imedi /  13 ნოემბერი 2019, 08:59 / სანდო წყარო

Nissan-ის კვარტლური შემოსავალი 70%-ით შემცირდა

Nissan

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan Motor-მა კვარტლური შემოსავლის 70%-ით შემცირების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გაყიდვების შემცირების გამო კონცერნმა წლიური პროგნოზი 11-წლიან მინიმუმამდე შეამცირა, რაც კრიზისის ნიშანია.

ავტომწარმოებელი შექმნილ ვითარებას იენის გამყარებას და მსოფლიო მასშტაბის მარკაზე მოთოვნის შემცირებას უკავშირებს.Nissan-ის მარკის ავტომობილებმე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით ივისიდან სექტემბრის პერიოდში 6,8 % ით შემცირდა.

მანქანებზე მოთხოვნის ვარდნას ექსპერტები კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორის გარშემო აგორებულს სკანდალსაც უკავშირებენ.

2018 წლის ნოემბერში Nissan-ის ხელმძღვანელი კარლოს გონი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს. გირაოს გადახდის შემდეგ ის შიდა პატიმრობაში იმყოფება. 2019 წლის ივლისში კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია 12 500 სამუშაო ადგილს გააუქმებს.

ყველა სიახლე

პენსაკოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა

09 დეკემბერი 2019, 08:32

მსოფლიო

FBI ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ტერორიზმის მუხლით იძიებს

ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიუროს (FBI)​ წარმომადგენელმა რეიჩელ როხასმა განუცხადა. მისივე თქმით, გამოძიების მთავარი მიზანი ახლა იმის დადგენაა, ჰყავდა თუ არა მსროლელს თანამზრახველები.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა

09 დეკემბერი 2019, 08:16

საქართველო

თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია დღეს ოფიციალურად გაიხსნება

სესია მუშაობას დღეს შეუდგება და მას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახსნის. დამსწრეებს მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი კლარა დობრევი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები, ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და ივან კრულკო.

მოწამლვა

09 დეკემბერი 2019, 08:09

ძალოვნები

თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

32 წლის ქალი გარდაიცვალა, მისი 22 წლის ძმა კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. პირველი სამედიცინო ცენტრის ექიმის, მაია თოფჩიშვილის ინფორმაციით, შემოყვანისას ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 22 წლის კაცი ოჯახის წევრების მოთხოვნით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ასთმა

09 დეკემბერი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ფილტვებსა და სასუნთქ გზებში ცხიმის კვალი პირველად აღმოაჩინეს

ახალი კვლევის ფარგლებში ავსტრალიელმა მეცნიერებმა ფილტვებში სხეულის ცხიმების არსებობამ ასთმის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს. ექსპერტებმა შეამოწმეს ასმით დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანების ფილტვების ათასზე მეტი ქსოვილის ნიმუში.

თაგვები

09 დეკემბერი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გენმოდიფიცირებული თაგვები გაგზავნეს

დღეიდან სადგურის ბორტზე 40 თაგვი იცხოვრებს. ცხოველების ნაწილი გენეტიკურად მოდიფიცირებულია. მეცნიერებმა მათ კუნთების ზრდის შემზღუდავი ცილის - მიოსტატინის უკმარისობა გამოიწვიეს. შედეგად თაგვების კუნთოვანმა მასამ ნორმას ორჯერ გადააჭარბა.

გრიგოლ ვაშაძე

08 დეკემბერი 2019, 23:54

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: შეთანხმება არ მომხდარა, მოხდა დათანხმება

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას გამართულ შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან. "არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, არავითარი შედეგი, თქვენ რასაც გულისხმობთ პოზიტიური,არ არის. მოხდა დათანხმება", - თქვა ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ.

ექსპედიცია ჩრდილოეთ პოლუსი

08 დეკემბერი 2019, 23:41

ტექნოლოგიები

ორმა მკვლევარმა არქტიკაში 1800 კილომეტრი ფეხით გაიარა

მკვლევარებმა ექსპედიცია სექტემბერში დაიწყეს. მათი მიზანი არქტიკის ყინულის დნობაზე ინფორმაციის შეგროვება იყო. ბორგე უსლანდი 57 წლის არის, მაიკ ჰორნი კი 53-ის. 2006 წელს ისინი პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც ჩრდილოეთ პოლუსს მექანიზირებული ტრანსპორტის და ძაღლების გარეშე მიაღწიეს.

ჰონგ-კონგი

08 დეკემბერი 2019, 23:20

მსოფლიო

ორგანიზატორების თქმით ჰონგ-კონგში აქციაზე 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა

ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო მანიფესტაციაში ორგანიზატორების განცხადებით, 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პოლიცია კი ამბობს, რომ დემონსტრაციაზე 183 ათასი ადამიანი გავიდა. სამართალდამცავი ორგანოს თქმით, დღევანდელ აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს და იარაღი ჩამოართვეს.

ვადაგასული ხორცი

08 დეკემბერი 2019, 22:58

საქართველო

აღმოაჩინეს ვადაგასული ხორცი, რომლითაც ოზურგეთისა და აჭარის ბაღები უნდა მოემარაგებინათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს ''სოფოს'' მიერ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა. სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის თქმით, ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი.

კინოთეატრი

08 დეკემბერი 2019, 22:50

ეკონომიკა

2019 წელს Disney-ს შემოსავალმა რეკორდი დაამყარა

Disney მსოფლიოში პირველი კინოსტუდია გახდა, რომლის ფილმების შემოსავალმაც წლის განმავლობაში თითქმის 10 მილიარდი დოლარი შეადგინა. 8 დეკემბრის მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკაში სტუდიის შემოსავალმა $3.28 მილიარდი შეადგინა, დანარჩენ მსოფლიოში კი $6.7 მილიარდი. ამით Disney-მ 2016 წლის რეკორდი გააუმჯობესა.

საბას დაჯილდოება

08 დეკემბერი 2019, 22:32

კულტურა

პრემია საბას 2019 წლის გამარჯვებულები დაასახელეს

ლიტერატურული პრემია „საბა“ წელს მეჩვიდმეტედ ჩატარდა და ჟიურიმ 7 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში გაიმარჯვა აკა მორჩილაძის, „კუპიდონი კრემლის კედელთან“. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა მანანა გიგინეიშვილს.

მთავრობის და ოპოზიციის შეხვედრა

08 დეკემბერი 2019, 22:23

საქართველო

მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ

ასეთია სასტუმრო „შერატონში“ გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგი. ამ ინიციატივით შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამოვიდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ, მანამდე კი ოპოზიციამ საპროტესტო აქციების განახლება დააანონსა.

უკრაინა

08 დეკემბერი 2019, 22:06

მსოფლიო

ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის წინ კიევში კაპიტულაციის შიშის გამო აქცია გაიმართა

პარიზში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის წინ, ათასობით უკრაინელმა კიევში, მაიდანზე საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მიზანი ზელენსკისთვის იმის თქმა იყო, რომ უკრაინელები "კაპიტულაციას" არ დაეთანხმებიან. უკრაინაში შიშობენ, რომ მოლაპარაკებებში ზელესნკიმ შესაძლოა ბევრი დათმოს.

საუდის არაბეთი რესტორანი

08 დეკემბერი 2019, 21:51

მსოფლიო

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და კაცები საერთო შესასვლელით ისარგებლებენ

აქამდე ქვეყნის ყველა რესტორანს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთით ოჯახები და ქალები სარგებლობდნენ, მეორეთი კი მარტო მოსული კაცები. დღეს კი ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს წესი აუცილებელი აღარ არის. თუმცა სურვილის შემთხვევაში რესტორნების მფლობელებს ძველი წესით მუშაობა შეუძლიათ.

მაჭანკლობა

08 დეკემბერი 2019, 21:30

ტაბლოიდი

წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტში გაიცნო და დაქორწინდა, მალევე ლისა დენის დონორიც გახდა

ლისა და დენ სამერსებმა არ იცოდნენ თუ რა ძალიან შეეფერებოდნენ ერთმანეთს. მათ ერთმანეთი ონლაინ სამაჭანკლო აპლიკაციით გაიცნეს, შეხვდნენ, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწიდნენ. დენი, ახლა 30 წლის არის და ჯერ კიდევ 10 წლის წინ იცოდა, რომ მომავალში თირკმელთან დაკავშირებით სირთულეები შეხვდებოდა.

ბორის ჯონსონი

08 დეკემბერი 2019, 20:59

მსოფლიო

ლონდონის ტერაქტის მსხვერპლის მამამ ბორის ჯონსონს მატყუარა უწოდა

დავიდ მერიტმა, რომლის შვილიც ტერორიზმისთვის გასამართლებულმა უსმან ხანმა დაჭრა, ბორის ჯონსონი მის ოპონენტთან ჯერემი კორბინთან ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, მატყუარად და თაღლითად დაახასიათა. დავიდ მერიტის თქმით, მომხდარის მოტივები და იყო თუ არა მისი არიდება შესაძლებელი ცნობილი დიდი ხანი არ იქნება.

ენოტი

08 დეკემბერი 2019, 20:57

ტაბლოიდი

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ენოტი იპოვეს

ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი ბარბაცებდა, ერთ-ერთი ქალის ფეხსაცმელს ეთამაშა, რის შემდეგაც ჩაეძინა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ცხოველმა ჭიქებში დარჩენილი გლინტვეინი დალია. შემთხვევის ადგილიდან ენოტი მეხანძრეებმა გაიყვანეს და ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ლეიკემია

08 დეკემბერი 2019, 20:38

ტექნოლოგიები

ლეიკემიისა და ლიმფომას სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატი შეიმუშავეს

მედიკამენტს PROTAC-ი ჰქვია და მისი სამიზნე ცილების ნაერთი სახელწოდებით BCL-XL-ია, რომელიც კიბოს უჯრედებს გადარჩენის საშუალებას აძლევს. მედიკამენტების წინა თაობა, რომელიც ამავე პრინციპით მოქმედებდა თრომბოციტების რაოდენობის საშიში დოზით შემცირებისა და სისხლდენის მაღალი რისკით ხასიათდებიან.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

08 დეკემბერი 2019, 20:32

მსოფლიო

ტრამპმა ფხენიანს დენუკლეარიზაციისკენ მოუწოდა

„კიმ ჩენ ინი საკმარისად ჭკვიანია და თუ მტრულად მოიქცა დასაკარგი ბევრი აქვს, ყველაფერი. ჩემთან ერთად სინგაპურში დენუკლეარიზაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. არ ვურჩევ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განსაკუთრებული ურთიერთობების შეწყვეტას ან ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

Juice Wrld

08 დეკემბერი 2019, 20:12

კულტურა

რეპერი Juice Wrld-ი 21 წლისა გარდაიცვალა

8 დეკემბერს მუსიკოსი აეროპორტში ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ, ცუდად გახდა - მას პირიდან სისხლდენა დაეწყო. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. რეპერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. Billboard-ის 2019 წლის პრემიაზე რეპერი ნომინაციაში "საუკეთესო ახალი შემსრულებელი" დააჯილდოეს.