imedi /  27 აპრილი 2020, 08:58 / სანდო წყარო

პენსიონრებს მაისის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხებათ

„ლიბერთი ბანკი“ საკუთარი რესურსით განაგრძობს 100 მილიონ ლარიან პროგრამას პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით.

ბანკმა, ისევე როგორც აპრილში, მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით, განახორციელებს 100 -ს მილიონ ლარიან პროგრამას მაისის თვის პენსიების წინასწარ ჩასარიცხად. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს, რომლებიც არიან 70 წლის და ზევით.

მაისის თვის პენსია წინასწარ მათ სოციალურ ბარათებზე დღეს ჩაირიცხება. რაც შეეხება 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიის მიმღებ მოქალაქეებს, მათი პენსიები ასევე წინასწარ ჩაირიცხება, ზუსტი თარიღი კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ვინაიდან პენსიის აღებისას, ბანკთან თავშეყრა ვირუსის შესაძლო გავრცელების მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს, თანხების ნაღდი ფულით მიღების შესაძლებლობა ყველა ასაკობრივ პენსიონერს, გრაფიკის მიხედვით, ეტაპობრივად მიეცემა. ამისთვის სპეციალური პლატფორმა myliberty.ge შეიქმნა, სადაც მარტივადაა შესაძლებელი ნახვა, თუ ზუსტად რა თარიღიდან შეძლებს პენსიონერი, პენსიის ნაღდი ფულით მიღებას ლიბერთის ბანკომატიდან ან სერვისცენტრიდან.

ყველა სიახლე

რუმენ რადევი

30 სექტემბერი 2026, 18:45

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი ევროპას მოუწოდებს, ბირთვული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან დიალოგი დაიწყოს

ევროკავშირი რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაზე უნდა გადავიდეს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს და კატასტროფული ბირთვული თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კაკურიძე

30 სექტემბერი 2026, 18:35

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე 2027 წლის ბიუჯეტის პროექტზე: 800 მლნ ლარზე მეტით გაზრდილია ჯანდაცვის მიმართულება, 400 მლნ ლარზე მეტით განათლების მიმართულება

ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულ პარამეტრებზე დაყრდნობით - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი პროექტის დაწყება, მათ შორის არის თბილისის შემოვლითი გზის მონაკვეთები, თბილისი-რუსთავისა და ბათუმი-სარფის მიმართულებები.

ივანე აბაშიძე

30 სექტემბერი 2026, 18:30

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო, ისევე როგორც სანავსადგურე ინფრასტრუქტურა შეუცვლელია ზოგადად შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც არსებობს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით

„მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო, ისევე როგორც სანავსადგურე ინფრასტრუქტურა შეუცვლელია ზოგადად შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც არსებობს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.

ემანუელ მაკრონი

30 სექტემბერი 2026, 18:25

მსოფლიო

მაკრონი საფრანგეთის სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე: დიახ - შეკითხვებსა და დებატებს, არა - ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ვიხილეთ არაერთი პასუხისმგებელი პირი, რომლებიც სკოლებთან მოსწავლეების წასაქეზებლად მივიდნენ, ეს ძალიან საგანგაშოა

ესპანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებსა და სკოლების ბლოკირების ფაქტებს გამოეხმაურა.

ზურაბ სიჭინავა

30 სექტემბერი 2026, 18:18

ეკონომიკა

ზურაბ სიჭინავა: მსოფლიო ბანკის შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა როგორც არსებული პორტების გაფართოება, ისე ახალი სიმძლავრეების შექმნა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა

მსოფლიო ბანკის შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა როგორც არსებული პორტების გაფართოება, ისე ახალი სიმძლავრეების შექმნა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ.

თამარ იოსელიანი

30 სექტემბერი 2026, 18:14

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება და რამხელა ეკონომიკური პოტენციალი აქვს ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებისთვის

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება და რამხელა ეკონომიკური პოტენციალი აქვს ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

დავით რუსია

30 სექტემბერი 2026, 18:12

ეკონომიკა

დავით რუსია: სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების თაობაზე, პრაქტიკულად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს - გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ სებ-ის დღევანდელი, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას.

30 სექტემბერი 2026, 18:09

კულტურა

ქ. ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა

გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის დედაქალაქ ვისბადენში, ქართული კინოს დღეები გაიმართა. მაყურებელმა ორი დღის განმავლობაში, 26 და 27 სექტემბერს, ქართული კინოს სამი გამორჩეული შედევრი — თენგიზ აბულაძის „მონანიება“, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ — იხილა.

ბერა ივანიშვილი

30 სექტემბერი 2026, 18:08

პოლიტიკა

ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი

„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

თამარ იოსელიანი

30 სექტემბერი 2026, 18:07

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ვაახლებთ ქუთაისის აეროპორტის გენგეგმას და ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალში მოვემსახუროთ დაახლოებით 5 მილიონ მგზავრს

აეროპორტები რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენია სატრანსპორტო სისტემის, შესაბამისად, 10-წლიან გეგმაში, ძალიან დიდი ადგილი უჭირავს აეროპორტების განვითარებას. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მთავრობა გეგმავს, რომ 2032 წლისთვის 7 მილიარდი დოლარი მოაბილიზოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა.

რატი იონათამიშვილი

30 სექტემბერი 2026, 18:04

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ვიცით, რომ სინამდვილეში ეს ოპოზიცია არ არის და ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ისინი არიან აგენტურული ჯგუფები

ვიცით, რომ სინამდვილეში ეს ოპოზიცია არ არის და ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ისინი არიან აგენტურული ჯგუფები. ვისაც არავინ ეკითხება სინამდვილეში რას გაათვითცნობიერებენ და რას არ გაათვითცნობიერებენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილი

30 სექტემბერი 2026, 17:55

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გაუფასურება ევროპული ღირებულებების წამოვიდა ევროპის შიგნიდან. გამოსავალი არის ერთადერთი, რომ ევრობიუროკტარები ჩამოშორდნენ ეს ევრობიუროკრატები უნდა ჩამოშორდნენ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სხვა შემთხვევაში სამწუხაროდ, რეპუტაციული ზიანი კიდევ უფრო გაღრმავდება

გაუფასურება ევროპული ღირებულებების წამოვიდა ევროპის შიგნიდან. გამოსავალი არის ერთადერთი, რომ ევრობიუროკტარები ჩამოშორდნენ ეს ევრობიუროკრატები უნდა ჩამოშორდნენ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სხვა შემთხვევაში სამწუხაროდ, რეპუტაციული ზიანი კიდევ უფრო გაღრმავდება, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“.

ემანუელ მაკრონი

30 სექტემბერი 2026, 17:51

მსოფლიო

მაკრონი: ევროპამ საკუთარი ინდუსტრია უნდა დაიცვას და ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულება შეამციროს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპას სავაჭრო დაცვის მექანიზმების გაძლიერებისა და ინვესტიციების ზრდისკენ მოუწოდა.

რატი იონათამიშვილი

30 სექტემბერი 2026, 17:47

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: აშშ-ის მხრიდან ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული სახელმწიფო ჯგუფის დატოვების შესახებ ინფორმაცია არის ლოგიკური გაგრძელება იმ დამოკიდებულების, რომელიც დღეს აშშ-ს აქვს

აშშ-ის მხრიდან ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული სახელმწიფო ჯგუფის დატოვების შესახებ ინფორმაცია არის ლოგიკური გაგრძელება იმ დამოკიდებულების, რომელიც დღეს აშშ-ს აქვს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

რიკარდ იოზვიაკი

30 სექტემბერი 2026, 17:43

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია ახალ წევრებს სანქციების დაბლოკვის უფლებას არ მისცემს

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის გაფართოების შემოთავაზებულ სტრატეგიაში მთავარი სიახლე შესაძლოა ახალი წევრი ქვეყნების უფლებამოსილებებს შეეხებოდეს - მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის საბჭოში ერთსულოვნებით მისაღები გადაწყვეტილებების, მათ შორის სანქციების, დაბლოკვას ვერ შეძლებენ.

რატი იონათამიშვილი

30 სექტემბერი 2026, 17:36

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროკავშირის შექმნის იდეა ეფუძნებოდა თითოეული წევრი სახელმწიფოს მნიშვნელობას ევროკავშირში, ფაქტობრივად ვეტოს გაუქმება ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნების ოკუპირებას ევრობიუროკრატების მხრიდან

რატი იონათამიშვილმა ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სკეპტიციზმი მატულობს და მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ბევრ პრობლემა შეუქმნის ევროკავშირის ქვეყნებს.

ვახტანგ ცინცაძე

30 სექტემბერი 2026, 17:33

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფი ტემპებით განვითარებას, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით

„საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფი ტემპებით განვითარებას, აგვისტოს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

30 სექტემბერი 2026, 17:32

სამართალი

საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს - გამოიკითხა ვახტანგ გომელაური

საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოში ვახტანგ გომელაური გამოიკითხა. გამოკითხვის შემდეგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, რომ ჩორჩანის საგუშაგოზე ინფორმაციას არ ფლობდა. ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო.

ლევან მაჭავარიანი

30 სექტემბერი 2026, 17:29

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: არის ხელოვნური პროცესები და გადალაგება ოპოზიციაში. „ლელო“ და გახარია უნდათ გამიჯნონ უცხოელმა პატრონებმა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი ხმაური და აჟიოტაჟი, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღქმა გაუჩნდეთ, რომ ეს ორი პარტია ცალკე მდგომი აყალიბებს დღის წესრიგს

არის ხელოვნური პროცესები და გადალაგება ოპოზიციაში. „ლელო“ და გახარია უნდათ გამიჯნონ უცხოელმა პატრონებმა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი ხმაური და აჟიოტაჟი, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღქმა გაუჩნდეთ, რომ ეს ორი პარტია ცალკე მდგომი აყალიბებს დღის წესრიგს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

გიორგი ჯინჭარაძე

30 სექტემბერი 2026, 17:23

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ სოფლის მეურნეობის სექტორში საქმიანობის განვითარებაში დაეხმარებათ.