ჰერითიჯის ფონდი: რეგულაციების ეფექტიანობით, საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა
ფოტო: shutterstock.com
2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. ქვეყანა მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში.
2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს, საქართველომ 0.1 ქულით გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად. ეს კომპონენტებია, სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროპის რეგიონის, ისე სრულიად მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემს. ამ მხრივ, საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ფინეთი, ლუქსემბურგი, შვედეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ნორვეგია, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ბელგია, ესპანეთი, უნგრეთი, პორტუგალია, სლოვენია, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ა.შ., ხოლო მსოფლიო მასშტაბით, საქართველომ შეძლო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით უკან ჩამოეტოვებინა აშშ-იც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეძლო მიმდინარე წელს დაფიქსირებული მინიმალური უკუსვლის გადალახვა და წინსვლის უზრუნველყოფაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მრავალწლიანი რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა კორუფციის დონის შემცირება, რეგულაციების შესუსტება და გადასახადების გამარტივება, ხოლო ამ ყოველივემ უზრუნველყო ქვეყნის წინსვლა ეკონომიკური თავისუფლების ყველა ასპექტში. ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგულაციების ეფექტიანობის კუთხით საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა, ხოლო ბაზრის ღიაობის კუთხით საქართველოს აქვს 13 მოქმედი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში იზრდება საბანკო/ფინანსური სექტორი და უმჯობესდება დაფინანსებაზე წვდომა. სამთავრობო ხარჯების კომპონენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება. კერძოდ, სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, რაც ხაზს უსვამს მთავრობის ზომის შემცირებას.
საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც საგადასახადო ტვირთის წილი დაბალია როგორც მთლიან შიდა პროდუქტში, ასევე მოგებისა და საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით.
სასამართლოს ეფექტიანობის შეფასება ეფუძნება სასამართლოს მიუკერძოებლობას, სასამართლოს პროცესის ხარისხს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას. ფისკალური თავისუფლების ინდიკატორში ქვეყნის ვალის და დეფიციტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირდა. შრომის თავისუფლების ინდიკატორი აფასებს დასაქმებულთა უფლებებს, დაქირავების და გათავისუფლების, სამუშაო დროის, შრომის ანაზღაურების, დასაქმების დონეს. რაც შეეხება ბიზნესის თავისუფლების კომპონენტს, აღსანიშნავია, შეფასება ეფუძნება მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს. თავის მხრივ, აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს შეფასება და პოზიციები ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უმჯობესდება. „ჰერითიჯის“ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ კი ქვეყნის ქულის შემცირება განაპირობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში მსოფლიო საშუალო ქულის გაუმჯობესებამ, რომელსაც ეფარდება ქვეყნის ქულა.
„ჰერითიჯის“ ფონდმა ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსი 2021 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიში 27 წელია გამოიცემა და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და საყურადღებო რეიტინგად ითვლება. ინდექსი წარმოადგენს შეფასების 4 ძირითად ჯგუფში შემავალ 12 სხვადასხვა რაოდენობრივ და ხარისხობრივ პარამეტრზე დაყრდნობით გამოყვანილი მსოფლიოს 184 ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ამსახველ რეიტინგს.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 00:43
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანთან „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
28 ივლისი 2026, 00:26
მსოფლიო
ტრამპი თურქეთისთვის F-35-ების გაყიდვაზე ნეთანიაჰუს წინააღმდეგობაზე: ვერავინ მეტყვის, რა უნდა გავყიდოთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო შეკითხვა თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პროტესტის შესახებ და განაცხადა, რომ გაყიდვების საკითხს მის გარდა ვერავინ გადაწყვეტს.
27 ივლისი 2026, 23:09
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ვიღებთ მილიარდობით და მილიარდობით დოლარს ვენესუელასგან - იგივე მოხდება ირანის შემთხვევაშიც
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასგან მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს და ანალოგიური სცენარი ირანთან მიმართებითაც განვითარდება.
27 ივლისი 2026, 22:30
საზოგადოება
გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო
სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
27 ივლისი 2026, 22:24
პოლიტიკა
გიორგი ქართველიშვილი: გვინდა გავერთიანდეთ და ბევრი კარგი, ქართული საქმე ერთად ვაკეთოთ
„ე.წ. იუმორისტები, რომლებიც თავის თავს იუმორისტების უწოდებენ, ჩვენს იდენტობაზე, ქართველობაზე, ჩვენს წინაპრებზე, ჩვენი კულტურის წარმომადგენლებზე ქილიკითა და დაცინვით საუბრობენ. ვფიქრობ, არცერთმა ქართველმა ეს ყველაფერი ისე არ უნდა დავტოვოთ, ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:11
პოლიტიკა
ლევან ყურაშვილი: არ მივცემთ უფლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეულ ძალებს, დააფინანსონ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების შელახვა
„საგარეო ძალები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი ქართული შელახონ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ყურაშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:06
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი: ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა - ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი
„ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომ არ აქვს შესწავლილი პროცესი. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს - ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა, ხაზარაძეს გაეშვას, თორემ, ეთერში დავბლოკავ, მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, ზუსტად ისე, როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს," - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:02
მსოფლიო
ტრამპი: გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს - პუტინს პირადად ვკითხავ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანს სამიზნეების ამოღებაში დაეხმაროს.
27 ივლისი 2026, 21:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს
ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
27 ივლისი 2026, 21:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია
იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას - გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
27 ივლისი 2026, 21:36
საზოგადოება
ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი პირველი სექტემბრიდან დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოფიციალური მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, მონაწილეთა ნახევარი საჯარო უწყებებში ოფიციალურად დასაქმდა.
27 ივლისი 2026, 21:34
პოლიტიკა
„ორმაგი სტანდარტი“ ენერგოსექტორში - მმართველი გუნდი ოპოზიციას სააკაშვილის მმართველობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელი კომპანია „ინტერრაო“ სანქცირებულთა სიაშია, თუმცა თავად „თელასი“ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია და მისი უწყვეტი მუშაობა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
27 ივლისი 2026, 21:26
პოლიტიკა
ჭოუ ციენი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე, მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას
„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, - განაცხადა ელჩმა.
27 ივლისი 2026, 21:19
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოსთან აქციის წევრი დააკავეს, რომელსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერი ხელში ეჭირა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
27 ივლისი 2026, 20:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
27 ივლისი 2026, 20:49
ეკონომიკა
სალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
როგორც სალომე ლომიძემ აღნიშნა, საჯარო სამსახურში საქმიანობით, კერძოდ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლით პირველად საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას დაინტერესდა. სალომე ლომიძემ წარმატებით გაიარა პროგრამა და დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია.
27 ივლისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი
ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ლოგიკამ გააჩინა აღნიშნული მოძრაობის ჩამოყალიბების საჭიროება.
27 ივლისი 2026, 20:40
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის მუქარა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია - თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ირანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი თანამონაწილეა, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს მსხვერპლის როლის მორგებას.
27 ივლისი 2026, 20:40
პოლიტიკა
იდენტური ტექსტები სოციალურ ქსელში და ცრუ ბრალდებები - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. მეტიც, უწყება ოფიციალურად აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები ყალბია და დასახელებულ პირს ქვეყნის საზღვარი არასდროს გადმოუკვეთავს.
27 ივლისი 2026, 20:31
პოლიტიკა
„თავისუფლებაზე ფიქრი“ პატიმრობიდან - მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სხვა პატიმრებს საპროცესო შეთანხმებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე პატიმრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. პატიმრობაში მყოფის განცხადებით, საკუთარ თავისუფლებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს.


