გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება
გენადი არველაძე
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება. 2014 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროკავშირში საქართველოს მთლიან ექსპორტში წილი 89%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ იზრდება ჩვენი ქვეყნისა და პროდუქციის ცნობადობა ევროკავშირის ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში ექსპორტს ახორციელებენ და მათი რაოდენობა დღეს 910 კომპანიას შეადგენს“.
გენადი არველაძემ ის პროდუქტებიც დაასახელა, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმატებით გადის ევროპულ ბაზარზე.
„ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად ახალი პროდუქტები გადის. მაგალითად, ახალი ხილი, ასევე, სხვადასხვა ინდუსტრიული წარმოების პროდუქტები, როგორიცაა ავეჯი, მათ შორის, ავეჯი ცხოველებისთვის, რომლის წარმოება საქართველოში პირველად შეიქმნა, მინის ბოთლების წარმოება, რომელიც პირველად გავიდა ასევე ამ ბაზარზე, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან მიღებული პროდუქტი, თაფლი, რომლის წარმატებული ექსპორტი პირველად შარშან განხორციელდა. ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც 2014 წლის შემდეგ განთავსდა ევროკავშირის ბაზარზე და ფაქტობრივად, იზრდება ჩვენი ცნობადობა ამ პროდუქტებთან ერთად. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა 2014 წლამდე განთავსებული პროდუქტების რაოდენობაც“. - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
არველაძის შეფასებით, საქართველო წარმატებით ართმევს თავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა სხვადასხვა პროგრამით ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ცვლილებებთან ადაპტირებისთვის.
„მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ უკვე წლების განმავლობაში ვახორციელებთ. ჩვენ ამ რეფორმებს ძალიან წარმატებით გავართვით თავი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტიტუციური გაძლიერება გაგრძელდება. აღებული ვალდებულებები ასევე გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ევროკავშირის რეგულაციებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მოწყვლადია მცირე და საშუალო ბიზნესი, მათ შორის ფერმერებიც. აღნიშნული რეგულაციები პირველ ჯერზე გარკვეულწილად შეიძლება მტკივნეული იყოს ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, სახელმწიფო ძალღონეს არ იშურებს და სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ცდილობს, დაეხმაროს მათ რეალობასთან ადაპტირებაში.“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 23:39
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ურთიერთობებს განსაკუთრებული გაფრთხილებით ვეპყრობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.
01 სექტემბერი 2026, 23:01
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.
01 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.
01 სექტემბერი 2026, 22:07
სამართალი
სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს,“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
01 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.
01 სექტემბერი 2026, 21:58
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში
ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:50
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად
სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:34
კულტურა
თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.
01 სექტემბერი 2026, 21:24
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:21
მსოფლიო
აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა
აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.
01 სექტემბერი 2026, 21:16
მსოფლიო
მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს
სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.
01 სექტემბერი 2026, 20:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.
01 სექტემბერი 2026, 20:55
საზოგადოება
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
01 სექტემბერი 2026, 20:47
საზოგადოება
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.
01 სექტემბერი 2026, 20:42
საზოგადოება
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.
01 სექტემბერი 2026, 20:38
საზოგადოება
საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
01 სექტემბერი 2026, 20:34
საზოგადოება
სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან უკვე ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების ფორმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის უფასოა. სასკოლო ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან მხოლოდ ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.
01 სექტემბერი 2026, 20:31
ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები - აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი შემოვიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ, მასშტაბურ ეტაპზე გადადის - აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებით სამუშაოებს, ბელგიური კომპანია უკვე ორი სპეციალიზებული ხომალდით ახორციელებს.
01 სექტემბერი 2026, 20:28
სამართალი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
01 სექტემბერი 2026, 20:27
მსოფლიო
ერდოღანი: რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში გაიმართა.


