imedi /  24 დეკემბერი 2019, 20:00 / სანდო წყარო

Uber-ის დამფუძნებელი და ყოფილი გენდირექტორი კომპანიას საბოლოოდ ტოვებს

ტრევის კალანიკი

ტრევის კალანიკი

Uber-ის დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი ტრევის კალანიკი დირექტორთა საბჭოს 31 დეკემბერს დატოვებს. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა, ინფორმაციას Business Wire-ი ავრცელებს.

"ვფიქრობ ახლა შესაფერისი მომენტია, რომ ვფოკუსირდე მიმდინარე ბიზნესსა და ქველმოქმედებაზე", - თქვა კალანიკმა, რომლის სიტყვებიც პრესსრელიზში წერია. "Ubers-ს შორიდან ვუგულშემატკივრებ", - განაცხადა კალანიკმა.

გარდა ამისა, ტრევის კალანიკი ფაქტობრივად გავიდა Uber-ის კაპიტალიდან. გასული თვენახევრის განმავლობაში მათ საკუთარი აქციების 90% გაყიდა, ჯამური ღირებულებით 2.5 მილიარდი აშშ დოლარი.

კალანიკმა Uber-ის ხელმძღვანელის თანამდებობა 2017 წელს მომხმარებლებისა და მძღოლების თვალთვალის, ასევე სექსუალური შევიწროების შესახებ აგორებული სკანდალის შემდეგ დატოვა. თუმცა დირექტორთა საბჭოში თანამდებობა შეინარჩუნა. 

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2020, 22:36

მსოფლიო

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე შესვლას დროებით აუკრძალავს

ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების აღკვეთის ოპერატიულმა შტაბმა მიიღო, რომელსაც ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა. „2020 წლის 20 თებერვლის 00:00 საათიდან დროებით უნდა შეჩერდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეების რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე შემოშვება“, - ნათქვამია გადაწყვეტილებ

ირაკლი სესიაშვილი

18 თებერვალი 2020, 22:34

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: ჯგუფებს, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან, სწორება აქვთ სააკაშვილზე

ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს აქვს უკუსვლა, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელიც იყო ხელისუფლებაში და დიქტატორული მეთოდებით მართავდა ქვეყანას და დემოკრატიაზე მათი მხრიდან საუბარი უბრალოდ უადგილოა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

18 თებერვალი 2020, 22:29

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიცია დღეს პოლიტიკურ დეპრესიაშია

„ისინი არიან, მე ვიტყოდი, პოლიტიკურ დეპრესიაში დღეს. იმიტომ რომ არ შემოდიან პარლამენტში, ქუჩის აქციებით ვერაფერს აკეთებენ“, - განაცხადა სესიაშვილმა. მისი თქმით, ის, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს პირველ რიგში ქვეყანას აზიანებს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საკუთარ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებდა.

ისრაელი არმია

18 თებერვალი 2020, 22:25

მსოფლიო

ისრაელის არმიაში ირანზე პასუხისმგებელი სამმართველო შეიქმნება

ისრაელის არმიაში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც მხოლოდ ირანზე იქნება ფოკუსირებული. როგორც ისრაელის თავდაცვითი ძალების სპეცსამსახურში განაცხადეს, ახალი სამმართველო ირანის საფრთხის ფონზე სამხედრო სტრატეგიისა და მოქმედებათა კოორდინაციის დაგეგმარებით იქნება დაკავებული.

ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფი დავით ზალკალიანი

18 თებერვალი 2020, 21:34

საქართველო

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-მალაიზიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს, მათ შორის ხაზი გაესვა პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი

18 თებერვალი 2020, 21:11

კულტურა

ბოლივუდში ცნობილი გერმანული ფილმის „გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი“ რიმეიქს გადაიღებენ

ფილმის "გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი" რიმეიქზე კომპანია Sony Pictures India იმუშავებს. მთავარ როლებს ფილმში ტაპსი პანუ და ტაჰირ რაჯ ბასინი შეასრულებენ, რეჟისორი კი აკაშ ბჰატია. „გაიქეცი, ლოლა, გაიქეცის“ პრემიერა 1998 წელს, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სურათმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და პარალელურად დიდ კომერციულ წარმატებასაც მიაღწია.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2020, 20:44

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი უკრაინულ პოზიციებზე პრორუსი სეპარატისტების იერიშს გამოეხმაურა

„აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევაა. შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯით, სინანულს გამოვხატავ მოვლენების ტრაგიკული განვითარების გამო და უკრაინელი ხალხის ღელვას ვიზიარებ“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

კამპანია ჰიმნი

18 თებერვალი 2020, 20:25

საქართველო

გიორგი ჩაკვეტაძე: ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატი უნდა დატოვონ

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, რომლებმაც პარლამენტის სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს, დეპუტატის მანდატი უნდა დატოვონ.

კალიების შემოსება

18 თებერვალი 2020, 20:24

მსოფლიო

კალიების შემოსევის გამო აფრიკა შიმშილის საშიშროების წინაშე დადგა

საშუალოდ, ერთ კალიას 2 500 ადამიანის გამოსაკვებად საკმარისი ბურღულეულის განადგურება შეუძლია. სპეციალისტები შიშობენ, რომ მწერების რაოდენობა, რომელიც უკვე ასობით მილიონს შეადგენს, ივნისისთვის 500-ჯერ გაიზრდება.

მაიკ პომპეო

18 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

მაიკ პომპეო „როსნეფტისთვის“ დაწესებულ სანქციებზე: ისინი, ვინც მხარს უჭერენ კორუმპირებულ რეჟიმს, პასუხს აგებენ

„დღეს ჩვენ სანქციები დავუწესეთ რუსულ ნავთობკომპანია Rosneft Trading S.A.-ს, რითაც გავწყვიტეთ მადუროს მთავარი მაშველი თოკი, რომლითაც ვენესუელა ნავთობის სექტორზე დაწესებულ სანქციებს თავს არიდებდა. ისინი, ვინც მხარს უჭერენ კორუმპირებულ რეჟიმს და ვენესუელელი ხალხის დევნას შესაძლებელს ხდიან, პასუხს აგებენ“, - დაწერა პომპეომ.

როსნეფტი

18 თებერვალი 2020, 19:51

ეკონომიკა

აშშ-მა „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას და მის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიის „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას Rosneft Trading, S.A-ს და მის პრეზიდენტს, დიდიე კასიმიროს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აღნიშნეს, სანქციების დაწესება ვენესუელიდან ნავთობის რეალიზაციას უკავშირდება.

სოზარ სუბარი

18 თებერვალი 2020, 19:49

საქართველო

სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

„ძალიან საინტერესო იყო გიორგი მარგველაშვილის განცხადება. ერთი მხრივ, საუბრობენ რუსულ საფრთხეზე, პრორუსულ ძლებზე და მეორეს მხრივ, ერთად სხედან ბოკერია, ბურჯანაძე და მესამეს მხრივ, მისი პირველი გამოსვლა პოლიტიკაში დაბრუნების დღე აღინიშნა იმით, რომ ოდა მიუძღვნა ქალბატონ ბურჯანაძეს, როგორც გამოჩენილ პოლიტიკოსს და საქართველოს მომავალს. ძალიან საინტერესო იყო ყველას ამის ერთად ხილვა“, - დასძინა სუბარმა.

სოზარ სუბარი

18 თებერვალი 2020, 19:45

საქართველო

სოზარ სუბარი: მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერს ფიქრობენ, გარდა იმისა, პარლამენტში საწამლავი დაასხან

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

პეტრას აუსტრევიჩიუსი

18 თებერვალი 2020, 19:41

საქართველო

პეტრას აუსტრევიჩიუსი: ასოცირებული ქვეყნებისთვის ევროპის საერთო ბაზარი და სხვა ძალიან ბევრი რამ უნდა გაიხსნას

სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ევროპის საერთო ბაზრით, მწვანე შეთანხმებით ციფრული კავშირით და ენერგოკავშირით უნდა სარგებლობდნენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

პეტრას აუსტრევიჩიუსი

18 თებერვალი 2020, 19:36

საქართველო

პეტრას აუსტრევიჩიუსი: საქართველომ მეტი დახმარება უნდა მიიღოს, ვინაიდან ევროკავშირს ძლიერი პარტნიორები სჭირდება

ასოცირებულმა ქვეყნებმა უფრო მეტი დახმარება უნდა მიიღონ, ვინაიდან ევროკავშირს ძლიერი პარტნიორები სჭირდება. ტრანსფორმაცია მუშაობს და ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ამ ეტაპზე გაჩერება ისტორიული შეცდომა იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 19:19

საქართველო

დავით ზალკალიანმა უკრაინულ პოზიციებზე პრორუსი სეპარატისტების იერიშის გამო შეშფოთება გამოთქვა

„შეშფოთებული ვარ დასახლებულ პუნქტ ზოლოტესთან უკრაინულ პოზიციებზე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმით. სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და პროგრესს აფერხებს“, - წერს ზალკალიანი Twitter-ზე.

სოზარ სუბარი

18 თებერვალი 2020, 19:11

საქართველო

სოზარ სუბარი: შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, ძალიან პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

მისი თქმით, შოთაძე თავის დროზე იმიტომ გადადგა, რომ იყო საზოგადოების პროტესტი და გაჩნდა ეჭვები, რამდენად სწორად წარიმართა გამოძიება. შოთაძის განცხადებით, კითხვის ნიშნები სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააჩინა და მაშინ შოთაძის გადაწყვეტილება საკმაოდ ვაჟკაცური ნაბიჯი იყო.

18 თებერვალი 2020, 19:01

ვიდეო

38 წელი თბილისის ავტობუსის საჭესთან

წყალბურთი

18 თებერვალი 2020, 18:52

სპორტი

კორონავირუსის გამო წყალბურთში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ცვლილელებია

წყალბურთში, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში სერიოზული ცვლილელები მოხდა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო აზიის ჩემპიონატი გაუქმდა, რის გამოც ტურნირის მასპინძელი ყაზახეთი ოლიმპიურ თამაშებზე პირდაპირ დაუშვეს, ჩინეთისა და ირანის გუნდები კი შესარჩევ ტურნირში გამოსვლაზე უარს ამბობენ.

თბილისის ბიუჯეტი

18 თებერვალი 2020, 18:47

ეკონომიკა

საკრებულომ თბილისის ბიუჯეტის 217 მილიონი ლარით გაზრდას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები 31 ხმით 1 წინააღმდეგ დაამტკიცეს. დედაქალაქის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრა. საკრებულოს უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ძველი, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.