imedi /  17 მარტი 2020, 11:17 / სანდო წყარო

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

წინა წელთან შედარებით საქართველო ევროპის რეგიონში 2 პოზიციით დაწინაურდა - ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.

საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა).

2020 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს 12 კომპონენტს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა 5 ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა).

2020 წელს საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ უპრეცენდენტო აღიარება მოიპოვა და ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა. მთავრობის სამართლიანობის კომპონენტში საქართველოს შეფასება 6.3. ქულით გაუმჯობესდა და 64.8 ქულა შეადგინა.

კომპონენტის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP), საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსს“ და „Trace Matrix” რეიტინგს. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში კორუფციის არ არსებობის აღიარებას და მთავრობის ეფექტიანობას.

მონეტარული თავისუფლების ინდიკატორი აფასებს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს და ფასდება ბოლო 3 წლის პერიოდის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი. საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ისლანდია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, აშშ, ლუქსემბურგი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, კორეა, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, იაპონია, ყატარი, ლატვია, სომხეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა და სხვა.

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კვლავ აგრძელებს თავის შთამბეჭდავ 7-წლიან ზრდას თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მრავალწლიანი რეფორმების შედეგია კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება.

ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა მდგრადი ტემპით. რეიტინგში პოზიტიურად ფასდება ის ქმედებები, რაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დასაცავად იქნა გადადგმული. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).

ყველა სიახლე

01 ივნისი 2026, 13:25

საზოგადოება

სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს, - ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

01 ივნისი 2026, 13:24

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

01 ივნისი 2026, 13:07

პოლიტიკა

სააკაშვილი მელიაზე: ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე. მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც

არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, - წერა მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

01 ივნისი 2026, 13:05

ჯანდაცვა

ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლადო სადღობელაშვილი

01 ივნისი 2026, 12:50

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებას, ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს

„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონის კუთხით რეაგირება ექნება?! - დასავლეთში ასეთი პრაქტიკა საკმაოდ აქტუალურია…“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

01 ივნისი 2026, 12:47

მსოფლიო

„როსსელხოზნადზორმა“ სომხური თევზის სერტიფიცირების შეჩერება მოითხოვა

„როსსელხოზნადზორში“ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, რომელიც 21-დან 27 მაისამდე სომხეთის თევზგადასამუშავებელ საწარმოებსა და კალმახის საშენ მეურნეობებში ჩატარდა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საწარმოების ნახევარმა შემოწმების გავლებაზე უარი თქვა.

01 ივნისი 2026, 12:24

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერარისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

01 ივნისი 2026, 12:17

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს

ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 ივნისი 2026, 12:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები

საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.

რადმილა შეკერინსკა

01 ივნისი 2026, 12:06

მსოფლიო

ნატოს გენმდივნის მოადგილე: დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე ლაბორატორიაა

„დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს უჭირს უკრაინაში და სწორედ ამიტომ ხდებიან უფრო უგუნურები. სწორედ ამიტომაც, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ, დღეს და ხვალ, ვილნიუსში ნატო-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე. დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე, ბუნებრივი ლაბორატორიაა“, - განაცხადა მან.

01 ივნისი 2026, 12:02

ჯანდაცვა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 ივნისი 2026, 11:48

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გენმდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია

სესიაზე განხილვის საკითხებია რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები. ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება. ასევე, სამხედრო ტექნოლოგიების და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება. და ზოგადად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ., რომელიც დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.

01 ივნისი 2026, 11:39

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაწვევის ასაკის უკრაინელი კაცები დროებითი დაცვის გაფართოებული სქემიდან გამორიცხოს

Euractiv-ის ცნობით, აღნიშნული წინადადება ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის მომავალი გაგრძელების განხილვისას გაჟღერდა, რომელიც უკრაინელებს საშუალებას აძლევს, ევროპაში თავშესაფრის მიღების ეროვნული სისტემებისთვის მიმართვის გარეშე იცხოვრონ და იმუშაონ.

პეტერ მადიარი და  ტამაშ შუიოკი

01 ივნისი 2026, 11:26

მსოფლიო

მადიარის მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, უნგრეთის პრეზიდენტი არ გადადგა

პრეზიდენტის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნა პრეზიდენტის ინსტიტუტის გადააზრებისა, მაგრამ მან თავისი მოვალეობები მოქმედი კონსტიტუციით უნდა შეასრულოს. მან დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეიცავდა ცალმხრივ მოთხოვნებსა და მითითებებს მისი გადადგომის შესახებ, რაც ნეგატიურად მოქმედებს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირებაზე.

პეტერ ფიშერი

01 ივნისი 2026, 11:18

პოლიტიკა

მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე - ელჩი არ ვმართავთ ვებსაიტს - აცხადებს პეტერ ფიშერი, თუმცა, გერმანულმა მხარემ რუსეთის შესახებ ინფორმაციის განახლება მოახერხა

მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს, - ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, „რადიო თავისუფლების" კითხვას იმის შესახებ, თუ "რატომ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტად იქ ჯერაც სალომე ზურაბიშვილი წერია, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.

კანიე უესტი

01 ივნისი 2026, 11:16

კულტურა

კანიე უესტმა სტადიონებზე გამართული კონცერტების დასწრების რეკორდი მოხსნა

სააგენტოს მონაცემებით, წინა რეკორდი ჯგუფ Coldplay-ს ეკუთვნოდა. 2025 წლის იანვარში კოლექტივი 111 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში, ნარენდრა მოდის სახელობის სტადიონზე.

დავით მათიკაშვილი

01 ივნისი 2026, 11:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

01 ივნისი 2026, 11:11

პოლიტიკა

„ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე თვეა აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება, საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალური მონაცემები კი ვებ-გვერდზე ისევ არ არის განახლებული

საქართველოს ხელისუფლების შესახებ კი ოფიციალური მონაცემები ისევ არ არის განახლებული ვებგვერდზე.

01 ივნისი 2026, 11:11

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ემანუელ მაკრონი

01 ივნისი 2026, 11:07

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული

„ყველა მათგანს ერთი და იგივე გზავნილი გადავეცი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.