imedi /  25 მარტი 2020, 16:27 / სანდო წყარო

ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა. 19 მარტს ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი გაყიდა. 13 მარტს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები დაიწყო და $20 მილიონი გაყიდა.

2019 წლის 30 ივლისს პირველად ლარის ისტორიაში, კომერციულ ბანკებში დადგენილი გაცვლითი კურსით 1 დოლარი 3 ლარი გახდა.

Bloomberg-ზე ლარის ანტირეკორდი 26 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც კურსი 2.98-იან ნიშნულს ასცდა.

ყველა სიახლე

ზაურ დარგალი

30 მარტი 2020, 13:37

COVID19

ზაურ დარგალი მარნეულის მერიასთან შეკრებილებს: გთხოვთ ისე, როგორც სამი კვირის წინ იტალიის მერები ითხოვდნენ

გთხოვთ ისე, როგორც სამი კვირის წინ ითხოვდნენ იტალიის მერები, დარჩით სახლებში, არ დატრიალდეს ის, რაც მოხდა იტალიაში, - ასე მიმართა მოსახლეობას მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა. „ვეხმარებით გარკვეულ ოჯახებს, მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება. ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის, სიები შედგენილია, მოვალთ ყველა ყველა ოჯახში, თქვენ კი სახლში დარჩით“, - განაცხადა მერმა. მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა, ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მერი, რომელმაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

30 მარტი 2020, 13:34

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1836-მდე გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1836-მდე გაიზარდა. როგორც ოპერატიულ შტაბში აღნიშნეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 302 შემთხვევა დაფიქსირდა. „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ მომენტისთვის კორონავირუსით ინფიცირების 1836 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის 71 რეგიონში. ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში კი - 66. ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ეპიდემიის პერიოდში კი სულ 9 ადამიანი“, - განაცხადეს კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

30 მარტი 2020, 13:32

სამართალი

ZDNet: ჰაკერებმა 5 მილიონამდე ქართველი ამომრჩევლის მონაცემები ინტერნეტში გამოაქვეყნეს

ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემები გამოქვეყნდა. ამის შესახებ ZDNet-ი წერს. საუბარია ისეთ მონაცემებზე, როგორებიცაა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი მისამართი, საიდენტიფიკაციო და ტელეფონის ნომრები. ეს ფაქტი მონაცემთა ბაზის მონიტორინგისა და პრევენციის სამსახურმა Under the Breach-მა აღმოაჩინა და ZDNet-ს შეატყობინა.

ჩინეთი ავარია

30 მარტი 2020, 13:29

ტაბლოიდი

ჩინეთში მამამ შვილი ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილის ქვეშ მოყოლას გადაარჩინა. ვიდეო

ჩინეთის ქალაქ ცზინჰუაში მამამ შვილი ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილის ქვეშ მოყოლას გადაარჩინა. გარე სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები YouTube-ზე გამოქვეყნდა.

30 მარტი 2020, 13:21

რეგიონი

შუახევის სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სურსათი მიუტანეს

შუახევის სოფლებში, მაღალ რისკ ჯგუფში შემავალ პირებს სასურსათო კალათა მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ მიუტანეს. სურსათის დარიგების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 775 მოქალაქეს გადაეცემა. დარიგების პროცესს ორგანიზებას უწევენ მოხალისეთა ჯგუფები, რათა უსაფრთხოების წესები დაცული იყოს.

30 მარტი 2020, 13:19

COVID19

,,გორმედის“ კლინიკაში მყოფ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

,,გორმედის“ ქსელის გორის კლინიკიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ შემოყვანილ ერთ საეჭვო შემთხვევაზე, ნიმუში, ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, პასუხი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა.

30 მარტი 2020, 13:18

COVID19

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ საავადმყოფოებში უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ქლოროქსინისა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისას, საავადმყოფოებში უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ქლოროქსინისა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაუშვა. აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო აღნიშნული პრეპარატების გამოყენებას საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მკურნალობისთვის.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

30 მარტი 2020, 13:14

COVID19

აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურში გადაყვანილ პაციენტს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს

„განყოფილებაში აჟამად მოთავსებულია სამი პაციენტი, მათგან ერთი კორონავირუსის დადასტურებეული შემთხვევაა, რომლის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი კი დაკვირვების ქვეშაა და მის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ასევე ერთი ახალი შემთხვევაა, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია. შემოყვანილია აფხაზეთიდან. აქვს ცხელება, ხველა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევის მიზნით ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაშია გაგზავნილი“, - განაცხადა დარახველიძემ.

დარღვევა ჯარიმა

30 მარტი 2020, 13:10

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

30 მარტი 2020, 13:01

სამართალი

სოფელ გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

30 მარტი 2020, 12:54

COVID19

კორონავირუსის გამო 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი სასწავლო დაწესებულებებში არ დადის

კორონავირუსის გამო მსოფლიოში მილიარდნახევარზე მეტი ადამიანი სასწავლო დაწესებულებებში არ დადის. ამის შესახებ იუნესკო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესი COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 160-ზე მეტმა ქვეყანამ სრულად, 24-მა ქვეყანამ კი ნაწილობრივ შეაჩერა. ჯამში გადაწყვეტილება მოსწავლეთა და სტუდენტთა 87%-ს შეეხო.

ნავთობის ფასი

30 მარტი 2020, 12:52

ეკონომიკა

ნავთობის ფასი ისევ დაეცა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ამის შესახებ BBC წერს. Brent-ის მარკის საწვავის ღირებულებამ ბოლო 24 დღის განმავლობაში 7,9 დოლარით დაიკლო და ბარელის ფასი ლონდონის ბირჟაზე 23,03 დოლარით განისაზღვრა. 20 დოლარამდე დაეცა WTI-ის მარკის საწვავის ღირებულებაც.

შოთა რეხვიაშვილი

30 მარტი 2020, 12:51

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: საველე ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა მოქალაქის პასუხი უარყოფითია

ჰოსპიტალში ვინც იმყოფებოდა და დასკვნებს ველოდით, ყველასთან პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს, გუშინდელი მომართვიანობიდან გამომდინარე, საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი, 7 პაციენტთან რამდენიმე ხანში თბილისიდან პასუხს ველოდებით“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

30 მარტი 2020, 12:47

COVID19

აჭარაში საკარანტინო სივრცე 300-მდე ადამიანმა დატოვა

აჭარაში საკარანტინო სივრცე 300-მდე პირმა დატოვა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდი გავიდა, შესაბამისად, ჯანმრთელი ადამიანები სახლებს დაუბრუნდნენ. ამ დროისთვის კარანტინში რჩება 2000-მდე მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 200-მდე პირია. აჭარაში სულ 12 საკარანტინო სივრცეა შექმნილი.

30 მარტი 2020, 12:42

COVID19

ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი: ონკოპაციენტები განსაკუთრებული რისკის წინაშე არ არიან, თუ ყველა წესს იცავენ

ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტი არანაირი განსაკუთრებული რისკის წინაშე არ არის, თუ ის კონტროლის ქვეშაა და იცავს ყველა წესს, რაც ზოგადადაა გაცემული, - ამის შესახებ ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, რემა ღვამიჩავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, საქართველოში, ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე არც ერთი ადამიანისთვის კორონავირუსის დიაგნოზი არ დაუსვამთ.

კორონავირუსი ჩინეთი

30 მარტი 2020, 12:41

COVID19

ჩინეთში კორონავირუსისგან 75 770 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც დაავადებულთა 93 პროცენტია

ჩინეთში ჰუბეის პროვინციაში და ქალაქ უჰანში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

30 მარტი 2020, 12:41

COVID19

კახეთში არსებული ღვინის ქარხნები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებებისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კახეთში არსებული ღვინის ქარხნები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი „თელავის ღვინის მარანს" ესტუმრნენ.

30 მარტი 2020, 12:40

COVID19

როგორ ვრცელდება კორონავირუსი. ვიდეო

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ვიდეოს, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ჩანს, თუ როგორ ვრცელდება კორონავირუსი და სხვადასხვა ზედაპირიდან ადამიანს გადაედება.

30 მარტი 2020, 12:38

ეკონომიკა

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამუშაოები სპეციალური წესების დაცვით მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალების ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

გეგმური დასუფთავება მშვიდობის ხიდზე

30 მარტი 2020, 12:36

COVID19

მშვიდობის ხიდი სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდზე, გეგმური დასუფთავების სამუშაოებს ატარებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხიდი ასევე, სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდება. ამასთან, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. დეზინფექცია ტარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია.