imedi /  12 თებერვალი 2020, 16:23 / სანდო წყარო

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019 წელს რეგიონებში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა

რეგიონები

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ 2019 წელს რეგიონებში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა. 

მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის განცხადებით, რეგიონების განვითარებისათვის 2019 წელს უპრეცენდენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სულ, რეგიონებში 402 მილიონი ლარის 6774 პროექტი დაფინანსდა.

მისი თქმით, ახალმა მიდგომებმა და ცვლილებებმა ხელი შეუწყო როგორც ახალი კომპანიების შექმნას, ისე სამუშაო ადგილების გაჩენას.

„2019 წელს რეგიონებში პროექტებზე 1020 კომპანია ოპერირებდა. აქედან, 361 კომპანიამ პირველად იმუშავა რეგიონებში პროქტებზე, ხოლო ამ 361- დან 150 კომპანია 2019 წელს შეიქმნა. რეგიონებში დაფინანსებული პროექტების შესრულებისას დასაქმებული იყო 15 000-მდე ადგილობრივი მოსახლე. „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დაფინანსდა 310 მილიონი ლარის 1260 პროექტი",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

2019 წლის განმავლობაში რეგიონებში დაფინანსებული პროექტების ყველაზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის (20.1 მილიონი ლარის 493 პროექტი), წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების (18 მილიონზე მეტის 51 პროექტი) და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის (7,1 მილიონზე მეტის 30 პროექტი) პროექტი დაფინანსდა. ასევე, დაფინანსდა სპორტული ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური, კულტურის, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაციის პროექტები, სანიაღვრეებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების, სკვერებისა და ბაღების, ხიდების მოწყობის სამუშაოები.

ბეგიაშვილის განცხადებით, 2019 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით, დასრულდა დაფინანსებული პროექტების 99.5%. „სამუშაოები დასრულებულია 635 პროექტზე, მიმდინარეა 60 პროექტი. პროექტების განხორციელების შემდეგ ეკონომიამ შეადგინა 1,177,978 ლარი. რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტს 67 მილიონი ლარით აღემატება“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, 2020 წელს რეგიონში 340 მილიონი ლარის 6 350-მდე პროექტი დაფინანსდება.

„2020 წელს განათლების ინფრასტრუქტურას კვლავ 40 მილიონი ლარი მოხმარდება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც 40 მილიონი ლარით დაფინანსდება, ხოლო მთის ფონდი ინფრასტრუქტურულ პროექტებს 10 მილიონი ლარით დააფინანსებს. 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, ტენდერი გამოცხადებულია 230 მილიონი ლარის 530 პროექტზე. მიმდინარეობს 20 მილიონი ლარის პროექტების შერჩევის პროცესი. სისტემური ცვლილებების და უკვე დაგროვილი გამოცდილების შედეგად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ტენდერები 2020 წლის თებერვალში თითქმის დასრულდა (94%) მაშინ როდესაც 2019 წელს სატენდერო პროცესი მაისამდე, ხოლო 2018 წელს ივნისამდე გაგრძელდა", - განაცხადა ბეგიაშვილმა.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2026, 17:10

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაიმართა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაიმართა

15 ივლისი 2026, 17:05

მსოფლიო

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის მილასის მუნიციპალიტეტში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან 1000ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 8 თვითმფრინავი და 12 ვერტმფრენი.

გიტანას ნაუსედა

15 ივლისი 2026, 17:02

მსოფლიო

გიტანას ნაუსედას განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა ლიეტუვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყას

„ჩვენ გვაქვს ასეთი სიგნალები, რომლებსაც ჩვენი [სადაზვერვო] სამსახურებიდან ვიღებთ. ისინი მკაფიოდ არ განსაზღვრავენ ადგილს ან დროს... ვინაიდან მოწინააღმდეგეს დაგეგმვის პროცესი ბოლომდე არ მიუყვანია და ჩვენ მხოლოდ თავად დაგეგმვის ან საბოლოო მიზნის შესახებ ვიცით. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საშუალება, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფიზიკურ დაზიანებას... ნებისმიერი რამ, რაც ამ ობიექტების ფუნქციონირებას შეაჩერებს“, - განაცხადა მან.

15 ივლისი 2026, 16:49

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

15 ივლისი 2026, 16:32

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 16:20

საზოგადოება

გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხების შესახებ მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები”.

15 ივლისი 2026, 15:57

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 15:54

სამართალი

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის, დააკავა ერთი პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ძებნა გამოცხადდა.

15 ივლისი 2026, 15:47

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა.

15 ივლისი 2026, 15:34

ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარკვეულწილად უკვე ყალიბდება ლოგისტიკურ ჰაბად, რაც შეეხება სამგზავრო მიმართულებით იმავეს განვითარებას, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდეს

ყოველი ახალი მიმართულება ქმნის ახალ შესაძლებლობას ტრანზიტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე

თამარ ჩერგოლეიშვილი

15 ივლისი 2026, 15:31

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და „MIHAS“ თავზარით ხსნის

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლაშა ბუღაძეს უპირისპირდება და „იაფფასიან, აფერისტ ეგომანიაკს უწოდებს“.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 15:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ელისაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: ტერორისტული აქტის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის ადვოკატის განცხადებას და ის ელისაშვილის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. პაპუაშვილის თქმით, სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის დამატებით აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, რასთან ჰქონდა საქმე, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან.

ცოტნე ანანიძე

15 ივლისი 2026, 15:08

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.

პეტრა სტეგერი

15 ივლისი 2026, 15:01

მსოფლიო

პეტრა სტეგერი: ბრიუსელმა პროცესები დააჩქარა. უკრაინა ევროკავშირის წევრობისკენ სრული სიჩქარით მიჰყავთ. დაუშვებელია ევროკავშირში ასეთი სისწრაფით მივიღოთ ომში მყოფი ქვეყანა

„ბრიუსელმა პროცესები დააჩქარა. უკრაინა ევროკავშირის წევრობისკენ სრული სიჩქარით მიჰყავთ. მოლაპარაკებების მორიგი კლასტერი გახსნეს. სრულიად ბუნდოვანია, რა შედეგები ექნება ამას ევროპის გადასახადების გადამხდელებისთვის, ფერმერებისა და უსაფრთხოების ინტერესებზე. დაუშვებელია ევროკავშირში ასეთი სისწრაფით მივიღოთ ომში მყოფი ქვეყანა, უდიდესი ფინანსური საჭიროებებითა და ისეთ გადაუჭრელი პრობლემებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა და კორუფცია“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი.

ნინო წილოსანი

15 ივლისი 2026, 15:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიპ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს

სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიპ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 14:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ესტონეთში რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ციფრებით იმანიპულიროს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ვინც აფინანსებს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ის საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს

ესტონეთში რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს, რომ ციფრებით იმანიპულიროს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ვინც აფინანსებს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ის საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

15 ივლისი 2026, 14:58

მსოფლიო

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: რა სითავხედეა! ევროკომისია პოლონეთს ემუქრება, რომ აამოქმედებს პროცედურებსა და ჯარიმებს, თუკი ჩვენ უკრაინიდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს საზღვარს არ გავუხსნით

„რა სითავხედეა! ევროკომისია პოლონეთს ემუქრება, რომ აამოქმედებს პროცედურებსა და ჯარიმებს, თუკი ჩვენ უკრაინიდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს საზღვარს არ გავუხსნით. ნაცვალად იმისა, რომ წევრი სახელმწიფოები ინტერესები დაიცვას, ევროკომისია ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს ემხრობა და შანტაჟის გზით გვაიძულებს ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის საზიანო ნაბიჯი გადავდგათ. ეს აღმაშფოთებელია“, - წერს ევროპარლამენტარი

დავით მათიკაშვილი

15 ივლისი 2026, 14:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ეუთომ სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო და კიდევ უფრო სამარცხვინოა ეუთოს ცენტრალური ოფისის გამიჯვნა საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან

კიდევ უფრო სამარცხვინოა ეუთოს ცენტრალური ოფისის გამიჯვნა საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 14:53

რეგიონი

შალვა პაპუაშვილი თელავში სტიქიაზე: მასშტაბი იმხელა იყო, რომ რამდენიმე საათში ჩამოვიდა თითქმის ერთი თვის ნორმა ნალექის. თელავისხევის კალაპოტში არის მოწყობილი ნიაღვრისგან დამცავი სპეციალური ნაგებობები - სამი კასკადი, რომელმაც მთავარი დარტყმა აიღო თავის თავზე. დაზიანებას, რაც შეიძლება მოჰყოლოდა პრევენციული მექანიზმების გარეშე, ქალაქი ასცდა

მასშტაბი იმხელა იყო, რომ რამდენიმე საათში ჩამოვიდა თითქმის ერთი თვის ნორმა ნალექის. თელავის ხევის კალაპოტში არის მოწყობილი ნიაღვრისგან დამცავი სპეციალური ნაგებობები - სამი კასკადი, რომელმაც მთავარი დარტყმა აიღო თავის თავზე. დაზიანებას, რაც შეიძლება მოჰყოლოდა პრევენციული მექანიზმების გარეშე, ქალაქი ასცდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ თელავის სტიქიაზე საუბრისას.

15 ივლისი 2026, 14:48

მსოფლიო

Amnesty International-ი ჯოან როულინგის სექსუალური ძალადობის მხარდაჭერის ცენტრის კრიტიკის გამო სინანულს გამოთქვამს

Amnesty International-ი არასათანადოდ შედგენილი ანგარიშის გამოქვეყნების გამო სკანდალში გაეხვა. ორგანიზაციის გაერთიანებული სამეფოს ოფისმა განაცხადა, რომ ნანობს იმ დოკუმენტის გამოქვეყნებას, სადაც გენდერისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები, მათ შორის ჰარი პოტერის ავტორის, ჯოან როულინგის ქალთა უფლებათა დაცვის ცენტრი, ქალებისა და ლგბტ თემის უფლებათა შემლახველ, ანტი-ტრანსგენდერულ კამპანიებად შერაცხა.