imedi /  31 ოქტომბერი 2019, 23:45 / სანდო წყარო

ჰონკონგის ეკონომიკა რეცესიაშია

2019 წლის მესამე კვარტალში ჰონკონგში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მაქსიმალური ტემპით დაეცა, წერს BBC.  

კვარტალურ ჭრილში ვარდნამ 3,2% შეადგინა. რეგიონის ეკონომიკა რეცესიაშია. მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 0,4%-ით შემცირდა. ერთი წლის ჭრილში ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი 2,9%-ია. ეკონომიკური ვარდნის ტემპმა ყველა ექსპერტის პროგნოზს გადააჭარბა. 

მანამდე Bloomberg-ი წერდა, რომ ჰონგ-კონგს მილიონერები ტოვებენ. 

მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. ჰონგ-კონგის მთავრობამ ექსტრადირების შესახებ კანონპროექტი, რასაც აქციები მოჰყვა, 23 ოქტომბერს გაიწვია

ყველა სიახლე

თამარ ჩუგოშვილი

18 ნოემბერი 2019, 11:18

საქართველო

უმრავლესობიდან წასული დეპუტატები ბიუროს ოფიციალური განცხადებით დღეს მიმართავენ

პარლამენტის ორი ვიცესპიკერი, სამი კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის ოთხი მოადგილე, ორი მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქციის ერთი თავმჯდომარე დღეს, უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი განცხადებით, მიმართავენ.

აქცია პარლამენტთან

18 ნოემბერი 2019, 11:07

საქართველო

აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ

დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება გახდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა რევაზ არველაძემ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

ბოლივია

18 ნოემბერი 2019, 10:59

მსოფლიო

ბოლივიაში პოლიტიკური კრიზისის გამო საკვების დეფიციტია

ბოლივიაში პოლიტიკური კრიზის ფონზე საკვების უკმარისობა გაჩნდა. კვირა დღეს ქვეყნის ფაქტობრივ დედაქალაქ ლა-პასში მოსახლეობა გრძელ რიგებში იდგა, რათა საკვების მოსამზადებლად ქათამი, კვერცხი და სხვა პროდუქტები მიეღო. მორალესის მხარდამჭერებმა ჩაკეტეს საავტომობილო გზები, რითაც ლა-პასი თითქმის იზოლირებული აღმოჩნდა.

პოლიცია ქართული ოცნება

18 ნოემბერი 2019, 10:52

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები

მმართველი პარტიის ოფისში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან. ოფისში უკვე მივიდნენ თბილისის მერი, კახი კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხების განხილვაა დღეს დაგეგმილი. მმართველი პარტიის წევრებს მედიასთან კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

ძიუდო

18 ნოემბერი 2019, 10:44

სპორტი

საქართველოს ძიუდოს კლუბი „მებრძოლი“ ევროპა ლიგის გამარჯვებულია

რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის "ნიცას" და რუსეთის "ედელვაისს" მოუგეს. გადამწყვეტ შეხვედრაში კი გერმანიის "სუსი" დაამარცხეს.

ტყის ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 10:30

ძალოვნები

სოფელ აბარისა და ხიდეშლების ტყეებში ხანძარია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია, ცეცხი ბალახს და ბუჩქებს უკიდიათ, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის თქმით, დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.

ტყის ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 10:25

ძალოვნები

წყალტუბოს ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ სორმონის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძარი სორმონის ტყეში გუშინ საღამოს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლიდა ხელს.

ბათუმი საპროტესტო აქცია

18 ნოემბერი 2019, 10:18

საქართველო

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შენობის შესასვლელთან იმყოფებიან და რიგგარეშე არჩვნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ აქცია მშვიდობიანი ფორმით ყველა უწყებასთან გაიმართება.

Yahoo Japan Line

18 ნოემბერი 2019, 10:12

ეკონომიკა

ონლაინსერვისი Yahoo Japan და მესენჯერი Line ერთიანდებიან

Yahoo Japan-ის მფლობელი კორპორაცია Z Holdings-ი და სამხრეთკორეული Naver Corp.-ი, რომელიც Line-ის აქციების საკონტროლო პაკეტს აკონტროლებს, გაერთიანებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. მოლაპარაკებები გაერთიანების შესახებ ივნისში დაიწყო.

ბელარუსის პარლამენტი

18 ნოემბერი 2019, 09:48

მსოფლიო

ბელარუსის პარლამენტში ოპოზიციას წარმომადგენელი არ ეყოლება

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მე-7 მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ.

პარლამენტი აქცია

18 ნოემბერი 2019, 09:15

საქართველო

ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა ღამე პარლამენტის წინ კარვებში გაატარა

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილმა, მხარდამჭერებსა და მოქალაქეებთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებით ჩახერგეს.

კრიშტიანუ რონალდუ

18 ნოემბერი 2019, 08:54

ტაბლოიდი

რონალდუ მწვრთნელის მისამართით გინებაზე: არ მიყვარს, როდესაც მცვლიან

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა A Bola ავრცელებს. რონალდუმ აღიარა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში თავის საუკეთესო სათამაშო ფორმაში არ იმყოფებოდა.

თეთრი ხალათები

18 ნოემბერი 2019, 08:43

საქართველო

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება. 12:00 საათზე სამედიცინო დაწესებულებების წინ 5 წუთის განმავლობაში, ყველა ერთად დგომით, პროტესტს გამოხატავს საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის უკანონოდ დაკავების გამო.

ჰონგ-კონგი კამპუსი

18 ნოემბერი 2019, 08:36

მსოფლიო

ჰონგ-კონგის პოლიციამ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი შტურმით აიღო

ჰონგ-კონგის პოლიციამ შტურმით აიღო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი, რომელშიც 200-ზე მეტი მომიტინგე სტუდენტი იმყოფებოდა. შტურმი 24 საათი გრძელდებოდა, დემონსტრანტებმა ალყის გარღვევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სტეფანოს ციციპასი

18 ნოემბერი 2019, 08:20

სპორტი

ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი სტეფანოს ციციპასმა მოიგო

ლონდონში, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. ამის შესახებ BBC წერს. 21 წლის ბერძენი ჩოგბურთელმა პირველი სეტი დათმო, თუმცა შემდეგ მატჩის შემობრუნება შეძლო და 6:7, 6:2, 7:6 გაიმარჯვა.

სამხრეთ კორეა წვრთნები

18 ნოემბერი 2019, 00:57

მსოფლიო

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ სამხედრო წვრთნები გადადეს

წვრთნები, რომლებიც ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო. როგორც სეულში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება კეთილი ნების ჟესტია, რომლის მიზანიც დიპლომატიისა და მშვიდობის ხელშეწყობაა. ფხენიანში ამ მანევრებს ყოველთვის აკრიტიკებენ.

ვენეცია

18 ნოემბერი 2019, 00:52

მსოფლიო

ვენეცია ბოლო კვირის განმავლობაში მესამედ დაიტბორა

ბოლო კვირაა ვენეცია წყალდიდობას და მის შედეგებს ებრძვის და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ქალაქში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა, რაც კი ქალაქში მომხდარა. სპეციალისტების განცხადებით, კვირა დღს, ვენეციაში წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია, შედეგად კი ქალაქის 70% დაიტბორა.

აშშ ევროკავშირი

18 ნოემბერი 2019, 00:29

საქართველო

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა: მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დიალოგს მხარეებს შორის

„დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, სამომავლო გზის საპოვნელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ლომჯარია

18 ნოემბერი 2019, 00:21

საქართველო

ლომჯარია: როცა ოპოზიციას არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას არც ისინი შეგიშვებენ

სახალხო დამცველის თქმით, პარლამენტის შენობის პიკეტირება, "რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს".

ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 00:11

ძალოვნები

წყალტუბოს სოფელ სორმონის ტყეში ხანძარს ამ დრომდე აქრობენ. ვიდეო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ სორმონის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ბუჩქებსა და ეკალ-ბარდებს უკიდია. ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს.