imedi /  20 ნოემბერი 2019, 12:06 / სანდო წყარო

ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების გასაკეთებლად ტენდერი გამოცხადდება

ლილოს ნაგავსაყრელი

ლილოს ნაგავსაყრელი

თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი აღარ ექნებათ.

„ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც უკვე დახურულია. დედაქალაქის ნარჩენები წლების განმავლობაში აქ იყრებოდა. შეიძლება, ჩვენ ქალაქის ცენტრში ან სხვადასხვა უბანში ამ მწვავე პრობლემას ვერ ვგრძნობდეთ, თუმცა სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლებისთვის ეს სერიოზული დისკომფორტია. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. უკვე შემუშავებულია კონცეფცია. მე ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან მისი უშუალო ჩართულობით, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ეს კონცეფცია ჩამოყალიბდა. რამდენიმე დღეში კი ვაცხადებთ ტენდერს პროექტირება-სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, გაზშემკრების მოწყობაა მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც, ნაგავსაყრელიდან გამოყოფილი გაზი კონკრეტულ ადგილზე მოთავსდება.

„როგორც გითხარით, არსებული ტერიტორია 2017 წელს დაიხურა. გარდა იმისა, რომ ქარიან ამინდში ნარჩენები გადაადგილდება და დიდ დისკომფორტს ქმნის, ასევე, არის უსიამოვნო სუნი, რადგან ნაგავსაყრელი გამოყოფს გაზს. შესაბამისად, ახლა ტენდერი ცხადდება გაზშემკრების მოწყობაზე. გამოყოფილი გაზი ერთ კონკრეტულ ადგილზე იქნება მოთავსებული. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ეს იქნება დაახლოებით, ორწლიანი პროექტი და მასზე 50-60 მილიონი ლარი დაიხარჯება. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, რომეო მიქაუტაძეს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით თავს გავართმევთ გამოწვევას და პროექტს დროულად განვახორციელებთ. ის პრობლემა, რომელიც ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ, რაც შეიძლება მალე მოგვარდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთანავე, კახა კალაძემ ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ კიდევ ერთ პროექტზე იმუშაოს. კერძოდ, გაზის შეკრების მოწყობის შემდეგ, მისი გადამუშავება და ელექტროენერგიის წარმოების დაწყება მოხდეს. ასევე, აღნიშნულ პროექტში ბიზნესსექტორი ჩაერთოს.

„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც გაზის შეკრება ხდება, შემდეგ მის გადამუშავებას და ელექტროენერგიის წარმოებას ახდენენ. ვფიქრობ, ეს ბიზნესსექტორისთვის ძალიან საინტერესო იქნება და აქტიური კომუნიკაციით შეგვიძლია პროექტზე მუშაობა დავიწყოთ. მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩავრთოთ ბიზნესსექტორი იმისთვის, რომ შეკრებილი გაზისგან ელექტროენერგიის წარმოება მოხდეს. ამას გამოიყენებს მთელი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ყველა სიახლე

სამეფო კარის თამაშები

13 დეკემბერი 2019, 00:50

კულტურა

IMDb-მ წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები დაასახელა

საუკეთესო კინოფილმის წოდება რეჯიშორ ტოდ ფილიპსის „ჯოკერს“ ერგო. საუკეთესო სერიალების კატეგორიაში პირველობა „სამეფო კარის თამაშებმა“ მოიპოვა. IMDb-მ საუკეთესოები ვებგვერდზე ძიების შედეგების საფუძველზე გამოავლინა. ყოველთვიურად პორტალზე 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი შედის.

სომეხთა გენოციდი

13 დეკემბერი 2019, 00:40

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა დღეს მიღებულ რეზოლუციაში ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივი ხოცვა გენოციდად აღიარა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ეს რეზოლუცია სენატში რესპუბლიკელმა სენატორებმა რამდენჯერმე დაბლოკეს.

პოლ მაკარტნი

13 დეკემბერი 2019, 00:27

კულტურა

პოლ მაკარტნიმ საშობაო ალბომი ჩაწერა, რომელსაც მხოლოდ მისი ოჯახი უსმენს

სერ პოლ მაკარტნიმ თავისი ოჯახისთვის საიდუმლო საშობაო ალბომი ჩაწერა, რომელსაც მისი ახლობლები წელიწადში მხოლოდ ერთხელ უსმენენ. მისი თქმით, საზოგადოება მის შემოქმედებას არასოდეს წარუდგენს, თუმცა მის შვილებს და შვილიშვილებს ალბომი მოსწონთ. მაკარტნის 5 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს.

გურამ ვეკუა

13 დეკემბერი 2019, 00:10

სპორტი

გურამ ვეკუა ჭაბუკ ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

გურამ ვეკუა ჭაბუკ ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ისრაელის ქალაქ ეილათში ვეკუამ ატაცში 126, აკვრაში კი 151 კილოგრამი დაიმორჩილა და ისევე როგორც ორივე დისციპლინაში, ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა. რეკორდი გააუმჯობესა და კარიერაში მსგავს შედეგს პირველად მიაღწია.

მყინვარი

12 დეკემბერი 2019, 23:50

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ანტარქტიკაში ხმელეთის ყველაზე დაბალი წერტილი იპოვეს

ყინულით სავსე კანიონის სიღრმე 3.5 კილომეტრია. ამ დონეზე დაბლა მხოლოდ ოკეანეების ღარეებია. დედამიწის ყველზე დაბალი ხილვადი წერტილი კი მკვდარი ზღვის სანაპიროაა და ის ზღვის დონეზე მხოლოდ 413 მეტრით დაბლაა განლაგებული. აღმოჩენა მეცნიერებს პოლარული სამხრეთის მომავალი ცვლილებების უკეთ გაგებაში დაეხმარება.

12 დეკემბერი 2019, 23:31

მსოფლიო

ნიგერიაში ჯარისკაცების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

მალის საზღვართან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reueters-ი რეგიონში დაჯგუფების დანაყოფის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 30 სამხედრო დაკარგულად ითვლება.

ევო მორალესი

12 დეკემბერი 2019, 23:11

მსოფლიო

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი არგენტინაში თავშესაფრის მისაღებად ჩავიდა

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად ჩავიდა. ამის შესახებ მედია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. მორალესი თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა.

პირს ბროსნანი

12 დეკემბერი 2019, 22:56

კულტურა

პირს ბროსნანი Sony-ს „კონკიაში“ ითამაშებს

მთავარი გმირის როლზე მომღერალი კამილა კაბელო უკვე დაამტკიცეს. მას პარტნიორობას ბრიტანელი ნიკოლას გალიცინი გაუწევს, კონკიის ნათლიის როლს ბილი პორტერი ითამაშებს. პროექტის პროდიუსერი კომიკოსი ჯეიმს კორდენია, რეჯისორი კი კეი კენონი. მიუზიკლი ეკრანებზე 2021 წლის თებერვალში გამოვა.

გიგი უგულავა

12 დეკემბერი 2019, 22:25

ძალოვნები

უგულავას 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გარდა ამისა, უგულავამ საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პასპორტი. წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 30 იანვარს ჩაინიშნა.

ჩილეს სამხედრო თვითმფრინავი

12 დეკემბერი 2019, 22:07

მსოფლიო

ჩილეში ავიაკატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

C130 Hercules-ი ქალაქ პუნტა-არენასიდან 10 დეკემბერს გაფრინდა და ანტარქტიდაზე სამხედრო ბაზაზე მიემგზავრებოდა, რა დროსაც ის რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავს ნავთობსადენის პერსონალი გადაჰყავდა. ბორტზე 38 ადამიანი იმყოფებოდა - 21 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი. თვითმფრინავის ნამტვრევები ჩილეს საჰაერო ძალებმა დრეიკის ზღვაში აღმოაჩინეს.

პაველ შერემეტი

12 დეკემბერი 2019, 21:55

მსოფლიო

უკრაინაში ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

პაველ შერემეტი 2016 წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. 2019 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პროკურატურას მკვლელობის გამოძიების შესახებ ანგარიში მოსთხოვა.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 21:35

ეკონომიკა

გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად დეკლარაციას მოაწერა ხელი

გიორგი გახარიამ, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად ხელი მოაწერა ყოვლისმომცველ დეკლარაციას, რომელიც განსაზღვრავს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს, ეკონომიკური განზომილებით, სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარების კუთხით.

მანქანა დისტანციური მართვა

12 დეკემბერი 2019, 21:10

ტექნოლოგიები

ნიუ-იორკში კაცს დისტანციიდან დაქოქილი მანქანა დაეჯახა

21 წლის მაიკლ კოსანოვიჩი ორ გაჩერებულ Lexus IS300s-ს შორის იდგა, როცა ერთ-ერთი მათგანის მფლობელმა მანქანა დისტანციურად დაქოქა. ავტომობილი წინ წავიდა და კოსანოვიჩი ორ მანქანას შორის გაიჭედა. გამვლელებმა მანქანა გაწიეს, მაგრამ მან წინ მოძრაობა განაგრძო და კაცს მეორედ დაეჯახა.

მამუკა მდინარაძე

12 დეკემბერი 2019, 20:50

საქართველო

მდინარაძე ამერიკის საელჩოს განცხადებაზე: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ

„ჩვენს მიერ მიღებული კანონით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა“, - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. ამერიკის საელჩო დღეს გავრცელებულ განცხადებაში წუხს, პარლამენტის მიერ ზოგიერთი მოსამართლის დამტკიცების გამო.

დონალდ ტრამპი

12 დეკემბერი 2019, 20:25

მსოფლიო

ტრამპი გრეტა ტუნბერგის წლის ადამიანად დასახელებას გამოეხმაურა და ეკოაქტივისტს დამშვიდება ურჩია

„რა სასაცილოა. გრეტამ ბრაზის მართვის პრობლემაზე უნდა იმუშავოს, მერე კი მეგობართან ერთად კარგ, ძველებურ ფილმს უყუროს! დამშვიდდი, გრეტა, დამშვიდდი!“ - დაწერა ტრამპმა. Time-მა ტუნბერგი წლის ადამიანად 11 დეკემბერს დაასახელა. ამ ტიტულისთვის დონალდ ტრამპიც იბრძოდა.

აშშ-ის საელჩო

12 დეკემბერი 2019, 20:07

საქართველო

ამერიკის საელჩო წუხს პარლამენტის მიერ ზოგიერთი მოსამართლის დამტკიცების გამო

„კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან“, - წერია განცხადებაში.

12 დეკემბერი 2019, 20:02

მსოფლიო

მედია: ჯიჰადისტებმა ნიგერიაში 71 ჯარისკაცი მოკლეს

ჯიჰადისტებმა ნიგერიაში 71 ჯარისკაცი მოკლეს. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. არმიის პრესსპიკერის განცხადებით, თავდასხმა მალის საზღვართან, სამხედრო ბანაკზე მოხდა. ოფიციალური ცნობებით, 12 ჯარისკაცია დაჭრილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 30 სამხედრო დაკარგულად ითვლება.

ოთარ ჩრდილელი

12 დეკემბერი 2019, 19:37

საქართველო

უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

„უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა“, - წერს ჩრდილელი.

ეიტორ შიავე

12 დეკემბერი 2019, 19:03

ტაბლოიდი

ბრაზილიელმა მართვის მოწმობის გამოცდაზე თავი საკუთარ დედად გაასაღა

ეიტორ შიავეს 60 წლის დედამ გამოცდა სამჯერ ვერ ჩააბარა, ამიტომ შვილმა მისი დახმარება გადაწყვიტა. 43 წლის კაცმა ყვავილებიანი ზედა და კაბა ჩაიცვა, მაკიაჟი გაიკეთა, ფრჩხილები მოიწესრიგა და გამოცდაზე თავი საკუთარ დედად გაასაღა. კაცი თაღლითობის და სხვა ადამიანის საბუთების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

12 დეკემბერი 2019, 18:35

საქართველო

ახალარჩეულმა მოსამართლეებმა პარლამენტში ფიცი დადეს

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა. პარლამენტმა არ დაამტკიცა: თამარ ალანია, შოთა გეწაძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი.