Imedi /  27 დეკემბერი 2019, 11:20 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: გადასახადების გადახდას ყველა უნდა შეეჩვიოს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ტელეკომპანიების საბანკო ანგარიშებზე ინკასოს გამოყენებასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ გადასახადების გადახდას ყველა უნდა შეეჩვიოს.

მინისტრის ინფორმაცით, ინკასო მიმდინარე დავალებების დაგვიანებით შესრულებით ან შეუსრულებლობით არის გამოწვეული. 

„რამდენადაც მახსოვს, ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა ტელევიზიებს და განაცხადა, რომ მზად არის, განიხილოს ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაცია იმ პირობით, რომ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები პირნათლად შესრულდება. ეს ინკასო, რამდენადაც მე ვიცი, მიმდინარე დავალებების დაგვიანებით შესრულებით ან შეუსრულებლობით არის გამოწვეული. ჩვენ ყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, მცირე საწარმო, თუ რომელიმე სხვა ორგანიზაცია და კომპანია. არაფერი აქ უჩვეულო არ არის, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.  

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიების ტელეკომპანია „პირველის“, „კავკასიისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს ინკასო დაედო. შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, რომელმაც ტელეკომპანიებს მიმდინარე, პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასხადელად 24 დეკემბერს ერთდღიანი ვადა მისცა.

23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს ერთდღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად. ეს გადაწყვეტილება არ ეხება ძველ დავალიანებებს. „კავკასიისა“ და ტელეკომპანია „პირველის“ შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგად სხვა ტელევიზიები მათთან მიმართებით უპირატეს მდგომარეობაში არიან. 

ტელეკომპანია „პირველთან“„იმედის“ იურისტმა, ანდრო ლაშხმა თქვა, რომ კომპანიას მიმდინარე დავალიანება არ ერიცხებოდა, შესაბამისად, „იმედს“ კანონით გათვალისწინებული რაიმე ღონისძიება, სავარაუდოდ, არ ექმურებოდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო დავალიანებების მქონე ტელევიზიებს დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით  პირველად 14 აგვისტოს მიმართა. „რუსთავი 2“-ის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მაშინ 28 მილიონი ლარი, ტელეკომპანია „იმედის“ - 19 მილიონი ლარი, „მაესტროსი“ კი 8 მილიონი ლარი იყო.

ყველა სიახლე

Delta Air Lines

18 იანვარი 2020, 18:54

მსოფლიო

აშშ-ში მასწავლებლები ავიაკომპანიას თვითმფრინავიდან საწვავის დაღვრის გამო უჩივიან

ინციდენტი 15 იანვარს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაშვებას ახორციელებდა, წონის შემცირების მიზნით საწვავი 6 ადგილობრივი სკოლის ეზოებში დაღვარა. შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა ბავშვია.

ანაპურნა

18 იანვარი 2020, 18:31

მსოფლიო

ნეპალში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 6 ადამიანი დაიკარგა

ინციდენტი ჰიმალაის მთების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ანაპურნას მთაზე მოხდა. დაკარგულთა შორის ქვეყანაში მოხალისედ ჩასული 4 სამხრეთკორეელი მოსწავლებელი და 2 ადგილობრივი გიდია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ცუდი ამინდი ართულებს. ზვავი 3 230 მეტრის სიმაღლეზე ჩამოწვა.

ელექტროენერგია

18 იანვარი 2020, 18:10

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 13 მილიარდ 153.7 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2018 წელს (13 მლრდ 197.8 მლნ კვტ.სთ) მცირედ ჩამორჩება. ესკოს სტატისტიკით, 2019 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა 7,8%-ით და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

The Walking Dead: World Beyond

18 იანვარი 2020, 17:50

კულტურა

„მოსიარულე მკვდრების“ ახალი სპინოფი 2020 წლის აპრილში გამოვა

სერიალის სიუჟეტის ცენტრში ზომბი აპოკალიფსის დროს გაზრდილი ბავშვები იქნებიან, რომლებიც კედლებით გარშემორტყმულ თავშესაფარში ცხოვრობენ. მაგრამ მათ ეს უსაფრთხოება ბეზრდებათ და ნამდვილი სამყაროს ნახვას გადაწყვეტენ.

ნორვეგია ტერორისტი

18 იანვარი 2020, 17:30

მსოფლიო

ნორვეგიის მთავრობამ ტერორისტ ქალს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა

ნორვეგიის მმართველ კოალიციაში განხეთქილებაა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფ ტერორისტ ქალს შვილებთან ერთად ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა. Daily Mail-ის ცნობით, 29 წლის ტერორისტი ქალის რეპატრიაცია ერაყიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოხდა.

ბათუმი ზღვა საჩივარი

18 იანვარი 2020, 17:10

საქართველო

საქართველო და უკრაინა რუსეთს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უჩივიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს. საუბარია უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ აფხაზეთში.

ქუთაისის თოჯინების თეატრი

18 იანვარი 2020, 16:34

კულტურა

ქუთაისის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი გახსნა

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი გახსნა. თეატრმა რეაბილიტირებულ შენობაში ვაჟა-ფშაველას პიესის „ჩხიკვთა ქორწილის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა. საპრემიერო ჩვენების ფარგლებში ასევე შედგა მაღალპოლიგრაფიული წიგნი-კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც თეატრის 70-წლიან ისტორიას გადმოსცემს.

20th Century Fox

18 იანვარი 2020, 16:34

კულტურა

Disney-მ სტუდია 20th Century Fox-ს სახელწოდება შეუცვალა

ამის მიზეზი ის გახდა, რომ პროდიუსერებს სტუდიის ყოფილი მფლობელის, რუპერტ მერდოკისგან დისტანცირება სურთ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, Disney-ს არ უნდა 20th Century-ი მედიამაგნატის მემარჯვენე ტელეკომპანია Fox News-თან ასოცირდებოდეს.

ბერნარ არნო

18 იანვარი 2020, 16:20

ეკონომიკა

Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო გახდა

ფრანგული LVMH (Moet Hennessy — Louis Vuitton) მფლობელი ბერნარ არნომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს გაუსწრო, წერს Forbes. გამოცემის ცნობით, არნოს წარმატება მისი კომპანიის აქციები 0,7%-ით გაძვირებამ გამოიწვია. ამის შედეგად მან დამატებითი შემოსავალი $1,9 მილიარდი მიიღო.

Huawei

18 იანვარი 2020, 15:45

ტექნოლოგიები

გერმანია 5G ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად Huawei-სთან თანამშრომლობას გეგმავს

გერმანიას არ შეუძლია უზრუნველყოს 5G ქსელი ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei,-ს გარეშე, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს. AP წერს, რომ ეს არის საკითხი, რომელმაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია და ვაშინგტონი Huawei-ს აკრძალვის მიზნით მის მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს.

პაველ დუროვი

18 იანვარი 2020, 15:18

ტექნოლოგიები

Telegram-ის დამფუძნებელი ნიუ-იორკის სასამართლოში დაკითხეს

დაკითხვისას დუროვმა განმარტა, რამდენი ფული დახარჯა Telegram-ის განვითარებასა და ბლოკჩეინ პლატფორმა TON-ზე და რატომ გადაწყვიტა პირველადი მონეტარული შეთავაზებების (ICO) ჩატარება. 17 იანვარს SEC-მა დაკითხვის ოქმები ნაწილობრივ გაასაჯაროვა.

ტოჩინოშინი

18 იანვარი 2020, 14:59

სპორტი

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა გაიმარჯვა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძემ გაიმარჯვა. ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 იანვარი 2020, 14:50

მსოფლიო

ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ერდოღანის განმარტებით, ასეთი საფრთხის წინაშე ევროპა იმ შემთხვევაში დადგება, თუ გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა ტრიპოლში დამარცხდება.

აფრიკა შიმშილი

18 იანვარი 2020, 14:29

მსოფლიო

WFP: აფრიკაში 45 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება

2015 წლიდან აფრიკის სამხრეთში არაერთი ბუნებრივი ანომალია დაფიქსირდა. ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი წვიმის სეზონის არარსებობამ აგრარულ სექტორს სერიოზული ზიანი მიაყენა. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში ნალექის სიმცირეს თან სდევს არნახული გვალვა და ტემპერატურის მკვეთრი ზრდა.

საქართველო XV

18 იანვარი 2020, 14:20

სპორტი

„საქართველო XV“ არგენტინის „ხაგუარესთან“ დამარცხდა

„დიდი ათის“ მორაგბეებით დაკომპლექტებულმა „საქართველო XV“-მა არგენტინის „ხაგუარესთან“ პირველი შეხვედრა გამართა. ქართველი მორაგბეები სუპერაგბის ვიცეჩემპიონ გუნდთან დიდი ანგარიშით, 3:66 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი საჯარიმო რევაზ ჯინჭველაშვილმა გაიტანა.

მკვლელობა

18 იანვარი 2020, 13:03

ძალოვნები

სურამში ქმარმა ცოლი სავარაუდოდ ნაჯახით მოკლა

დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

18 იანვარი 2020, 12:56

ვიდეო

კალმისკაცი მთიდან

ზვიად კუპრავა

18 იანვარი 2020, 12:55

ძალოვნები

გენერალურ პროკურატურასთან ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი, მათ შორის „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა დააკავეს. კუპრავამ პროკურატურასთან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა გააპროტესტა და პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა.

წყალბურთი

18 იანვარი 2020, 12:50

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს

ქართველი წყალბურთელების მეტოქე 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები იქნება. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ფრანგებს 9:7 მოუგო, რის შემდეგაც საბერძნეთის გუნდთან 10:17 დამარცხდა.

ბათუმი

18 იანვარი 2020, 12:30

საქართველო

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში გააპროტესტეს

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები იუსტიციის სახლთან, სადაც აჭარის პროკურატურაა განთავსებული, საკენკით მივიდნენ.