26 თებერვალი 2026, 12:22 / სანდო წყარო

სებ-ი: პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც.

ინდექსის გამოქვეყნება ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტი გამჭვირვალობით შეაფასონ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემოსავლიანობა, რისკები და დინამიკა.

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნებით პირველად ისტორიაში:

  • საინვესტიციო და საპენსიო ფონდებს შეუძლიათ გამოიყენონ საერთაშორისოდ აღიარებული ეტალონი (Benchmark) ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაფასებლად
  • შესაძლებელი ხდება საბირჟო საინვესტიციო ფონდების (ETF) და სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების სტრუქტურირება გამჭირვალე ინდექსებზე დაყრდნობით
  • საინვესტიციო აქტივების მმართველებს საშუალება ეძლევათ, ობიექტურად გაზომონ და გამოაქვეყნონ თავიანთი პორტფელების შემოსავლიანობები გამჭვირვალე ბენჩმარკის მიმართ.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები უფრო მკაფიოდ შეაფასებენ საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირების რისკების პარამეტრებს და ამონაგების დინამიკას.
  • საზოგადოება მიიღებს სახელმწიფო ობლიგაციების ბაზრის ამონაგებზე გამჭვირვალე წვდომას.

ინდექსები Intercontinental Exchange (ICE)-ის მიერ გამოქვეყნდა, რომელიც ფინანსური ბაზრის მონაცემებისა და ინდექსების ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მიმწოდებელია. აგრეთვე ICE-ის ჯგუფში შედის მრავალი ცნობილი საფონდო ბირჟა, მათ შორის, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ჯგუფი (NYSE Group) და სხვა საერთაშორისო ბირჟები.

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი ამოქმედდა - „All Maturity“ ინდექსი მოიცავს 10 წლამდე ვადიანობის მქონე საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სრულ სპექტრს, ხოლო „ICE Georgia Government Index“ კი 1 წლიდან 10 წლამდე ვადიანობით ყველა ობლიგაციას.

ძირითად ორ ინდექსთან ერთად აგრეთვე გამოქვეყნდა ვადიანობის მიხედვით დაჯგუფებული ინდექსები (0-1 წლამდე, 1-3 წლამდე, 3-5 წლამდე, 5-7 წლამდე და 7-10 წლამდე), რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ შემოსავლიანობის მრუდის კონკრეტულ სეგმენტებსა, დურაციის მაჩვენებლებს და ინვესტირება შესაბამისად განახორციელონ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზაზე. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სებ-მა ინტენსიური მუშაობა გაწია ინდექსის პროვაიდერ საერთაშორისო პლატფორმებთან.

„ამ ინდექსების დანერგვა საქართველოს ფინანსური სისტემის სტრუქტურულ წინსვლას ნიშნავს და მნიშვნელოვნად ზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას. ეს ამარტივებს პორტფელის ფორმირებას და აახლოებს საქართველოს ობლიგაციების ბაზრის ინფრასტრუქტურას საუკეთესო გლობალურ პრაქტიკასთან. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ბენჩმარკების დანერგვა ხელს შეუწყობს მეორადი ბაზრის განვითარებას, გააძლიერებს ინვესტორთა ნდობას და გააუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის ტრანსმისიის ეფექტურობას. საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც ერთგული რჩება თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო დონეზე ინტეგრირებული კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნისადმი“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 23:04

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:57

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:48

მსოფლიო

ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.

16 აპრილი 2026, 21:52

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას

საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

16 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რომის პაპი ლეო XIV

16 აპრილი 2026, 21:42

მსოფლიო

რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე

რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 აპრილი 2026, 21:36

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.

16 აპრილი 2026, 21:21

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.

16 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე

არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 21:02

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს.

16 აპრილი 2026, 20:59

პოლიტიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი - ამ თემების შესახებ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ისაუბრა. „ქრონიკი“ სიუჟეტი

ომების და არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარშრუტების საჭიროება დაადასტურა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმაც.

16 აპრილი 2026, 20:51

პოლიტიკა

საგარეო ჩარევა და მშვიდობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა. გზავნილები და ორმხრივი შეხვედრები - „ქრონიკა” სტამბოლიდან

სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. უხილავი გავლენების ეპოქა და ორმაგი სტანდარტები - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა.

16 აპრილი 2026, 20:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 20:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

16 აპრილი 2026, 20:30

პოლიტიკა

რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.

16 აპრილი 2026, 20:28

საზოგადოება

ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის

გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.

16 აპრილი 2026, 20:21

პოლიტიკა

საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ.

16 აპრილი 2026, 20:19

საზოგადოება

ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე: როდესაც ვაკვირდებით ტელესკოპით, ის თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს ამცირებს გამჭვირვალობას

ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა ბიძინა ჩარგეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.

16 აპრილი 2026, 20:10

პოლიტიკა

აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს.