28 მაისი 2020, 11:36 / სანდო წყარო

Nissan-მა ბარსელონაში მდებარე საწარმოს დახურვა გადაწყვიტა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Nissan-მა (Nissan Motor Co) ბარსელონაში მდებარე საწარმოს დახურვა გადაწყვიტა, - ინფორმაციას Reuters-ი ესპანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო, 3 ათასამდე ადამიანი უმუშევრად რჩება. ესპანეთის მთავრობა განმარტავს, რომ Nissan-ისთვის ეს მსოფლიო რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილია.

ბარსელონაში მდებარე ქარხანა კომპანიის მთავარი საწარმოა ევროპაში - ბრიტანეთში არსებული საწარმოს შემდეგ.

ბარსელონის ქარხანა ელექტრომობილებსა და სატვირთო ავტმობილებს აწარმოებს.

ყველა სიახლე

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 20:22

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს კომიტეტზე ყველა კითხვა დაისვა, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, მედიის, კომიტეტის წევრებისგან და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემულია

„დღეს მოქმედი კანონით თუ 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და კანონის ვალდებულება ოპერატორმა, კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის“,- ეს განცხადება დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

10 ივლისი 2020, 20:12

COVID19

ჯანმოს დირექტორი: რატომ არის ასე რთული საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობის უკმარისობა დაგმო და საერთაშორისო თანამეგობრობას გლობალური ერთიანობისკენ მოუწოდა.

თორნიკე შენგელია

10 ივლისი 2020, 20:12

სპორტი

თორნიკე შენგელია: სადაც არ უნდა ვითამაშო, ჩემს ქვეყანას ვასახელებ და ქართულ დროშას ყოველთვის ავაფრიალებ

„ЦСКА" ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის, აქედან გამომდინარე, იმის შანსი, რომ მოვიგო ეს ტურნირი, არის დიდი. ეს იყო მთავარი ამ შემთხვევაში.თუ ჩემი გადაწყვეტილებით ვინმეს გული დავწყვიტე, ძალიან ვწუხვარ“, - ამის შესახებ თორნიკე შენგელიამ რადიო „ჯორჯიან თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხდა.

10 ივლისი 2020, 20:12

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინას საპროტესტო ნოტა გადაეცა

10 ივლისს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვასილ ბოდნართან. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

სოფო კილაძე

10 ივლისი 2020, 20:03

პოლიტიკა

დეპუტატებმა საკომიტეტო მოსმენაზე კომუნიკაციების კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ვახტანგ აბაშიძის განმარტებით სატელეკომუნიკაციო სფეროს მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა მთელი საქმიანობა გადავიდა ელექტრონულ სისტემებზე, სატელეკომუნიკაციო ქსელებზე.

კორონავირუსი იტალია

10 ივლისი 2020, 20:01

COVID19

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც იტალიაში იანვარში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადდა, შესაძლოა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში თავის წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო ANSA წერს.

მიხეილ ყაველაშვილი

10 ივლისი 2020, 19:59

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების საკითხს მხარი დაუჭირა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა, განიხილეს პარლამენტის წევრების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის ინიციატივით წარმოდგენილი - პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“.

ადამიანის უფლბათა კომიტეტი

10 ივლისი 2020, 19:48

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებმა ათწლიანი ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დადგენილების პროექტი - „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, განიხილა. აღნიშნული პროექტი ორმოცდაათი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

10 ივლისი 2020, 19:41

COVID19

ავსტრალიაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცეს

ავსტრალიის თერაპიული საქონლის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენებისთვის წინასწარი ნებართვა გასცა.

ბუდუ ზივზივაძე

10 ივლისი 2020, 19:37

სპორტი

ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრულ „ფეჰერვარში” გააგრძელებს

ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრულ „ფეჰერვარში” გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. „ფეჰერვარი” ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

10 ივლისი 2020, 19:36

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე ადამიანის უფლებების კუთხით პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ანგარიშები მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილს მოუსმინეს. აქიაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლებში შესრულების შუალედური ანგარიშები, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები წარმოადგინა.

10 ივლისი 2020, 19:28

სამართალი

პროკურატურამ მამისა და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სვანეთი

10 ივლისი 2020, 19:26

რეგიონი

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის რეგიონებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ პროექტ GRETA-ს ფარგლებში (მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა), სამთო ტურიზმის სექტორში, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს.

მოსკოვი

10 ივლისი 2020, 19:18

COVID19

რუსეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას 15 ივლისიდან დაიწყებს

რუსეთი სხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენას 15 ივლისიდან დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. ფრენების აღდგენა იმ ქვეყნებთან იგეგმება, სადაც კორონავირუსის გავრცელება ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 40 შემთხვევას არ აღებამატება.

10 ივლისი 2020, 19:08

მსოფლიო

ათენი აია-სოფიასთან დაკავშირებით თურქეთის გადაწყვეტილებას პროვოკაციად მიიჩნევს

საბერძნეთის კულტურის მინისტრი თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება, ცივილიზებული სამყაროს წინაშე „ღია პროვოკაციად“ აფასებს.

მირიან ნიკოლაძე

10 ივლისი 2020, 19:05

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: იმ პირებს, ვინც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პატიმრობაშია, ბრალს სავარაუდოდ ორ კვირაში წარუდგენენ

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახი შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას. ჩამოყალიბდნენ ასეთ პოზიცაზე, რომ გამოძიების ვადაში უნდა მოხდეს ამ პირებისთვის ბრალის კონკრეტული მუხლით წარდგენა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიას გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

გენერალური პროკურატურა

10 ივლისი 2020, 19:01

სამართალი

ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სკოლა „ალბიონის“ პედაგოგებს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

შემოსავლების სამსახური

10 ივლისი 2020, 19:00

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჟურნალისტის ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება

შემოსავლების სამსახური მცდარ ბრალდებებს უწოდებს ელისო კილაძის განცხადებას, რომ მას ჟურნალისტური გამოძიების პროცესში, სამსახურის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემოსავლების სამსახური ჟურნალისტის მიერ, სოციალურ ქსელ facebook-ზე ატვირთულ ვიდეომასალაში გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

10 ივლისი 2020, 18:59

ტაბლოიდი

Apple-მა IOS 14-ის პირველი საჯარო ბეტა-ვერსია გამოუშვა

Apple-მა IOS 14-ისა და iPadOS 14-ის პირველი საჯარო ბეტა-ვერსია გამოუშვა. მისი ჩამოტვირთვა Apple-ის ბეტა-ტესტირების ვებგვერდზეა შესაძლებელი. iOS 14 და iPadOS 14 ივნისის ბოლოს წარადგინეს, რის შემდეგაც მას დეველოპერები ტესტავდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10 ივლისი 2020, 18:58

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე.