ივანე მაჭავარიანი: სტიმულირების პაკეტის მიზანია ბიზნესმა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მხარში უდგას
ფოტო:არქივი
„ჩვენ თუ სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა ვაჩვენეთ პირველ რიგში, საკუთარ თავს და მერე მსოფლიოს, არის შანსი, ამ გლობალური გამოწვევიდან უფრო გაძლიერებული გამოვიდეთ,” - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
ივანე მაჭავარიანის თქმით, ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის მიზანია, ბიზნესმა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მხარში უდგას. „ტურიზმის სფეროში რაც კი ჩამონათვალია, ყველას გათვალისწინება მოხდა გეგმაში. ჩვენ ვაჩვენეთ როგორ ვაპირებთ მათ დახმარებას საშუალოვადიან პერიოდში. თუმცა, რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, მომდევნო დღეებს, პირველი რიგის ამოცანაა, ვირუსის გავრცელების შენელება.
ჩვენ ისედაც მოწინავე ვართ რეგიონში, როგორც ყველაზე მიახლოებული ქვეყანა ევროპულ ოჯახთან და სწორედ აქ არის შანსი, რომ ჩვენი სოლიდარობით, ჩვენი ცივილიზებულობით, მოვიპოვოთ ის რეპუტაცია, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში ძალიან გამოგვადგება და ჩვენს მდგრად განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. უფრო სანდო ქვეყანა ვიქნებით, დაწყებული იქიდან, რა რეაგირება გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე დღეებიდან, დამთავრებული - რამდენად ოპერატიული იყო ეს პასუხი. კიდევ უფრო მთავარი არის ის, თუ რამდენად პასუხიმგებელიანი გამოჩნდება თითოეული ჩვენი მოქალაქე და ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
ყველა სიახლე
28 თებერვალი 2026, 14:18
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: მცდელობა, შეიზღუდოს დისკუსიის პლატფორმები, ვერ გახდება პოლიტიკური პროცესის შეჩერების ინსტრუმენტი. დებატები გაგრძელდება, რადგან ღია პოლემიკა უკვე იქცა საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად
„იმედის” და “პოს ტვ”-ის დასჯა შესაძლებელია განვიხილოთ “იმედზე” დაწყებული დებატების კონტექსტშიც, ის ემთხვევა დებატების აქტიურ ფაზას, დებატების მიმდინარეობისას საზოგადოებამ უშუალოდ იხილა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები, რამაც მკაფიოდ წარმოაჩინა, ვინ რამდენად არგუმენტირებულად და დამაჯერებლად ასაბუთებდა საკუთარ ხედვებს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
28 თებერვალი 2026, 14:14
პოლიტიკა
აბაშიძე: მმართველი გუნდის წარმომადგენლების რადიკალებთან რამდენიმე ტელედისკუსიამ აჩვენა „ქართული ოცნების" მართებულობა რეფორმების განხორციელებაში და აგენტოკრატიის ვასალების უშინაარსო აგიტატორობა. ამას ვერ მოითმენდნენ „დიფ სთეითის" აქტორები
ბრიტანეთის გაუგონარი თავდასხმა თავისუფალ ქართულ ტელემედიაზე დებატების ჩაშლისკენ მიმართული ქმედებაცაა, რადგან პოლარიზაცია და დესტაბილიზაცია არაკეთილმოსურნეების ინტერესებშია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
28 თებერვალი 2026, 14:08
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ირანში სამხედრო ოპერაციაზე: წარმატება ირანელ ხალხს
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
28 თებერვალი 2026, 14:07
მსოფლიო
„ცაჰალმა“ ირანის წინააღმდეგ ოპერაციას „მგრგვინავი ლომი“ უწოდა
ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) ირანის წინააღმდეგ აშშ-თან ერთად დაწყებული სამხედრო ოპერაციის შესახებ იუწყება და აღნიშნავს, რომ მას სახელად „მგრგვინავი ლომი“ ეწოდა.
