imedi /  14 მარტი 2020, 20:14 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დგას, არ აჰყვეთ პანიკას

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

ყველა სისტემა კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ გამოირიცხოს შეზღუდვა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დგას, არ აჰყვეთ პანიკას. არ დგას საჭიროება პროდუქციის ჭარბი რაოდენობის შესყიდვის. არაორდინალური ვითარებაა მსოფლიოში. უკლებლივ ყველა ნაბიჯს ვთვლით, ეკონომიკის სექტორის ყველა წარმომადგენელი აქტიურად მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრთან საცალო სავაჭრო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამ ეტაპზე არავითარი საჭიროება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არ დგას. არ განვიხილავთ ამ ეტაპზე საგანგებო ვითარების შემოღებას. არ დგას საჭიროება ჭარბი რაოდენობის პროდუქციის შესყიდვის. ამ პროდუქციასაც აქვს ვადა და თქვენს ოჯახებს მოაკლებთ შემოსავალს და აღმოჩნდებით, ბევრი მაკარონით მარილით ზეთით ხელში, რომელიც თქვენ არ გვჭირდებათ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 18:43

რეგიონი

ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

16 აპრილი 2026, 18:40

საზოგადოება

დედამიწის კვირეული თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა. თსუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება დედამიწის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით, მეცნიერების დაკავშირებას ყოველდღიურ ცხოვრებასთან, დედამიწის წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა-გაანალიზებას, ეკოსისტემის გაჯანსაღების საქმიანობაში ჩართვას.

თამარ იოსელიანი:

16 აპრილი 2026, 18:36

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რომ შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი

„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს“, - განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გააკეთა.

16 აპრილი 2026, 18:34

მსოფლიო

Reuters: გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება

გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები, არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალური ოპოზიცია - არ ვიცი გზა ევიწროებათ თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები

საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად. რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალურ ოპოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟზე.

16 აპრილი 2026, 18:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: თუ ჰგონიათ, ქართველ ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი „აიტიშნიკი“ ვერ მოძებნეს, ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და იმას გვედავებიან, უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია იყო და აღინიშნა, რომ ვებგვერდზე ინფორმაციის განახლება ტექნიკური ხარვეზის გამო არ ხდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების

ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 18:19

მსოფლიო

ჰეგსეტი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-მა მიიღო გარანტია, რომ ეს არ მოხდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას

ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ენეს ბუჰიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

გიორგი გაბუნია

16 აპრილი 2026, 17:56

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი, ის არის ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბის „ენჯეოშნიკი“, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი საქმიანობით იყო და არის დაკავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 17:55

რეგიონი

ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იწყება

პროექტების ფარგლებში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.

მარკო რუბიო ჟოზეფ აუნთი

16 აპრილი 2026, 17:55

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტმა მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა

ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას The Guardian-ი ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 17:54

რეგიონი

ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 17:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის

არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თუ თანამშრომლობას სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს ,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 17:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია

გაურკვევლობის ეპოქაში ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ -გაძლიერდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გაბუნია

16 აპრილი 2026, 17:49

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მიმაჩნია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული

„ჩვენ პრაგმატული და ფრთხილი მოლოდინით ველით დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არსებითად გადაიტვირთება და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ისეთი, როგორც ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებს ეკადრება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ კომუნიკაცია თბილისსა და ვაშინგტონს შორის სხვადასხვა დონეზე ახლაც მიმდინარეობს.

 გიორგი გაბუნია

16 აპრილი 2026, 17:46

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო შანსი დიდი ხანია დაკარგა, როდესაც მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და პრაქტიკულად არ აწარმოეს არჩევნები

რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო შანსი დიდი ხანია დაკარგა, როდესაც მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და პრაქტიკულად არ აწარმოოს არჩევნები,- განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა"

ფათიჰ ბიროლი

16 აპრილი 2026, 17:40

მსოფლიო

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორი: ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორის, ფათიჰ ბიროლის განცხადებით, ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.