imedi /  12 მაისი 2020, 15:22 / სანდო წყარო

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის პროგრამაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც პილოტირება რამდენიმე წლის წინ გავუკეთეთ, ეს იყო ძირითადად დონორული დახმარებით სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, რაც საგრანტო დახმარებას ითვალისწინებს და ის ფაქტობრივრად ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომია- მის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო.

„ეს არის ფაქტობრივად ყველაფერი ის, რაც ფერმერს სჭირდება საწარმოო საშუალებების კითხვით იმისთვის, რომ მან სწორად და თანამედროვედ განახორციელოს სოფლის მეურნეობის საქმიანობები. იყოს კონკუნერტუნარიანი. ამისთვის მას სჭირდება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია და ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე, რომ კერძო სექტორში არსებობდეს სასოფლო სამეურნეო მექანიზაცია. ჩვენ ახლა მცირე მეურნეობებისთვის გავაჩინეთ სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება, ეს არის 50% და მაქსიმუმ 50 000 ლარი. ასევე ვიცით, რომ სასათბურე მეურნეობებზე არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა. მცირე და საშუალო მეურნეობებისთვის გვაქვს 50 000 ლარამდე თანადაფინანსების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი დახმარებაა ასევე საირიგაციო თანამედროვე სარწყავი სისტემების თანადაფიანანსება. ეს შეიძლება იყოს როგორც დამასხურებელი, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემები. ეს არის ის ძირითადი საშუალება, რომელიც ერთწლიანი კულტურების თანამედროვე პირობებში წარმოების უფლებას მოგვცემს,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყველა სიახლე

06 ივნისი 2020, 12:33

მსოფლიო

პოლონეთი საერთაშორისო ფრენების აკრძალვას 16 ივნისამდე გაახანგრძლივებს

პოლონეთი გეგმავს, საერთაშორისო ფრენების აკრძალვა 16 ივნისამდე გაახანგრძლივოს. ქვეყანაში პოლონურმა ავიაკომპანიამ LOT-მა 1-ლი ივნისადან შიდა ფრენები უკვე არადგინა და რეისებს ვარშავაში, გდანსკში, კრაკოვსა და ვროცლავში უკვე ასრულებს.

რუსლან აბაშიძე ექიმები

06 ივნისი 2020, 12:20

რეგიონი

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

შეხვედრაზე მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ის სამომავლო პროექტები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ხობის საზოგადოებრივი ცენტრი

06 ივნისი 2020, 12:12

რეგიონი

ხობში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 77-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ხობში გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე.

06 ივნისი 2020, 12:10

ტაბლოიდი

მადაგასკარის განათლების მინისტრი მოსწავლეებისთვის $2 მილიონის ღირებულების ჩუპაჩუპსის შეკვეთისთვის გაათავისუფლეს

მადაგასკარის განათლების მინისტრს თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც გადაწყვიტა, მოსწავლეებისთვის $2 მილიონის ღირებულების ჩუპაჩუპსები დაერიგებინა. რიჯასოა ანდრიამანანამ იქამდე განაცხადა, რომ თითო მოსწავლისთვის 3 ჩუპაჩუპსი უნდა დაერიგებინათ, რადგან კორონავირუსის „წამალი“, რომელსაც კუნძულის მცხოვრებლებს ურიგებენ, მწარეა. ამიტომ, მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა, ეს გემო ტკბილეულით დაებალანსებინათ.

მაიას კომპლექსი

06 ივნისი 2020, 12:05

კულტურა

არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის უდიდესი და უძველესი მონუმენტი აღმოაჩინეს

ჯუნგლებში მიწისქვეშ მოქცეული ნაქალაქევი LiDAR Technology-ს სკანერების მეშვეობით აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა 21 ცერემონიალური კომპლექსი იპოვეს. ისინი მაიას აქამდე ცნობილი სტრუქტურებისგან განსხვავდება და ძველი წელთაღრიცხვით 750 წლით თარიღდება. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანებმა კომპლექსები ამავე პერიოდში მიატოვეს, ამის მიზეზი კი სავარაუდოდ კლიმატის ცვლილება გახდა.

რუსეთი კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 11:45

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8 855 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ინფექციით 197 პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანობაში პანდემიას ქვეყანაში 5 725 ადამიანი ემსხვერპლა, 221 388 კი - გამოჯანმრთელდა.

გრეტა ტუნბერგი

06 ივნისი 2020, 11:43

მსოფლიო

გრეტა ტუნბერგი: აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ნაწილია

შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა ტუნბერგის განცხადებით, აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ნაწილია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

06 ივნისი 2020, 11:43

საზოგადოება

კრიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე აფეთქების ადგილას დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს“.

06 ივნისი 2020, 11:29

საზოგადოება

პანდემიის გამო ჩაკეტილ სოფელ გეტაში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში წითელ ზონად ამ დრომდე სოფელი გეტა და მუშევენი რჩება. დღეს გეტაში მცხოვრებ 160 ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო პაკეტები გადასცა. პაკეტების ჩაკეტილ სოფელში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაარიგეს.

06 ივნისი 2020, 11:27

რეგიონი

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ფოცხოეწერში დასუფთავების აქცია გაიმართა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ახალგაზრდებს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და საჩუქრად კეპები და მაისურები გადასცეს.

აშშ-ის საელჩო

06 ივნისი 2020, 11:24

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, მშვიდობიანი პროტესტები და თანმდევი ძალადობა, რასაც ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მათ შორის, ვაშინგტონში შეგვახსენებს,რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ისწრაფვის და ზოგჯერ წინააღმდეგობებსაც აწყდება რთულ ბრძოლაში დემოკრატიული ღირებულებების განსამტკიცებლად რაც თავისთავად მოიცავს კანონის უზენაესობასა და სამართლიან და თანასწორ მოპყრობას ყველას მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, ცხადია შორსაა სრულყოფისგან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პრინცი უილიამი

06 ივნისი 2020, 11:23

ტაბლოიდი

პრინცმა უილიამმა აღიარა, რომ პანდემიისას ადამიანებს ანონიმური მესიჯებით ამხნევებდა

პრინცი უილიამი გამოტყდა, რომ მსოფლიო პანდემიისას მოხალისედ მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში Shout-ი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს წერილობით უწევდა კონსულტაციებსა და დახმარებას. როგორც პრინცი აცხადებს, მოხალისედ მუშაობამდე შესაბამისი კურსი გაიარა, თუ როგორ დახმარებოდა ადამიანებს, რომელთაც მსოფლიო პანდემიის დროს ფსიქიკური პრობლემები შეექმნათ ან გაუმწვავდათ.

კორონავირუსი სომხეთი

06 ივნისი 2020, 11:17

COVID19

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 547 პაციენტს დაუდასტურდა, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 12 364 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 190 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3 720.

ვაქცინა

06 ივნისი 2020, 11:08

COVID19

ვირუსოლოგების პროგნოზებით, საუკეთესო შემთხვევაში კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის იანვარში იქნება მზად

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ექსპერტების პროგნოზებით, 2021 წლის იანვრისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შექმნის გეგმები ამბიციული, მაგრამ შესრულებადია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

უკრაინა კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 11:06

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 777-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 11 812 პაციენტი.

თემურ ორჯონიკიძე

06 ივნისი 2020, 11:02

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელბურთელი თემურ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის „რეშიცაში“ განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელბურთელი თემურ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის „რეშიცაში“ განაგრძობს. 24 წლის ქართველმა სპორტსმენმა გასული სეზონი უნგრეთის ჩემპიონატში გაატარა და „ოროშჰაზის“ შემადგენლობაში გამართულ 14 შეხვედრაში 52 ბურთი გაიტანა.

არჩილ თალაკვაძე

06 ივნისი 2020, 11:02

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ვწუხვარ საქართველოს დამსახურებული არტისტისა და ცნობილი პედაგოგის ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო. მან დააარსა ქართული საორგანო სკოლა და აღზარდა მრავალი ნიჭიერი მუსიკოსი. საყვარელი საქმისადმი ერთგულების და პროფესიონალიზმის მაგალითი მისცა ჩვენს საზოგადოებას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და მოსწავლეებს, რომლებიც ამ გამორჩეული მუსიკოსის საქმეს აგრძელებენ“.

ავღანეთი პოლიცია

06 ივნისი 2020, 11:00

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებას 11 პოლიციელი ემსხვერპლა

ინციდენტი ბადახშანის პროვინციაში მოხდა. აფეთქებას სულ მცირე 11 სამართალდამცველი ემსხვერპლა. სავარაუდოდ არიან დაშავებულებიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

06 ივნისი 2020, 10:58

საზოგადოება

ბაგებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საერთო სარგებლობის ფართებს საკუთრებაში გადასცემენ

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე, საერთო სარგებლობის ფართების აზომვითი სამუშაოები უკვე დაიწყო. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, დევნილი ოჯახების მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში გადაეცემა.

ავიაკატასტროფა

06 ივნისი 2020, 10:58

მსოფლიო

აშშ-ში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლითაც დაკრძალვაზე 5 ადამიანი მიემგზავრებოდა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლითაც დაკრძალვაზე 5 ადამიანი მიემგზავრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე გარდაცვლილთა შორის 2 არასრულწლოვანია. თვითმფრინავის ყველა მგზავრის ცხედრები უკვე ნაპოვნია.