28 თებერვალი 2026, 13:56
პოლიტიკა
ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს: რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს
ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
28 თებერვალი 2026, 13:39
საზოგადოება
გივი მიქანაძე სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
28 თებერვალი 2026, 13:35
მსოფლიო
CNN: ბაჰრეინში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში აფეთქებების ხმა ისმის
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით აფეთქებების ხმა ისმის ბაჰრეინში, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბისა და კატარში.
28 თებერვალი 2026, 13:25
პოლიტიკა
პაპუაშვილი: 4 წლის წინ უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა - იმ დღეს დავინახეთ, რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის უცხოს მითითებით ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს
ზუსტად 4 წლის წინ, 2022 წლის 28 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
28 თებერვალი 2026, 13:18
მსოფლიო
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი და აშშ ირანს თავს დაესხნენ, რათა ეგზისტენციალური საფრთხე მოიშორონ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, რათა ეგზისტენციური საფრთხე მოიშორონ, რომელსაც ირანული რეჟიმი წარმოადგენს და ირანელებისთვის შექმნან ისეთი პირობები, რომ მათ საკუთარი ბედი შეცვალონ.
28 თებერვალი 2026, 13:12
მსოფლიო
სომხეთის სასამართლომ, „ტიკ-ტოკზე“ ნიკოლ ფაშინიანის შეურაცხყოფის გამო, ერთ პირს შინაპატიმრობა შეუფარდა - მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Armenia Today-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელ "ტიკ-ტოკის" მომხმარებელი აიკ ეგიანი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ამის შესახებ ადვოკატმა რომან ერიციანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ტიკტოკერს ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნის დატოვების აკრძალვაც შეუფარდეს
28 თებერვალი 2026, 13:04
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.
28 თებერვალი 2026, 12:56
მსოფლიო
CNN: ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 თებერვალი 2026, 12:50
რეგიონი
ამლევი-ორბეთის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამლევი-ორბეთის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
28 თებერვალი 2026, 12:48
საზოგადოება
მერია: თბილისში და ქალაქის შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება
ბოლო ორი დღის განმავლობაში, უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა. დედაქალაქსა და მის შემოგარენში ტექნიკური მარილით მუშავდება, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი გზები.
28 თებერვალი 2026, 12:38
მსოფლიო
მოსადი ირანელებს: ერთად დავუბრუნოთ ირანს დიდებული დღეები
ისრაელის დაზვერვის სამსახური, მოსადი სპარსულ ენაზე ტელეგრამ-არხის მეშვეობით ირანელებისადმი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
28 თებერვალი 2026, 12:35
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი თავს დაესხა პირველ ქართულ მედიას და „პრორუსულობაში" ცილი დასწამა - აქ იხილავთ „იმედის“ ეთერში უკრაინის მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებებისა და გასული ინფორმაციის მცირე კოლაჟს
დიდი ბრიტანეთი თავს დაესხა პირველ ქართულ მედიას და „პრორუსულობაში" ცილი დასწამა. რეალურად „იმედი“ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იყო სოლიდარული უკრაინელი ხალხის მიმართ და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას. „იმედმა“ მოამზადა ჩვენი არხის ეთერში უკრაინის მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებების მცირე კოლაჟი.
28 თებერვალი 2026, 12:32
რეგიონი
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მოძრაობა თავისუფალია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
28 თებერვალი 2026, 12:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებაზე: ლუსტრირება მოხდა იმის, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა
ლუსტრირება მოხდა იმის, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების საკითხზე კომენტარი გააკეთა.
28 თებერვალი 2026, 12:22
მსოფლიო
ტრამპი ირანელ ხალხს: თქვენი თავისუფლების ჟამი ახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ირანელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი თავისუფლების ჟამი ახლოვდება.
28 თებერვალი 2026, 12:15
საზოგადოება
გარემოს ეროვნულ სააგენტოში საერთაშორისო პროექტების ექსპერტი დელია არნოლდი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძესთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, ავსტრიის ეროვნული გეოლოგიური, გეოფიზიკური, კლიმატოლოგიური და მეტეოროლოგიური სამსახურის GeoSphere Austria წარმომადგენელს, საერთაშორისო პროექტების ექსპერტს დელია არნოლდ არიასს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.


