ქვეყნის დაცვა ბუნებრივი კატაკლიზმებისგან და მათ მიერ გამოწვეული ზიანის მინიმიზაცია. გარემოსდაცვითი და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს 3 პროექტის სახით, რომელთა მიზანიცაა წყლის მარაგის და სანიტარული სისტემის განახლება, თანამდეროვე ნაგავსაყრელების მშენებლობა, ინდუსტრიული დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა, ტყეების დაცვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის პროდასავლური წინსვლის უზრუნველყოფა, რასაც მოწმობს კიდეც ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტების დიდი რაოდენობა. საქართველო სათუთად უფრთხილდება საერთო ღირებულებებს, რომელთაც ეფუძნება ევროპა, იქნება ეს სტრატეგიული, ეკონომიკური თუ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნები. ამასთან, ევროკავშირი-საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი სტრატეგია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მტკიცე კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, განსაკუთრებით გარემოს დაცვის სფეროში, და მხარს უჭერს რიგი გლობალური სტრატეგიული მიზნების მიღწევას, კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების, გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის და მისი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე ევროპული მწვანე შეთანხმების ჩათვლით“,- ამბობს ვიცე -სპიკერი.

კახაბერ კუჭავა აცხადებს, რომ ევროკავშირი და საქართველო თანამშრომლობენ მტკიცე და მდგრადი მომავლის მშენებლობისთვის.

,,კლიმატური ნეიტრალიტეტისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირსა და საქართველოს აკისრიათ საერთო პასუხისმგებლობა პარიზის შეთანხმების შესრულებაში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შეტანის კუთხით, ასევე ეკონომიკის მოდერნიზაციის და ნახშირბადის კვალის შემცირების თვალსაზრისით. ევროპული მწვანე შეთანხმება ცხადყოფს, რომ გარემოს და კლიმატური ცვლილებები ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას ევროკავშირისა და, საქართველოს ჩათვლით, მისი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. ევროკავშირი და საქართველო თანამშრომლობენ მტკიცე და მდგრადი მომავლის მშენებლობაზე: რეგიონის გარდაქმნა თანამედროვე, რესურსების მხრივ თვითკმარი, სუფთა, წრიული და კონკურენტული ეკონომიკის მქონე სამართლიან და აყვავებულ საზოგადოებებად და, ამავე დროს, მათი აქტიურობის გაზრდა გარემოსა და კლიმატის სფეროში, მათ შორის ბუნებრივი რესურსების უფრო მდგრადი გამოყენების გზით; მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებული ახალი მწვანე სამუშაო ადგილების და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა; გარემოსდაცვითი მმართველობის უზრუნველსაყოფად და ცნობიერების ასამაღლებლად ინვესტიციების გაგრძელება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით; მდგრად და „ჭკვიან“ მობილურობაზე გადასვლის დაჩქარება; მოქმედების გააქტიურება მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. ევროკავშირმა და საქართველომ უკვე დაიწყეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და შეთანხმებული მოქმედება მდგრადი გარემოსდაცვითი ინვესტიციების კუთხით, მათ შორის მწვანე ტაქსონომიის, გარემოსა და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცხადების და მწვანე ფინანსური პროდუქტების სტანდარტებისა და ეტიკეტების სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპული ქვეყნების უწყებებსა და საელჩოებთან, რათა პროექტები გარემოსა და კლიმატის სიმტკიცესთან დაკავშირებით განხორციელდეს უშუალო ჩართულობით“,- წერს გამოცემა.

ვიცე-სპიკერი 2020 წლის მაისში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ენერგოეფექტურობისა და ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული კანონით ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტებს.

მისი თქმით, ამ ნაბიჯმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მხრიდან.

,,ამ კანონის მიზანია ემისიის და დაბინძურების შემცირება, შენობათა ენერგოეფექტურობის გაზრდა, ასევე ენერგორესურსების იმპორტის შემცირება და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება. ევროკავშირი, ენერგეტიკული თანამეგობრობა და გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარებიან საქართველოს კლიმატსა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწაში - საქართველო უკვე მიიწევს წინ სათბურის აირების ემისიის შემცირებისკენ მიმართული კანონებისა და სტრატეგიების მიღების კუთხით. საქართველოში ნახშირორჟანგის ექვივალენტური ემისია უდრის დაახლოებით 17,6 ტონას წელიწადში (2,37 ტონა სულ მოსახლეზე), რაც ბევრად ნაკლებია მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების ემისიებზე, თუმცა მაინც ოდნავ აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მონაცემებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment ინიციატივა, რომელიც 2019 წელს დაიწყო, ეხმარება საქართველოს და კიდევ 5 პარტნიორ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა) ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებაში და მოსახლეობის გარემოსდაცვითი კეთილდღეობის გაზრდაში, რისთვისაც მხარდაჭერილია გარემოსთან დაკავშირებული ზომები, ასევე ხაზგასმული და გამოყენებულია მეტი მწვანე ზრდის შესაძლებლობები და შექმნილია მექანიზმები გარემოსდაცვითი რისკების და ზეგავლენის მართვის გასაუმჯობესებლად. 2020 წლის ოქტომბერში ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა მიღწევები ხსენებული 18-თვიანი პროექტის (ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების შესრულების მხარდაჭერა) ფარგლებში, რომლის მიზანიცაა საქართველოს გარემოსდაცვითი სისტემის მხარდაჭერა. ასე, აღნიშნულია მიღწევები შემდეგი მიმართულებებით: საზღვაო გარემოს დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო პროგრამის პროექტი; მართვის გეგმები „ზურმუხტის ქსელის“ 3 რეგიონისთვის: სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი-რაჭა; ანგარიშები ატმოსფეროს ხარისხის შესახებ (საწვავის დისტრიბუციით, საღებავების წარმოებითა და დისტრიბუციით გამოწვეული ემისია; ატმოსფეროს ხარისხის სტრატეგიის პროგნოზები); ანგარიშები დაცული ტერიტორიების მონიტორინგის და მართვის შესახებ“,- აცხადებს კახაბერ კუჭავა.

იგი მიიჩნევს, რომ ყველა ეს მიღწევა აძლევს საქართველოს საშუალებას, დააჩქაროს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების შესრულება და გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი სისტემა, რათა ჯამში სარგებელი მოუტანოს საქართველოს ბუნებას და მოქალაქეთა ჯანმრთელობას.

,,ხსენებული კანონის ეფექტიანი გატარება მოიცავს კომპლექსურ პროცესს და მოითხოვს რამდენიმე კომპონენტის არსებობას, ეფექტიანი ზედამხედველობის ჩათვლით. ხშირად ყურადღება გადატანილია კანონპროექტის მიღების უზრუნველყოფაზე და არა მის პრაქტიკულ შესრულებასა და შედეგებზე. ამ ხარვეზის გამოსწორებაში და, შედეგად, მომავალში ქვეყნის გარემოს და კლიმატის სიმტკიცის უზრუნველყოფაში არსებით როლს ასრულებს პრაქტიკისა და რეგულაციების ზედამხედველობა. საინტერესოა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას (გარემოს დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე) თავმჯდომარეობით პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წარმატებით შემოიღო საკომიტეტო გამოძიების პრაქტიკა (ატმოსფეროს ხარისხი თბილისში და ნარჩენების მუნიციპალური მენეჯმენტი) და მიღებული კანონების აღსრულების დაწვრილებითი შემოწმება, რაც მოგვიანებით აისახა პარლამენტის რეგლამენტში და დღეს აქტიურად არის გამოყენებული სხვა კომიტეტების და მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმებს, ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოება იყენებს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საპარლამენტო ზედამხედველობას. ყველა პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და შესაბამისობაშია ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პროცესებთან. საკომიტეტო გამოძიების შედეგად, მიწოდებულია რეკომენდაციები და მათი შესრულების გრაფიკი, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი თანამდებობის პირი პარლამენტს აბარებს ანგარიშს ხსენებული რეკომენდაციის სტატუსის შესახებ“ ,- აცხადებს კახაბერ კუჭავა.

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 22:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.

29 აგვისტო 2026, 21:31

სპორტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ალექსეი გონჩარენკო

29 აგვისტო 2026, 21:01

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.

29 აგვისტო 2026, 20:49

სამართალი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის მორიგი წარმატებული ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად - თბილისი, დიდი დიღომი. ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილას დამალა.

29 აგვისტო 2026, 20:34

რეგიონი

წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ბაღდათი და ქვემო სვანეთი იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის აღდგენა კი უკვე დაიწყო.

29 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

დაძაბულობის შენარჩუნება, როგორც ოპოზიციის ინტერესი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონკრეტული სცენარით მოქმედებაში ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინც ცნო სახელმწიფო, სახელმწიფომაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - თუმცა, პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალება პოლიტიკურად მომგებიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.

29 აგვისტო 2026, 18:30

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.

ჯაბა ხუბუა

29 აგვისტო 2026, 18:19

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

29 აგვისტო 2026, 17:16

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

ფრიდრიხ მერცი

29 აგვისტო 2026, 16:46

მსოფლიო

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.

29 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.

პავლო პალისა

29 აგვისტო 2026, 16:01

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 15:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.

29 აგვისტო 2026, 15:33

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.

29 აგვისტო 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

29 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.

გიორგი სოსიაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.