ივანე მაჭავარიანი: 18 000-მდე სუბიექტი საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს
ივანე მაჭავარიანი
ფოტო: IMEDI
18 000-მდე სუბიექტს, კაფეებს, სასტუმროებს, რესტორნებს და სხვა სუბიექტებს, ექნებათ შეღავათი ქონების და საშემოსავლო გადასახადზე. რომლის დეკლარირებაც მოხდება მიმდინარე ოთხ თვეში გადაუვადდებათ 1-ელ ნოემბრამდე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა, პოსტკრიზისულ პერიოდში, მალევე მოვახდინოთ ეკონომიკის შემობრუნება იმ ნიშნულზე, რომელზეც ამ დრომდე ვიყავით ჩვენი ამოცანაა, პოსტკრიზისულ პერიოდში, მალევე მოვახდინოთ ეკონომიკის შემობრუნება იმ ნიშნულზე, რომელზეც ამ დრომდე ვიყავით და ეს ნიშნული საკმაოდ სოლიდური იყო“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში დაწესებული საგადასახადო შეღავათები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ტურისტული სექტორისთვის. „საუბარია 18 000-მდე სუბიექტზე, აქედან ლომის წილი სასტუმროებს უკავიათ, მაგრამ ასევე, არის კაფეები, რესტორნები და სხვა ტიპის ორგანიზაციები. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ პროგრამის მნიშვნელობას, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას. ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 2 000 სასტუმროს, რომელმაც შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.
„ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს ბანკების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი გეგმები და ვთხოვეთ, წარმოედგინათ წინადადებები, რისი გაკეთება შეეძლოთ. მათი ინიციატივა, ასევე, ძალიან მისასალმებელია და გულისხმობს 3 თვით სესხის გადავადებას არა მარტო ამ ბიზნესისთვის, არამედ ფიზიკური პირებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანი განცხადებით, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ფიქსირდებოდა პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები. „ჩვენ, ბოლო ორი წელი ვიზრდებოდით არანაკლებ 5 პროცენტისა. მიმდინარე წლის იანვარშიც ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტი. წელი საკმაოდ ოპტიმისტურად დაიწყო, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. დღეს ვართ ამ სიტუაციაში და ყველა ჩვენი ინიციატივა მიმართული იქნება მოსალოდნელი შედეგების მინიმიზაციისკენ“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, აქტიურად გაგრძელდება დღგ-ის დაბრუნების პროცესი და წელს დასაბრუნებელი თანხები გაორმაგდება. „ეს დამატებითი სტიმული იქნება ბიზნესისთვის და ამ შემთხვევაში, ეს შეეხება მთლიანად ბიზნესსექტორს. სწორედ ასეთი მასიური დღგ-ის დაბრუნება, რომელიც იქნება მიზნობრივი, ფოკუსირებული და მოიცავს ყველა სექტორს, იქნება დამატებითი სტიმული ეკონომიკისთვის. ყველაფერი ეს ,იმუშავებს კრიზისის შემდგომ პერიოდში. დღეს, ყველა ეკონომისტი, ევროპული სახელმწიფოს მთავრობათა მრჩეველი ეკონომიკის დარგში ამბობს, რომ პირველი რიგის ამოცანაა, არ მივცეთ ამ ვირუსს გავრცელების საშუალება, ჯანდაცვის სისტემა იყოს მდგრადი, არ მივიღოთ სოციალური, ჰუმანიტარული კრიზისი, რომლის მოწმენიც ჩვენ, პრაქტიკულად, ვართ. შესაბამისად, სწორედ ეს არის რიგით პირველი ამოცანა. ყველაფერი დანარჩენი ემსახურება ამ პროცესის შემდგომ პერიოდს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 20:30
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
31 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რევოლუციების და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტი პროცესი, გარედან მიღებული დირექტივების და მითითებების ფონზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე დეტალურად აღწერს ბოლო რამდენიმე წლის ვითარებას.
31 აგვისტო 2026, 20:05
საზოგადოება
1 800-მდე აბიტურიენტს წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა - პრემიერის ინიციატივას ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
1 800-მდე აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა.
31 აგვისტო 2026, 19:57
მსოფლიო
The New York Times: რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესწრება G20-ის შეხვედრას აშშ-ში
რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ აშვილში მიმდინარე G20-ის მინისტერიალს ესწრება, - წერს გამოცემა The New York Times-ი.
31 აგვისტო 2026, 19:49
მსოფლიო
„ელჩის ფუნქციას საყოველთაოდ აღიარებული დიპლომატიური ნორმები და პრაქტიკა განსაზღვრავს, რაც ურთიერთპატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩს, ბილ უაითს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში, რადგან მსგავსმა პროვოკაციებმა შესაძლოა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დაძაბოს.
31 აგვისტო 2026, 19:33
სპორტი
ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
31 აგვისტო 2026, 19:31
ეკონომიკა
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა
სამინისტროს ინფორმციით, პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, კასპის, გორის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში და თბილისში მდებარე სკოლების აღდგენით სამუშაოებს.
31 აგვისტო 2026, 19:27
მსოფლიო
Euronews: სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?
მას შემდეგ, რაც ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებას რეფერენდუმზე „არა“ უთხრა, როგორია ევროკავშირის გაფართოების პროცესი? რიგში კანდიდატის სტატუსის მქონე 9 ქვეყანა დგას, თუმცა წევრობასთან ისე ახლოს ჯერჯერობით არცერთი არ არის, როგორც ისლანდია იქნებოდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?“
31 აგვისტო 2026, 19:14
მსოფლიო
POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა
რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა POLITICO.
31 აგვისტო 2026, 19:03
საზოგადოება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა.
31 აგვისტო 2026, 18:53
მსოფლიო
ნეთანიაჰუ დიდ ბრიტანეთს აკრიტიკებს: სოციალურ ქსელებში პოსტების გამო ადამიანებს დაკითხვაზე იბარებენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია Channel 14-ის ეთერში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის საფრთხეებზე საუბრისას ყურადღება დიდ ბრიტანეთში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
31 აგვისტო 2026, 18:50
რეგიონი
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
31 აგვისტო 2026, 18:34
მსოფლიო
ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია
ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 აგვისტო 2026, 17:45
პოლიტიკა
Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს
გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთღვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტიში.
31 აგვისტო 2026, 17:26
ეკონომიკა
The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.
31 აგვისტო 2026, 17:24
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.
31 აგვისტო 2026, 17:21
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.
31 აგვისტო 2026, 17:12
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
31 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტო 2026, 17:02
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


