imedi /  21 დეკემბერი 2019, 19:49 / სანდო წყარო

Forbes-მა 2019 წელს წარმატებული და უიღბლო მილიარდერები დაასახელა

Forbes

ბიზნესგამოცემა Forbes-მა 2019 წელს წარმატებული და გაღარიბებული მილიარდერები დაასახელა.

გამოცემა ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად მილიარდერ ბერნარ არნოს მიიჩნევს, რომელიც 2019 წელს ბრენდ Louis Vuitton-ის მფლობელი გახდა. ის მსოფლიო მილიარდერთა სიაში მესამეა და $100 მილიარდს ფლობს. წელს მისი ქონება $40 მილიარდით გაიზარდა. წარმატებულ ბიზნესმენთა სიაში მეორეა მარკ ცუკერბერკი, ხოლო მესამე ამანსიო ორტეგა.  

წლის უიღბლო მილიარდერებს შორის Forbes-მა პირველი ადგილი Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს მიანიჭა. მან 2019 წელს $13,1 მილიარდი დაკარგა. მიზეზი ცოლთან განშორება გახდა. მეორე ადგილზეა კომპანია Wipro Limited-ის მფლობელი აზიმ პრემჟი, რომელმაც ბეზოსზე $1 მილიარდით მეტი დაკარგა. უიღბლო მილიარდერთა სიაში მესამეა სუბჰაშ ჩანდრა, რომელიც მედიაკონგლომერატ Essel Group-ს ფლობს. 

ყველა სიახლე

ვახტანგ მეგრელიშვილი

16 იანვარი 2021, 17:50

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ოპოზიციის შიგნით ჩასატარებელი გვაქვს სამუშაო, რადგან მეხუთე რაუნდი არ უნდა გამოვიდეს ისეთი, როგორც წინა რაუნდები

ოპოზიციის შიგნით სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რადგან მეხუთე რაუნდისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „გირჩისთვის“ მნიშვნელოვანია მათ მოთხოვნებზე არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ თანხმობა, არამედ ისეთი პარლამენტის ფორმირება, სადაც მოთხოვნების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

16 იანვარი 2021, 17:48

მსოფლიო

გერმანიის მმართველ პარტიას არმინ ლაშეტი უხელმძღვანელებს

გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერად ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრი არმინ ლაშეტი აირჩიეს. 59 წლის ლაშეტმა 991-დან 521 ხმა მიიღო. მის კანდიდატურას ხმა კანცლერმა მერკელმაც დაუჭირა, რომელმაც 2018 წელს განაცხადა, რომ 2021 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს დატოვებს.

16 იანვარი 2021, 17:43

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 402 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 402 ადამიანს გამოუვლინდა, 15 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 226,951 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 2,998 ადამიანი. ვირუსისგან 214,423 პაციენტი განიკურნა.

16 იანვარი 2021, 17:41

მსოფლიო

იტალიაში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას მოხუცთა თავშესაფარში მყოფი 5 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში, რომთან ახლოს, ქალაქ ლანუვიოში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში, Villa dei Diamanti-ში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა. ნახშირჟანგით მოწამვლის გამო, შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებიც.

მიხეილ სარჯველაძე

16 იანვარი 2021, 17:30

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: სწორი კადრების შერჩევა მოხდა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა

სწორი კადრების შერჩევა მოხდა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის ადამიანები აირჩიეს, რომლებსაც საკუთარი უნარ-ჩვევებით შესწევთ ქვეყანა წინსვლისკენ წარმართონ.

სერბეთი

16 იანვარი 2021, 17:27

COVID19

სერბეთში კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ჩინური ვაქცინა ჩაიტანეს

სერბეთმა კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ჩინური ვაქცინის მილიონი დოზა მიიღო. ბელგრადის აეროპორტში ტვირთს პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

16 იანვარი 2021, 17:08

მსოფლიო

ჯო ბაიდენს Twitter-ზე ანგარიში გაუხსნეს

ჯოზეფ ბაიდენის შტაბმა არჩეულ პრეზიდენტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ანგარიში გაუხსნა. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის გვერდი @PresElectBiden-ი რამდენიმე საათში 835 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა. ამ დრომდე დაბლოკილია მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდი.

ჯაბა კანკავა

16 იანვარი 2021, 16:57

სპორტი

ჯაბა კანკავა კარიერას საფრანგეთის კლუბ „ვალანსიენში“ გააგრძელებს

ჯაბა კანკავა კარიერას საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „ვალანსიენში“ გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ლიგა 2-ის კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და მას 6-ნომრიანი მაისური გადასცეს.

ბენჟამინ დე როტშილდი

16 იანვარი 2021, 16:45

მსოფლიო

Rothschild ჯგუფის ხელმძღვანელი 58 წლისა გარდაიცვალა

Edmond de Rothschild Holding SA-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბარონი ბენჟამინ დე როტშილდი 58 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Le Parisien წერს. ბარონ ბენჟამინ დე როტშილდის გარდაცვალების გამო ოჯახი მწუხარებას გამოთქვამს. ნათესავები აცხადებენ, რომ ბარონის დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.

აქცია

16 იანვარი 2021, 16:17

რეგიონი

სოფელ ჟონეთში ნამახვანის ჰესის მშენებლობის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები გაიმართა

სოფელ ჟონეთში დღეს ნამახვანის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა. პროტესტი უკვე 83-ე დღეა გრძელდება.

მამუკა მდინარაძე

16 იანვარი 2021, 16:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

ოპოზიციისთვის მოწოდებისა და ხელისუფლებისა და ცესკო-ს მისამართით გაჟღერებული ბრალდების გამოძიების აუცილებლობისგან და მმართველი პარტია ორივე მათგანს იზიარებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძე

16 იანვარი 2021, 16:04

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილზე: პოლიტიკიდან წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გუნდია და შეძლებს ამ გამოწვევებს უპასუხოს ღირსეულად. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს და შეასრულოს ფლაგმანის როლი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის გამოწვევა მის წინაშე, ახლა ჩვენი, ყველას ამოცანაა, ეს შევძლოთ, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებშიც ეს შედის. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, მშვიდობა და გონიერი ნაბიჯები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

16 იანვარი 2021, 16:03

სამართალი

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 9-ვე მონაწილე თავისუფალია

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციის დაკავებული 9 მონაწილიდან უკვე ყველა გაათავისუფლეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავდნენ და საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

გიორგი ვოლსკი

16 იანვარი 2021, 15:58

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარების საფუძველი იყოს

ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი მაშინ იქნება, თუ საგამოძიებო კომისია დაადასტურებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენდა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვლადიმერ ბოცვაძე

16 იანვარი 2021, 15:57

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა

კასპში, ერთ-ერთი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ღონისძიება წარმატებით დასრულდა, ბრალდებულთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად გათავისუფლებული არიან მძევლები და ბრალდებული შემთხვევის ადგილზე არის დაკავებული.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 15:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კითხვაზე, მოახდენს თუ არა ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიის ამომრჩეველზე გავლენას, კობახიძემ უპასუხა, რომ ამას გავლენა ექნება, თუმცა არა მათი რაოდენობის შემცირების ან გაზრდის კუთხით.

ვასილ მაღლაფერიძე

16 იანვარი 2021, 15:45

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე: „ქართული ოცნება“ საინტერესო გუნდია და ვფიქრობ, ღირსეულად გაართმევს თავს პასუხისმგებლობას, გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას

„სიმართლე გითხრათ, როცა მივიღე შემოთავაზება, საინტერესოდ მეჩვენა, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. მე ტელევიზიიდან წავედი ივნისში და შემოთავაზება პარტიიდან, კონკრეტულად ირაკლი კობახიძისგან, კახა კალაძისგან, მაია ცქიტიშვილისგან იყო დაახლოებით ერთ თვის წინ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მარიამ ქვრივიშვილი

16 იანვარი 2021, 15:41

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი პრიორიტეტები კვლავ იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა

ჩვენი მთავარი პრიორიტეტები კვლავ იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშილმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 15:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ყურად უნდა იღოს როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და უნდა შემოუერთდნენ პარლამენტს

ოპოზიციამ ყურად უნდა იღოს როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და უნდა შემოუერთდნენ პარლამენტს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და სტაბილურობა და ის, რომ პოლიტიკური პროცესი მოექცეს ჯანსაღ სივრცეში.

გიორგი ვოლსკი

16 იანვარი 2021, 15:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ ახალ პოლიტსაბჭოზე: გარდა იმისა, რომ ესაა მეგობრული, საკმაოდ შეკრული გუნდი, მაღალი დონის პროფესიონალებიც არიან

„პოლიტსაბჭოში არიან დარგის სპეციალისტებიც - საერთაშორისო, საშინაო საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება. მათ აქვთ საქმისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც დამკვიდრდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. გარდა იმისა, რომ ესაა მეგობრული, საკმაოდ შეკრული გუნდი, მაღალი დონის პროფესიონალებიც არიან“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.