imedi /  12 მაისი 2020, 15:35 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: მოვუწოდებ თითოეულ ფერმერს, ყველა ის მიწა, რომელიც მათ აქვთ სარგებლობაში, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რათა გახდნენ ბენეფიციარები იმ პროგრამებისა, რასაც სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ძალზედ მნიშვნელოვანი და სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განგვეხილა, გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ესაა უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის წარმატებაშიც, დარწმუნებულები ვართ. დაფინანსება ამ ღონისძიებისთვის უკვე გამოყოფილი გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაწესებული შეღავათები და დახმარებები იმ ფერმერებსაც შეეხება, რომელთაც რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ და წლის ბოლომდე ამას მოახერხებენ.

„ყველა ის დახმარება ფერმერებისთვის, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან. იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ფერმერების განვითარებას, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა არ აქვს დარეგისტრირებული და წლის ბოლომდე მოახერხებს მიწის რეგისტრაციას, ამ შეღავათებით და დახმარებებით ისარგებლებს. ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, სოფელს, ესაა ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ ჩვენს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც მათ აქვთ სარგებლობაში და შეუძლია იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რათა გახდნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამისა, რასაც დღეს სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს. ესაა მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი ამ ღონისძიებებისა, დეტალურად, თუ როგორ, როდის, რა ფორმით და მოცულობით გაუწევს სახელმწიფო თითოეულ ფერმერს დახმარებას, ამას დღეს ლევან დავითაშვილი წამოგვიდგენს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ მიმართულებით უდიდესი და ძალზედ საინტერესო სამუშაო გასწია, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

ენდრიუ კუომო

28 მაისი 2020, 21:19

COVID19

ნიუ-იორკის შტატში კერძო ბიზნესის მფლობელებს უფლება ექნებათ თავიანთ დაწესებულებებში იმ პირებს აუკრძალონ შესვლა, რომლებიც პირბადეს არ ატარებენ

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც კერძო ბიზნესების მფლობელებს უფლებას მიანიჭებს თავიანთ დაწესებულებებში იმ პირებს აუკრძალონ შესვლა, ვინც პირბადეს არ ატარებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ენდრიუ კუომომ განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი

28 მაისი 2020, 21:14

COVID19

ქეთევან ციხელაშვილმა როზარია პულისისთან კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარება განიხილა

ვიდეო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად ექმნება.

28 მაისი 2020, 20:53

პოლიტიკა

გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 28% კი ამბობს, რომ არასწორად ვითარდება

გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 28 % კი ამბობს, რომ არასწორად ვითარდება - ასეთია საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. 2018 წელს ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა: ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება 18%, არასწორად ვითარდება - 61%.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 20:52

COVID19

პაატა იმნაძე: არიან ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი და ვერ გაიგეს

ასეთი ადამიანები ნამდვილად იყო და, ასე ვთქვათ თითზე ჩამოსათვლელი. როგორც მოგეხსენებათ, ასევე ტარდება სეროპრევალენტობის კვლევები. უკვე ერთ ხელზე, მაქსიმუმ ორ ხელზე ჩამოსათვლელია დადებითი ნაპოვნი. ასეთ ადამიანები არის, ოღონდ ძალიან ცოტა“, – განაცხადა იმნაძემ.

28 მაისი 2020, 20:47

COVID19

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარბა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47 986-მდე შემცირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 3 503 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რამაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 150 604-მდე გაზარდა.

კომუნიკაციების კომისია

28 მაისი 2020, 20:34

სამართალი

„კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გადაწყვეტილება 25 ივნისს გამოცხადდება

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია, რის გამოც, ის უკვე ოთხჯერ დაასანქცირა.

28 მაისი 2020, 20:34

პოლიტიკა

კითხვაზე გსურთ თუ არა, გაგრძელდეს „ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ აღებული მიმართულება, გამოკითხულთა 51% პასუხობს, რომ სურს

გსურთ თუ არა, გაგრძელდეს „ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ აღებული მიმართულება, 51% ამბობს, რომ სურს - ასეთია საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. 2018 წელს ამავე კითხვაზე დაფიქსირდა 28%, 2017-ში 42%, 2016-ში 39%.

28 მაისი 2020, 20:29

COVID19

2 ივნისიდან საფრანგეთში რესტორნები და კაფეები მუშაობას განაახლებენ

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში 2 ივნისიდან ქვეყანაში რესტორნები და კაფეები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა განაცხადა.

28 მაისი 2020, 20:22

სამართალი

თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

28 მაისი 2020, 20:13

პოლიტიკა

კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ კი 55% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა. 12% მხარს დაუჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 6% - „პატრიოტთა ალიანს“, 4 % - „ლეიბორისტულ პარტიას“, 4% აქვს ასევე მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% აქვს „ევროპულ საქართველოს“, 1% დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“. სხვა - ასეთი პასუხი აქვს 5%-ს, არ გადაუწყვეტია 9%-ს, ხოლო ყველას გადახაზვას აპირებს გამოკითხულთა 1%.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2020, 20:12

COVID19

დონალდ ტრამპი: მთელ მსოფლიოში კორონავირუსი დადის - ჩინეთიდან მიღებული ძალიან ცუდი „საჩუქარი“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსს ჩინეთიდან მიღებული საჩუქარი უწოდა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 20:07

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო

მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთან სიტუაცია შედარებით რომ მშვიდდება, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 19:51

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ სჭირდებათ დახმარება - ჩვენ მზად ვართ

თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება - ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით - ჩვენ მზად ვარ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

28 მაისი 2020, 19:47

მსოფლიო

გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მიღების განაცხადი 2.1 მილიონმა ადამიანმა შეავსო

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრად დარჩენილმა 2.1 მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ლუგარის ლაბორატორია

28 მაისი 2020, 19:38

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ქვეყნისთვის განძია

„ლუგარის ლაბორატორია არის ჩვენი ქვეყნისთვის განძი, ძალიან მნიშვნელოვანი განძი. ოღონდ შენობა და აპარატურა არ არის განძი. ის ადამიანები არიან, ვინც იქ მუშაობენ - მაღალკვალიფიციური მაღალი დონის მეცნიერები“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 19:33

პოლიტიკა

ამირან გამყრელიძე: დიახ, ამერიკა არის საქართველოს ნომერი პირველი პოლიტიკური და ფინანსური პარტნიორი

„დიახ ბატონებო, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ნომერი პირველი პოლიტიკური, ფინანსური პარტნიორი. მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს აუშენეს და გაუკეთეს უზარმაზარი ეს სისტემა. ჩვენ მადლობელი ვართ და მოდით, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მარკ მილი

28 მაისი 2020, 19:29

COVID19

აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, იგი დარწმუნებულია იმაში, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება.

თეა გვარამაძე

28 მაისი 2020, 19:24

საზოგადოება

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისვთის სერვისის მიწოდება 1-ლი ივლისიდან განახლდება

ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად რეკომენდაციებზე მუშაობას აგრძელებს, რომელიც დღის ცენტრებმა გახსნის შემდეგ უნდა გაითვალისწინონ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ განუცხადა. მისივე თქმით, სერვისპროვაიდერებს რეკომენდაციების პირველადი ვერსია უკვე გააცნეს.

28 მაისი 2020, 19:17

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.

სალომე ზურაბიშვილი

28 მაისი 2020, 19:14

COVID19

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლები COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ამ პროცესში საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობაზე მსჯელობენ.