imedi /  25 ნოემბერი 2019, 13:00 / სანდო წყარო

საქსტატი: საქართველოში მიწის უმეტესობა სახელმწიფოს ეკუთვნის

საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (საქსტატი) ქვეყანაში მიწის საერთო ფართობი 7 628.4 ათასი ჰექტარია, აქედან კერძო საკუთრებაშია 948 ათასი ჰექტარი.

ქვეყანაში არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი 4 602.6 ათას ჰექტარს შეადგენს. აქედან კერძო საკუთრებაშია ფართის 181.6 ათასი ჰექტარი. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი 3085.8 ათასი ჰექტარია, კერძო საკუთრებაშია 767.3 ათასი ჰექტარი.  

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ბარის ზონა ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 46%-ს მოიცავს. აქ მიწის რესურსები ხასიათდება სასოფლო-სამეურნეო ათვისების მაღალი დონით და სავარგულების მაღალი ბუნებრივი ნაყოფიერებით.

საქართველოში მიწის რესურსების ტერიტორიული განაწილება, სხვა ბუნებრივი კომპონენტების მსგავსად, ვერტიკალური ზონალობის კანონს ექვემდებარება:

I ზონა (ზღვის დონიდან 250 მ-მდე) – უპირატესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული კულტურები.

II ზონა (250-500მ) – მებაღეობა-მებოსტნეობის, მევენახეობის, ინტენსიური მემინდვრეობის (ძირითადად სიმინდი) გავრცელების არეალი.

III ზონა (500-1 000მ) – ჭარბობს თავთავიანი კულტურები, ბუნებრივი საკვები სავარგულები, მეცხოველეობა

IV ზონა (1 000-1 500მ) – სათიბ-საძოვრები; მემინდვრეობა სუსტადაა განვითარებული.

V ზონა (1 500-2 000მ) – ძირითადად სათიბ-საძოვრები.

VI ზონა (2 000 მ-ის ზემოთ) – მიწათმოქმედება არ არსებობს. გამოყენების თვალსაზრისით საქართველოს ტერიტორია შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: 1. სამიწათმოქმედო ტერიტორია – 15.8%;

2. ბუნებრივ-სამეურნეო ფართობი (ტყე, ბუჩქნარი, სათიბ-საძოვრები) – 70.6%;

3. სოფლის მეურნეობაში გამოუყენებელი მიწა – 13.6%. მიწის სავარგულები გამუდმებულ ცვლილებას განიცდის. სავარგულების სტრუქტურას და მათი ხარისხის ტრანსფორმაციას განაპირობებს ახალი მიწების ათვისება, აქტიური მელიორაციული ღონისძიებები და სხვა. ამასთან, ეროზიული პროცესები, მიწის დამლაშება ან დაჭაობება, დატბორვა და სხვა არახელსაყრელი პირობები იწვევენ სავარგულების ფართობის შემცირებასა და მიწის ფონდის ხარისხობრივი შემადგენლობის გაუარესებას. ამრიგად, მიწის რესურსები განიცდის განუწყვეტელ რაოდენობრივ და თვისებრივ ცვლილებებს.

საქსტატის კვლევა მიწის რესურსების შესახებ 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა. 

ყველა სიახლე

გოგა გულორდავა

15 მარტი 2026, 16:42

საზოგადოება

გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა, ბათუმში გამართულ მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეულზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა და მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, ასევე ComCom-ის მიღწევები და პროექტები მიმოიხილა, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

15 მარტი 2026, 15:55

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას: ულტიმატუმებს შენ მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს - ეგ სადაური დიალოგია, როცა ოპონენტს წინასწარ სთხოვენ დამარცხდი, თორემ არ დაგელაპარაკებიო

ექსპერტი დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება.

15 მარტი 2026, 15:44

მსოფლიო

Financial Times: მაკრონის მრჩევლებს, რომლებიც უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილს ითხოვდნენ, მოსკოვში უპასუხეს - „ბოდიში, მაგრამ არა, F**k you“

„თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლები, ემანუელ ბონი და ბერტრან ბუხვალტერი, მოსკოვში ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვთან შესახვედრად ჩავიდნენ. ისინი ცდილობდნენ კრემლის დარწმუნებას იმაში, რომ ევროპელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა მიეღოთ, თუმცა უშაკოვის პასუხი, არსებითად, ასეთი იყო: „ბოდიში, მაგრამ სინამდვილეში - არა, წადით, თქვენი... [F**k you]“, - განუცხადა გამოცემას მაღალი რანგის ევროპელმა დიპლომატმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება.

15 მარტი 2026, 15:31

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

15 მარტი 2026, 15:21

მსოფლიო

Financial Times: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას კარგავს, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის

„აშშ-ის პრეზიდენტი აღარ არის ორიენტირებული ვლადიმერ პუტინზე ზეწოლაზე”, - ამბობენ ევროპელი ოფიციალური პირები. ამ ფონზე, მოლაპარაკებები ფაქტობრივად „ძალას კარგავს“ და ახალი რაუნდი ჯერ არ არის დაგეგმილი“, - ასკვნის ავტორი.

თენგიზ შარმანაშვილი

15 მარტი 2026, 15:04

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი დავით დარჩიაშვილის განცხადებაზე: არ არსებობს არა, გლობალური ქსელი? გინდა დიფ სთეითი დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია

„არ არსებობს არა, გლობალური ქსელი ? გინდა დიფ სთეითი დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია, გინდა გლობალური კეთილშობილური გაერთიანება. თავად ამბობენ, მოუსმინეთ“, - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ჰაკან ფიდანი

15 მარტი 2026, 14:45

მსოფლიო

ჰაკან ფიდანი: ომი რაც შეიძლება, მალე უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ - სიტუაცია, შეიძლება, სრულიად უმართავი გახდეს

თურქეთი შიშობს, რომ თუ შეერთებული შტატების, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ არ დაიწყება, ომი გაფართოვდება.

15 მარტი 2026, 14:45

სპორტი

სპორტის სასახლემ რკენა 2-ს უმასპინძლა

თბილისის სპორტის სასახლემ რკენა 2-ს უმასპინძლა. MMA-ს ორგანიზაციამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, მეორე საბრძოლო ღონისძიება გამართა, რომელშიც 20 მებრძოლი და 10 დაპირისპირება იყო, მათ შორის ორ წყვილში საერთაშორისო ბრძოლები შედგა.

მოხსენ რეზაი

15 მარტი 2026, 14:38

მსოფლიო

გენერალ-მაიორმა მოხსენ რეზაიმ ირანში ომის დასრულების პირობები დაასახელა

„ომის დასრულება ასევე ჩვენს ხელშია. ჩვენ მის დასრულებას ვგეგმავთ მაშინ, როდესაც, პირველ რიგში, ავინაზღაურებთ ყველა იმ ზარალს, რომელიც ამერიკის ქმედებების შედეგად მივიღეთ, და მეორე - უზრუნველყოფთ მომავლის 100%-იან გარანტიას, რაც ასევე შეუძლებელია სპარსეთის ყურიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გარეშე. ამიტომ, მეორე პირობა არის ამერიკული ჯარების გაყვანა სპარსეთის ყურიდან“, - განაცხადა მან.

15 მარტი 2026, 14:36

რეგიონი

სოფელ კურსების მკვიდრი: მთავარია, რომ მსხვერპლი არაა და ეს ბიჭების დამსახურებაა, რომლებმაც ჩემი ერთ-ერთი ნათესავი ფანჯრიდან საკაცით გადაიყვანეს, მოხუცები ზურგით მიჰყავდათ, ჩვენთან მოვიდნენ და სანამ სახლიდან არ გავედით, არ დაგვტოვეს

არ ვიცით რა მოხდა, ამას გეოლოგები დაადგენენ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მსხვერპლი არაა, - განაცხადა სოფელ კურსების მკვიდრმა სულხან გოგოლაშვილმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 მარტი 2026, 14:29

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის არაობიექტური და ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია. როგორც ჩანს, ეს დასკვნა თბილისში დაწერილი დაახვედრა რადიკალურმა ოპოზიციამ

„პოლონეთი და პოლონეთის ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან აქტიური მხარდამჭერია და გვახსოვს იგივე ტუსკის განცხადება, სააკაშვილისთვის დადგმული ცარიელი სკამი EPP-ს ყრილობაზე და ა.შ. ეს იმ უსამართლო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც თითქმის 5 წელია გრძელდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება“, - მიიჩნევს ბოჟაძე.

დავით მათიკაშვილი

15 მარტი 2026, 14:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი პატრიცია გჟებიკზე: ე.წ. ექსპერტი, რომელიც მოგვევლინა დამოუკიდებელ ფიგურად, სინამდვილეში არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული

არაერთი ფაქტი შეგვიძლია მოვიყვანოთ იმისა, თუ როგორც ცდილობდნენ პოლონეთიდან მომხდარიყო ჩვენი სახელმწიფოს შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, სააკაშვილთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტექსტში და ასე შემდეგ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა პოლონელ ექსპერტზე საუბრისას, რომლის დასკვნის საფუძველზეც მომზადდა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 მარტი 2026, 14:15

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე პატრიცია გჟებიკზე: ნათელია, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი. შესაბამისად, უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია

„შესაბამისად, უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია. რა თქმა უნდა, არანაირი მტკიცებულება ამ დოკუმენტში არ არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული დოკუმენტი“, - მიიჩნევს ნიკოლოზ სამხარაძე.

ბრენდან კარი

15 მარტი 2026, 14:03

მსოფლიო

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „სიცრუის გავრცელების გამო“ ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება

„მაუწყებლებმა საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად უნდა იმუშაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ლიცენზიებს დაკარგავენ“, - განაცხადა კარმა.

15 მარტი 2026, 13:46

მსოფლიო

The Sunday Times: სანამ უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, რუსეთი ირანის ომისგან სარგებელს იღებს

„აზრი იმის შესახებ, რომ პუტინი აძლიერებს თავის პოზიციებს ირანში კრიმინალური რეჟიმის დახმარებით, მაშინ როცა უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, აღშფოთებას იწვევს და, სამწუხაროდ, არც არის გასაკვირი“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

შალვა პაპუაშვილი

15 მარტი 2026, 13:31

საზოგადოება

პაპუაშვილი: „იმედს“ დაარსების დღიდან ერგო მისია, ყოფილიყო ხალხის ხმის გამტარი, პლურალიზმისა და დემოკრატიის სარკე - სწორედ ამიტომ არის ის სამიზნე ყველა ავის მსურველისთვის, ვისაც საქართველოში შუქის ჩაქრობა სურს

ტელეკომპანია „იმედს“ დღეს 23 წელი შეუსრულდა. ვულოცავ მისი დამფუძნებლის ოჯახს, ტელევიზიის თითოეულ თანამშრომელს და ერთგულ გულშემატკივარს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

მოჯთაბა ხამენეი

15 მარტი 2026, 13:29

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოჯთაბა ხამენეი კარგადაა და სიტუაციას სრულად აკონტროლებს

არაღჩი ამბობს, რომ ირანი მიესალმება ნებისმიერ „რეგიონულ ინიციატივას, რომელიც ომის სამართლიან დასრულებამდე მიგვიყვანს“, ხოლო ჰორმუზის სრუტე „ღიაა ყველასთვის, გარდა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გემებისა“.

15 მარტი 2026, 13:22

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული 2 საბავშვო ბაღი დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით შერაზადიშვილთან, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული 2 საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

15 მარტი 2026, 13:19

მსოფლიო

საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთის მასშტაბით მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს. როგორც Politico წერს, „ეს არჩევნები მნიშვნელოვან მინიშნებებს მოგვცემს მომავალი წლის გადამწყვეტი საპრეზიდენტო რბოლისთვის, რომელშიც, პროგნოზების მიხედვით, ულტრამემარჯვენეებმა უნდა გაიმარჯვონ“.

15 მარტი 2026, 13:11

სპორტი

ფორმულა 1-მა ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში დაგეგმილი რბოლები გადადო

„მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო, ამ ეტაპზე ის, სამწუხაროდ, სწორია ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“, - განაცხადა F1-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანო დომენიკალიმ.