imedi /  14 მაისი 2020, 14:02 / სანდო წყარო

მთავრობამ სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისული გეგმის რამდენიმე პროგრამა დაამტკიცა

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმის ფარგლებში რამდენიმე პროგრამა დამტკიცდა. ამის შესახებ სხდომის შემდეგ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

„პირველი - ეს არის შეღავათი, რომელიც ფერმერებს დაუწესდა სამელორაიცო გადასახადის გათავისუფლების სახით. მათ ჩამოეწერათ, როგორც წინა წლების 2020 წლამდე არსებული დავალიანება, ასევე მიმდინარე წლის, 10 ჰექტრამდე მეურნებობებისთვის ირიგაციისა და დრენაჟის საფასური. მეორე - აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაა, ეს არის მთავრობის ახალი დადგენილება, ახალი საგრანტო პროექტი, რომელიც მცირე და საშუალო ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია ეს პროექტი მომავალ წლებშიც იარსებებს, რათა გაძლიერდეს ფერმერების შესაძლებლობები, ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნიკაზე. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მათ კონკურენტუნარიანობასთან, რათა თავიანთი მეურნეობების მოდერნიზება და გაფართოება შეძლონ. პირველი ეს უკავშირდება მექანიზაციას, რომელიც ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადია, ასევე აუცილებელი ძირითადი საშუალებაა თანამედროვე ფერმერული მეურნეობების წარმოებისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრი განმარტავს, რომ საუბარია მცირე მექანიზაციაზე, 100 ცხენის ძალამდე მქონე ტრაქტორი, თვითმავალი ტექნიკა, ხელის მოტობლოკი ან იმპლემენტი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ მეურნოებაში.

„აქ ჩვენი თანადაფინანსება არის 50-პროცენტიანი და მაქსიმუმი გრანტი ფერმერებისთვის შეიძლება, იყოს 50 000 ლარი. ასევე ეს არის მცირე სასათბურე მეურნეობების შექმნისთვის საგრანტო თანადაფინანსება, პირობები იგივეა – 50 პროცენტი და 50 000 ლარამდე თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კომპონენტი ითვალისწინებს არამხოლოდ სტარტაპებს და ახალ მეურნეობებს, არამედ არსებული სასათბურე მეურნეობების მოდერნიზებას, განახლებას, ხშირ შემთხვევაში, გაფართოებას და ესაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - აცხადებს მინისტრი.

მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დახმარებასა და შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს, ნახავთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 19:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი საიას სარჩელის უკან

„ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს. როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. მათ ასეთი სარჩელის შეტანა შეეძლოთ სამი თვის წინ ან სამი თვის შემდეგ. ზუსტად იმ მომენტში შეიტანეს სარჩელი, როდესაც ყველაზე ცხელი დრო იყო საარჩევნო აგიტაციის კუთხით. არავითარი დაბრკოლება მათ არ ჰქონდათ, შეეძლოთ სამი თვის დაგვიანებით შეეტანათ, თუ ისინი ზრუნავდნენ მომდევნო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება“ , - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 19:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სავარაუდო ფარულ მოსმენებზე: ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე საპარლამენტო სხდომა ვერ შედგება

„ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე საპარლამენტო სხდომა ვერ შედგება, შესაბამისად, ეს არის ერთგვარი სპეკულაცია. რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, რა თქმა უნდა, შედგება საპარლამენტო სხდომები, საპარლამენტო განხილვები, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გახსნილი, მაგრამ ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე შეუძლებელია, რაიმე საპარლამენტო შეკრება შედგეს მათ შორის იმის გამოც, რომ თითოეული დეპუტატი, როგორც მაჟორიტარი, ისე არა მაჟორიტარი, ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

20 სექტემბერი 2021, 18:59

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა განყოფილების ხელმძღვანელსა და საქართველოში შვეიცარიის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა განყოფილების ხელმძღვანელ, სიმონ გაისბიულერსა და საქართველოში შვეიცარიის საქმეთა დროებით რწმუნებულ კრისტიან შონენბერგერთან, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

20 სექტემბერი 2021, 18:55

მსოფლიო

ორი ქვეყნის საზღვარზე 4 ცხედრის პოვნის შემდეგ, პოლონეთი ბელარუსს აკრიტიკებს

პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე ოთხი ადამიანი ცხედარი იპოვეს. ბელარუსიდან არალეგალი მიგრანტების ტალღის გაზრდაში ოფიციალური ვარშავა მინსკს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ბელარუსის ხელისუფლებასთან ერთად, ვარშავა ბრალს მოსკოვსაც სდებს.

20 სექტემბერი 2021, 18:54

მსოფლიო

1-ლი ოქტომბრიდან ვატიკანში შესასვლელად ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენა გახდება საჭირო

1-ლი ოქტომბრიდან ვატიკანში შესასვლელად ჯანმრთელობის მოწმობის წარდგენა გახდება საჭირო, რომელიც კორონავირუსისგან იმუნიტეტის მტკიცებულებას შეიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 18:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ხარი ხართან დააბი“ არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას - თავისი საქმიანობით დაუკავშირდა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მჭიდრო შეხება აქვს კოკაინთან

„მას ეს პრობლემა იმ პერიოდში არ ჰქონია. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ მარტივი გამონათქვამი, ხარი ხართან დააბი. როდესაც ის თავისი საქმიანობით და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს არამარტო ნარკოტიკებთან, კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ მას გაუჩნდა ეს პრობლემა. კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. ხარი ხართან დააბი არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას. როდესაც ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს", - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 18:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება

„საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება. მომავალში რას გამოაგდებს მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩილ ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2021, 18:35

პოლიტიკა

არჩილ ჩიქოვანი: 40 ახალი, უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსი იმოძრავებს ბათუმში ამ თვის ბოლოდან

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მერის მოვალეობას ვასრულებდი და უნდა ვთქვა, რომ ჩვენ განვაახლეთ ტრანსპორტი, 40 ახალი სატრანსპორტო საშუალება, უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსი იმოძრავებს ჩვენს ქუჩებში მიმდინარე თვის ბოლოდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2021, 18:35

რეგიონი

არჩილ ჩიქოვანი: ხელისუფლებაა გარანტი იმისა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებამდე მშვიდ ვითარებაში მივალთ

ხელისუფლება არის გარანტი იმისა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ. მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, აირჩიონ თვითმმართველობის ყველა შესაბამისი რგოლი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია სიძულვილის ენას იყენებს სახელისუფლებო კანდიდატების მიმართ, რათა ქვეყანასა და რეგიონში ვითარება დაძაბოს. ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამის საპასუხოდ მათი მიზანია, მშვიდ ვითარებაში წარიმართოს წინასაარჩევნო პროცესები და არჩევნები. იგი ასევე ახლახან ხელვაჩაურში მომხდარსაც გამოეხმაურა.

20 სექტემბერი 2021, 18:22

მსოფლიო

მედია: ნოემბრიდან აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის

ნოემბრიდან აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 სექტემბერი 2021, 18:06

ტექნოლოგიები

ჩინეთში ბავშვებს TikTok-ის ანალოგით სარგებლობის დღიური ლიმიტი დაუწესეს

ბავშვები სოციალური ქსელით სარგებლობას დღეში მხოლოდ 40 წუთის განმავლობაში შეძლებენ. ახალი წესი 14 წლამდე ბავშვებს ეხება, რომლებმაც რეგისტრაციის დროს ნამდვილი სახელები და მონაცემები გამოიყენეს. ისინი სოციალური ქსელით სარგებლობა 06:00-დან 22:00 საათამდე შეძლებენ.

არჩილ ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2021, 18:05

რეგიონი

არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევაზე: ეს შედეგები არ გაგკვირვებია, ვინაიდან ეს არის ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული გამოძახილი

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომიწია ჩემს ქალაქზე ზრუნვა, ვიყავი მერის მოვალეობის შემსრულებელი. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მიერ განხორციელებული ის პროექტები და სამომავლო გეგმები, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ამავდროულად ძალიან ბევრი კეთილი საქმე, ასევე ჩვენ თანამოქალაქეებთან შეჯერებული პოზიციები, პოზიციები ქალაქის განვითარებასთან მათი ხედვების გათვალისწინება და 24-საათიანი ჩართულობა ყოველდღიურ ურთიერთობებში,ნამდვილად აისახა ამ კვლევებზე“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

20 სექტემბერი 2021, 18:00

პოლიტიკა

რუსეთმა და ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება“ გააფორმეს

რუსეთმა და ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება“ გააფორმეს. ე.წ. „შეთანხმებას“ ხელი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა და რუსეთის ე.წ. ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა მოაწერეს.

გურამ მაჭარაშვილი

20 სექტემბერი 2021, 17:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა

„თავად ის ფაქტი, რომ მეგის ქარდავა სასჯელს საქართველოში მოიხდის, ჯერ ერთი, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსსა თუ მოქალაქეს ექნება განცდა, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენს, სადაც არ უნდა იყო, ადრე თუ გვიან, აუცილებლად პასუხს აგებ. მეორე, თუ ვინმეს არ უნდოდა მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. მან თავად დააანონსა, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ალბათ, გულწრფელად სურს სასჯელიც საქართველოში მოიხადოს, რაც აქვს მას არა მხოლოდ ქართველი მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მიერ დამტკიცებული. თუმცა, ამის შემდეგ რამდენად გაბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას, ეს მასზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე

20 სექტემბერი 2021, 17:32

სამართალი

მამუკა ხაზარაძე ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

„ღიად მოვუწოდე პროკურატურას, რომ ყოფილიყო ჩემი გამოკითხვა, იმისთვის რომ დამედასტურებინა ჩემი საუბარი სასულიერო პირებთან, რომელიც ამ უკანონო, მრავალათასიანი ფაილებით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს არის კანონის უხეში დარღვევა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 17:30

პოლიტიკა

კახა კალაძე ბანერებზე: ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ

დედაქალაქში დამონტაჟებულ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით, ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ. ეს ოპოზიციის ბინძური პიარის ნაწილია, რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ, ამიტომ არაფერი მიკვირს, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

20 სექტემბერი 2021, 17:29

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თუ ზიზღის ენაზე ვსაუბრობთ, არა მგონია ვინმემ „ნაციონალურ მოძრაობას“ აჯობოს

„ჩვენ გვირჩევნია, რომ არჩევნების მერე, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა, იყოს კონსტრუქციული კრიტიკა, ხანდახან შეიძლება იყოს უსაფუძვლო, ესეც შესაძლებელია იყოს პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რადიკალიზმსა და ნიჰილიზმზე დამყარებული. როდესაც შენ, საზოგადოება ნიჰილიზმს უღვივებ, ბუნებრივია, რომ ასეთი საზოგადოება შენ არასოდეს არ გამოგყვება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

20 სექტემბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დაველოდოთ საია-ის "სუიციდს", იმედია ცარიელ ველზე აიფეთქებენ თავს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ,, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ სარჩელს ეხმიანება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

20 სექტემბერი 2021, 17:21

პოლიტიკა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: 2012 წლამდე სამხედრო ნაწილებში ხმის მიმცემს უნდა გადაეღო სურათი ბიულეტენისთვის და ეჩვენებინა შესაბამისი ადამიანისთვის, რომ ხმა მისცა მმართველ პარტიას

„ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი იყო 90-იან წლებშიც და 2003 წლიდან საარჩევნო უბნები სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. ყველა მეთაური გაფრთხილებული იყო, რომ ხმების მაქსიმალური რაოდენობა უნდა მიეღო {მმართველ პარტიას} არჩევნების დროს, ეს იყო კონკრეტული დავალება. შესაბამისად, მოთხოვნაც იყო, რომ ნებისმიერ ხმის მიმცემს უნდა გადაეღო სურათი ბიულეტენისთვის და ეჩვენებინა შესაბამისი ადამიანისთვის, რომ მან ხმა მისცა იმ პარტიას, რომელზეც იყო შეკვეთა - მმართველ პარტიას. 2012 წელს ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ საარჩევნო უბნები გასულიყო სამხედრო ნაწილებიდან “, - აცხადებს ჩაჩიბაია.

20 სექტემბერი 2021, 17:20

პოლიტიკა

ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების კანონიერებას ცესკო შეისწავლის

წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ ძალებს შორის ბრალდებების ახალი მიზეზი გახდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს. ბანერების წარმომავლობასა და კანონიერებას ცესკო კანონით დადგენილ, 10-დღიან ვადაში შეისწავლის