imedi /  08 მაისი 2020, 00:12 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ტურისტულ ინდუსტრიას ახლა ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ჩვენ განსაკუთრებულად ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას. ეს საკმაოდ ძლიერი ინდუსტრია იყო ბოლო დრომდე და დარწმუნებული ვარ, კვლავაც იქნება. ამ გამოცდიდან და კრიზისიდან ის უფრო გაძლიერებული გამოვა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„ეს არის დიდი დამსაქმებელი ინდუსტრია, ოფიციალურად იგი 150 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს და ასევე აქ არის თვითდასაქმებულები, რომლებიც ნაკლებად არიან იდენტიფიცირებულები და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა ხელფასი არ დაკარგონ. ეს არის ინდუსტრია, რომელიც სხვა სფეროსთვის არის გამწევი ძალა და ლოკომოტივი, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ავიაცია, ეს ყველაფერი ტურისტული ინდუსტრიის განვითარებით საზრდოობდა. გარდა ამისა, ეს არის ინდუსტრია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა მანამ, სანამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა და ჩვენ ეკონომიკურ აქტივობებს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად შეგნებულად გავაჩერებდით. ახლა მათ, ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება.

აქედან გამომდინარე მათთვის განსაკუთრებული სპეციფიკური პაკეტი შევიმუშავეთ. 2020 წლის ქონების გადასახადი მათ მთლიანად მოეხსნებათ, საშემოსავლო გადასახადი ნაცვლად 4 თვის გადავადებისა, წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.გარდა ამისა, ჩვენ დავასუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80-%-ს, პრაქტიკულად თითქმის ყველა სასტუმროსთვის. ეს თანხები, რომელსაც აღარ წაიღებენ ბანკები, მისცემს ამ ინდუსტრიას საშუალებას არ შეამციროს დასაქმებულები, გადაიხადოს ხელფასები, გაისტუმროს დავალიანებები და მოემზადოს გახსნისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, შეღავათებით რესტორნები, კაფეები და გიდებიც ისარგებლებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მარტო სასტუმროებით არ შემოვიფარგლებით. ჩვენ ასევე შეღავათი გავუწიეთ რესტორნებს და კაფეებს, ისინიც ჩავრთეთ საკრედიტო საგარანტიო სქემაში, როდესაც ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვქონდა, მაშინ განაცხადეს რომ ყველაზე დიდი დახმარება სჭირდებათ, რომ ბანკებმა მათ სესხები გადაუვადოს და მისცეს საშუალება ახალი სესხი აიღონ. სახელმწიფო თანაუზრუნველყოფად დაუდგება 30%-ში არსებული სესხის გადავადებისას და 90-%-ში ახალი სესხის მოზიდვისას. ასევე დავეხმარეთ ტურისტულ კომპანიებს, რომელიც არის ჩვენი სახე საგარეო არენაზე, ასევე ცალკე პაკეტი გვაქვს მომზადებული გიდებისთვის“, - აღნიშნა თურნავამ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2020, 22:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ალბათ დეპრესიაშია და რეაბილიტაციას ცდილობს

„ახლა ალბათ დეპრესიულ სიტუაციაში არიან, რეაბილიტაციას ეცდებიან, თუმცა ხვალ ნახავენ, რომ შეიძლება ორი იმდენი მიიღონ, რაც გუშინ. აქ მთავარი ის კი არ არის, ვის რა უნარები აქვს, მთავარია, ვის რა პოზიცია აქვს, რა აქვს ნაკეთები და გაფუჭებული. სწორედ ეს განაპირობებს იმ უსუსურ მდგომარეობას, რომელშიც ისინი ჩავარდნენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

28 მაისი 2020, 22:12

COVID19

Lonely Planet: საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია

„საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია. პატარა კავკასიურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონამდეა, ოფიციალურად ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 731 შემთხვევა აქვს და მხოლოდ 12 ადამიანი გარდაიცვალა.“-წერს ჟურნალისტი.

28 მაისი 2020, 22:07

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება. ამის შესახებ იტალიის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა.

ბობ უეიტონი

28 მაისი 2020, 21:59

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა

უეიტონი ჰემირის საგრაფოს ქალაქ ალტონში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. უეიტონი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა. წარსულში ის ინჟინრად და მასწავლებლად მუშაობდა. მას 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი დარჩა.

28 მაისი 2020, 21:44

მსოფლიო

ევროკავშირმა სირიის რეჟიმისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ სირიის რეჟიმისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშკირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 21:39

COVID19

ამირან გამყრელიძე: ვიდრე ტურიზმი გაიხსნება, საერთაშორისო კარანტინი ისევ ძალაში რჩება

„ჯერჯერობით, ვიდრე ტურიზმი გაიხსნება, საერთაშორისო კარანტინი ისევ ძალაში დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ჩვენ კარანტინიდან დაახლოებით, 120-ზე ოდნავ მეტი პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთ და ამით პრევენცია გავაკეთეთ იმის, რომ კარანტინიდან ინფექცია არ გავიდა ფართოდ საზოგადოებაში. ამანაც ხელი შეუწყო ინფიცირებულების დაბალ მაჩვენებელს ქვეყანაში, ამიტომ ჯერჯერობით ასე იქნება, თუმცა, როცა საერთაშორისო ტურიზმი გაიხსნება, დადგება უკვე სხვა რეგულაციები, რომელზეც საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სალომე ზურაბიშვილი

28 მაისი 2020, 21:39

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა

პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც Covid 19-ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა.

ენდრიუ კუომო

28 მაისი 2020, 21:19

COVID19

ნიუ-იორკის შტატში კერძო ბიზნესის მფლობელებს უფლება ექნებათ თავიანთ დაწესებულებებში იმ პირებს აუკრძალონ შესვლა, რომლებიც პირბადეს არ ატარებენ

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც კერძო ბიზნესების მფლობელებს უფლებას მიანიჭებს თავიანთ დაწესებულებებში იმ პირებს აუკრძალონ შესვლა, ვინც პირბადეს არ ატარებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ენდრიუ კუომომ განაცხადა.

ხათუნა ზახაშვილი

28 მაისი 2020, 21:18

საზოგადოება

ხათუნა ზახაშვილი: რესტორნებში იმის საჭიროება არ იქნება, რომ მიმტანმა სუფრაზე კერძი დისტანციურად გასტყორცნოს

რესტორნებსა და კაფეებში ჩვეულებრივი მომსახურება იქნება და ამჟამად არც ორკვირიანი რეკომენდაცია არ არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი

28 მაისი 2020, 21:14

COVID19

ქეთევან ციხელაშვილმა როზარია პულისისთან კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარება განიხილა

ვიდეო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად ექმნება.

28 მაისი 2020, 20:53

პოლიტიკა

გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 28% კი ამბობს, რომ არასწორად ვითარდება

გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 28 % კი ამბობს, რომ არასწორად ვითარდება - ასეთია საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. 2018 წელს ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა: ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება 18%, არასწორად ვითარდება - 61%.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 20:52

COVID19

პაატა იმნაძე: არიან ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი და ვერ გაიგეს

ასეთი ადამიანები ნამდვილად იყო და, ასე ვთქვათ თითზე ჩამოსათვლელი. როგორც მოგეხსენებათ, ასევე ტარდება სეროპრევალენტობის კვლევები. უკვე ერთ ხელზე, მაქსიმუმ ორ ხელზე ჩამოსათვლელია დადებითი ნაპოვნი. ასეთ ადამიანები არის, ოღონდ ძალიან ცოტა“, – განაცხადა იმნაძემ.

28 მაისი 2020, 20:47

COVID19

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარბა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47 986-მდე შემცირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 3 503 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რამაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 150 604-მდე გაზარდა.

კომუნიკაციების კომისია

28 მაისი 2020, 20:34

სამართალი

„კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გადაწყვეტილება 25 ივნისს გამოცხადდება

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია, რის გამოც, ის უკვე ოთხჯერ დაასანქცირა.

28 მაისი 2020, 20:34

პოლიტიკა

კითხვაზე გსურთ თუ არა, გაგრძელდეს „ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ აღებული მიმართულება, გამოკითხულთა 51% პასუხობს, რომ სურს

გსურთ თუ არა, გაგრძელდეს „ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ აღებული მიმართულება, 51% ამბობს, რომ სურს - ასეთია საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. 2018 წელს ამავე კითხვაზე დაფიქსირდა 28%, 2017-ში 42%, 2016-ში 39%.

28 მაისი 2020, 20:29

COVID19

2 ივნისიდან საფრანგეთში რესტორნები და კაფეები მუშაობას განაახლებენ

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში 2 ივნისიდან ქვეყანაში რესტორნები და კაფეები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა განაცხადა.

28 მაისი 2020, 20:22

სამართალი

თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

28 მაისი 2020, 20:13

პოლიტიკა

კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ კი 55% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა. 12% მხარს დაუჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 6% - „პატრიოტთა ალიანს“, 4 % - „ლეიბორისტულ პარტიას“, 4% აქვს ასევე მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% აქვს „ევროპულ საქართველოს“, 1% დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“. სხვა - ასეთი პასუხი აქვს 5%-ს, არ გადაუწყვეტია 9%-ს, ხოლო ყველას გადახაზვას აპირებს გამოკითხულთა 1%.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2020, 20:12

COVID19

დონალდ ტრამპი: მთელ მსოფლიოში კორონავირუსი დადის - ჩინეთიდან მიღებული ძალიან ცუდი „საჩუქარი“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსს ჩინეთიდან მიღებული საჩუქარი უწოდა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 20:07

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო

მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთან სიტუაცია შედარებით რომ მშვიდდება, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.