imedi /  26 აპრილი 2020, 17:24 / სანდო წყარო

ფინანსთა მინისტრმა განმარტა ვის ეხება საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათი

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანმა განმარტა ვისზე ვრცელდება ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა გადაცემაში „Forbes კვირა“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი როგორც კომპანიებს, ასევე დასაქმებულებს შეუწყობს ხელს.

საშევაღავათო პერიოდი ეხება ყველას, ვისი ხელფასიც არის 1500 ლარამდე. 200 ლარს ადამიანები მიღებენ ხელზე და არ დაიბეგრება. ეს ის კატეგორიაა, რომელიც დარჩა დროებით უმუშევარი. ხოლო მეორე ნაწილში, საშემოსავლო შეღავათის ნაწილში კომპანიები 750 ლარის საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდიან, ამით შევამცირებთ გადასახადს. 1500 ლარი ვისაც აქვს ყველას ეხება პირველ 750 ლარზე. ამის საშემოსავლოს არ გადაიხდის, დანარჩენი ნაწილის 1500 ლარამდე რაც არის იმას გადაიხდის. ეს არის შემსუბუქება. ეს გამოდის საშუალოდ 150 ლარი. ანუ, ჩვენ შეგვიძლია შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ: ყველა ის კომპანია და ფირმა, რომელიც გააგრძელებს დასაქმებულისთვის ხელფასის გადახდას საშუალოდ 1500 ლარამდე, საშუალოდ 150 ლარიან შეღავათს ნახავს. ახლა ხშირად ისმის კითხვა, არის ეს შეღავათი კომპანიისთვის, თუ ეს არის შეღავათი დასაქმებულისთვის? ეს შეღავათი ორივესთვისაა სინამდვილეში. კომპანია ამ შემთხვევაში იღებს შეღავათს, მაგრამ ამ შეღავათის გამო მას ჩვენ ვასტიმულირებთ რომ დაიტოვოს თანამშრომელი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ისაუბრა.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2021, 11:43

რეგიონი

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას დეტალურად გამოიკვლევენ და არეალს ნარჩენებისგან დაასუფთავებენ

ზღვისპირა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ. სწორედ ამას ეხება მემორანდუმი რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა.

21 აპრილი 2021, 11:41

რეგიონი

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდნენ

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდნენ. ბოლო დღეებში მათ რამდენიმე ხის საყრდენი ბოძი დაამონტაჟეს. ბოძები 400 მეტრის სიგრძეზეა განთავსებული უკვე არსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერებიდან რამდენიმე მეტრში. ამ მონაკვეთზე 2012 წლიდან მოყოლებული სულ 3 ბანერია დამონტაჟებული.

თორნიკე რიჟვაძე

21 აპრილი 2021, 11:36

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება

„დღეს გვექნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში. თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება. დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები“, - განაცხადა რიჟვაძემ

სუპერლიგა

21 აპრილი 2021, 11:29

სპორტი

ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად შეჩერებულია

ინგლისური კლუბების მიერ სუპერლიგის დატოვების შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა პროექტი ოფიციალურად შეაჩერეს.

21 აპრილი 2021, 11:25

COVID19

ჯანმო: გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

21 აპრილი 2021, 11:24

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,033 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,033 ადამიანს დაუდასტურდა, 25 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 210,518 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,944 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 190,271.

21 აპრილი 2021, 11:21

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 12,162 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,162 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 429 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,974,118 შემთხვევა დადასტურდა, 40,796 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,514,472 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ლევან მახალდიანი

21 აპრილი 2021, 11:20

COVID19

ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი განმარტავს, რომელი პაციენტები იმყოფებიან თრომბოზის მაღალი რისკის ქვეშ

„დიდი ხანია ცნობილი, ვინ არის თრომბოზის მაღალი რისკის ქვეშ. ბევრ კლინიკას აქვს სპეციალური კითხვარი. ყველა პაციენტი, რომელიც სტაციონარში ხვდება, აუცილებლად უნდა შეფასდეს. ეს კოვიდპანდემიამდეც ასე იყო. კითხვარის შევსების შედეგად შეგვეძლო, პაციენტი მიგვეკუთვნებინა თრომბოზის მაღალ რისკს. ასეთ შემთხვევაში პაციენტს სისხლის გამათხელებლებს უკეთებენ, მიუხედავად იმისა ანალიზებში, კოაგულოგრამაში, პროთრომბინის ინდექსი ან დედიმერი ექნება მაღალი თუ არა. ეს მაჩვენებლები საერთოდ არ არის საჭირო, რომ პაციენტი ასეთ რისკს მიაკუთვნო.

ზაალ ანჯაფარიძე

21 აპრილი 2021, 11:14

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური თამაშობებით, მამაძაღლობით და სხვისი დაკვეთის შესრულებით ვერ გახდება ნიკანორ მელია გმირი

„მოკლედ, ვერ იძერწება მელიასგან გმირი. მასალა გამოდგა უვარგისი“, - წერს ანჯაფარიძე.

21 აპრილი 2021, 11:09

სამართალი

პოლიციამ 10 ნარკორეალიზატორი დააკავა და 7 კილოგრამამდე „ჰეროინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 10 პირი დააკავეს.

21 აპრილი 2021, 11:07

თავდაცვა

22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიულოცეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2021, 11:07

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაგვჭირდეს, ვიდრე პარტნიორების დიპლომატიური შეშფოთება

უკრაინას დასავლეთის ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაგვჭირდეს, ვიდრე პარტნიორების დიპლომატიური შეშფოთება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

21 აპრილი 2021, 11:03

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 344 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 344 ფაქტი გამოვლინდა. როგორც შსს იუწყება, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 პირი დააჯარიმა. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

21 აპრილი 2021, 11:01

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 798 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 აპრილი 2021, 10:56

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 591 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში - 297, აჭარაში - 69, იმერეთში -82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 9, იმერეთში - 9. 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 - თბილისში, 255 - აჭარაში. 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5.

21 აპრილი 2021, 10:55

საზოგადოება

გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

„ფრინველებს ვიკვლევთ ვაშლოვანში, ჭაჭუნაში. ეს ეროვნული პარკები განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა და მე მოვამზადებ სტატიებს ჩვენი გამოცემისთვის. ძალიან მომწონს საქართველოს ამ ნაწილის ბიომრავალფეროვნება, მთები, მდელოები, კანიონები. ჩვენ უამრავი სახეობის ფრინველი ვიხილეთ. გერმანიასა და საქართველოში ძალიან ბევრი მსგავსი ფრინველია, მაგრამ გერმანიაში ინდუსტრიალიზაციის შედეგად ტოროლები თითქმის გაქრნენ, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ფრინველთა ეს სახეობა შენარჩუნებულია“, ამბობს გასერი.

21 აპრილი 2021, 10:54

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, მერიის სამუშაოების პარალელურად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური ქსელების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 22 აპრილს 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. GWP-ის ინფორმაციით, დედაქალაქის სტაბილური და უსაფრთხო წყალმომარაგებისთვის ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთზე - მოციქულთასწორი ნინოს, წულუკიძის და დავითაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სპეციალურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ. ქსელზე ასევე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულები.

21 აპრილი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,33 %-ია

20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3.38%, ხოლო 7 დღის განმავლობაშ კი 4.16%.

21 აპრილი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1310 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი.

21 აპრილი 2021, 10:48

მსოფლიო

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა სატელეფონო თაღლითებს 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა სატელეფონო თაღლითებს, რომლებიც თავს ჩინელ საჯარო მოსამსახურეებად ასაღებდნენ. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს.