imedi /  07 ნოემბერი 2019, 10:46 / სანდო წყარო

Uber-ის აქციების ფასი მინიმუმამდე შემცირდა

Uber

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კომპანია Uber-ის აქციების ფასი 6 ნოემბერს 8.7%-იანი დაცემა ჰქონდა და აქციის ღირებულებამ 25,58 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მოგვიანებით, ფასი 27 დოლარამდე გაიზარდა. Bloomberg-ი ფასის რეკორდულ ვარდნას Uber-ის ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე IPO-ს შეზღუდვების ვადის გასვლას ასახელებს. 

Uber-ის აქციებით ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 10 მაისს 42 დოლარიდან დაიწყო. შემდეგ თვეებში აქციის ფასი 40%-ით დაეცა.

ყველა სიახლე

ბაროკოს ფესტივალი

12 ნოემბერი 2019, 13:04

კულტურა

თბილისში „ბაროკოს ფესტივალი“ გაიმართება

თბილისში 13 ნოემბრიდან „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კულტურის სამსახურის ფესტივალის ფარგლებში კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან გაიმართება. ღონისძიებას ტრადიციულად მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები ესტუმრებიან: დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი),

ისრაელი

12 ნოემბერი 2019, 12:59

საქართველო

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრქუციების მისაღებად.დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს "- ნათქვამია განცხადებაში.

ამინდი

12 ნოემბერი 2019, 12:50

საქართველო

საქართველოში თბილი ამინდი 14 ნოემბრამდე შენარჩუნდება

საქართველოში 11-14 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში კი, მოიღრუბლება და შედარებით აცივდება. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ექიმი პაციენტი

12 ნოემბერი 2019, 12:44

ტექნოლოგიები

WSJ: Google-ი ამერიკელების ავადმყოფობის ისტორიებს ფარულად აგროვებს

პროგრამა „პროექტი ნაითინგეილი“ ქვეყნის 21 შტატში მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისა და მკურნალობის შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვებას ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი მიზანი სამედიცინო საძიებო სისტემის და ხელოვნური ინტელექტის შექმნაა.

ქანდაკება

12 ნოემბერი 2019, 12:33

კულტურა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება N’Uovo გაიხსნა

ქანდაკება N'Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკების განთავსების ადგილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე არსებული შადრევანია. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.

ავსტრალია ხანძარი

12 ნოემბერი 2019, 12:04

მსოფლიო

ავსტრალიაში კატასტროფული ხანძრებისთვის ემზადებიან

ამ ეტაპზე, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის 50 კერაა დაფიქსირებული. ხელისუფლების თქმით, მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდება. რეგიონში დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საფრთხე ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ - სიდნეისაც ემუქრება.

ჰარი პოტერი

12 ნოემბერი 2019, 11:28

ტაბლოიდი

Airbnb-ზე ჰარი პოტერის მშობლების სახლი ქირავდება

ჰარი პოტერის ფანებს Airbnb-ზე ოთახის ქირაობა ჯეიმს და ლილი პოტერების სახლში შეეძლებათ. ჯადოსნური ატმოსფერო, ინგლისურ სოფელ ლავენჰემში, ფოლკის საგრაფოში განთავსდება. სიუჟეტის მიხედვით, ჰარი ამ ადგილას დაიბადა და ცოტახნით ცხოვრობდა კიდეც. თავისი მშობლები კი გარდაცვალებამდე აქ იყვნენ.

კიმ როზენფელდი

12 ნოემბერი 2019, 11:26

ტექნოლოგიები

პლატფორმის Apple TV+ ტოპ-მენეჯერმა კომპანია სერვისის ამოქმედებიდან 10 დღეში დატოვა

როზენფელდი კომპანიაში სერიალებზე, დოკუმენტურ ფილმებზე და ეთერში ჯერ არ გასულ შოუებზე იყო პასუხისმგებელი. მენეჯერის გადაწყვეტილების მიზეზი Apple TV+-ის სტრუქტურის ცვლილება გახდა. როზენფელდი Apple-თან თანამშრომლობას თავისი კომპანია Hალფ Fულლ Pროდუცტიონს-ის სახელით განაგრძობს.

ჯვრის მონასტერი

12 ნოემბერი 2019, 11:05

კულტურა

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს

2019 წლის აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსში ჯვრის მონასტრის განვითარების პროექტმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩომ გაავრცელა. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს გადაეცემა.

ჰილარი კლინტონი

12 ნოემბერი 2019, 10:55

მსოფლიო

კლინტონი ბრიტანეთს რუსეთის მიერ ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს ანგარიშს არჩევნებამდე გაეცნოს. „ეს აუცილებელი პირობა უნდა იყოს. იმიტომ, რომ უდავოა, რომ რუსეთი დასავლური დემოკრატიების პოლიტიკის განსაზღვრას ცდილობს“.

ტრეფიკინგი

12 ნოემბერი 2019, 10:50

ძალოვნები

პოლიციამ არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს.

12 ნოემბერი 2019, 10:34

ძალოვნები

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 მგზავრი დაშავდა

მოქალაქეები ბათუმიდან დაბა ქედისკენ მიდიოდნენ. ავტობუსის გზიდან გადავიდა და ამოყირავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჰაკერი

12 ნოემბერი 2019, 10:23

მსოფლიო

ისრაელმა აშშ-ს რუსი ჰაკერი გადასცა

ისრაელის ხელისუფლებამ ამერიკულ მხარეს რუსი ალექსეი ბურკოვი გადასცა, რომელიც საკრედიტო ბარათებით თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი თელ-ავივის აეროპორტში აშშ-ის მოთხოვნით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი კიბერდანაშაულში წაუყენეს.

შაკო ბარამიძე

12 ნოემბერი 2019, 09:56

საქართველო

გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი „გირჩის“ განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება

მისი მშობლების თქმით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.

ევო მორალესი

12 ნოემბერი 2019, 09:34

მსოფლიო

ბოლივიის ექსპრეზიდენტმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

როგორც ევო მორალესმა Twitter-ზე დაწერა, ის ტოვებს ბოლივიას, რათა უფრო „დიდი ძალითა და ენერგიით“ დაბრუნდეს. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა დაადასტურა, რომ მორალესმა ქვეყანა მექსიკის სამთავრობო თვითმფრინავით უკვე დატოვა.

ღაზის სექტორი

12 ნოემბერი 2019, 09:22

მსოფლიო

ისრაელის ავიაციის იერიშს „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაური ემსხვერპლა

მის საცხოვრებელ სახლზე საჰაერო იერიში გამთენიისას განხორციელდა. ოპერაციას კიდევ ერთი პალესტინელი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას ალ-ატას გარდაცვალების შესახებ „ისლამური ჯიჰადიც“ ადასტურებს და ისრაელს საპასუხო ზომებით იმუქრება.

ღვინის ფესტივალი

12 ნოემბერი 2019, 09:03

კულტურა

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალში მონაწილეობას მეღვინეები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები მიიღებენ. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და გაიმართება მასტერკლასები. ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა.

მაკო გომური

12 ნოემბერი 2019, 08:52

საქართველო

მაკო გომური: ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვისა და ტკივილის შემდეგ მაინც გავიმარჯვე

„ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების,უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე. 5 თვის შემდეგ, მაგრამ მაინც“ - ასეთია მაკო გომურის რეაქცია პროკურატურის მიერ მის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით.

ბესიკ ხარანაული

12 ნოემბერი 2019, 08:37

კულტურა

ბესიკ ხარანაული 80 წლის გახდა

ბესიკ ხარანაულს 80 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით მწერლთა სახლში პოეტის კოლეგებმა და მეგობრებმა მისი 50-წლიანი შემოქმედება მასთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს. გარდა ამისა, მწერალთა სახლში ბესიკ ხარანაულის კრებულების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

ბიუჯეტი

12 ნოემბერი 2019, 08:28

ეკონომიკა

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შუალედურ ვერსიას განიხილავენ

რაც შეეხება პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებას, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, დოკუმენტი პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე შევიდა. უმრავლესობაში ასევე ბიუჯეტის სოციალურ პრიორიტეტებზე ამახვილებენ ყურადღებას.