ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს სესხებზე სამთვიან შეღავათებს სთავაზობს
ფოტო: ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს სესხებზე სამთვიან შეღავათებს სთავაზობს.
„ლიბერთი ბანკმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, თავის მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები, შესთავაზოს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი.
დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც (პენსია, სოციალური სარგო, დევნილობა და დემოგრაფიული) და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.
ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ბანკი ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მიაწოდებს ინდივიდუალურად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„გადაწყვეტილება მივიღეთ 12 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მიერ ეკონომიკური სტიმულირების გეგმის განხილვის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. ლიბერთი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოსაფრთხილებელ სეგმენტს და პასუხისმგებლობა გვაქვს გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით და შევახსენებთ, რომ სოციალური ბარათებით გადახდისას შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მათზე მორგებული, სპეციალური ფასდაკლებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს აფთიაქების და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.
ანალოგიურ ზომას „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი“-მაც მიმართეს.
ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2024, 22:31
არჩევნები აშშ
77 მილიონზე მეტმა ამერიკელმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა წინასწარ მისცა
77 მილიონზე მეტმა ამერიკელმა 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე წინასწარ მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
04 ნოემბერი 2024, 22:02
მსოფლიო
დავით საყვარელიძე: ტრამპისა და ჰარისის გუნდები პუტინის დამარცხებას მიზნად არ ისახავენ - უკრაინაზე ზეწოლა უფრო ადვილია, ვიდრე პუტინზე
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ტრამპისა და ჰარისის გუნდები პუტინის დამარცხებას მიზნად არ ისახავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ნოემბერი 2024, 21:27
მსოფლიო
ოლაფ შოლცი: ნატო იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ მასზე თავდასხმა არავის მოუვიდეს თავში
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატო იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ მასზე თავდასხმა არავის მოუვიდეს თავში.
04 ნოემბერი 2024, 21:01
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესზე, ეს პრინციპი არ უნდა იქნას გამოყენებული შერჩევითად. საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი
სერბეთში, ბელგრადში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში (COSAP) გაიმართა. მასში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის, ვიქტორ სანიკიძის და გიორგი ხახუბიას შემადგენლობით მონაწილეობდა.
04 ნოემბერი 2024, 20:59
მსოფლიო
სლოვაკეთის პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა სლოვაკეთის მოქალაქეების მოთხოვნა უკრაინის ჯარში მსახურების თაობაზე
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ არ დააკმაყოფილა სლოვაკეთის მოქალაქეების მოთხოვნა უკრაინის ჯარში მსახურების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ნოემბერი 2024, 20:57
ჯანდაცვა
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი მუშაობას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კლინიკა კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიისთვის საჭირო ყველა ინვენტარითაა აღჭურვილი. რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი, პაციენტებს ხვალიდან მოემსახურება.
04 ნოემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ბელგრადში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის, ვიქტორ სანიკიძის და გიორგი ხახუბიას შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში (COSAP), რომელიც სერბეთში, ბელგრადში გაიმართა.
04 ნოემბერი 2024, 20:36
პოლიტიკა
ყოფილი დიპლომატი დიპლომატების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სალომე ზურაბიშვილი ქართველი დიპლომატების წინააღმდეგ, ყოფილი დიპლომატი ელჩებს პირდაპირი მნიშვნელობით ლანძღავს და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არა კონკრეტულად, ზურაბიშვილის რადიკალიზმს.
04 ნოემბერი 2024, 20:27
პოლიტიკა
ოპოზიციის თვალსაჩინო ტყუილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შალვა პაპუაშვილის პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ფაქტების გადაფარვა ოპოზიციამ სპეკულაციით სცადა, რისთვისაც საპრეზენტაციო მონიტორზე გამოტანილი საქართველოს რუკა გამოიყენეს. რუკის ის ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია, რუხი ფერის იყო. დეზინფორმაციის მიხედვით კი, რუკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ იყო ასახული.
04 ნოემბერი 2024, 20:25
არჩევნები 2024
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
როგორც აქციიდან „ქრონიკის“ ჟურნალისტი იტყობინება, იგი დაგვიანებით დაიწყო და ამ წუთებში შეკრების მონაწილეებს ლიდერები მიმართავენ.
04 ნოემბერი 2024, 20:10
არჩევნები 2024
ოპოზიცია დამნაშავეებს ისევ სხვაგან ეძებს - რატომ აქციეს პრობლემად საქართველოში ის, რაც ევროპაში არავის გაუპროტესტებია? - „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფარულობის პრინციპის დარღვევის შესახებ განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტები დაუპირისპირა სწორედ იმ ქვეყნებიდან, რომლის არჩევნებში პრობლემა, არც ევროპას დაუნახავს და არც ქართულ ოპოზიციას.
04 ნოემბერი 2024, 19:51
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: უცხოური ჩარევითა და ხმების მოსყიდვის სქემებით შექმნილი გამოწვევები კვლავ აქტუალური იყო მეორე ტურში
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:47
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: მოქმედი პრეზიდენტი კვლავ სარგებლობდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად, ვიდრე პირველ ტურში
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:46
კულტურა
Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი კონცერტის დროს სცენის ქვეშ ჩავარდა
მელბურნის მარველის სტადიონზე Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი მოულოდნელად სცენის ქვეშ ჩავარდა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
04 ნოემბერი 2024, 19:42
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:35
მსოფლიო
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა - დასკვნაში არსადაა გამოყენებული ისეთი ტერმინოლოგია, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:05
არჩევნები 2024
ტრამპი: „დემოკრატიული“ პარტია დემონური პარტიაა
„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული“ პარტია დემონური პარტიაა.
04 ნოემბერი 2024, 19:04
არჩევნები 2024
ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი სირცხვილის ქვა დაადო თავის პოლიტიკურ სამარეს და საქართველოს ელჩების გალანძღვით ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა
სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის კარიერა და ამ კარიერის დასასრული, საოცარია - პრეზიდენტობის განმავლობაში ის განუხრელად ცდილობდა საქართველოს რეპუტაციის შელახვას, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების გამოწვევას, არღვევდა კონსტიტუციას, თვეების მანძილზე არ ნიშნავდა ელჩებს და ა.შ. - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
04 ნოემბერი 2024, 18:46
პოლიტიკა
ფაქტჩეკერმა ამხილა გოგლა ჟვანიასა და მერაბ მეტრეველის მიერ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია
ფაქტჩეკერმა გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა. ირკვევა, რომ მათ ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციები გაავრცელეს.
04 ნოემბერი 2024, 18:30
არჩევნები 2024
ლევან ნიკოლეიშვილი: ერთია, როცა ტელევიზიით იკეკლუცებ, მაგრამ საქმე როდესაც რეალური ფაქტების წარდგენას ეხება და შენ არაფერი გიჭირავს ხელში, ცხადია ეს იწვევს ერთგვარ შიშს ოპოზიციის მხრიდან რომ ვერ მიდიან პროკურატურაში
ერთია, როცა ტელევიზიით იკეკლუცებ, მაგრამ საქმე როდესაც რეალური ფაქტების წარდგენას ეხება და შენ არაფერი გიჭირავს ხელში, ცხადია ეს იწვევს ერთგვარ შიშს მათი მხრიდან რომ ვერ მიდიან პროკურატურაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ოპოზიციის მისამართით „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა.