imedi /  09 თებერვალი 2021, 18:54 / სანდო წყარო

გენადი არველაძე: 2020 წელს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე 850-მდე ექსპორტიორმა გაიტანა

გენადი არველაძე

გენადი არველაძე

„პანდემიური ვითარების მიუხედავად, ევროკავშირის ბაზარზე 26 პროცენტით გაიზარდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი. საუბარია იმ პროდუქციაზე, რომელთაც საექსპორტო პოტენციალი ჰქონდათ და ფერმერულ გაერთიანებებთან მიზნობრივი ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა, მათი გატანა ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ევროკავშირის ბაზარზე მოხდეს ახალი პროდუქტების აღიარება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა და მწარმოებელმა ისარგებლოს საქართველოდან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელმაც პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ბაზარზე პირველად განთავსდა საქართველოში წარმოებული თევზის პროდუქტი. ასევე მალე განხორციელდება გერმანიასა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში საქართველოში წარმოებული ცხოველთა საკვები - აღნიშნულმა პროდუქტმა ევროკომისიის მხრიდან აღიარება 2020 წელს მოიპოვა.

გენადი არველაძის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლების, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების ექსპორტი.

„2020 წელს 850-მდე ექსპორტიორმა გაიტანა პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. ეს მიუთითებს იმას, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ექსპორტიორი და საექსპორტო პროდუქცია ითვისებს ევროკავშირის ბაზარს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთი პროდუქტების აღიარების მიმართულებით, როგორიცაა აქვაკულტურა და დედა-ფუტკარი, როგორც ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქცია,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროკომისიის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2020 წელს განხორციელებულ რეფორმებს. მისი თქმით, ევროკომისიის წარმომადგენელთა მხრიდან ასევე გამოითქვა მზაობა, რომ გაგრძელდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, რათა რეფორმები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 13:05

COVID19

გერმანიის მთავრობამ ლოკდაუნის რეჟიმი 28 მარტამდე გაახანგრძლივა

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი ლოკდაუნის რეჟიმი 28 მარტამდე გაახანგრძლივა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ფედერალური ხელისუფლება რეგიონების ხელმძღვანელებს უფლებას აძლევს, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.

თორნიკე რიჟვაძე

04 მარტი 2021, 13:04

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრისას, საუბარი შეეხო ისეთ მთავარ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და საპრივატიზაციო პოლიტიკის გააქტიურება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საჭიროა უფრო გაბედული და ეფექტიანი ნაბიჯები ეკონომიკის აღდგენისთვის.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 13:00

COVID19

ნათია თურნავა: გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები გამოჩნდა. როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ისრაელის ავიაკომპანია „არკია“ მარტის ბოლოს 3 ტურისტულ ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ თანამშრომლობას

„ოპოზიცია ამბობს, რომ მათ სურთ საგამოძიებო კომისიაში თანაბარი პასუხისმგებლობების აღება. დიახ, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი შეთავაზებაც, რომ ორი თანათავმჯდომარის პირობებში მომხდარიყო ამ საგამოძიებო კომისიის ოპერირება, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვებოდნენ პროცესს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

04 მარტი 2021, 12:50

ეკონომიკა

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ზაფხულში 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ 200-მდე ფრენა განხორციელდება.

გიორგი ხელაშვილი

04 მარტი 2021, 12:43

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: როგორც ამბობენ, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის კი საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა

„პარტიის შიგნით საუბარი სხვადასხვა ფორმატით მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. ამ მხრივ ძალიან უხერხული იყო, რაც ოპოზიციამ გააკეთა, როდესაც შეხვედრების დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მოაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, იმის შესახებ თუ საუბარი რაზე იყო“.

ლევან დავითაშვილი

04 მარტი 2021, 12:40

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: კიდევ მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ

ალპებში მსგავსი რელიეფი, გარემო პირობებია და იქ არის განვითარებული ყველაზე მეტად ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, მათ შორის ასეთი ტიპის კაშხალები, რომელიც აქ არის მოცემული. იქ დაშვებული და შესწავლილია, რომ ფაქტობრივად, თეორიული შანსიც კი არ არსებობს იმისა, რომ იგივე მიწისძვრის შედეგად, მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესზე“ საუბრისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:37

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს. როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობის მხრიდან აბსოლუტურად შემხვედრი პოზიციაა, რასაც ის მიესალმება.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:37

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

04 მარტი 2021, 12:33

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 115 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 115 მილიონს გადააჭარბა.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:33

საზოგადოება

ნათია თურნავამ ფრენებთან დაკავშირებული ანგარიში წარადგინა

თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს: „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ კვირაში 2 სიხშირით, „ფლაი დუბაიმ“ კვირაში 4 სიხშირით, „ეარარაბიამ“ კვირაში 2 სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება „ბუტა ეარვეისი“, ეს არის ბაქო-თბილისი-ბაქო კვირაში 3 სიხშირე, რაც არის lowcoster-ი და ასევე „ეარ ასტანა“ და „ფლაი არისტანი“, ასევე ყაზახეთის lowcoster-ი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:32

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის გზავნილი მთავარ გამოწვევებთან მიმართებაში სწორია - პარლამენტი სექტორული განვითარების და აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება

„მივმართავ საპარლამენტო კომიტეტებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ სექტორულ გეგმაზე მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოთ, რათა საზოგადოებას გავაცნოთ კონკრეტული ნაბიჯები და პოზიტიური დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო თვეებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:26

ეკონომიკა

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის ტენდერი მომზადდება

წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტატთან ერთად, იმისთვის რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

04 მარტი 2021, 12:26

საზოგადოება

Wizz Air-ი ფრენებს ანახლებს

„Wizz Air-ი, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ფრენებს მარტის ბოლოდან განახლებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აახლებს და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს, კვირაში 45 ფრენა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi დაიწყებს, რომელიც ფრენებს აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

ლევან დავითაშვილი

04 მარტი 2021, 12:25

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება

​„ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე, სამწუხაროდ, არის ძალიან ნეგატიური. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელში გვაქვს ყველაფერი, იმისთვის რომ მოსახლეობას მივუტანოთ ობიექტური ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:22

ეკონომიკა

ნათია თურნავამ განმარტა, რას ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა

პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ ჩავერთოთ გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმის შემუშავებაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულე ბის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტი

04 მარტი 2021, 12:17

სამართალი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზე წერს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის ანგარიშში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 2020 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზეა საუბარი.

ანგელა მერკელი

04 მარტი 2021, 12:12

COVID19

გერმანიაში Astrazeneca-ს ვაქცინას 65 წელს გადაცილებულებიც გაიკეთებენ

გერმანია Astrazeneca-ს პრეპარატთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის და 65 წელს გადაცილებულებს ვაქცინის გაკეთების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

საბა ლობჟანიძე

04 მარტი 2021, 12:10

სპორტი

საბა ლობჟანიძიემ თურქეთის „სუპერ ლიგის“ ლიდერ „გალათასარაის“ გაუტანა

საბა ლობჟანიძიემ თურქეთის „სუპერ ლიგის“ ლიდერ „გალათასარაის“ გაუტანა. ჩემპიონატის 28-ე ტურის დაპირისპირებაში „ანაკარაგუჩუმ“, „გალათასარაის“ უმასპინძლა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა. ლობჟანიძემ მეორე ტაიმის 55-ე წუთზე მოწინააღმდეგე ეფექტური მოძრაობით მოატყუა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. მატჩის მიწურულს „გალათასარაიმ“ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა გატანილი გოლი სტუმრებს მატჩის გადასარჩენად არ ეყოთ. საბა ლობჟანიძის ანგარიშზე თურქთის „სუპერ ლიგის“ მიმდინარე სეზონში, 26 შეხვედრაში 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

04 მარტი 2021, 12:07

ეკონომიკა

გლდანში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და LED განათებები დამონტაჟდება. პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დინ გრუპი“ ასრულებს, 827 508 ლარია გათვალისწინებული.