imedi /  12 მაისი 2020, 16:18 / სანდო წყარო

სს „ონი კასკადი“ ონის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

რაჭა

ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით მედიაში გასულ ინფორმაციას სს „ონი კასკადი“ განცხადებით პასუხობს.

სააქციო საზოგადოებაში აცხადებენ, რომ არც მათ და არც პროექტის ინვესტორ კომპანიებს ინფორმაციის გადასამოწმებლად და პოზიციის დასაფიქსირებლად არავინ დაკავშირებია.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ 2020 წლის 10 მაისს, გადაცემა „Post Factum”-სა და „მთავარ აქცენტებში“ გასულ სიუჟეტს, „ონის ჰესების კასკადის“ პროექტთან დაკავშირებით: პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ტელეკომპანია „მთავარი არხი“ არ დაკავშირებია არც პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ონი კასკადს“ და არც პროექტის ინვესტორ კომპანიებს ინფორმაციის გადასამოწმებლად და პოზიციის დასაფიქსირებლად. შესაბამისად, სიუჟეტი მოიცავს ძალიან ბევრ უზუსტობას და ხშირ შემთხვევაში, არაერთ სიცრუეს პროექტის გარემოზე ზემოქმედებისა თუ საფრთხეების შესახებ. ასევე, სიუჟეტში არ იქნა აღნიშნული პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მხარეები და ის სარგებელი, რასაც პროექტი სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას და სრულიად საქართველოს.
ქვემოთ მოკლედ არის ჩამოთვლილი ის ძირითადი არაზუსტი და ცრუ ინფორმაცია, რაც გავრცელდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეშვეობით „ონის ჰესების კასკადის“ პროექტთან დაკავშირებით:

სიცრუეა, რომ პანდემიის დროს გაიცა მშენებლობის ნებართვა. პროექტზე მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის. 2020 წლის 17 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოსცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რაც არის მშენებლობის ნებართვის პროცედურის ერთ-ერთი ნაწილი. მშენებლობის ნებართვის მიღებამდე დარჩენილია კიდევ რიგი პროცესების გავლა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სიცრუეა, რომ პროექტზე არ ყოფილა ჩატარებული საჯარო განხილვა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია პირველად სამინისტროს წარედგინა 2017 წლის დეკემბერში, ხოლო ოფიციალური საჯარო განხილვა ჩატარდა 2018 წლის 19 თებერვალს, რასაც დაესწრო 200-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და მედიის წარმომადგენელი. აქედან დაწყებული 2 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა კომუნიკაცია, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან. ამ ხნის განმავლობაში დამუშავდა ასეულობით დოკუმენტი, გათვალისწინებულ იქნა უამრავი შენიშვნა და არაერთი შეხვედრა წარიმართა პროექტში ჩართულ ექსპერტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების ვადა, კანონის მიხედვით, იწურებოდა 2020 წლის 18 მარტს. სახელმწიფოსა და კომპანიის მხრიდან მოხდა კანონით მინიჭებული ვადის მაქსიმალურად გამოყენება, იმისთვის, რომ სრულფასოვნად შესწავლილიყო პროექტი და ყველა შენიშვნის გათვალისწინება მაქსიმალურად მომხდარიყო. შესაბამისად, მიუღებელია ის მოსაზრება, რომ თითქოს პროექტი ამ ხნის მანძილზე თაროზე იყო შემოდებული და პანდემიის დადგომას ველოდებოდით ამდენი ხანი.

სიცრუეა ის, რომ თითქოს იჩეხება 25 ჰა ტყე და ნადგურდება ადგილობრივი ეკოსისტემა. პროექტის ფარგლებში იჭრება მხოლოდ 1,064 მ³ მერქნული რესურსი, რომელიც ძირითადად მოიცავს მდინარე რიონის ხეობაში და ჭალებში არსებულ მცენარეებს (მაგ. თხმელა), რასაც მდ. რიონი ადიდების დროს ისედაც აზიანებს. ასევე, ცნობისთვის, ონის რაიონში წელიწადში იჭრება დაახლოებით 5,000-მდე მ³ ხე გათბობის მიზნით.

სიცრუეა, რომ თითქოს გვირაბები გადის სოფლების თავზე და ხდება მთების აფეთქება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბების 97%-ის გაყვანა მსოფლიოში აპრობირებული და საქართველოში არაერთხელ გამოცდილი გვირაბგამყვანი მანქანით (TBM) დასახლებული პუნქტებიდან საშუალოდ 2 კმ-ის მოშორებით, რომელიც არ გულისხმობს აფეთქებას და ვიბრაციას.

სიცრუეა, რომ თითქოს პროექტი არ ითვალისწინებს რეგიონის მაღალ სეისმურობას და მიწისძვრის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტი ცალსახად გათვლილია მაღალ სეისმურობაზე. გაკეთებულია დეტალური სეისმური კვლევა წამყვანი ევროპული კომპანიის Studer Engineering GmbH მიერ და ამ კვლევაზე დაყრდნობით მომზადებულია დადებითი დასკვნა საქართველოში აკრედიტებული გეოფიზიკის ასოციაციის მიერ, სადაც ჩართულები იყვნენ წამყვანი პროფესორები. კვლევა თავისი დასკვნით ხელმისაწვდომი იყო და არის საჯაროდ, გზშ დოკუმენტის დანართის სახით. ეს დოკუმენტაცია ასევე შესწავლილია სახელმწიფოს მიერ. ასევე, სათავე ნაგებობასთან, 8 მეტრი სიმაღლის კაშხალში დაგროვილი წყალი ძალიან მცირეა (35,600 მ³) და ონს საფრთხეს საერთოდ არ უქმნის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი სეისმურობის ზონაში საქართველოში აშენებულია მრავალი მნიშვნელოვანი ჰესი (მაგალითად შაორი და ლაჯანური, თავიანთი წყალსაცავებით), თუმცა არცერთ ჰესს ზარალი არ მოუტანია, არც გარემოსთვის და არც ადგილობრივი მოსახლეობისთვის 1991 წელს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის დროს.

სიცრუეა, რომ რიონი დაშრება და ონი გადაიქცევა უდაბნოდ. საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მოხდება ორივე ჰესის სათავე ნაგებობასთან მდინარე რიონიდან წყლის ნაწილის აღება. დარჩენილ წყალს ასევე ემატება რიონის უამრავი შენაკადის ჰიდრო რესურსი, რაც საერთო ჯამში საკმარისზე მეტია წყალმცირობის პერიოდში (ზამთარი) ადგილობრივი ფლორის და ფაუნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის. ხოლო, წყალუხვობის პერიოდში (გაზაფხული-შემოდგომა), ჰესის მიერ აღებული წყალი თითქმის შეუმჩნეველიც კი იქნება იმდენად ბევრი წყალი მოდის ბუნებრივად მდინარეში.

სიცრუეა, რომ პროექტის გეოლოგია მხოლოდ აეროფოტოს გადაღების საშუალებით გაკეთდა და პროექტი უარყოფითად იმოქმედებს აქტიურ მეწყრულ უბნებზე. პროექტის დამუშავების დროს სამჯერ ჩატარდა დეტალური გეოლოგიური კვლევები, გაიბურღა ყველა მნიშვნელოვანი ადგილი და გაკეთდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. შესწავლილი იქნა პროექტის გავლენის ზონაში არსებული ყველა მეწყრული უბანი და დადგენილ იქნა, რომ პროექტის განხორციელება გამორიცხავს რაიმე სახის უარყოფით გავლენას გეოლოგიურ პროცესებზე. არსებული პროექტის დამუშავება მინდინარეობდა თითქმის 5 წლის განმავლობაში. აღნიშნული კვლევები მუდმივად საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო საჯარო განხილვის პერიოდში. თუმცა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეგვიძლია დამატებით მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.

სიცრუეა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, განადგურდება უწერის მინიერალური წყალი. ჩატარებული ჰიდროგეოლოგიური კვლევების საფუძველზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ონი 1 ჰესის გვირაბი სოფ. უწერიდან დაშორებულია 2.4 კმ-ით, მინიმუმამდეა დაყვანილი მინერალურ წყლებზე პროექტის უარყოფითი ზემოქმედება. შესწავლილია და აღრიცხულია ყველა მინერალური თუ სასმელი წყლის გამოვლინება. მშენებლობის და ოპერირების დროს მოხდება მინერალური და სასმელი წყლების დეტალური მონიტორინგი, რომელსაც ასევე მკაცრად გააკონტროლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შესაბამისად, მინერალური წყლების დაკარგვის საფრთხე პრაქტიკულად გამორიცხულია.

სიცრუეა, რომ პროექტის გამო მოხდა ონის დაცული ტერიტორიების საზღვრების კორექტირება. ონის ჰესების კასკადის პროექტის გავლენის ზონაში არასდროს ყოფილა დაცული ტერიტორიები. უახლოესი დაცული ტერიტორია (ე.წ. ზურმუხტის ქსელი) პროექტიდან დაშორებულია რამდენიმე კილომეტრით.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტების და მხილებების დასამტკიცებლად ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეგვიძლია წარვუდგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებულ სხვა მცდარ ინფორმაციას და მათ მიკერძოებულ დამოკიდებულებას ონის კასკადის პროექტთან და ზოგადად ქვეყანაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით:

ერთი მხრივ „მთავარი არხის“ მეშვეობით, ვხედავთ, არაერთ სიუჟეტს, სადაც აღწერილია თუ როგორი დამოკიდებულები ვართ ელექტროენერგიის იმპორტზე რუსეთიდან და მეორე მხრივ, ისინი ცილისმწამებლური და გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ცდილობენ ჩირქი მოცხონ ჰესების მშენებელ კომპანიებს და ხალხი შეიყვანონ შეცდომაში, როგორც ეს ამ ბოლო დღეების მანძილზე დავინახეთ და ადრეც არაერთხელ გვინახავს.
ყველაზე სამწუხარო და გასაკვირი ის არის, რომ ვითომ „ექსპერტები“, ვინც მუდმივად უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ ჰესების მშენებლობას, ზუსტად ის ხალხია, ვინც რუსეთის ენერგოდამოკიდებულებაზე ხელებს ითბობენ და მათი პირდაპირი ინტერესია მაქსიმაურად შეჩერდეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგერესურსის გამოყენება. სხვანაირად აბა როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ყველა ჰესის პროექტს, უკლებლივ, განურჩევლად სიმძლავრისა, გარემოზე ზემოქმედებისა და სარგებელისა. ეს ის „ექსპერტები“ არიან, ვისი აზრიც მხოლოდ ახლა გახდა მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი „მთავარი არხისთვის“, მაშინ როდესაც 2010-2011 წლებში მიუხედავად ამ „ექსპერტების“ არანაკლები გაშმაგებული პროტესტისა, მათი შეხედულება ყოველთვის უგულვებელყოფილი იყო. ეს ის „ექსპერტები“ არიან, რომლებსაც 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არცერთხელ ოფიციალურად არ მოუმართავთ ჩვენთვის, არც შენიშვნით და არც თუნდაც კითხვით. უსამართლო იქნება, რომ ესენიც ექსპერტებდად მივიჩნიოთ და ის ათეულობით ნამდვილად გამოცდილი პროფესიონალი, რომლებიც ონის ჰესების კასკადის პროექტის დამუშავებაში და შესწავლაში იღებდა ამ ხნის მანძილზე აქტიურ მონაწილეობას.

სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ფერი“ (სს „ონის კასკადის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანია) 2012 წელს, წინა მთვრობის პერიოდში, დაჯილდოვდა საუკეთესო კომპანიის ტიტულით ქვეყანაში ჰესების მშენებლობაში გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ასევე, დარიალი ჰესისთვის მაშინდელმა მთავრობამ 300 ჰა მიწის ნაკვეთი დაცული ტერიტორიებიდან ამოიღო და 1 ლარად გადასცა კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის, რაც ძალიან სწორი პრეცედენტია. იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (ეხლანდელი „მთავარი არხი“) ტაშით ხვდებოდა ასეთ ახალ ამბებს და მათ პოზიტიურ სიუჟეტებს უძღვნიდა. ეს მხოლოდ ეხლა გახდა ჰესები ქვეყნის დამაქცევარი და დამანგრეველი. ინფორმაციისთვის, დარიალი ჰესი სწორედ ის პროექტია, სადაც ამ პანდემიის დროს მსოფლიოში უმსხვილესმა, ენერგოგიგანტმა, იაპონურმა კომპანია TEPCO-მ იყიდა წილი და ასეთ დროს, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საზღვარზე, ქვეყანაში განახორციელა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. „დარიალი ჰესის“ მშენებლობაში კომპანია Robbins-ის მიერ, ამერიკის საელჩოს აქტიური ჩართულობით, თავის დროზე ჩაიდო ყველაზე დიდი მოცულობის ამერიკული ინვესტიცია საქართველოში.
„მთავარი არხის“ სიუჟეტში გავრცელდა არასწორი ინფორამცია, რომ თითქოს შპს „ფერი“ ჰესებს ასევე აშენებს აჭარაში და სვანეთში. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შპს „ფერის“ დღემდე არანაირი კავშირი არ აქვს არცერთი ჰესის პროექტთან ხსენებულ რეგიონებში.

ასევე, გვინდა ყველას მოვუწოდოთ თავი შეიკავონ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ტარიფის თემით სპეკულირებისგან. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ონის ჰესების კასკადის პროექტის საბოლოო ტარიფი, უახლოეს მომავალში, მშენებლობის ნებართვის პირობებთან ერთად გასაჯაროვდება.
განცხადების ბოლოს, გვსურს, აღვნიშნოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ონის ჰესების პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განვითარებისთვის და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის:

„ონის ჰესების კასკადის პროექტი“ მოიცავს ორ ჰესს: ონი 1 ჰესი და ონი 2 ჰესი. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 206.1 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავებაა 780 მლნ კვტ.სთ, რაც საქართველოს ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 6%-ზე მეტია. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობაა $330 მილიონი აშშ დოლარი, რაც განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ პროექტის 10%-იანი წილის მფლობელია, ხოლო 90%-იანი წილი კომპანიას, შპს „ფერის“ ეკუთვნის. პროექტის პოზიტიური გავლენა და სოციალ-ეკონომიკური სარგებელი:

• ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება;
• ზამთრის პერიოდში რამდენიმე ასეული მილიონი კვტ.სთ-ით შემცირებული ელექტროენერგიის იმპორტი;
• ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ყოველწლიურად გადახდილი ქონების გადასახადი, რაც შეადგენს განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობის 1%-ს. აღნიშნული გადასახადი მშენებლობის პერიოდში ყოველწლიურად გაიზრდება და ონის ჰესების კასკადის ექსპლუატაციაში გაშვებისას ყოველწლიური გადასახადი გაუტოლდება მინიმუმ 8 მილიონ ლარს (რაც 2-ჯერ მეტია მუნიციპალიტეტის დღევანდელ წლიურ ბიუჯეტზე);

• მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე, ჯამურად, დასაქმებული 300-400 ადგილობრივი მოსახლე;
• ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად დასაქმებული 100-150 ადგილობრივი მოსახლე;
• გაზრდილი მოთხოვნა ადგილობრივ საოჯახო ტიპის სასტუმროებზე;
• გაზრდილი მოთხოვნა ადგილობრივ საკვებ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე;
• ონის მუნიციპალიტეტის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა;
• მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. კომპანიის მიერ ონში უკვე განხორციელდა 300,000 ლარამდე ღირებულების რამდენიმე სოციალური პროექტი (აშენდა 2 სპორტული მოედანი, მოწესრიგდა სოფლების სანიაღვრე არხები და ა.შ.). მშენებლობის პერიოდში, დაგეგმილია, ბევრად მეტი სოციალური პროექტის განხორციელება, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და კეთილდღეობას“, - ნათქვამია განცხადბაში.

ყველა სიახლე

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 23:13

COVID19

ბრიტანეთში კორონავირუსს კიდევ 22 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 516 შემთხვევა გამოვლინდა, ჯანმში კი ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 285 416 შემთხვევა დადასტურდა.

თურქეთი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 22:56

COVID19

თურქეთში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღე-ღამეში 19 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, და ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 5 225-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დამარცხება კი 180 680-მა ადამიანმა შეძლო.

ჰუბერტ ქნირში

05 ივლისი 2020, 22:24

საზოგადოება

ჰუბერტ ქნირში: საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის კუთხით და ვფიქრობ, ამას ქართველი ხალხი გრძნობს

ვიცი, რომ პოლიტიკაში და არამხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ხალხი ძალიან სწრაფად აჟიტირდება, იყენებენ საკმაოდ ხისტ ენას და საშუალებებს საკუთარი აზრის გამოსახატად, - ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში „იმედის კვირასთან“ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

კელი დეგნანი, არჩილ თალაკვაძე

05 ივლისი 2020, 22:22

რეგიონი

არჩილ თალაკვაძემ კელი დეგნანს სტეფანწმინდაში უმასპინძლა

„საქართველოს უყვარს თავისი სტუმრები და აფასებს თავის მეგობრებს. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სტეფანწმინდაში – სტუმარი და საქართველოს მეგობარი ერთდროულად“, - წერს თალაკვაძე.

თენგიზ ცერცვაძე

05 ივლისი 2020, 22:12

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, სავარჯიშო და საცურაო სივრცეების გახსნის შემთხვევაში რისკები მინიმალურია

„ყოველი ახალი რეგულაციის მოხსნა საზოგადოებისთვის არის საფრთხის შემცველი. მათ შორის რისკებს შეიცავს სავარჯიშო და საცურაო სივრცეების ამოქმედება, მაგრამ რისკი მინიმალურია. ბევრად უფრო სახიფათო თავშეყრის ადგილები, ქორწილები და ქელეხებია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დავით ჭაკუა ელენე თევდორაძე

05 ივლისი 2020, 22:00

საზოგადოება

ელენე თევდორაძე ბაჩო ახალაიასთან დავით ჭაკუაზე საუბარს იხსენებს: ვუთხარი: „ვიღაც მხეცი რომ გყავს იქ მოაშორე, არ შეიძლება ასე“

„როცა მივედი ჭაკუასთან იყო საოცარი სიჩუმე. აქ ასეთმა სიჩუმემ გამაკვირვა ძალიან და ვუთხარი რატომ. ამაზე მეუბნება: „რას ლაპარაკობთ, ქალბატონო ელენე. აბა ვინმემ ან დააცემინოს, ან გაიცინოს ხმამაღლა, რომ შევალ და რომ ვთხლიშავ...“. მაშინვე მივედი ახალაიასთან და ვუთხარი: „ვიღაც მხეცი რომ გყავს იქ მოაშორე, არ შეიძლება ასე“. მერე გავიგე, რომ მან ეს მხეცი გადაიყვანა თავის მოადგილედ“, - იხსენებს ელენე თევდორაძე

ნატალია საბანაძე

05 ივლისი 2020, 21:58

საზოგადოება

ნატალია საბანაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორმხრივად გადაწყვეტენ ვისთან გახსნან საზღვარი, ზოგმა შეიძლება ნაცვალგების ამუშავება მოითხოვოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორმხრივად გადაწყვეტენ ვისთან გახსნან საზღვარი, ზოგმა შეიძლება მოითხოვოს ნაცვალგების ამუშავება, მიუხედავად იმისა რომ ეს საბჭოს რეკომენდაცია არ არის. ამიტომ ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს. ვინც მოხვდნენ სიაში აუცილებელია სიტუაცია შეინარჩუნონ, რათა არ მოხდეს მათი ამოღება, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

კორონავირუსი მსოფლიო

05 ივლისი 2020, 21:23

COVID19

კორონავირუსი: ეპიდვითარება აშშ-სა და რუსეთში

რაც შეეხება რუსეთს, აქ მთავარ კითხავს ოფიციალური სტატისტიკისადმი უნდობლობა წარმოადგენს. უკვე რამდენიმე დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 7 ათასს არ აჭარბებს. ამასთან, შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია.

მათე ტაკიძე

05 ივლისი 2020, 21:07

საზოგადოება

კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი: პროფესიულ განათლებაში სწავლა უკვე იწყება

პროფესიულ განათლებაში სწავლა უკვე იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 4 თვე შეჩერებული იყო სასწავლო პროცესი. ჩვენ გავიარეთ უსაფრთხოების ყველა პროცედურა, - ამის შესახებ კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელმა, მათე ტაკიძემ. მისი თქმით, თითოეული კოლეჯი მომზადებულია იმისთვის, რომ კოლეჯის სტუდენტების და ბენეფიციარის უსაფრთხოება იყოს დაცული.

ლიკა ბითაძე

05 ივლისი 2020, 20:49

სამართალი

18 ივნისს მცხეთაში გამართული წვეულების მასპინძელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

„აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო შეკითხვა, მათ შორის შაქარაშვილის საქმეზეც. მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. ძალიან ბევრი კითხვა იყო, რა თქმა უნდა, სხვაგვარად ამდენ ხანს არ გავჩერდებოდით“, - განაცხადა ბითაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

05 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო ეს ზაფხული საქართველოში არაჩვეულებრივი ადგილების აღმოსაჩენად გამოიყენონ

ფაქტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამითი ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილები! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.ფოტო: Facebook

აზერბაიჯანი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 20:14

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

დღე-ღამეში 9 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დამარცხება კი 11 742-მა ადამიანმა შეძლო.

გია აბაშიძე

05 ივლისი 2020, 20:02

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ელჩებზე თავდასხმების შემდეგ, ე.წ. „ევროპულმა საქართველომ“ მორიგი არალოგიკური და არარაციონალური მოთხოვნა წამოაყენა - გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, გავუშვათ ქართველები თურქეთში სამუშაოდ

ზოგ ქვეყანაში მეორე ტალღაა და ხელახალი კარანტინებია. ეს ჩვენ, ცხადია, არავის გვსურს. ბოროტ რევანშისტ ნაცოპოზიციისა და მის ანასხლეტების დღის წესრიგით არ ცხოვრობს საქართველო. საზღვრები გაიხსნება, მაშინ როცა იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისთვის. მმართველი გუნდი არ უნდა აყვეს იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული შალიკოს "ფანჩატურელებს",- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპული საქართველოს ინიციატივას, თურქეთთან საზღვრის გახსნის შესახებ.

ამირან გამყრელიძე

05 ივლისი 2020, 19:55

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია

„განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ამ მომზადების პროცესში ორი თვე მუშაობდა. იქ ყველა დეტალი გაწერილია, ამიტომ არავითარი საფრთხე აბიტურიენტებს არ ელოდებათ, მინიმალურზე მინიმალურია ინფექციის გავრცელების რისკი. ყველა იმ რეკომენდაციას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც წერია,​ თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება იქ, სადაც აუცილებელია, წინასწარ PCR-ი, ვისაც ექიმი დაუნიშნავს, კიდევ მრავალი სხვა, მათ შორის კონდიციონერის ჩართვა იმ დროებში, როცა ეს რეკომენდირებულია, დარწმუნებული იყავით, რომ არავითარი გართულება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში ჩვენ არ გვექნება. ყველაფერი გათვლილია და მომზადებულია ძალიან კარგად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

05 ივლისი 2020, 19:40

საზოგადოება

გალის რაიონში დაკარგული პირები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

გალის რაიონში დაკარგული საქართველოს მოქალაქეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ მათი ახლობლები აცხადებენ და განმარტავენ, რომ აღნიშნული მოქალაეები თავს კარგად გრძნობენ. დაკარგულიდან ერთ-ერთი, ახალგაზრდა ქალი ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში იმყოფება. როგორც მისი ოჯახის წევრები განმარტავენ, ვ.ბ აფხაზეთის ე.წ საზღვარი 30 ივნისს გადმოკვეთა და შესაბამისად განმუხურში გადის კარანტინს.

ავსტრიის გრან პრი

05 ივლისი 2020, 19:35

სპორტი

ავსტრიის გრან პრიზე ფორმულა 1-ის პილოტებმა რასიზმის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

აქციაში მონაწილეობა ოცივე პილოტმა მიიღო. 14 მათგანი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად დაიჩოქა, დანარჩენებმა კი ამ ჟესტზე უარი თქვეს. მათ შორის ნიდერლანდების წარმომადგენელმა მაქს ფერსტაპენმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა, შარლ ლეკლერმა, რუსმა დანიილ კვიატმა განაცხადეს. მათ განმარტეს, რომ რასიზმის წინააღმდეგები არიან, თუმცა მუხლის მოდრეკას სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.

კორონავირუსი კვლევა

05 ივლისი 2020, 19:15

COVID19

ბრიტანეთმა კორონავირუსის ორგანიზმზე გრძელვადიანი გავლენის შედეგების გამოსაკვლევად $10 მილიონი გამოყო

COVID-19-ს ზოგი ინფიცირებულის ჯანმრთელობაზე გავლენა ვირუსის დამარცხების შემდეგაც აქვს, დაავადებულთა ნაწილს კი სიმპტომები საერთოდ არ აქვს, ამიტომ ვირუსის მოქმედება ბოლომდე ამოხსნილი არ არის.

05 ივლისი 2020, 18:53

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების “ისარი 2020”-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გეგმიურ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

გალისია ესპანეთი კარანტინი

05 ივლისი 2020, 18:46

COVID19

კორონავირუსის გამო კარანტინი ესპანეთის კიდევ ერთ რეგიონში გამოცხადდა

ლა მარინას მცხოვრებლები რაიონის დატოვებას ვერ შეძლებენ, ამასთან აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება. შეზღუდვა სულ მცირე 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რა დროსაც მთავრობა ვითარებას დააკვირდება.

იაპონია

05 ივლისი 2020, 18:43

მსოფლიო

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს მაშველები ეძებენ

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაკარგულ 14 ადამიანს ეძებენ. წყალდიდობამ კიუშუს კუნძული, კუმამოტოს რეგიონი დააზარალა. სტიქიამ გაანადგურა სახლები და დაანგრია ხიდები. დაღუპულთა რიცხვი 34-ს აღწევს.